შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-593-5 - უთარიღო


საჭირო ნახატები 1908 წ. გასაშუქებლად:
1. ლევან მეტრეველი (მეგობრული შარჟი).
2. ჟურნალ „ჩვენი კვალი“-ს კლიშე.
3. უკვე ცოცხალი არაა ილია ჭავჭავაძე - ილიუსტრაცია ლექსისათვის: ილია ჭავჭავაძე.
4. კრება სემინარიაში - აკაკი წერეთლის იუბილეის შესახებ: სემინარიელები დელეგატს ირჩევენ იუბილეზე გასაგზავნად.
5. 1908 წლის ჟურნალ-გაზეთების გამოფენა.
6. „ახალგაზრდა მგოსნები“-ს ხანა.
7. სახლი სემინარიის ახლო, სადაც არსებობდა არალეგალური სალიტერატურო წრე (მარქსისტული).
8. შემდეგ ამ წრეს უერთდება გ. ქუჩიშვილი, თურდოსპირელი და სხვ. (სურათი დ. თურდოსპირელი და ქ. ქავთარაძე).
9. ხელნაწერი ჟურნალის ტიპი.
10. ჟურნალი „ჯაშუში“.
11. სემინარიის რეკტორი.
12. სახლი პრესის ქუჩაზე (წინანდელი მალაკნის ქ.).
13. სემინარიის შენობა.
14. ტფილისი. 1908 წ.
15. ქ. ქავთარაძის თვითმკვლელობა.
16. ქანდაკება „მწუხარე საქართველო“, როგორც სიმბოლო საქართველოს მაშინდელი მდგომარეობის.
17. ჟურნალი „შუქი“.
18. მე და დარჩიაშვილი.
19. „სქელი ღრუბელი, შავი და ბნელი, სამშობლო მხარეს გადაეფარა“.
20. მაგრამ რა გაჰკრა ელვამ სივრცეზე (ნაგულისხმევია 1905 წ.).
21. რეკტორი სემინარიელს: რად დაგაგვიანდათ. თქვენ ხომ გ. ტაბიძე არა ხართ, დაჯდე და ერთ წამში დამიწერო თხზულება.
22. პირველი ლექსი!!
23. ოვაციები სემინარიაში.
24. გაშუქებული ორაჯანა.
25. ლექსის წაკითხვა გარდაცვალებული ამხანაგის შესახებ.
26. პანსიონი და სხვ.
27. ეკლესია.
28. მომეცადინე სემინარიელი.
29. პოლიო ირეთელი და მე.
30. მე და ნარკანი.
31. მე ასოთამწყობებთან.
32. „ჩვენი კვალი“ იხურება ჟანდარმერიის მიერ.
33. „პრესის დევნა“ (დახურული გაზეთები ჟანდარმის მიერ).
34. ციხე.
45. კატორღისაკენ.
46. ჩამოღჩობა. გადასახლება.
47. სიკვდილით დასჯის კანონი.
და სხვ. და სხვ.

მხატვრები ამ გამოფენისათვის:
1. დავით გველესიანი. 2. თედორე ჩუდეცკი. 3. სანდრო ციმაკურიძე. 4. გრ. მესხი. 5. იაკობ ნიკოლაძე. 6. თამარა აბაკელია. 7. ქნარი. 8. ქეთო მაღალაშვილი. 9. უჩა ჯაფარიძე. 10. ლადო გუდიაშვილი. 11. ბაჟბეუკ-მელიკოვი. [12. ტიპები...].

ექსპონანტები:
1. მეტეხიდან.
2. მწერალთა მუზეუმიდან.
3. საჯარო ბიბლიოთეკიდან.
4. მუნიციპალურ მუზეუმიდან.
5. რევოლიუციის მუზეუმიდან.

*
1908.
1. უკვე მაისში ატყდა პოლემიკა ქართული სიტყვაკაზმული ლიტერატურის დაცემის შესახებ ჟურნალ „ჩვენს კვალში“ და გაზ. „ამირანში“.
2. უკვე ცოცხალი არაა ილია ჭავჭავაძე.
3. პოეტი ევდოშვილი ილაშქრებს ილია ჭავჭავაძის შესახებ. „ჩვენს კვალში“ დაბეჭდილი სპ. ჭელიძის საპასუხო ლექსი. ევდოშვილი სტოვებს სოციალ-დემოკრატიის ბანაკს...
4. აკაკი წერეთლის იუბილეი...
5. ლევან მეტრეველის წერილის გარშემო დიდი განგაში ატყდა.
6. ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის გარშემო ატეხილი კამათით გამოწვეული დადებითი შედეგები (დაარსება ჟურნ. „მზის“, „ფასკუნჯის“).
7. სალიტერატურო მოძრაობის გამოცოცხლება. განსაკუთრებით ახალგაზრდობაში.
8. სიტყვა-კაზმული მწერლობა იყოფა ორ ბანაკად.
9. იწყება ეგრედ წოდებული „ახალგაზრდა მგოსნების“ ხანა.
10. იწყება „სალიტერატურო წრეების და ჯგუფების ხანა“.
11. არალეგალური ლიტერატურული წრე სემინარიასთან (გ. ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, [გ. ანჯაფარიძე, დ. თურდოსპირელი და სხვ.] ქ. ქავთარაძე).
12. ჟურნალი „პირველი ნაბიჯი“.
13. ჟურნალი „მოწაფე“.
14. ჟურნალი „ახალი ტალღა“.
15. აგრეთვე ხელნაწერი ჟურნალები.
16. ქ. ქავთარაძის დევნა სემინარიაში.
17. გ. ტაბიძის დევნა სემინარიაში.
18. ლადო დარჩიაშვილი - რედაკტორი „ახალი კვალი“-ს.
19. არტისტები და პოეტები.
20. ახალგაზრდა მგოსნების უახლესი კავშირი ძველ ლიტერატურულ ბანაკთან.
21. ქანდაკება „მწუხარე საქართველო“.
22. რეაქციის საერთო სურათი.
23. ჟურნალ „ჩვენ კვალში“ იბეჭდება ჩემი ლექსი „სქელი ღრუბელი შავი და ბნელი“.

