შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-25 - უთარიღო


    თანამედროვე ქართული პოეზია წარმოადგენს მთელს საბჭოთა კავშირში ერთ­­ერთს ყველაზე [უფრო] მეტად დიდებულსა და ეფეკტიურ მოვლენას ეხ­ლან­დელ ლი­ტერატურულ ატმოსფეროში. [სამწუხაროდ] მიზეზი, თუ რადაა იგი სრულიად უც­ნობი არა თუ მთელი კაცობრიობისათვის, არამედ ჩვენს მე­ზო­ბელ საბჭოთა რეს­პუბ­ლიკაშიაც კი, [ამისი მიზეზი] უნდა ვეძებოთ სულ სხვა­გან, და არა იქ, სადაც მას ეხ­ლა დაეძებენ.
    ჩვენი შეხედულებანი დაფუძნებულია [იმ] უზარმაზარ დაკვირვებით მა­სა­ლებ­ზე, [რომელთა გამოქვეყნება ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება] გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა­ზე და ცდებზე, რომლებიც დაგროვილია მრავალთა შრომით; ბევ­რი [ამ ცნო­ბა­თა­განი] რამ ამ სფეროში ცნობილია სრულიად გარკვეულად და სწორად: ბევრი [კი­დევ მოითხოვს] ცალკე კითხვები, უმთავრესად თეორე­ტი­­ული ხასიათის, [მო­ით­ხოვს] ჯერ არაა [სავსებით] საბოლოოდ გადაჭრილი, მაგ­რამ იმყოფება დამუშავების მდგო­მარეობაში. ამნაირად, თანამედროვე ქარ­თული პოეზია წარმოადგენს გან­სა­კუთრებულ მოვლენას და აქვს თავისი ვრცე­ლი ლიტერატურა.
    ყველაზე უფრო [საყურადღებო და] დამახასიათებელ თვისებას ჩვენი პოე­ზიი­სათ­ვის [შეადგენს], საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს მისი ახსნა და შე­ფასება, არის ამ პოეზიის საყურადღებო, არაჩვეულებრივი კავშირი ჩვენს ეპო­ქას­თან. არ­სე­ბობა ასეთი კავშირისა დამტკიცებულია კარგა ხანია, მაგრამ ხა­ზი უნდა გაესვას [უკა­ნასკნელ] მის პერიოდულ ცვლილებებში, უკანას­კნე­ლი წლების გადატეხებს.
    [ეპოქის გავლენა ლიტერატურაზე] ფიგურალურად რომა ვსთქვათ, ჩვენი ეპო­ქა ასეთია: მზე თავისი გაძლიერებული მოქმედების პერიოდში სივრცეში ფან­ტავს გა­ტენილი მასალების დიდ რიცხვს, ეგრედ წოდებულ ელექტრონებს; მე­ქანიზმი ამ ელექტ­რონების გადასროლისა ჯერ სავსებით არაა ნათელი. მაგ­რამ არსებობა მძლავ­რი ელეკტრომაგნიტური პროცესების, რომლებიც და­კავ­შირებულია მზეზე ლა­ქების არსებობასთან, დღეს არავისათვის საეჭვო  აღარ არის.
    არაა აგრეთვე ძნელი...