შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-451 - უთარიღო


წიგნი სტალინზე.
1. რევოლიუციურ საქართველოში - პრავდის წერილით. 2. მთებში.  3. გორი. 4. ორმოცი წლის წინ. 5. არჩევნებზე. 6. მეოთხე ტომიდან - არწივი. 7. „და ჩვენს სამშობლოს იქით კი“. 8. ლენინი შვეიცარიაში. 9. ციტატა - მშობლიურო ჩემო მიწავ. 10. „მამულო სიცოცხლეო“. 11. აი, რისთვის გაიმარჯვებს საბჭოეთი. 12. ეგ არის და გორის ციხე. 13. 14. აი, რა არის მთავარი. 15. ჰანრი ბარბიუსი კონგრესზე.

*
ჯაფარიძე შალვა (მარჯანიშვილის სახ. თეატრი).
- წავიკითხე გუშინ „კომუნისტში“. დიდებულია, რომ თავში ხართ, სულ პირველადო.
- როდის არ ვიყავი-მეთქი სულ პირველად, სულ თავში?
- ოო, დიდებული.
ორივეს (თეატრის ადმინისტრატორს და მას) ღიმილი მოსდისთ სახეზე, კარგი ღიმილი.
- ძალიან გულმოკლული სახით დამიკრა თავი დღეს გ. ლეონიძემ.

*
ფირცხალავა აპოლონ მ. საქმარმარილო – პლეხან. გ. – 117. ტელეფონი - 3-40-86. 5-10 ივლისი.

„ოქრო აჭარის ლაჟვარდში“.

*
თევზაძე ანდრო.
ყოფილა ვანში შალვა დადიანთან ერთად. აუდიტორია ძვირფასია, მაგრამ ხელმძღვანელები დოყლაპიები და ღვინის მსმელები არიანო. ვუსაყვედურეო: რატომ გალაკტიონის საღამოს არ მართავთო. წავიკითხეო შენზე ლექსიო.
მე ვუამბე მას მცხეთის ამბავი: მისი წიგნი რომ ერთადერთი ეგზემპლიარი იყო და ბავშვმა დამასწრო ყიდვა.

შაშკვლავი - იგივე რეჰანი. რუსებს არცა აქვთ.

მუსიკალური საწყისები
1. სალიტერატურო საღამო - აკაკი წერეთელთან ერთად.
2. პირველი დებიუტი სცენაზე.
3. ვკითხულობ ლექსს „შემოდგომა“ - დაბეჭდილს „განათლებაში“. ვკითხულობ ზეპირად.
4. აუდიტორია აღტაცებულია.
5. ფარდა ეშვება.
6. აკაკი: თქვენ, რაჭველი ხომ არა ხართ?

ლურჯა ცხენები
1. ლურჯა ცხენები - ნოვატორული ლექსია.
2. მას საფუძვლად უდევს რეალისტური საფუძველი.
3. შინაარსი მისი - [რეალისტურია] ახალი რეალიზმი.
4. ფორმა უაღრესად მუსიკალური, მანამდე არ არსებული.
5. იგი დაწერილია სამეცნიერო თემაზე მეცნიერებაში მტკიცედ დადგენილ დებულებაზე, რომ დედამიწის გარეშე არსებობს მარადიული გაცივებული მხარე, სადაც არაა სიცოცხლე.
6. ნისლის ნამქერი - განათებული ჩამავალი მზით და ნაპირი იმ სამუდამო მხარისა.
7. სიტყვა ელვარებდა აქ მოცემულია ჰიპერბოლიურადა.
8. არ სჩანდა  შენაპირი - საუბარია რელიგიაზე, რომელიც ადამიანებს პირდება, რომ სიკვდილის,  ამ შემთხვევაში გაცივების შემდეგ არსებობს კიდევ ახალი ცხოვრება, ე. ი. სამოთხე.
9. ცივი მდუმარება სამუდამო მხარისა.
10. მიუსაფარი მდუმარება ე. ი. ახსნილი, განმარტებული, [ნათელი] ბნელი მდუმარება, [მდუმარება] წინააღმდეგ აუხსნელი, განუმარტებელი, ნათელ მდუმარებისა (სიკვდილი და არა სიცოცხლე).
11. მდუმარება და სიცივე - გაყინვა - არასიცოცხლე.  
12. სიმწუხარე - სამუდამო მხარისა.
13. უცეცხლობა - ცეცხლი - სახე სიცოცხლისა, ცეცხლის კრთობა თვალებში - უცეცხლო თვალები.
14. კიდევ სიმბოლო მარადისი მხარისა.

მცხეთა
I
სამთავრო
1. სამარხები. 16-17 საუკ. ძველი წ. აღ. ორმო-სამარხები. მოყვანილობა. მარტივი ნაგებობა: ოთხკუთხი, ზოგჯერ კვადრატიული. მიცვალებულის ინვენტარი, რაც მას სიცოცხლეში სჭირდებოდა: შეიარაღება, ჭურჭელი... საგზალი, საჭმელ-სასმელი (ჭურჭელი). შეიარაღება ძირითადია. მიწათმოქმედი, მეომარი ტომი. ბრინჯაო და რკინა. შეიარაღება რკინა არაა... „მცხეთელები“ - ფართო გაგება - კავშირი ურარტუს ტომების ქართულ ტომებთან (ჩნდება რკინა). იბერული მახვილები (წვერ...). აღმოსავლეთი საქართ. (კახეთის ტერიტორია). მცხეთელთა შეიარაღება: მახვილები, ხმლები, სატევრები ბრინჯაოს, სამარხთა ორიენტაცია არეულ-დარეულია. (მიმართულების ტიპი) ორმო-სამარხები. მიცვალებულების პოზა: მოკეცილი (მძინარე კაცის მდგომარეობა, წევს მარჯვენა ან მარცხენა. ირგვლივ იარაღი, ჭურჭლები). ქართულ არქეოლოგიაში მცხეთა (გათხრები ზემო-ავჭალაში, მიცვალებულები მჯდომარე მდგომარეობაში).
1. სურათი.
ოთკუთხედი ორმო. პოზა. ბრინჯაოს მახვილი. ხის. ქვის. ბრინჯაოს (ყოველი მცველი შეიარაღებული იყო).

თეო იანელი. ცხენოსანი. მონადირეები. დიდი მცხეთა.
ძაღლების და ირმების. <ცხენი>. მონადირეები. დიდი კულტურა. მთელი 1000 წლისა. დედაქალაქის წინა ხანა.
ასპარუხი ჯავახიშვილმა შეისწავლა.
დედაქალაქების პერიოდი. სერაფიტა.
არმაზული (?) წარწერები.
აფაქიძეს ეშლება. ის ამბობს: ჯავახია (ჯავახიშვილის მაგიერი). მეგრელი ხომ არაა?
საერისთავო ბეჭედი.

არმაზული წარწერები.
აფაქიძე. ჯავახია. ჯავახიშვილი.