შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-28 - უთარიღო


                                                                         „ხუთწლედი“

                                                                   ლექსი იოანეს ბეხერის

როგორც გიგანტი,
კრემლის გუმბათებს ზევით.
აღიმართა

ლენინი.

და მიუძღვის ის მუშათა მსოფლიო აჯანყებას.
ბურჟუამ ხელში დაჭმუჭნა გაზეთი სისინით: „შეერთდით!“
„ლენინი“ - მტკიცედ ამბობს მუშა, ხმა გაიძახის: ძლივს!
ახალი შეფერადებით დამშვენდა ქვეყანა. დედამიწის ერთი მეექვსედი წით­ლად დაი­ფერა.
აღმოსავლეთის ცაზე
გავარვარებულ ლითონად
ანათებენ ანბანები:

სსსრ!

ლენინი -
პარტია ბოლშევიკების -
წითელი არმია -
კომინტერნი -
და როდესაც ლენინი გარდაიცვალა,
მას მიყვებოდა მილიონები.
მას მარხავდა მილიონები მუშებისა, მილიონები გლეხების,
შეინახეს ის მილიონებმა თავიანთ სისხლსა და ხორცში.
ყოველ დღე სდგება ლენინი და მიდის მათთან ერთად სამუშაოზე.
შეხედე ჩემს ტანსაცმელს. რუხი [პიჯაკი] სერთუკი; ეს ლენინის რუხი სერ­­თუკია.
ისმინე სიტყვა ჩემი. დიდი სიტყვა; ლენინის მძლავრი სიტყვა!
ლენინის ხელწერით აღმოსავლეთის ცაზე ჩნდებიან სიტყვები:

ხუთწლედი.

ხუთწლედი! - დედამიწის ხუთ ნაწილს გადასცემს მოსკოვი...
მე ვუძღვნი ჩემს ლექსს ყველა საბჭოთა ინჟინერს და [ტეხნიკოსებს] ქი­მიკოსებს, კოლმეურნეებს, ელეკტროტეხნიკებს, აგრონომებს, ტრაქტორ­მშე­ნებლებს.
სოცშეჯიბრების ყველა მონაწილეებს,
დამკვრელებს, წითელ დირეკტორებს.
როცა ანგარიშობთ,
როცა ზომავთ მიწის ნაწილებს,
როცა მუშაობთ ცირკულითა და კარანდაშით.
როცა ამოწმებთ მოტორს.
- ასტროლიაბიასთან.
ყოველი თქვენთაგანი აკეთებს საქმეს..
ლენინის საქმეს.
წითელ არმიას ჩემი ლექსი.
სიხარულით ეხვევიან ჩემი ლექსები  პროპელერებს, პიკებს, ვინტოვკებს.
წითელარმიელთა სიმღერებთან ერთად.
მიჰქრის ჩემი ლექსი ქალაქთა ქუჩებში,
თქვენთანა სდგას სადარაჯოზე,
თქვენთან საუბრობს ყაზარმებში.
მე ვუძღვნი ჩემს ლექსს ამხანაგებს ყველა ქვეყნის კომპარტიიდან
დეე, დაგეხმაროს ის, რომ გავფანტოთ თქვენი გულიდან
უკანასკნელი  ლანდი დაღლილობის.
დეე, მან გადაგაქციოს უფრო მედგრებად.
მოგცესთ მეტი რწმენა გამარჯვებისა, მეტი სიამაყე.
მით, რომ თქვენ ხართ ამხანაგები,
წევრები III ინტერნაციონალის.