შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-494-3 - უთარიღო


Раз он смел так сказать, он погубил себя.
პ. ჩხიკვაძე - ავტობიოგრაფიაში ამბობს, რომ ის წინად იყო ლაქია. წინანდელი  ლაქიის ფსიქოლოგია ყველასთვის ცნობილია: მლიქვნელობა მათდამი, ვინც მათ ჰგონიათ უძლიერესები...
ფული მაგათი ღმერთია, ეს ძვალრბილში  აქვთ გამჯდარი, დიდკაცობაზე ლაპარაკი, მათი სიამაყე. თანატოლები მათ ეჯავრებათ: საკმარისია, ლაქიამ შეგამჩნიოს, რომ შენ დიდი კაცი ხარ გარეგნულად, და იგი შენი მონაა.
ლაქიას - იყენებს შემდეგ ის დიდი კაცი.
ლაქია - მზადაა იმ დიდი კაცის მტრების წინააღმდეგ წასვლისთვის.
ლაქია - ეჯავრება ჯავახიშვილს.
ლაქია - სწერს მურზაყან დადეშქელიანზე, როგორც საკუთარ ტოლზე.
ლაქია - დიდკაცობს.
ლაქია - ჩეხოვის [ვიშნოვ] ალუბლის ბაღში ასე საუბრობს:  Так ли, это ли.
და ლაქიას სურს ორ ფრონტზე მუშაობა. თავისი თავი ძველ რევოლიუციონურ მწერლად...
(ნახეთ 2 ფ.).

1. საინტერესოა გაგება, როგორ ახერხებენ ბიბლიოთეკებში შეძრომას?
2. ეს ჩვენთვის არ არის ავტორიტეტი.
3. იგი აგინებდა ტიციანს [ცისფერ.] და პაოლოს.

მსგავსება  - ავსება.
Магазин „Музгиз“.