შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-90 - 1935 წელი


*
[გაუმარჯოს რევოლიუციონურ პოეზიას].

*
[ჩემო კარგო, ჩემო [ტკბილო] კარგო დედავ -
გული მიწუხს, თვალით ვერას ვხედავ.]

[გული] [სული მიწუხს, თვალს ედება ბნედა,]
ცრემლი მახრჩობს. გულს ედება სევდა,
სევდა ლოდათ დასწოლია ზედა.
ამ ყოფაში არ მენახე ნეტა -
ჩემო დედა, ჩემო კარგო დედა!

მთელი ქვეყნის რას მიზამდა (ვერას მიზამს) მტრობა,
რომ მქონოდა შენი მტკიცე გრძნობა,
საარაკო გქონდა ნებისყოფა -
ჩემო დედა, ჩემო კარგო დედა!

*
- ცისმარე ღამე.
- ვაჰ! ბარო! ბარო! ლაფათქო, ნიჩაბო!

*
1. ხვილიფი.
2. გამოცდილია, ყველაფერში გამომწნილია.
3. დადის ყოველდღე ურიის ცხენივით (ფოშტის ცხენივით).
4. შშში - შიშინებს ტალახი.
5. ჭყვი... როდესაც ფეხს ჩაადგამ ტუმპოში. ჭყვიში!
6. ციცხი - მალარიიანი ადგილია, ზეპირგადმოცემით - ეს იყო ადგილი, სადაც სასჯელს იხდიდენ სახელმწიფოებრივი ხასიათის დამნაშავეები (ქართველი მეფეების დროს).
ბავშობისას წავსულვართ ციცხში მე და დედაჩემი... იყო ზაფხულის ცხელი, გავარვარებული დღე. სიმინდის ყანების ოდნავი ჟრრჟოლა. უდაბურება. ორიოდე ღარიბი ქოხი. გრძნობა გამოუსვლელი სიღარიბისა.
7. „არაფრის დიდებით“ - მაგ საქმეს არ იზამს.
უცნ.
8. „ქარს გაჰქონდა და გაჰქონდა გუგუნი“.
9. „სიცოცხლე იმისთვის მინდა, აგინის მზერით დავტკბეო“.
10. „ისეთი სისწრაფით იზრდებოდი და იყრიდი ტანს“.
11. მხარში ამომიდგება.
12. ცქრიალა და მოტიტინე ბავში.
13. ღმერთო, ისე ნუ მომკლავ... არ მოვსწრებოდე.
14. „მტერ-მოყვრის პასუხის გაცემა“.
15. დააწვა კისერზე.
16. მამის მაგიერობა, დედის მაგიერობა.
17. ტლანქი, უშნო და მიუზიდველი.
18. კარგად უჭრიდა ჭკუა და გრძნობა.
19. არ იყო მოკლებული ადამიანობას.
20. ხასიათმტკიცე - გ.
21. საპყრად დაცემული ქალი (ჯერ დაუძლურდა).
22. ის დასაქცევი, რაც რომ არ გინდა, მაინც და მაინც ის უნდა დაემართოს კაცს.
23. მეზობლებში გავლენიანი და მოხერხებული დედაკაცი.
24. ერთ შაბათ დღეს, საღამო ჟამს.
25. „ღმერთო, იმ ბედის გამხადე, ტასო შემერთოს ცოლადა“.
26. „მისი მზითვი, მისი სილამაზეაო“.
27. „ჩემს საცოლოს სიყმაწვილის ჩიტი უფრინავს გულში, და მე კი მოხუცებულობის ყვავი ჩამომჩხავისო“.
28. ეს ჩვეულება უხვევდა თვალებს.
29. შვილიშვილად შეფეროდათ, ისეთი ყმაწვილი ქალი შეერთოთ.
30. აგრძნობინეთ: რომ უსამართლო ძლიერებას ცუდი შედეგი მოსდევს (გარეგნობით ხმაჩაკმენდილები გულში ადუღებენ საწამლავს, რომ როცა დროს ჩაიგდებენ ხელში, გადაანთხიონ თავიანთ მჩაგვრელების სიცოცხლეს).
31. აჭარელის მსხვილი წარბები, მძვინვარე პირისახე, ცოტათი ბეჭებში მოხრილი, ტლანქი ტანი, რომ ამ ბავშვ-ქალს შიშის ჟრუანტელი დაურბენდა ტანში, როცა წარმოიდგენდა, რომ ამ საშინელი კაცის ხვედრი ვარო.
32. ქორწილის დღემაც მოაწია.
33. გამოუთქმელი მოწყენილობა და სევდა.
34. ქალი გაივსო და ხორცში ჩაჯდა. ჯანსაღმა აგებულობამ გადალახა სევდა-ნაღველი და მაისის ვარდივით დაიწყო აყვავება.
35. „აქამომდე“ (ნინოშვილი, გვ. 34).
36. მოხუცებულობის ჯადო... ახალახალ დაღს აჩენს.
37. ამწვანდებიან ხშირი ტყით შემოსილი ქედები და ნოხებივით აქა-იქ მოფენილი მინდვრები. ბაღები გადაჭრელფერდებიან ისე, თითქო ეკლესიაში [მიმავალი] წასვლიათ მორთული პატარძალიაო.
38. ის ბედნიერად თვლიდა თავის თავს. ის კმაყოფილი იყო ცხოვრებით!
39. ერთმანეთში მისვლა-მოსვლა.
40. ქალები მიდიან, მხარზე კალათა შედგმული.
41. დიდჩრდილიანი წიფელა.
42. თონესავით ცხელი დღე.
43. ქარ-ცეცხლი (წითელი ქარი).
44. გაბრიელას ორი შვილი ჩაიბარა სიკვდილმა.
45. სოფელ-სოფელ.

