შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-6 - უთარიღო


    ვორონცოვისძეგლი.. აქ, შუუა-მოედანზე იდგა ვორონცოვის ძეგლი. ძა­ლიან ამა­ყად იდგა! ხიდიც ხომ ვორონცოვის სახელობისა იყო. მოედანი, რა თქმა უნდა, არ იყო ისე ფართო, როგორც ეხლაა, მაგრამ მაინც მოედანი ერქვა. აკა­კი წე­რე­თელ­მა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოსაზრებით მთელი პოემა უძ­ღვნა ამ ძეგლს. პოე­მის შინაარსი ასეთი იყო. ბავში ეკითხება მოხუც ქალს, თუ რატომ, რა მიზეზის გა­მო სტირის ის, როდესაც ამ ძეგლის მახლობლად გა­ივ­ლის? მოხუცი ქალი [ეუბნება] ბავშს უყ­ვება საქართველოს წარსულს: შემ­დეგ მის რუსეთთან შეერთებას და ამბობს, რომ გა­მოჩნდა კაცი, რომელმაც შე­იყვარა საქართველო... „იმ კაცს ეძახდნენ ვო­რონ­ცოვს, ის იყო გმირთა-გმი­რიო; მის დროს ვიგონებ მოხუცი, და, შვილო, მიტომ ვსტი­რიო“. ასე მთავ­რდე­ბა ეს პოემა. როდესაც ბავშობისას მე მას ვკითხულობდი, არ მჯეროდა რა­ტომღაც, რომ აქ აკაკი წერეთელი გულწრფელი იყო. მე ძალიან კარ­გად ვიც­­ნობდი აკაკის შეხედულებას ამ საკითხზე სხვა მასალების საშუალებით. ამი­­ტომაცაა, რომ ეს ნაწარმოები აკაკი წერეთლისა სრულებით პოპულიარული არაა ხალხში. მე ეს ძეგლი პირველად ვნახე 1908 წელს, მეორედ კი - 1921 წელს, ე. ი. ცა­მეტი წლის შემდეგ. მე იგი ვნახე მიგდებული არა აქ, არამედ კო­ლოუბნის ერთ-ერთ ეზოში, ფეხებმოკვეთილი ეგდო მიწაზე: მტვერში, ტა­ლახ­­ში, არა პიედესტალზე; ასე­თია, თურმე, ბედი ბევრზე-ბევრი ძეგლისა! რო­დესაც მოსკოვში სკობელევის ძეგლს იღებდენ, იმაზე საინტერესო სანა­ხა­ობა ბევრი არ მინახავს. ბაწრებით მაღლა აწეუ­ლი სკობელევი, მოწყვეტილი პი­ე­დესტალს, ჰაერში ქანაობდა და იქნევდა ხმალს, რომ ირონიულ შენიშვნებს იწ­ვევ­და დამსწრე საზოგადოებაში. ეს იყო 1917 წლებ­ში. ბევრზე ბევრი ძეგლების აღე­ბა მინახავს, მაგრამ ისეთი საინტერესო არა, არ მახსოვს; ვორონცოვის ძეგლი კი უბრალოდ იყო, მას არც ხმალი ამშვენებდა. რო­დესაც მას იღებდნენ, თურმე სა­ზოგადოებიდან გამოეყო კინტო და შესძახა ვო­რონ­ცოვსა:
    - მაგრად იყავი, კნიაზ-ჯან, მაგრადა. შენ ყ-საც ვერ მოგჭამენ, ნურაფ­რი­სა გე­შინიანო!
    მართლაც, მოედანსაცა და ხიდს დღესაც ვორონცოვის  მოედანსა და ხიდს უწო­დებს ხალხი, [მიუხედავად იმისა, რომ მას] ოფიციალურად კი მას კარლ-მარ­ქსის მოე­დანი და ხიდი ჰქვია.