შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-8 - უთარიღო


1. იოველმა იგრძნო. იოველმა შეხედა, რომ მისკენ მიიწევოდენ ყვირილითა და მუქარით: მაგრამ მას მყვირალების არ ეშინოდა. მას აფიქრებდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც ჩუმად, გასაოცრად ჩუმად იყო.
2. - აი, ამ ხისაგან, - ამბობდა გაცხარებული მღვდელი, - ამ ხისგან ჯვარიც გამოიჭრება და ნიჩაბიც, რომლითაც სიბინძურეს გადაისვრიან ხოლმე.
3. რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა და სახეში შეაფურთხა მას. იგი კი მაინც უსირცხვილოდ იღიმებოდა. გაბრაზებული მივარდა იოველი და ყურები აუწია: მან [ხუმრობად ჩაიგდო] სთქვა: „დაიცა, თუ ძმა ხარ, ასეთი ხუმრობაც არ შეიძლებაო“. მაგრამ, როდესაც დაინახა ხანჯალ ამოღებული და მისკენ სწრაფად მიმავალი, თვალებიდან ცეცხლის მფრქვეველი რიჟამა, მან ღიმილი დაჰკარგა, სახე სასიკვდილოდ გაუფითრდა, დაჰკარგა ყოველგვარი ნება. „უსირცხვილო, უსირცხვილო!“ - გრიალებდა ხალხი...
4. [საოცარი] ენა ჰქონდა იოველს: ბლუ, დაბმული, ბორძიკა, ყოველთვის შეცდომით მთქმელი სიტყვის... მმმმ...ააა...რთლა?? მაგრამ ეს ენა ლაპარაკობდა ყოველთვის სიმართლეს, ყოველთვის გულწრფელად. აი, რა დაუფასებელი ღირსება ჰქონდა ამ მახინჯ ენასა...
5. იოველი ღვთის მოყვარე კაცი იყო. დიდმარხვაში მარხულობდა და თითქმის ყოველთვის მარხულობდა, რადგანაც საზრდო არა გააჩნდა რა. სიზმარში [კი] ყოველთვის ხედავდა პურებით გატენილ ტომრებს, სინამდვილეში ყოველ შაბათს მილასლასებდა ეკლესიისკენ - და იქ ზიარების დროს მიიღებდა ერთს ნამცეცა ღვინოში ამოვლებულ პურს... „ესე არს სისხლი ჩემი და ხორცი ჩემი“, - ეუბნებოდა მას ამ დროს მოძღვარი.
6. მოძღვარს არ უყვარდა იოველის გრძელი ლაპარაკი. ერთხელ მოძღვარმა იოველს [შაურიანი მისცა] მთელი სეფისკვერი აჩუქა. გახარებული იოველი მოჰყვა ლაპარაკს, გაუთავებელ მადლობას. აი, სწორედ ეს არ მოეწონა მოძღვარს. რითი დაეჩუმებია იგი? აიღო და მთელი ხუთი სეფისკვერი, წითელ ხელსახოცში გახვეული, იოველს გადაუგდო. იოველი გაოცებამ შეიპყრო. ის არ მოელოდა ასეთ უხვ საჩუქარს. ენა დაება. გაცეცდა. მოძღვარსაც სწორედ ეს უნდოდა, გააჩუმა ხომ ყბედი იოველი.
7. [ცოტა მოსულელო] შავგვრემანი იყო იოველი: რამდენჯერ არ რეცხა ათასი საპნითა და მდუღარით – თავისი სახე თავის შავ ახალუხთან ერთად, იგი მაინც ვერ გაათეთრა.
8. მთებში ქუხილი ისმოდა. იმ დღეს დემონს, მართლაც, არავითარი საქმე არ ჰქონდა, მოცლილობიდან მოწყენილობამ შეიპყრო, და ფიქრთ გასართველად თავისი საკუთარი შვილების თითო თითოდ [თავი] თავის ქვას [უხალა] მიხალება დაიწყო. შემდეგ მთელი თავისი საშინელი ძლიერებით თავქვე დააგორა ეს უზარმაზარი ლოდები - რომლებიც ნიაღვრებთან ერთად გრიალით დაიფშვნენ საქართველოს სამხედრო გზაზე.
9. ნათქვამია: ას წელიწადში ერთხელ აქლემიც კი აცეკვდებაო!!!!!!

                                                იოველის სადღეგრძელოები

- ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მადლიანი ხელით გაკეთებულს ქოთანს, რომელიც გაგორებულა, გამოგორებულა, კიდევ გაგორებულა და თავისი სახურავი კი უპოვია!
- ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მგელს, რომელი მგელიც აღსარებას მღვდელთან იღებდა და გულში კი ჰფიქრობს: ნეტავი, სადა სძოვს ჩვენებაანთ მღვდლის ბატკანიო!!
- ეს ღმერთმა გაუმარჯოს თვითონ ღმერთსა. ვენაცვალე მის ჭკუისა და გონების მარიფათს, რომ ჩვენებაანთ ივანესათვის პური ბლომად მოუცია და კბილები კი არა!!

*
1. ენა ბლუ კაცი კონფერენციაზე ორატორობას ჩემობდა.
2. - სულელი ხარ, ვიღაცა ხარ! - მიაძახა მას ახალგაზრდამ.

Главхудкома.
1. Тохадзе - წერილი. 2. Типография. 3. Жожикашвили. 4. Полиграфтрест. 5. Буачидзе. 6. Ахметели. 7. Билеты.
1. Билет. 2. Деньги. 3. Юбилей.
გაღლიტოს და ჩამოათავოს. გათავდა!!!
ეპოპეა. ეპოქა.
Спят. Спят в ванной.
Тов. Дзержинский.
სადილი.
[Катастрофа]. Свобода.
სავაჭრო განყოფილება.
В эти дни разгрома и разрухи...
1. მცოდნე ძალები. 2. მოქმედი ძალები.