შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-3 - უთარიღო


[სოფლიდან სოფელად]. ქალაქიდან ქალაქში.
საბავშო სახლიდან, მეორე საბავშო სახლში.
და ისევ ასფალტის ქვაბები.
დიდი პრობლემა.
მე არ ვკითხავდი, თვითონ მიამბეს.
წყურვილი მთელი ქვეყნის მოვლის.
ნაადრევი ეროტიკა. კოკაინი.
გრძნობა სოციალური სიმპატიის.

ვაგონი - როგორც სარაია.
გოსპიტალი, დაჭრილი მამა.
ობივატელური, ჩვეული მოპყრობა მოწანწალე ბავშვებისადამი, თითქო ეს ჩვე­უ­ლებ­რივია, თითქო ეს ასეც უნდა იყოს. აუცილებელია.
არავინ მისკენ არ მიიხედავს.
ბევრია ისინი მსოფლიო ომის შემდეგ.
და მიეხვია ყველა.
ბავშები, გამოსულნი  ოჯახებიდან.
საერთო განადგ. (Разруш.).
გადავიღეთ აი ეს ბოროტი, საშინელი სახეები. ნამდვილად მათ შორის დე­­­ფეკ­ტიუ­რი არაა.
მათ შესძლეს თავიანთი ცხოვრების საშინელი გზა, ეს უზარმაზარი წიგნი...
უმძიმესი წარსული დღეები.
საშინელი სილამაზე დიდი წიგნისა.
პირველი მეთაური; ბეღურა, იმპულსიური რეორგანიზაცია!
მძიმე ქუჩის წარსული: ყველა მათ მიერ განვლილია გრძელი შარა უმწეო­ბი­სა, წეს­რიგის და რღვევისა.
ყოველდღიური უკანონობით.
ეს პატარა ბავში მშვენიერად ლაპარაკობს გერმანულ ენაზე. მეორეს აქვს მშვე­­ნიე­რი ნიჭი ჟურნალისტის, მესამეს ორგანიზატორული ნიჭი.
და მთელი ეს მასსა ქუჩის მიერ მომზადებული.

მუწუკი. ბაში-ბუზუკი. გაინაბები. ასფალტის ქვაბები.
ძლიერი სვიტა.

7 სეკტემბერი - Международный юношеск. день.
7 ნოემბ., შაბ. - День пролет. революции.
8 ნოემბ., კვ. - Праздник пролет. революции.

                                                                                           *
გუშინ დღეს და ხვალ.
5. განთავისუფლებული შრომა.
6. ქალაქისა და სოფლის კავშირი.
7. დღეები პროლეტარული დღესასწაულისა.
რვა მარტი. პირველი მაისი. წით. ახალგ. საერთაშორისო დღე.

                                                                                           *
გიოტე ტაბიძე. გიტა ტაბიძე, გრ. ტაბიძე, გეტ. ტაბიძე, ქ. გალაკტიონ ტაბიძე, გვ. ტაბიძე, გნ. ტაბიძე, გ. ტ., ტბო-ბ., გს., გიოტე ტაბიძე, გატუნია ტაბიძე.
გუშინ, დღეს და ხვალ.