შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-631-8 - უთარიღო


ჯგუფმა პირველი ტური წააგო. ოლგა იურევნა იძულებული იყო - სკან­და­ლუ­რად გაქცეულიყო ჩემი ბინიდან. და მასზე დაყრდნობილნი (ი. აბაშიძე და სხვ.) პირ­ში ჩალაგამოვლებულები დარჩენ. საჭირო იყო სხვა გზას დასდგომოდენ.
მთაწმინდაზე, ბესიკის მოედანთან სცხოვრობს ნინო, რომელიც ხმას ავრ­ცე­ლებს, რომ ჩემი „მერი“ დაწერილია მასზე (ამაზე შორს ხულიგნობა ვერ წავა). ამ გა­რემოებას ჩაავლეს მათ ხელი და მოსთხოვეს, შემოჭრილიყო იგი ჩემს ბი­ნა­ში ჩემ­თან საცხოვრებლად. ავანტიურისტმა ქალმა ეს მოახერხა. ის პირ­და­პირ შემოიჭრა ჩემ­თან და ვერას გზით შემდეგ ვერ მოვიცილე. მას გაუკე­თე­ბია ათი აბორტი, ჰყავს ქალ-ვაჟი: დუთუ და ნუნუ. ორივე თავზე მე მომახ­ვია. დუ­თუმ ჩემი სადილის წიგნაკი წაი­ღო და მით სარგებლობს სამი წელიწადი, ნუ­ნუ კიდევ სულ ჩვენთანაა სადილ-ვახშმად და ლუკმას მგლეჯს პირიდან. ეგ კიდევ არაფერი. სახლი სულ დააცალიერეს: რა ფეხ­საცმელები, საცვლები, კოს­ტიუმები და უამრავი სხვა რამ წვრილმანი ჩემის სახ­ლიდან გალალეს. ჩემის სა­ხელით ნინას ძმას მიწა აუღია და ამუშავებს - ბაღდადში.. აკადემიიდან წა­მოღებულ „პაიოკს“ ჯერ თავის სახლში წაიღებს და სა­­ღამოთი ჩემთან მოვა... სა­ბანი და ბევრი სხვა რამ თავის ბინაში გადაუტანია ჩე­მი ავადმყოფობის დროს. არ ვიცი, როგორ შემეძლება ჩამოვთვალო ყოველივე, რა სისაძაგლესაც ეს ქალი სჩადის. გაიძახის, რომ დიდი სიყვარულის გამო მოვიდა ჩემ­თან, ნამ­დვი­ლად კი სინდისზე ხელაღებული, ნამუსგარეცხილი, ყოვლად უსირ­ცხ­ვილო ადა­მიანია. საიდან ვიცი, რომ იგი მოგზავნილია ჯგუფის მიერ?
1. პოლ.

                                 *
აგე ხე რომ სდგას - ხომ ხეა მხოლოდ,
[ხომ მხოლოდ ხეა, სხვა არაფერი]
ფოთოლიც მხოლოდ ხომ ფოთოლია.

                                *
მოსკოვს, კიევსა და სევასტოპოლს
სხვაგვარად ნახავს,
თვალი შეჰხარის ცისფერ ფერადებს,
ავტობუსს ახალს.

                ახალი სახე

სხვა მზე ანათებს [მსოფლიო] დღეიდან გლობუსს
[ცა არის ლილის]
[ფერადი] წინ ქუჩაც ნოხის,
[ცისფერ ავტობუსს, ახალ ავტობუსს]
მიმქრალ პალმებს, დროშებს, ავტობუსს,
ცხრა მაისს, [თბილისს] სოხუმს.

 [ნახეთ, გათავდა თუ არა ომი,
რაღაც იწყება]
ომი, გათავდა თუ არა, ნახე
ფერისცვალება,
ქალაქს ეძლევა ახალი სახე
და [მოსიცხება] ბრწყინვალება!