შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-598-1 - უთარიღო


1. სიყვარული სამშობლისადმი.

2. სიყვარული სამშობლოს ბუნებისადმი.
3. სიყვარული სამშობლოს ძველი უდიდესი მწერლებისადმი.
4. და სიყვარული იდეისადმი - ქართული პოეზიის მომავლისადმი.
5. რომანტიული სიყვარული სიცოცხლისადმი, რომ სიცოცხლის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა.
მე წაგიკითხავთ ამ ლექსს. ჩემი ბავშობის დროს, ან როგორც ილია ჭავჭავაძეს უყვარს თქმა „ჩემს პატარა ბიჭობაში“, მთაწმინდაზე სიარული. იმ მთაწმინდაზე, რომელიც ასე [კარგადაა] დიდებულადაა ამღერებული ნ. ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის შემოქმედებაში.

გისურვებთ, ახალგაზრდებო, [ყოჩაღად] კარგად ყოფნას. იყავით ყოჩაღად. ნახვამდის! შემდეგ ასეთსავე კარგ შეხვედრამდის!