შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-505-9 - უთარიღო


1. შორით გამოჩნდა ფოსტა. სიმპატიური სახის კაცი.
2. გრამატა წინანდელი ადგილების. „წყალობითა დაუსაბამოისათა“.
3. აწ სიტყვები არა გვჯერა, გვიქარაგმე. საქმე საფინანსო.
4. ხევსურული ბუღა სონეტი.
5. თუმცა თოვს კი, მაიაკოვსკი.
6. ყოფაცხოვრების ძველი კოშმარი უკანასკნელი წუთებით ქშინავს.
7. ერთ ხევში ერთ ადგილას სდგას ერთი ეკლის ხე.
8. თოვლი თოვს. ატომს. ვითომ. რატომ? მიტომ.
9. ძველს გაექცევი როგორმე, მარა არ კმარა, რომ ნატამალიც არ დარჩეს.
10. მსხვერპლად დაეცით თქვენ ბრძოლის ველზე.
11. ვარსკვლავო! ეხლა გამახსენდა.
12. ურცხვად იარაღდება პოლშა და იტალია.
13. გადასძახე, გააგონე: ეს სიტყვები მრავალთმრავალს.
14. დღეს ერთმა საოცარმა ამბავმა გამაოცა: ცაზე ღრუბელი არ იყო.
15. სხვა ეზო, სხა შარაგზა.
16. შორით მოსჩანს კავკასიონის მთები.
17. იყო საქართველო მძიმე მონობაში.
18. მარხავდენ სხვანაირი დამარხვით.
19. ვკითხულობ „სურამის ციხეს“.
20. საქართველოს ისტორია (წლობით).
21. „კრუხის პალო“.
22. მანქანები, ტეხნიკის სიტყვა უკანასკნელი.
23. მუშათა კლასის განწყობა. შრომა!
24. საღამო დავაგრიალო, თეატრს გაქონდეს ზან.!
25. არვინ გაცმევს ჯვარზე.
26. დანამა, დანამა, დანამა.
27. ვიცი, გულზე ესობა, მისი უდიდებულესობა, პრესა.
28. ქარხანა იმნაირია, წამით არაა სვენება.
29. ზუზუნებდა ტელეგრაფის სინა.
30. ორნი ძმანი ვიყავით.
31. დღენი რბიან ელვარებით და იწვიან.
32. ნუ ენდობი მიკიტანს.
33. დღეს დამკვრელების დღეა.
34. ძმური სალამი კოლექტივის მეომარ რაზმებს.
35. ჩვენს ცეხებში ლითონს ვკარგავთ, ფაკტია.
36. ყოველნაირ შერცხვენაზე სირცხვილია ჩამორჩენა.
37. პირით წარმოებისაკენ.
38. ქარი მღერის თავისუფალ ხეტიალს.
39. საკითხი იბადება. რაა ხელის დადება.
40. ბალადა ზაფხულის სეზონის შესახებ.
41. ქვეყანას სჭირდება რკინა და ფოლადი.
42. მაღლა-მაღლა ღრუბლებია.
43. მოღალატის ცხარე ტაში, როგორც მაშინ, სიჭაბუკეში.
44. ღამე ნებისა, ამხანაგო, ღამე ნებისა.
45. [მხარე] სახლი ახალი მდგმურებით. 14 წელიწადია.
46. დღეების გამცდენელი (ბიულეტენს ემატება).
47. გაზეთი! გაზეთი!!!
48. არ გეცინება და იცინი კი!
49. საღამო დასასვენებელ სახლში (ცაზე ღელავს ერთად ერთი).
50. განახლების დადგა ხანა.
51. თუ არ არის, არც მწყურია დიდება და ტაში. რაში?
52. პურის ჭამაშიაც ცოდო.
53. ხშირად გიცქერ, როგორ მღერი.
54. მანქანებს რომ ეფერება.
55. ჩემი გემი ქარში მსვლელი.
56. კარგია ცეცხლით ნთებული.
57. კოლხიდის ამოშრობის გეგმა.
58. შენ ნუ მერიდები.
59. ვორიდა, დალიე და შეგერგება.
60. ნანა.
61. ღუტუ იღებს ჭიქას ბროლს: სკანი ჭირი ჩქიმი დუს.
62. გეეშვია, გეეშვია.
63. ავა სი რეკიშო, დედავ, დედავ!
64. ყური მიგდე, ჩემო შვილო, ან რა მოხდა იმისთანა.
65. მაღლა მთაზე მოსჩანს ფაცხა. მწარედ დაცხა.
66. გაგვიშავდეს თვალები, გაგვითეთრდეს ხელები.
67. ქალი მეგრელისათვის, არა მარტო ქალია.
68. უმართობა აშინოზე ოდიშური ალაგეს.
69. თოვლიც ეხლა მოვიდა, როცა ცხარე რთველია.
70. გუტუ ენგურს მიადგა, ხიდი აღარ შთენია.
71. გამოდით, გამოდით, გამოდით.
72. დაღამდა, ხეზე ქათმები. ბაყაყი წყალში ყიყინებს.
73. ეხლა კი მშვიდობით, ნახვამდის, ლექსებო.
74. ტრაგედია ერთი ოჯახის.
75. სახლიდან გამოგვეგება.
76. გზას გაჰყურებს შოფერი.
77. თუმცა კბილები არა აქვს.
78. მართალია, ავტოებს როცა გვირჩევს მთავრობა.
უკანასკნელი ომნიბუსიც მიემგზავრება.