შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-39 - უთარიღო


Всюду, где ты находишься, воздух отравлен.
Л. Н. Толстой

ბოლოს, როგორც იქნა, იგი მოეწყო. [ეს იყო მშვენიერი] ბინა გადაჰყურებდა დაბურულს შემოდგომის ბაღს, ასწლოვანი ცაცხვებით დაბურულს; ეს ცაცხვები დარგულია პაპისპაპის მიერ - გაიფიქრა მან, მაგრამ არავითარი სიხარული ამ გრძნობამ არ შეჰქმნა. იყო პაპისპაპა და აღარ არის. მთელმა საუკუნემ დააშორა ისინი და ეს მშვენიერი ბაღიც არის არა მისი, ედგარის, არამედ მისი პაპისპაპის. ეს სახლიც, ეს მდინარეც, ეს შორეული ყინულის ფერი მთებიც სულ პაპისპაპისაა. რატომ არის ის პაპის პაპის და არა ედგარის, ხომ ის ცხოვრობს შიგ, თავისი ცოლით?
- ვისია ეს ბაღი?
- არა ჩემი, ყოველ შემთხვევაში.
- რატომ?
- არ მინდა, იყოს ჩემი.
- რატომ?
- იმიტომ რომ, გაიგე, გესმის, იქ სადაც შენა ხარ, ჰაერი მოშხამულია...