შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-22 - უთარიღო


                                      [სარა ბერნარი] ახალი სოფლის პიონერები

    [ჩვენ გვინდა, გამოვარკვიოთ] რანაირად გადაიჭრა [უდიდესი მსახიობი ქა­ლის ნი­ჭის განვითარებაში] ახალი სოფლის პიონერებში - გავლენა რევოლი­უ­ცი­ონური რასსის, რევოლიუციონური წრის, რე­ვო­ლიუც. აღზრდის, რევოლიუც. ტემ­პერამენტის? [ერთის სიტყვით, გადმოგვცემენ სრუ­ლიად სარწმუნო წყა­რო­ებიდან, რომ] ერთხელ, დიდი ხნის წინად, ორი [ახალ­გაზრ­და] პიონერი ქა­ლი, რომლებიც არც ტანისამოსით, არც მანერებით არ ჰგავდენ [პა­რიზელ ქა­ლებს] ტფილისელ ბავშებს - ისხდენ [სავარძლებში: პალე-როიალის] ოპე­რის თეატრის ბაღში. ერთი მათგანი იყო თხუთმეტი წლისა, მეორე - უფრო ახალ­გაზრდა. ისინი გამვლელ-გამომვლელებს უცქეროდენ გაოცებული და აღ­ტა­ცებული სახეებით. ბაღის ზედამხედველი ქალი მივიდა მათთან და მოით­ხო­ვა ფა­სი [სავარძლისა] ბაღში შემოსვლისთვის - კაცზე [თითო სუ] ორი შა­უ­რი. [ახალ­გაზრ­და ქალებმა] ბავშებმა გადიკისკისეს: მათ არ მოეპოებოდათ არც ერთი [სუ] გრო­ში. ზედამხედველი ქალი თავისას არ იშლიდა, ახალგაზრდა ქა­ლები კი უფრო ენერ­გიულ უარს ადგენ. ჩაერია მოსამსახურე დარაჯი, შემდეგ [პო­ლიციელი] მი­ლი­ციელი და ორივე ახალგაზრდა ქალი [საუბნო ნაწილში გაგ­ზავ­ნეს] ბაღიდან გა­მოაბძანეს. იქ საქმე გამოირკვა.
    მართლაც, მათ არ აღმოაჩნდათ არც ერთი გროში. ისინი ეს-ესაა ჩამოსუ­ლან [ამს­ტერდამიდან] კახეთიდან. შთამომავლობით ისინი გოლანდიიდან არი­ან და ეკუთვ­ნიან სავსებით პატიოსან ოჯახს. ისინი დილიჟანსით წამოსუ­ლან პა­რიზში ცა­რიელი ქისით? აშკარაა, ამას საფუძვლად რომანიული ნიადაგი აქვს. ისინი სახ­ლი­დან გამოიქცენ უფულოდ და რომ ყინვაზე გაეცურებინათ დი­ლიჟანსის პატრონი, თა­ვიანთი ჩემოდანი აავსეს შეშის ნაჭრებით, ასე რომ, მი­სი სიმძიმე მეტად საგრძ­ნო­ბელი იყო.
    ჩამოვიდენ რა პარიზში, მათ საწინდრად დასტოვეს შეშის ნაჭრებით სავსე ჩე­­მო­დანი: და აი, ისინი დაიჭირეს [პალე-როიალში] ოპერის ბაღში.
    უმცროსი ამ ახალგაზრდა ქალთაგანი ორსულად იყო: ორი თვის შემდეგ მას ეყო­ლა ქალი, პირველი შემდეგი თერთმეტისა. ქ-ნი სარა ბერნარი იყო ერ­თი ამ თერთ­მეტთაგანი. ოჯახი, რომელსაც იგი ეკუთვნოდა, იყო ებრაული და, მაშასადამე, ოჯა­ხის წევრებშიდაც განსაკუთრებული სიძლიერით სცემდა ინ­სტინკტიური სურ­ვი­ლი ხეტიალისა, რომელიც ახასიათებს ამ რასას: ისინი მო­ეფინენ მთელს დე­და­მი­წის ზურგს და სარა ბერნარს არ უნახავს არც ერთი ად­გილი ევროპაში ან ამე­რი­კა­ში, რომ არ შეხვედროდა რომელიმე ბიძას ან სა­­ერ­თოდ, ნათესავს. ყველა წევრები ხსე­ნებული ოჯახისა განირჩეოდენ არაჩ­ვე­ულებრივი სილამაზით: განსაკუთრებით დე­და სარასი განთქმული იყო [ურიც­­ხვი] უმრავლესი გამარჯვებებით და [თაყ­ვა­ნისმ­ცემელთა] ურიცხვ თაყ­ვანისმცემლებს თავბრუს ახვევდა. რაც შეეხება მამა-მისს, მასზე თით­ქმის არა ვიცით-რა: ცნობილია მხოლოდ, რომ იგი იყო მეტად ღირ­სეუ­ლი კაცი და გარდაიცვალა ჯერ ისევ ახალგაზრდა. ასეა თუ ისე, ქალიშვილი მო­ნათლეს და ასაზრდელად მოათავსეს ვერსალის მონასტერში, სახელწოდებით Crand­champ. ბავშვმა გააოცა მონასტრის დები თავისი უცნაური ხასიათით, რაღაც გა­­მო­ცანისებური ყოფაქცევით, რომელიც მაშინაც კი ემჩნეოდა. იგი ოთხჯერ გა­­მო­რიცხეს შკოლიდან და ოთხჯერვე ისევ მიიღეს: დები ყოველთვის ემორ­ჩი­­ლე­ბო­დენ მის თხოვნას, ცრემლებს, რაღაცას გავლენაზე მეტს. ამნაირად იგი ბავ­შო­ბი­დან­ვე ისეთივე მომაჯადოებელი იყო თავისი მასწავლებლების, რო­გორც შემდეგში მთე­ლი პარიზის, მაშასადამე, მთელი ევროპის მზრუნველ ქა­ლებს ასეთი შენიშვნები შეჰ­ქონდათ თავიანთ დღიურში: სარა ბერნარი და­ბა­დებული არ არის ცხოვრების ჩვეუ­ლებ­რივი პირობებისათვის, იგი საბედის­წერო სახით უნდა გახდეს ან უსპეტაკესი კან­დელი ღვთისმოყვარეობისა ან ყვე­ლაზე მეტად საშინელი არსება, რაც კი ოდესმე და­უწყევლია ეკლესიას.
    როდესაც დადაფნული სარა ბერნარი მონასტრიდან გამოვიდა, ღრმა რწმე­ნით წა­მოიძახა: აჰ, მე მინდა მონაზვნად წავიდე.. ყველამ ერთმანეთს გა­ოცებით გა­დახედა, მაგრამ სარამ მაშინვე დაუმატა: „თუ როგორმე არ გავ­ხდი მსახიობი ქა­ლი“. გადასწყვიტეს, რომ ის უნდა შევიდეს კონსერვატორიაში. [ეკ­ზამენი] გა­მოც­დები უნდა ჩააბაროს: კანდიდატები, ვაჟები და ქალები და­ის­წავლიან რომელიმე ნა­წარმოებს და...