შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-2 - უთარიღო


* * *

    უპირველეს ყოვლისა, გამოსარკვევია საკითხი ჩემი დამოკიდებულებისა პრ. მწ. კავშირთან! იყო მთელი ეს ისტორია ჩემი „ყინვაზე გაცურების“ ცდა, თუ გულწრ­ფელი დაახლოვების სურვილი. საინტერესოა „დამკვრელი გაზე­თი“-ს ორაზ­რო­ვანი მობყრობა (გაზეთში არის ჩემი ლექსი, შენიშვნა ჩემზე, და ერთი ძალიან ორაზ­როვანი შარჟი).
    მოხდება თუ არა რეორგანიზაცია მწერალთა კავშირისა, და თუ მოხდება, რა რო­ლი უნდა [ვითამაშო] შევასრულო იქ მე? (ყოველ შემთხვევაში, აშკარაა - ყინვაზე გა­ცურების ცდები, რომლის ნებას მე არავის მივცემ). კატეგორი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით მე გამოვარკვევ ყველაფერს. კმარა ორაზროვნება. თუ მე უძლური ვარ, რა თქმა უნდა, მუშაობაც არ მინდა, მაგრამ როდესაც ძლიერი ვარ, უძლურებს ნებას არ მივცემ, რომ ანგარიში არ გამიწიონ. ჩემთვის საჭი­როა დაპირებების ასრულება. მო­მატება პენსიის (ადამიანურად მოწყობა), აღი­ა­რება ლიტერატურული სიძ­ლიე­რის.

    ბზვანელის წინააღმდეგ.