*
188...
ეს ათას რვას ოთხმოცდაათ წელიწად მოხდა.

*
კარკინელმა აიღო თავისი ჭიქა. სახე ცეცხლისკენ მიიბრუნა და მხიარულად გაუღიმა ოქროსფერ ღვინოში ნაპერწკლების თამაშს.

- გუშინ ჩვენ გამოვიარეთ იმ სავენახეზე, იმ მტევნებში, რომლიდანაც კეთდება ეს ღვინო.

სიფხიზლეში ეს იყო დაღვრემილი, საშინლად მოწყენილი, როგორც წინანდელი კვირადღე.

წინად იგი ატარებდა წითელ ყელსახვევს, რომელიც თამაშობდა წითელი დროშის როლს და ჰქონდა მნიშვნელობა სისხლისა და ძმობის.

კარკინელი სწრაფად გამოცოცხლდა ღვინისაგან, „ისეთივე სისწრაფით, როგორც გამოცოცხლდა თიხა, რომელშიდაც ღმერთმა შთაბერა თავისი უკვდავი სული“.

- თქვენ აღიარეთ, რომ თქვენ დაიღალეთ, თქვენ აღმართეთ თეთრი დროშა, რომლითაც ადასტურებთ, რომ თქვენ მოგაკლდათ ენერგია.

რღვევა შეუმჩნევლად მიდის. თქვენა ხართ გარედან დამაბრმავებელი, შიგნით კი დამპალი მწიფე ნაყოფი.

საბოლოოდ, კოლოსსალურად წააგო..

ჩვენ ვლაპარაკობდით გოტიეს გმირ ქალზე - მადლენ-დე-მოპენზე. თქვენ გახსოვთ ეს ქალიშვილი? მან მისცა მხოლოდ ერთი კოცნა, მხოლოდ ერთი და მეტჯერ არავისი და არავითარი კოცნა აღარ უნდოდა. ეს არა იმიტომ, რომ კოცნა არ ესიამოვნა, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა - განმეორებული კოცნები მომწყინდეს იქნებაო. ეს ხომ უდიდესი შეცდომაა.

ღვინოს, არაყსა და თუთუნს თავი დაანება: ეხლა ისეთია, რომ ვერ მოსჭრის ხმალი კისერს.

*
- ის ხომ კაცი არ არის! ტაბურეტკაა.
- ვაშლი, პანტა, მაჟალო, რა ვიცი!

