შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-529-5 - უთარიღო


აი, დაიბეჭდა პირველი ჩემი ლექსი, შევაღე თუ არა სემინარიის კარები, აღტაცებით მომვარდენ ამხანაგები.
- გაუმარჯოს გალაკტიონს!
- გაუმარჯოს ახალი პოეზიის დაფუძნებას!
- გაუმარჯოს მეოცე საუკუნის პოეზიას.
გამოსვლა იყო მკვეთრი. იგი გამოსვლა განსაზღვრავდა მთელ ეპოქას.