შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-597-14 - უთარიღო


...და რომლის არსებობის 5 წლის თავი აღნიშნულ იქნება ჩვენი პრესის მიერ, როგორც [ჟურნალი, რომელიც ცდილობს] დიდი მისწრაფება შეჰქმნას „მხატვრული ლიტერატურა ნაციონალური ფორმით და ინტერნაციონალური შინაარსით“. ამ ჟურნალში მოთავსებული იყო ჩემი „ასი ლექსი“, „ეპოქა“, „ჯონ-რიდ“" და სხვ.

ერთად შეკრებილი კრიტიკული წერილები, ყველა ჩვენი გამოჩენილი ლიტერატორებისა, გაფანტული ჟ. გ.-ში, ჩემი მუშაობის შესახებ - შეადგენდა რამდენიმე მძიმე ტომს. მას ეხმაურებოდა ბევრი გამოჩენილი პიროვნება. მაგ. მსოფლიო სახელის მქონე აკადემიკოსი ნ. მარი (Акад. Н. В. Марр).
[ხშირად ეს საღამოები ჩემი სახელით იმართებოდა, ნამდვილად ბოლშ. პარტიის ფონდის გასაძლიერებლად, როგორც მაგ. ქუთაისში. იხ. ამის შესახებ: „რევოლიუციის მატიანე“ მოგონებანი ამხ. თენგზ ჟღენტისა].
(სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართველ პოეტთაგან მხოლოდ მე მომიხდა ვყოფილიყავი [მოწმე] უდიდესის მსოფლიო რევოლიუციის აფეთქების პირველ ადგილებში, იარაღით ხელში).
აი, ყოველივე, რაც შემიძლია ვთქვა ჩემს შესახებ. მყავს ღრმად მოხუცებული დედა, რომელსაც ვერაფრით ვეხმარები. გაცნობებთ ყოველივეს ამას სავსებით დარწმუნებით.
[რომლებიც დიდის პოპულიარობით სარგებლობენ მასსაში].