შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-18 - უთარიღო


სასულიერო სასწავლებელი, რომელშიდაც [სამი წლის განმავლობაში] ჩემი ყოფნის დროს განსაცვიფრებელი აჯანყებები იყო: 1. [რამდენჯერმე] ღამღამობით ცეცხლი წავუკიდეთ სასწავლებლის შენობებს. 2. ღამღამობით, მაგრამ ყოველთვის აქრობდენ. მთელი სასწავლებლის ჭერები დადაღული იყო პეტარდების განუწყვეტელი სროლით. 3. არ გვინდა! - და ერთი დაძახებით ყველა მოწაფეები - დაახლოებით 500 კაცი სტოვებდა გაკვეთილებს და მიტინგებს ვაწყობდით. ვსჯიდით პროვოკატორებს. შუაღამისას რევოლვერებით შეიარაღებულნი თავს ვესხმოდით გამგეს; გამგე იმალებოდა; არ გააღებდა კარებს. მაშინ დავუშენდით ტყვიებს მიხურულ კარებს, რომელიც სულ დაცხრილული იყო. ჯგუფი, 12 კაცისგან შემდგარი, ყოველ საღამოობით გავდიოდით ქალაქ გარეთ და ვიკრიბებოდით ერთ პატარა გლეხის ქოხში, სადაც ახალგაზრდა პროპაგანდისტი სოციალ-დემოკრატი, რომელიც არალეგალურად ცხოვრობდა იქ, გავდიოდით [პოლიტიკურ ეკონომიას] პოლიტიკას. მე გაფაციცებით ვაგროვებდი არალეგალურ წიგნებს, პროკლამაციებს. ამათი ზეგავლენით თავაუღებლად ვწერ რევოლიუციონურ ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, რომანებს. ვკითხულობდი ამხანაგებთან, რომლებიც ამაყობდენ ჩემით. ხშირია: დავხვდებით რომელიმე არასიმპატიურ მასწავლებელს სადმე, ბნელ ადგილს და [იმდენსა ვსცემდით] ვისტუმრებთ ცემით გასისხლიანებულს. ჩვენ გვასწავლიდნენ ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებს: ჩვენ კი ვითხოვდით თანამედროვეს, ჩვენთვის უფრო საჭიროს: ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს. ჩვენ მოვითხოვდით საღვთო სჯულის მოხსნას, აგრეთვე მოვითხოვდით, ვტეხდით ეკლესიას, ხშირად ვამტვრევდით პარტებს, ვმართავდით დებოშებს გაკვეთილების დროს, მოვითხოვდით, რომ არ გამოერიცხათ მოწაფეები.. ხშირად ვიგზავნები აჯანყებულთა მიერ ადმინისტრაციასთან დიპლომატიურ წარმომადგენლად. ერთხელ გაზეთის გამოსაცემად გამაგზავნეს: „რა არის?“ - გვეკითხებიან იქ. - „გვინდა ჩვენი ძალებით გამოვსცეთ ხელნაწერი გაზეთი“. - როგორ, - გვითხრეს, - გინდათ, რომ თქვენც, ჩვენც აქ ამოგვჟლიტონ ყანას რუსებმა? ნება არ დაგვრთეს.

*
უსულგულო ცხოვრება
ცის ნიჭი ნუ გგონია,
ცხოვრებას აცისკროვნებს
სული საქმით მეტყველი.
ისიც, მიწის ყოფილა,
რასაც ბოლო ჰქონია
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.

*
ცხოვრებას აცისკროვნებს სული საქმით მეტყველი, უსულგულო ცხოვრება ცის ნიჭი ნუ გგონია!
და ის უბოლო არის, ვით სულის შთამბერველი, ისიც მიწის ყოფილა, რასაც ბოლო ჰქონია.

*
უსულგულო ცხოვრება
ცის ნიჭი ნუ გგონია,
ისიც მიწის ყოფილა,
რასაც ბოლო ჰქონია.
მუდამ უკმაყოფილო,
ბედის გამათხოვრება,
ბედის გაბედითება,
ბედის კაკაფონია.

*
Паоло Яшвили. იოსებ იმერელი.
ტია.. ლია კლკლ.
Чурл Янис. Ясина ЯсинскаЯ. Якубович.
ლია კუჯავ. იციან აბიძე.
გალაკ ტიონ ტაბიძე.