შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-573-9 - უთარიღო


პრობლემები
პრობლემა ტრიაპკების. პოლზე მათი ისტორია. ერიკმა აიღო ტაშტი‚ წყალით სავსე და სველი ტილო - შეუდგა იატაკის წმენდას. კარგი გამოვიდა. ასე უნდა წმენდა იატაკს.
(ვიპოვე ჩემი საყვარელი მუნშტუკი).
საიდან პლიტკა? სად ამზადებენ... ვინ მომცემს (ფეჩი, მგონი, საჭირო აღარ არის... როგორ არაა საჭირო რომ იყოს!).
მგონი - რუხი კოსტიუმის საქმე მოეწყოს აქვე‚ ლურჯის - კარგადაა (მხეცები! სარგებლობენ პოეტის უმწეო მატერიალური მდგომარეობით - ასე ცინიკურათ).

„მამიას ერთგული მოსამსახურე“.
გოდერძი.

*
სტატია წიგნზე რადიოსთვის.
რუსთაველი შოთა.
Традой мне‚ незнакомой. Мног. Традой. Я. Галакт.
16 форм.

ასი ლექსი.
არ დამავიწყდეს ზაქარია კალანდარიშვილი: „გალაკტიონის ლექსს‚ ნაჯახით რომ მიადგე‚ ნაფოტსაც ვერ ჩამოაცლით“.
ბრძოლა ზმანების დასაცავად!
კლდიაშვილი.