შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-578-7 - უთარიღო


შეკითხვები ეთერი შუშანიას‚ როდესაც ჩემთან მოვა:
1. წიგნი თბილისში არ ჩამოსულა.
2. წაიკითხეთ თქვენ ეს წიგნი?
3. სად წაიკითხეთ?
4. შეისწავლეთ კარგად?
5. არა?
6. მაშ, როგორ აკეთებთ მოხსენებას, ე. ი. როგორ გამოდიხართ რადიოთი‚ ან რა უფლებით?
7. იმ წიგნს წინასიტყვაობა აქვს‚ არა?
8. ვისი წინასიტყვაობაა‚ ნეტავი.
9. აჰა‚ რამდენი გვერდი იქნება ეს წინასიტყვაობა?
10. არა‚ სანამდე ასეა საქმე‚ თქვენი გამოსვლის მომხრე არა ვარ.
11. რა კი წიგნი არ გამომიგზავნეს‚ რაღაც დანაშაულობას გრძნობენ‚ ცხადია‚ რაღაც მავნედ გაკეთებული წიგნია‚ თორემ რად მიმალავენ?
12. ამ წიგნის შესახებ კრინტის დაძვრაც არ შეიძლება. მე გიკრძალავთ.