შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-631-2 - უთარიღო


                   „ხალხის მტერთა მმუსრავი ტერორისტთა ჯგუფი“

                                                                                XI

[ბავშობის დროის] 
ეხლა რომ ბავში [სიხარულით] აღტაცებით აწყდება შკოლას,
საფეხურიდან რომ აყვება [მაღალ] ახალ საფეხურს:
ის [თავიდანვე] კარგად იცნობს [ყოველნაირს] თავისუფალ შრომას და ბრძო­ლას,
ის იცნობს ახალ საქართველოს, მის წინსვლას მეხურს.
ის 8 წლისაა, მისი წიგნი, დაფა, გრიფელი,
მისი რვეული, მისი წერა აპოკრიფული,
როგორ დაშორდა ჩვენს წინანდელს, სუსხიან წარსულს,
ეხლა ვიგონებ ყოველივეს,  როგორც დასასრულს,
გულშემზარავი, საშინელი შკოლის [ვაება] ხატება,
გაგახსენდება და სიკვდილი მოგენატრება:
[მასწავლებელი, საზიზღარი, მთვრალი მტარვალი]
[ძველი [მთვრალი] მტარვალი,  საზიზღარი მასწავლებელი]
[ერთხელ დაეცა] [ჩვენს წინ დაეცა [ჩვენის] ბავშის ტყვიით გულგანგმირული].
[ჩვენ არ გვქონია ამის გამო მტრობა და ჩხუბი] [შკოლაში დავა და მწარე დრო გვქონდა;
[და გვყავდა ჩვენი] [ჩვენ დავაარსეთ] მაშინ დაარსდა „ხალხის მტერთა მმუს­რა­ვი ჯგუფი"].
[თავს ვიცავდით რა]
მასწავლებელი საზიზღარი, მტარვალი, კრული
ჩვენს წინ დაეცა ცივის ტყვიით გულგანგმირული.
მეორე დღესვე მოწოდებებს ვფენდით ქუთაისს:
ეხლაც ხელთა მაქვს ეს [ქაღალდი] ფურცელი ძველი. აი ის:

„ამ დღეებში გამოასალმეს წუთისოფელს [ქუთაისის] სასწავლებლის უფ­რო­სი იპო­ლიტე ალექსანდრეს ძე გრეკოვი, დაუძინებელი მტერი ყოველგვარი გან­მან­თა­ვისუფლებელი მოძრაობისა, სოციალისტურ პარტიებისა და მათ მოძ­ღვრებისა, ნამდ­ვილი რუსიფიკატორი და მწარმოებელი ვოსტორგოვის პო­ლიტიკისა, მედგარი მდევ­ნელი ქართველი ერისა და მისი ენისა. მოთაყვანე რეპ­რესიებისა, მთხოვნელი სამ­ხედრო და გაძლიერებული დაცვის წესებით ხალ­ხის სულის შეხუთვისა და სხვა.  მოჰკ­ლეს და მით კიდევ შეამცირეს ხალხის მტერ­თა რიცხვი.
ვაცხადებთ რა ამას საქვეყნოთ, ვაფრთხილებთ ყველას თავი გაანებონ ხალ­­ხის მტრო­ბას და მისი ინტერესების საწინააღმდეგო, საზარალო მოქმედე­ბას. ვაბრთ­ხი­ლებთ ყველა ჯაშუშებს, და მათ შორის სახელდობრ (აქ ნახსენე­ბია ორი ჯაშუში: მა­მა და შვილი), თუ ისინი არ მოიშლიან თავიანთ დასაგმობ მოქ­მედებას, ე. ი. ჯა­შუ­შობას, მათაც მოევლინებათ ისეთივე სასტიკი სასჯე­ლი, როგორც გრეკოვს. მაშ, გას­წორდით ხალხის მტრებო! გაფრთხილდით, მო­ღალატენო და ჯაშუშებო!“

                                                                                                              „ხალხის მტერთა მმუსრავი ტერორისტთა ჯგუფი“

N. B. გრეკოვის გასვენებას დაესწრებიან ჭირისუფალთ გარდა, რა­საკ­ვირ­­ვე­ლია, მხოლოდ მისი თანამგრძნობელნი.

                                                                           *
[აი, ამბავი ძველი დროის].
აი, ვის ხელში იზრდებოდა მთელი თაობა.
ჩამოვიდოდა რომელიმე არარაობა -
[ეს] მოჰქონდა თავის საღვთო სჯული, ძველი კოდექსი -
დიდმპყრობელური, გაცვეთილი პროზა და ლექსი,
შუღლი, მორალი, კარცერები და ეკლესია,
და მათ შესაფერ პატივს სცემდენ, როგორც წესია.
პიონერებო, თქვენ [არ იცით] იძახით: ძირს, ძირს ველური
დაბრმავება და შოვინიზმი დიდმბყრობელური.
.............................................................................................
.............................................................................................