ჟურნალი „ჩვენი კვალი“. 1908 წ.
№1 გამოვიდა 25 მაისს, 1908 წ. ეს იყო „ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და სალიტერატურო გაზეთი“ (გაზეთი და არა ჟურნალი). გაზეთი ერქვა იმის გამო, რომ ნებართვა აღებული იყო „გაზეთის“ სახელწოდებით. ფაკტიურად კი ეს იყო ყოველკვირეული ჟურნალი.

№1. „დღეს 25 მაისს, ზუბალოვის სახალხო [სახლში] შენობაში ცნობილი პოეტი აკაკი წერეთელი წაიკითხავს ლექციას ქართულ ენაზე შემდეგი სათაურით: „თანამედროვე აზრები გამოთქმული მე-XII საუკუნეში დიდებულ პოეტ შოთა რუსთაველისაგან“ (ქრონიკა „ჩვ.-კვალის“).
თბილისის გენ. გუბერნატორის განკარგულებით დაიკეტა „ალიონი“.
დაიკეტა „ცხოვრების სარკე“.
„ევდოშვილის ხსოვნას“ - ლექსი სპ. ჭელიძისა (ევდოშვილი რომ შემდეგ გარდაიცვალა).
რედაკტორობს ანთიმოზ გიორგობიანი.
ქართული მხატვრული ლიტერატურის დაცემის ხანა. ამის შესახებ კამათი „ჩვენს კვალსა“ და „ამირანს“ შორის.
გამოვიდა სულ 20 ნომერი. დაიბეჭდა ჩემი ლექსი და ჟურნალიც მიიხურა.
დაჰხურეს.
„პრესის დევნა“. რამდენი გაზეთი დაიკეტა?

თანამშრომლობენ:
1. ონი. 2. ივ. გომართელი. 3. პ-ე ხიდისთაველი. 4. ნარკანი. 5. ქნარი (ლექსი იწყება „ამხანაგებო“). 6. ალ. გერასიმიძე (ასოთამწყობი). 7. ლევან მეტრეველი. 8. ნ. ზომლეთელი. 9. გ. ქუჩიშვილი. 10. ვ. ობჩელი (ბურჯანაძე). 11. დ. თურდოსპირელი. 12. ბაბილინა. 13. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასი. 14. ცახელი. 15. დარია (ახვლედიანი?). 16. ცქვიტი (?). 17. ილია ბახტაძე. 18. ლადო დარჩიაშვილი. 19. გ. ტაბიძე.

ჟურნალის გარკვეული პოზიცია:
1. ეროვნულ საკითხზე.
2. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შეს.
3. ქართული მხატვრული ლიტერატურის შესახებ კამათი.
4. ირ. ევდოშვილის შესახებ.
5. ყველაზე უფრო კულტურული ჟურნალი.

სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზი
გალაკტიონის საღამოები
1. 6 თებერვლიდან ვიდრე ოცდაათ ივნისამდე.
2. სულ: 23 საღამო - თებერვალში. 31 საღამო - მარტში. 30 საღამო - აპრილში. 31 საღამო - მაისში. 30 საღამო - ივნისში. სულ 145 საღამო ივლისის I-მდე.
3. ძირითადი თემატიური საღამო - 520.
4. 144 საღამოს დაესწრება 43 200 კაცი (თვითეულ საღამოზე 300 კაცი დარბაზის ტევადობის მიხედვით).
5. საჭიროა, მაშასადამე, 144 ძირითადი მომხსენებელი. 144 თანამომხსენებელი - სულ 288 მომხსენებელი.
6. საჭიროა 432 - სიტყვის მთქმელი (სამი კაცი თვითეულ საღამოზე).
7. საჭიროა 720 პოეტი (ხუთი კაცი თითო საღამოზე).
8. საჭიროა 576 დეკლამატორი არტისტი (სამი კაცი თითო საღამოზე).
9. საჭიროა 732 მომღერალი (სამი კაცი).
10. ყოველთვის საჭიროა ორკესტრი.
11. ყოველთვის საჭიროა მეჩონგურეთა გუნდი.
12. ყოველთვის საჭიროა პიანისტი ან როიალზე დამკვრელი.
13. ყოველთვის საჭიროა კონფერანსიე.
14. ყოველთვის საჭიროა 3 მხატვარი.
15. მთავარი ადმინისტრატორი (ტეხნ. რეჟისსორი).
16. მოლარე...
17. სამხატვრო საბჭო.

საღამოს თავმჯდომარეებად: 1. პროფ. ივანე ჯავახიშვილი. 2. პროფ. ბერიტაშვილი. 3. სახ. მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. 4. დოცენტი ასლანიშვილი. 5. ელენე ჩერქეზიშვილი. 6. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია. 7. ალ. აბაშელი. 8. მოსე თოიძე. 9. ქიქოძე გერონტი. 10. ილია აღლაძე. 11. თედო სახოკია.