შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-615-19 - უთარიღო


1908 წ. ბაზრის წიგნები („ქართული წიგნიდან“).
1. ბაღდასაროვი კოლია. დროების ლექსები. ტფ. 1908.
2. გვრიტი: ოსეფ-აღა და შანტაჟისტები - შედგენილი გვრიტისა, გამოცემა „ჩიტისა“. ჯერ თბილისში, მერე ქუთაისში.
3. გრიშაშვილი იოსებ „ზურნა“ და სხვა სახუმარო ლექსები, სიმღერები, მუხამბაზები და ორსულთა კასის პატრონების სიმღერა. გამოცემა ბ. არნაუტოვის მიერ,№ №5.
4. აბდულა ზამბუზალ-ოღლის ლექსები და სიმღერები.
5. „კინტო-საქულას შიქასტა და ბაიათები“. სკანდაროვისა.
6. გეურქ ძამუკოვი „ლექსები თელავის კარებზედ“.
7. ახპატელოვი მიხეილ. საარშიყო თაიგული. ლექსები და მუხამბაზები.
8. ანეგდოტების კრებული თბილისელი „კინტოსი“.
9. ალექსანდრე შახბარათოვი.
10. ორთაჭალის თაიგული. სალხინო ლექსები.
11. „ჭირიმე“ სიმღერები. გამოცემა პირველი, არტო ხალატოვის გამოცემა.
12. ხვლიკი (გრიშაშვილი იოსებ) „არ შეგცივდეს ბარაშკაჯან“. სხვადასხვა სახუმარო [ლექსები] სიმღერები, შეკრებილი „ხვლიკისა“. ბ. არნაუტოვის გამოცემა.
13. მამულაიშვილი იოსებ (გრიშაშვილი იოსებ) „ზურნა“. სხვადასხვა სახუმარო [ლექსები,] სიმღერები და ორ-ანის სცენა: შედგენილი იოსებ მამულაიშვილის. გამომცემელი. მეორე გამოცემა ბ. არნაუტოვისა.

ვაჟა-ფშაველას „ცრემლები“. სახ. გამოც. 1909. 223 გვ.

*
აჰ, ოცნება არ გაივლის,
რა არ გამახსენდება!
გამოველი და აივნით
ცას შევსცქერი. თენდება.