შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-508-6 - უთარიღო


რა არის კიდევ საჭირო?
ნახევრად შესრულებული
1. (ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებიდა“ ამოწერა ყველა მასალების ისე, რომ ხელმეორედ გადაწერა არ დასჭირდეს...).
2. ალფაბეტზე დალაგება საბიბლიოგრაფიო მასალებისა - თუ საჭირო იქნება.
3. თვითეული ტომის შინაარსის შედგენა.
4. გადაწერა „მწყესი“-სა - გასწორების შემდეგ.
5. გადაწერა ფასკუნჯის მასალებისა გასწორების შემდეგ.
6. კვალდაკვალ გამოკვლევა ლექსთა ხასიათისა და საერთო პლანის, რომლის მიხედვითაც დალაგდება ჯერ ნაწილები ტომებისა და შემდეგ ყველა ტომები.
7. საჭიროა გათვალისწინება და შესწავლა ბრიუსოვის მიერ გამოცემული პუშკინისა და ილ. ჭავჭავაძისა (ინგოროყვას რედაქციით).
8. [საჭიროა რაჲმე კარგი, ორიგინალური [წიგნების] გამოცემების შოვა: გამოცემა ვესტისა, ტეოფილ გოტიე, მარია-ხოზე-ერედია და სხვ.].