შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-16 - უთარიღო


      მას აქვს გონიერი და მოწყენილი თვალები (ქვევით კი ტაძარში არის ნახე­ვა­რი სიბ­ნელე, ფერად-ფერადი).
     დიდებული ხმები ორგანოსი უერთდება მრავალფერ შუქებს, შეუდა­რე­ბელ რო­ზეტებს, ჰქმნის დღესასწაულებრივ განწყობილებას, გაშორებს ყო­ველ­სავე ქვეყ­ნი­ურს. ქვის ეშმა კი გონიერი და მწუხარე თვალებით იცქირება ქვე­ვით, დაჰყურებს მუ­დამ ცვალებად პარიჟს.
     ქვის ეშმა, მელანქოლიური სკეპტიკოსი, დასცქეროდა მთელ ამ სა­ჭიანჭ­ვე­ლეთს. ხედავდა, როგორ იჭრებოდა ბრბო აღელვებით მეფის სასახლეში.
     ხედავდა ხალხს, გაწამებულს თავიანთ მეფეებთან ხანგრძლივი ბრძო­ლი­საგან, რო­მელიც ეცემოდა შიმშილისა და ავადმყოფობისაგან.
     რამდენი სახრჩობელა და  ცეცხლში დაწვა უნახავს. როგორ იცვლებოდა ღმერ­­­თე­ბი, რაინდები, მეფეები, ტრიბუნები, იმპერატორები, უცხო ჯარის­კა­ცები, და სხვ. ეს ყველამ ნახა.
     მაგრამ ის იცქირება მომავალშიაც, ისევ სკეპტიკოსი, იმავე გონიერი და მოწ­ყე­ნილი თვალებით.