შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-458 - უთარიღო


უმაღლესი სკოლების სამმართველოს უფროსი - გვერდწითელი, მოადგილე მისი - გეგეშიძე.
ციალა კალისტრატეს ასული კვირიკაძე, IV კურსის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკ. სტ. თემა (ქუთ. პედ. ინსტ.) „მაიაკოვსკის პატრიოტიზმი“.
დირექტორი - კონსტანტინე მესხი (შვილს გ...).
მამია ცაავა თომას ძე. (ფიზიკო-მათემატიკურზე, განხრით ფიზიკა). „სიმონას დახასიათება“ დასაწერია.
3-37-48 - კოპაძე ან პოლიაკოვი.

*
1. მუსიკის საკითხი.
2. დასაფლავების ადგილის საკითხი.
3. მწერალთა კავშირის აუდიტორიაში.
(ბოცვაძის ჩიხი 14 ნომერი. პირველი ჩიხი. პოლუმორდვ.).
4. სასაფლაოს საკითხი. სასაფლაოს საკითხი. სასაფლაოს საკითხი.
ფული რამდენი.
მანქანები იმ დღისათვის. სატვირთო. გვირგვინები. დღეს გაზეთებში იქნება.

*
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩანგიც, რადგან თანამგზოვარი
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი!

*
ლიტერატურული ანტოლოგია.
მოვცხო, მოვცხო, მოვცხო.
გვერდს უვლიან დახასიათებაში.
ეს ერთია. ეს ერთია. ეს ერთია.

*
- რას ნიშნავს ის, ამხ. სერგო ჭილაია, რომ მწერლობიდან - აკადემიაში.
რას ნიშნავს ეს, ამხ. სერგი?

ეს იყო უკანასკნელი, გველის კბენა.

*
კულტურის მაგიერ ის ამბობს - „ჩვენი კურტულის“.
უკრაინის დელეგატებმა სთქვეს: გალაკტიონ ტაბიძე.
ბოლოს ვიჯექი. კინოოპერატორმა გადამიღო.