შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-26 - უთარიღო


ომის ჩვენ არ გვეშინია (ომი არაა ჩვენთვის საშიში, ომით ვერავინ ვერ დაგ­­ვა­ში­ნებს).
ჩვენ შეჩვეულნი ვართ ბრძოლას და ჩვენ გავიმარჯვებთ ბრძოლაში.
როდესაც დადგება დრო, ამას დაინახავენ მთელი ქვეყნის ხალხები.
დიდებით ჰქროდენ ჩვენი შევარდნები - შორეულ აღმოსავლეთში.
და აი, ჩვენი ეშინიათ ჩვენს მტრებს.
ისინი ოცნებობდენ ჩვენს ზურგში ჩაეცათ მახვილი.
ჩვენ ვიცით მათი, თუ როგორი ხერხით იბრძვიან ისინი.
დიპლომატიური ტყუი­ლე­ბის ქსელით რევოლიუციურ ხალხს ვერავინ და­ფა­რავს (ვერავინ გაახვევს ქსელ­ში).
მშვიდობიანობის ნიღაბით მათ სურდათ ომის დაფარვა.
ძირმომპალო (ხავსმოკიდებული, დაჩაჩანაკებული) მმართველნო თავი­ან­თი სვე­ბედის, ბრმანო და უძლურნო, თქვენ ვერ შესძელით აღგენთოთ მტრო­ბა თქვენს წი­ნააღმდეგ მომართულ ძალებს შორის.
ვერ შესძელით, რომ ჩვენ დავტაკებოდით ერთმანეთს შუბლებით. ვერ შეს­ძე­ლით ცეცხლიდან წაბლის სხვისი ხელით მიღება.
თქვენდა სამწუხაროდ და ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენ მშვიდობიანი მე­ზობ­ლე­ბი გავხდით.
დეე, თვითონ მათ იომონ, ისინი ხომ ყველანი ერთმანეთის მტრები არიან. თვი­­თე­ულ მტაცებელ მხეცს მიზნად მხოლოდ თავისი თავი ჰყავს. კანონი მა­თი არ­სე­ბო­ბის - სიცოცხლე სიცოცხლის ანგარიშით.
შრომა ხალხისა - ეს მათი საკუთრებაა. მოტყუება, ყინულზე გაცურება, - ეს მა­თი ფარია დამცველი, ომი - იმათი ტრადიციაა. მაშ, დეე, იომონ მათ ერ­თ­მანეთს შო­რის თავიანთი ნაძარცვი სიმდიდრეებისათვის. დეე, კანკალებ­დენ თავიანთ კო­ლო­ნიებისათვის, დეე, ეშინოდესთ თავიანთი მონების, როდე­საც ისინი, ომით გა­ერ­თია­ნებულნი, აჯანყდებიან და შურს იძიებენ იმავე იარა­ღით, რომლითაც სცემდენ და­მონებულებს.
განადგურება და მოსპობა ერთმანეთისათვის, რაც კი საუკუნეების მიერაა შექ­მ­ნი­ლი [საგანძურების] - ასეთია მათი არსებობისათვის ბრძოლის კანონი.
ჩვენ ვდგევართ მშვიდობიანობისათვის, ჩვენ მივიღებთ ომს, როდესაც ეს იქნება ნე­ბა ხალხისა. ჩვენ წავალთ ომით - ომთან!
როდესაც საჭირო შეიქნება მშრომელი ხალხის ინტერესების დაცვა, [ომი არაა ჩვენთ­ვის საშიში,] ჩვენ ვიბრძოლებთ უდიდესი კაცთმოყვარეობის აზ­რი­სა და საქ­მი­სათვის.
ჩვენ ვიბრძოლებთ არა ქვეყნის დაპყრობისათვის, არამედ მისი ახლად აშე­­­ნე­ბი­სათ­ვის. ჩვენი ქვეყნის ბრძნულად წარმართული ისტორიის მიერ რჩეუ­ლე­­ბით, ზეშ­თა­გონებული მისი შემოქმედებითი ნებით, გაერთიანებული ერთი სა­ერთო იდეიით: სა­ერთო ბედნიერების იდეიით, უნდა გაიმარჯვოს და გაიმარ­ჯვებს კიდეც!

[ომი არაა ჩვენთვის საშიში].
არა, ჩვენ ომის არ გვეშინია.
ჟინია. შიშინია.
არა, ჩვენ ომის არ გვეშინია.
– ძია, რა უცებ იფეთქა ომმა.
არიფაქსი.