შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-531-4 - უთარიღო


მე ვმუშაობდი თავდადებით. [სრული] ნამდვილი ხელოვნება ტეხნიკური ოსტატობისა შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ თანდათანობითი, ხანგრძლივი, და მოთმინებით სავსე [მუშაობის გზით, განსაკუთრებით ქართულ ხელოვნებაში; განსაკუთრებით ჩვენს პირობებში; სადაც ლიტერატურული მუშაობა მიმდინარეობს] ათასნაირი ცდების [და შეცდომების] გზით [ასეთია ჩვენი მწერლობის ბედი] [შედეგად] მხოლოდ დიდი დროისა და დაუღალავი შრომისა... ჩემ მიერ შემოტანილი ან გაუმჯობესებული იქნა ქართული ლექსის მრავალი ახალი ფორმა, მისი ასონანსები, ალიტერაციები, [რითმები], ხმათა მიბაძვა, თეთრი ლექსი, შინაგანი რითმები, ხმათა მიბაძვა, პოლინოდრომები და სხვ. და სხვ.