შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-38 - უთარიღო


1910.
1. თავზე მადგა ექიმი; [რომლის] გულკეთილი ესკულაპის სანტიმენტალურ შეკითხვაზე: რატომ იმახინჯებდით ასე თავს, მე ყალბი გულწრფელობითვე ვუპასუხე: იმისთვის, რომ [ჩემთვის] ყურადღება [მოექციათ] მომაქციონ!!! ამასთანავე ყოველგვარი ჭორისა და მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე გულმოდგინე რეპორტიორების თვალის ასახვევად ვუსახელებ სხვის გვარს. გაზეთებში მეორე დღეს..

1908.
2. ლექსები მაინცა და მაინც იყვენ [ძლიერ] „სახუმარო გასართობნი“. იმ ხანებში მე არა გამეგებოდა რამე ხუმრობისაც კი. იმ ხანებში მე უკვე აღარ ვიცოდი, რად იყო უდარდელი [სიცილიც] ღიმილიც კი. ამისთვის საჭირო იყო ისეთი პოეტი, რომელიც უფრო მსუბუქად უყურებდა ცხოვრებას და არც ისე ხშირად მიმართავდა რჩევისათვის საკუთარ სინდისს.

1914.
გავხდი სულ სხვა ადამიანი. იმ დღეს ვმღეროდი, რადგან გულში გაიღვიძა იმედმა, რომ ყველაფერი კარგად მოეწყობოდა. მე ვგრძნობდი, რომ შემეძლო მუშაობა და სულიერმა აღტაცებამ შემიპყრო.

1913.
აუტანელი მატერიალური ხელმოკლეობა: დავდივარ უფრო განაპირა უბნებში, იმის მაგივრად, რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად გამოვიდე „ხალხში“. ეს გარემოება, გულში ბადებს უბოროტეს გრძნობებს, როდესაც ადამიანი მზადაა დინამიტით ხელში გამოვიდეს [ყველა მათ] მთელი ამ "საზოგადოების" წინააღმდეგ.

1907-1910.
მე ვმუშაობ განუწყვეტლად დღითა და ღამით. მე არ ვიცი, რა არის ძილი. მე ვეძებდი სამუშაოებს თითქმის ყველა ქართულ გაზეთებში და ჟურნალებში. რედაქციები უარს მეუბნებოდენ მუდმივ სამუშაოზე.
ჩემს მისწრაფებებს დასცინიან, ხელნაწერებს მიბრუნებენ წაუკითხავად. პირდაპირ ვკვდები შიმშილით. მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ასე ადვილად არ ვთმობ იმედს. ბოლოს, როგორც იქნა, ვეწყობი დროებით სოც. დემოკრატიულ გაზეთში.