შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-34 - უთარიღო


სულმნათი. ბუმბერაზი. ბ. აკაკი! „სულიკოს“ ავტორი.
[ვინ მოგ.]. [შობა].
- ვინ უფრო...

[ბატონი აკაკი [გულდას.] გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა სიტყვა-კაზმული მწერლობის [გამოღვიძებას] აღორძინებას]. როგორც ცნობილია, [1908 წლამდე საშინელმა] 1905 წლის შემდეგ მოყოლებულმა რეაქციამ ხელოვნებაც, სიტყვაკაზმული მწერლობაც შებოჭა და გასაქანს არ აძლევდა. [ჩვენს ბუმბერაზ პოეტს - ბ. აკაკი წერეთელს მშვენივრად] ამიტომაც ცხადია, ჩვენი მე-XIX საუკუნის ბუმბერაზი პოეტი აკაკი წერეთელი, გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ჩვენი სიტყვა კაზმული მწერლობის ყოველ ნაბიჯს, ყოველგვარ ახალ გამოვლინებას...
რომელმაც აღტაცებული ლექსები უძღვნა 1905 წლის რევოლიუციას, ამ რევოლიუციის დამარცხებისა და რეაქციის გამძვინვარების ხანაში - აკაკი წერეთელი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ყოველგვარ ახალ ნაბიჯს.
სწორედ ამ ხანებში გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზე, 1908 წ. ახალგაზრდა მგოსანი გალაკტიონ ტაბიძე, მან მაშინვე მიიქცია მთელი ქართული საზოგადოების ყურდღება. აკაკი წერეთელი გალაკტიონის შესახებ ამბობდა: აი, ნამდვილი პოეტიო. [ბ. აკაკის ერთხელ გაეგონა სალიტერატურო საღამოზე გალაკტიონის ლექსის კითხვა]. ბ. აკაკი უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა [გალაკტიონ ტაბიძეს] "მე და ღამე"-სა და „მესაფლავე“-ს [„გურიის მთების“ და სხვა ლექსების] ავტორს. აკაკი ამბობდა: [რომ] თუ გალაკტიონს საზოგადოებამ [ყურადღება მიაქცია] შესაფერისად მოუარა, სულ ახლო მომავალში ჩვენ გვეყოლება არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მასშტაბის [პოეტი შეიქნებაო], დიდი გაქანების მგოსანიო. აკაკი წერეთელს ხშირად დაინახავდით ხელში გალაკტიონ ტაბიძის წიგნით: ერთხელ, ხაშურის სადგურზე, როდესაც აკაკი მატარებლიდან გადმოვიდა, მას, ჩვეულებრივად, უამრავი ხალხი მოეხვია გარს. [როდესაც] იქ აკაკის ჰკითხეს: თუ ვინ არის თანამედროვე ახალგაზრდა პოეტებში ღირსშესანიშნავი, ბატონმა აკაკიმ გალაკტიონ ტაბიძე დაასახელა.
ერთ-ერთ სალიტერატურო საღამოზე ბ. აკაკისთან ერთად გალაკტიონიც გამოდიოდა. [როდესაც გალაკტიონმა „მე და ღამე“-ს კითხვა დაამთავრა] გალაკტიონმა წაიკითხა ერთ-ერთი ლექსი, რომელმაც საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. ფარდის დაშვების შემდეგ ბ. აკაკიმ გალაკტიონს მიმართა:
- გალაკტიონ, მე ვიცი, რომ მშვენიერი მუსიკალური ლექსების ავტორი ხართ, მაგრამ უსათუოდ რაჭველი უნდა იყოთ.
- რატომ, ბ. აკაკი, რაჭველს რა მიგავს, - იუცხოვა ახალგაზრდა პოეტმა.
- ენის [ასეთი] მუსიკალობა, - თქვა ბ. აკაკიმ, - ძირითადათ ქართული მოვლენაა. დასავლეთ საქართველოში რაჭველები, აღმოსავლეთში კიდევ ქართლელები და კახელები, როდესაც [ისე გაბმით] ლაპარაკობენ, გეგონებათ, მღერიანო. [ამგვარად] ამ სიტყვებით ბ. აკაკიმ გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მუსიკალობას მოუნახა ძირითადი, [ქართული] ეროვნული [საძირკველი] საფუძველი.
ასე აფასებდა და უყვარდა საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის [უდიდეს] ბუმბერაზ მგოსანს აკაკი წერეთელს მეოცე საუკუნის პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი - გალაკტიონ ტაბიძე.