შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-651-3 - 1935 წელი


      [მშვიდობით, მშვიდობით!] სალამი, სალამი! ნაცნობი და უცნობი ყველა ბა­ქან­ზეა. ყველა აქ არის და ყველა, როგორც ახლობელი მიყვარს; მაისის სა­ღა­მოა, სუ­ლი [სავსეა] გაზაფხულით, და ოდნავი, რაღაც გამოუცნობი მწუხა­რე­ბითაა სავსე. აი, კაფეები გაჩაღებულია ელექტრონით, მაგრამ არა, არა! სჯო­ბია, [სახლში] ჩემთან შინ! [მე უღვინოთაც მთვრალი ვარ!] თავი დამანე­ბეთ, მე უღვინოთაც მთვრალი ვარ.

     პარიჟს ხომ დიდებულად აქვს შესწავლილი ერთი ხელოვნება, ხელოვნება სა­უც­ხოოდ ჩაცმა-დახურვის. მაგრამ ეგ არაფერია (აქ პრავდა: ტრადიციების შე­სა­ხებ).

     იგუგუნე, იგუგუნე! უფრო და უფრო იწროდ [ირიბად გიყურებს] იყურება შე­ნი [თვა­ლები] ირიბი [თვალები] და ხარბი თვალები.
     შენი უცნაური ამოოხვრით გაწოლილხარ სწორედ ჩემს ფეხებს ქვევით ისე, რო­გორც ალერსიანი ძაღლი პატრონის ფეხებთან.
     შენ ჰფიქრობ ეხლა და ჰფიქრობ უდიდეს საქმეებზე, მე მესმის შენი, მაგ­რამ შე­უძლებელია ჩამოთვლა ყოველივე იმის, რაზედაც შენ ხმაურობ, პა­რიჟო. მსოფ­ლიო ქალაქად მოგაქვს თავი.
     უნდა იფიქრო, უნდა მოისაზრო. ვინაიდან შენ მოწოდებული ხარ შეიგ­რძნო მწუ­ხარება და სიხარული ყველა ქვეყნისა და ყოველი დროის.

     მე ვცხოვრობდი სიზმარში. ღმერთებს ვქმნიდი თვითონ მე.

     პარიზის კონგრესი გრძელდებოდა ხუთი დღე. ის [ერთი წამი] ხუთი დღე გა­­­მო­ცოცხლ­და და ხუთი ათას წელიწადზე გაამრავლა ცხოვრება, რომელიც მე მომცა ბედ­მა!..
     ცხოვრების ჩვენის დაყრუებულ საათებს [მიაქვს] აამუშავებს ეს ქალაქი, მთელ მსოფ­ლიოსთან.