შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-506-12 - უთარიღო


- ქორწილია და მზადება, ნეტავი მომცა <და...>, ექიმთან დავეგდებოდით, მაგრამ...
- რად გვიწყრებოდი, ოღანა... რად...
- ვაჰმე! რა ძნელად დავწუხდი.
- წამუელ შარახევშია – სულ ძროხებსა ვწ.
- ჩონქარა, რასა ფიქრობდი, პატარძალთან რომ წვებოდი?.. მგზავრობა, ჯავრობა, მთავრობა.
„მოდი, დამაწყვე გულზედა, ტიკჭორასავით ძუძუები“...
- თავის თვალყვითელ ციცასა (კატასა).
- დაძვრება მეზობლებშია... ზიდავსა.
დააბამს თავის პატრონი - დააკანკრინებს მიწასა.
- გული არ გამიავდება.
- ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს.

*
რა მოგახსენოთ, ბატონო, არარატი დიდი მთა არის.
300 სული ძროხა მყავს, იმისი ხბონი...
1000 სული ცხვარი - იმისი ბატკანი. სხვა არის.
600 სული ღორი - იმისი გოჭი.
40 სული მწყესი - მოშეღავათე.
100 მეც მომერთმევა.
ვითომ თავს ჯდომა რა არის.

*
პატარა ხეობაზეა, პატარა ღორი ღარული,
შენის ხელებით დართული.

აფსუს.
ვაშლი უბეს ნადები, ნასეტყვი.

*
ზღვაში კურდღელი შეცურდა, თან მელა გაჰყვა ტივითა,
წადი და ჰკითხე მცხედარსა, ნეტა სად მიექანება,
სამი ადლი ტილო მიაქვს, ესაა მისი ქონება.

მიეტ-მოეტო.
ცინარის ქვაზე სწერია.

*
ჰაი, გიდი, მუხრანელო! შენ მითვლიდი მუქარასა,
არ იცი, რომ დაგხვდებოდი ფარიანი უფაროსა.

*
არ გათეთრდება ყორანი, რაც [გინდა] უნდ რომ ხეხო ქვიშითა.

ტირილითა და ვიშით მტერი არ შეგიბრალებს.

*
სტუმარო, შენი სტუმრობა მე გულში არა მდებია,
არც წასვლა შენი მწყენია, არც მოსვლა გამხარებია.

*
რას დასდევ შავსა პეპელას, გაგიფრინდება, წაგივა,
არც ხორცი გამოგადგება, არც ტყავი ფასად გაგივა.

*
ჩავარდი საგონებელში, ვით რომ კამეჩი მორევსა.
ვიწევ და ვერ ამოვსულვარ, ვაიმე ჩემსა ღონესა.

*
კამეჩები კამეჩობენ,
და მოზვრები მოზვრობენ,
ქალები რა გავამტყუნო,
დედაბრები ბოზობენ.

გულს ხავსი მოეკიდება
შევარდენი ჰგავს ძერასა.
გადაბრუნდა - ქვეშ მოიტანა.
დიდსა ქვევრსა ცარიელსა, პატარა სავსე გვირჩევნია.

*
ამირანმა მოიხედა, მთანი გრგვინვდენ, ჰკიოდენ.
დადგა მტვერი საშინელი, სულ ქვასა ლოდი ცვიოდეს.
ამირად.

*
ჩოქელა სიმინდი - დაბალი სიმინდი.
ჩქეფი - გამდნარი თოვლი.
ჩოფურა - ნაყვავილარი.
ღუმელი - ცუგრუმელა.
ღვინის წვეთი - პირს რომ შუშხავს.
იმფერ ტყეში რომ ჩიტი კურკანტელს ვერ გეიტანდა.
„აგუნა“.

*
Несчастья бояться – счастья не видать.
Во первых, взвесь, не трус ли ты, если нет, то укрепляй врожденную смелость частым обхождением с неприятелем.