*
ჩვიდმეტი წლის ასული ხარ ცქვიტი,
მე [სამოცის კი ვიქნები] გადავცდი ორმოცდაათს, მჯერა -
შენს გულში ჰფრენს სიყმაწვილის ჩიტი,
მე სიბერის დამტრიალებს ძერა.
ესაა ლიტერატურული ავადმყოფობის მეტად მძიმე ფორმა. ეს არის ლიტერატურული გრიპპი. აქ საჭიროა ექიმი და მომვლელი, რომ ყოველ წუთში თავს ადგეს ავადმყოფს.
(რითმები).

*
შენზე ნაკლები ბიჭი არა ვარ.
შენზე ნაკლები ჭკუის არა ვარ.
შენზე ნაკლები მარიფათის კაცი არა ვარ.

27/II-35.
ბიცოლა ელისაბედი ჩვეულებრივად შემოვიდა დედაჩემის სანახავად.
მე მას ვუჩვენე ტიციანის წერილი „კომუნისტში“ საქ. გასაბჭოების 14 წლის შესრულების გამო.
- ეგ ხომ თქვენი საქმეა - წერა! - სიხარულით სთქვა მან.
შემდეგ დაუმატა:
- შენ ხომ ჩემი ფერხავი იყავი ყოველ ახალ წელიწადს. გახსოვს ვერცხლის აბაზიანები? შენ ყოველთვის კარგი ფეხის იყავი. მახსოვს, ორსულად ვიყავი. ტიციანი დაბადებული არ იყო. ვიწექი. ახალ წლის ღამეს ჩემმა დედამთილმა შემოიყვანა გალაქტიონი, ჯერ პატარა, ფეხზე ვერ დადიოდა, და ლოგინში შემომიგორა: კარგი ფეხის არისო! როდესაც გათენდა, მე წამოვდექი. რანაირადაც არ მიჭირდა, ოთახში გავიარე. პირველად იმ ახალწელიწად დღეს ნელა დადგა ფეხზე, და გაიარა გალაქტიონმაც. მან ფეხი აიდგა და ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.

*
- საქმე კარგია, მაგრამ როდესაც ჩააძმარებ (Волокита).
- ნუ გაატრაქტორე ეგ საქმე (ისევ Волокита)!

*
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია,
ზოგსა კაცსა კაცუნაო,
ზოგ დედაკაცს დედაკაცი,
ზოგსაც კიდევ ცაცუნაო.

*
საინტერესოა: ქალებს აქვთ ორგანიზაცია, ჟურნალი, წრეები თუ არა?

100 ქ.:
ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია ერისთავი ხოშტარიასი, დუტუ მეგრელი, ეთიმ გურჯი, ვალერიან გუნია, მ. ჯავახიშვილი, ილა მოსაშვილი, ი. დარიშვილი, ბარონ ბიბინეიშვილი, პავლე საყვარელიძე, პანტ. ჩხიკვაძე, მარიამ გარიყული, ნინა მაყაშვილი, მარიკა მიქელაძე, ცქვიტი, მარიჯანი, ლიდა გასვიანი, ნინა ყიფიანი, მ. ბარათაშვილი, შიო მღვიმელის ქალიშვილი, ნინა ბარნოვი, ვერიკო ანჯაფარიძე, თამარა ჭავჭავაძე, ხათუნა ჭიჭინაძე, სალომე, ნინა წერეთელი, ნინო გიორგაძე, ნინო ნაკაშიძე, სტ. დედა, ოლ. ოკუჯავა, ნინა მახარაძე, ნავთლუღის კლუბის გამგე.

„კოლეკტივიზაცია“, „მუშა“, „პიონერი“, „ქალთა ხმა“.
არტისტი ქალები.

* * *
კუმისი ტფილისის მახლობლადაა. ავტობუსები დადიან ყოველ დღე. საგუბერნიო ციხიდან იქნებაო 15-16 ვერსი. უნდა წავიდე: იქ ცხოვრობს არტემ ლაღიაშვილი - ას ორმოცდაათი წლის მოხუცი..

*
- რატომ არა სჭამ?
- რასა?
- ჯონჯოლს?
- ჩონჩორს რა მაჭმევს.
- ვაჰ!

[5/XI.]
სერგია: - საქმე მაგი კი არა, საქმე იგია, იშოვო რამე.

*
მე მას ვფიქრობ:
სიკვდილი არ დამიხვდეს -
წუხანდელი
სიზმარი არ ამიხდეს.