შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-37 - 1929 წელი


1 იანვარი, 1929
დღეს დიდებულად
მომანათა მზემ!
მჯერა!
ახალი წელიწადია.

*
Поручение 16 сентября, 1929 г.

დ. მეგრელი რუხაძეს.
შემოდგომა იმერეთში - შენიშვნები.
„ქერტლი, ქერტლი“.

სიას აკლია: განდეგილი, გუნია, ჭიჭინაძე, ნარკანი, ქუჩიშვილი, მალაქიაშვილი, ბაბილინა, დ. ახვლ., ლიხელი, ცეცხლაძე, გრანელი, ძიძიგური, ირ. ტოფაძე, თურდოსპირელი, მუშიშვილი, ბახტაძე, იოსელიანი.

*
 [სახელგა.] ამასწინად საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის კედლის გაზეთში პროტესტს აცხადებდენ: [იმის გამო] რისთვის არის სახელგამის წიგნის მაღაზიაში გამოფენილი ისეთი სიბინძურე, როგორიც არის ჟურნალი „მემარცხენეობაო?“

*
მასალები ავტობიოგრაფიისათვის:
1. ისევ ის იმერელი - გვ. 2; 2. ჭინკობის თვე - გვ. 2; 3. გამოხატვა - გვ. 3; 4. მამაჩემი - გვ. 6; 5. ხონის წმ. გ. ეკ. - გვ. 7; 6. "გრამატა" - გვ. 8; 7. ვინ არის ანტონი - გვ. 11; 8. დემონ. მომენტ. - გვ. 11; 9. სახლის მსგავსება გემთ. - გვ. 20, 21.

1. ჩვენს წინ იშლება წარსული სამ. ომის. 2. ისტორია ციხის. 3. ჭალები. 4. რევოლიუცია და მუსიკა. 5. ჩალის ღერები. 6. ფოლადივით ცივი თვალები. 7. მატარებელი თუჯის.

1. ისევ ის იმერელი
ისევ იმ ადგილას, როგორც ოცი წლის წინათ, საიდანაც ჩემთან მოჰქონდათ უდაბურ ტობანიერში ჟურნალ-გაზეთები, [იდგა] შემხვდა ტიპიური იმერელი, ზრდილობიანი, ცოცხალი მოხუცი, იმერული ჩოხით, ძლივს შესამჩნევათ წელში მოხრილი, ვიწრო სახით, ცისფერი თვალებით. იგი ისეთივეა, როგორიც მახსოვს ბავშობისას. დილიჟანსები ტობანიერიდან ჩერდებოდენ მისი სასტუმროს წინ, რკინისგზის სადგურისა და საფოსტო პუნკტის მახლობლად. იოსები (ასე ეძახიან მას) თითქმის მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ დილიჟანსების საშუალებით აწვდიდა კორესპონდენციას ჩვენი მიდამოების მოსახლეობას. იგი მიცნობს არა მარტო მე, არამედ იცნობდა მამაჩემსაც და პაპაჩემსაც კი, ყველა ჩემს ბიძებს და ბიძაშვილებს. იგი იცნობს რამდენიმე ათეული სოფლის მოსახლეობას: იგი იყო უშუალო კავშირი ქალაქისა და ჩვენი მივარდნილი სოფლების. მოდიოდენ მათთან სამკუთხად დაკეცილი და დალუქული ბარათები ან კონვერტები აუცილებელი წარწერით: „ტფილისიდან. ფრიად საჩქაროდ. ძმაო იოსებ, ეს წერილი გადაეცი იოველ ლორთქიფანიძეს, მეტისმეტად საჩქარო საქმეა და ნუ დაუგვიანებ“. მაშინ, რა თქმა უნდა, „ძლიერ საჩქარო საქმე“ გვიანდებოდა კვირა, ორი კვირა, ხშირად თვე. ეხლა კი საფოსტო პუნკტი არსებობს პირდაპირ ტობანიერში. იოსები სდგას ჩემს წინაშე და მიმითითებს დაძველებულ ორსართულიან შენობაზე: „ხედავთ, წამართვეს, ბატონო, უსამართლოდ წამართვეს, არაფერი გამივიდა. ვინც ამ შენობაზე შემომედავა, იგი ღარიბად ჩასთვალეს და მე მდიდრად, წამართვეს, წამართვეს“ - გულდაწყვეტით იმეორებდა იგი. მაშასადამე, იოსების აღარ არის ეს შენობა. წავიდა სადღაც ეს შენობა მის ხელიდან, როგორც მთელი რიგი ცისფერი, ლურჯი და თეთრი კონვერტების. როგორც მთელი რიგი ჩვენი დედისდების, პაპისპაპებისა და ძველისძველი, ფეოდალური სახლების. [გამიელვა თუ არა თავში ამ ფიქრებმა, იოსების] და აი, თვალწინ, [ალბათ,] ელვის სისწრაფით გაიარა ძველმა სურათებმა. „მობრძანდით, [ეტლი] ამხანაგო, მზად არის“ - მომესმა ამ დროს. „თქვენ საით მიბრძანდებით?“ - იმეორებს იგივე ხმა. [„ტობანიერში“ - ვუპასუხე] და მე ვუპასუხე: „ტობანიერისკენ“.

2. ჭინკობის თვე (ოკტომბერი)
„ამიდმა აჯობა“, „მზემ დაამჯობინა“ - წამოიძახა ერთერთმა თანამგზავრთაგანმა, როდესაც გავიარეთ მცირეოდენი მანძილი: მართლაც, მოღრუბლული ცა უცებ მოიწმინდა და მზე გამოჩნდა. „ამ თვეს ჩვენში ჭინკობის თვეს ეძახიან, ამიდები საოცრად იცვლება. არავის ახსოვს, რომ მთავარანგელოზობა ამიდიანი დღე ჰყოფილიყოს“ - ამბობს იგივე თანამგზავრი.

მოქმედნი [პირნი] და მოქმედება
მსოფლიო ომი.
1. სოფლის შკოლის მოწაფეები, განირჩევიან
2. ქალაქის შკოლის მოწაფეებისაგან.
3. მხატვარი.
4. დემონსტრანტების კოლონები მიეშურებიან ქალაქის მთავრ...
5. კრეისერი ავრორა.
6. კარლ ლიბკნეხტი სპარტაკ. დემონს. „გამარჯობ. ხეივ“, 1919 დეკემბ.
7. როზა ლიუქსემბურგი.
8. შრომის ბირჟა.
9. მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნა.
10. მოსკოვის სახალხო თეატრი.

ფოლადის ნერვები.
გამოხატვა თანამედროვე, განსაკუთრებული ხასიათის, რკინის ნებისყოფის ადამიანების. ფოლადის ბაწრებივით მქონე ნერვების, ბრძოლისა და მოქმედების უსაზღვრო წყურვილით, რომლისთვისაც იგინი ყოველმხრივ და სავსებით შეიარაღებულნი არიან თავიანთი ბუნებითა თუ აღზრდით. ნამდვილი შვილები თანამედროვე საქართველოსი, დაუცხრომელი მღელვარებითა და ელასტიური დაჭიმვით მთელი მათი ცხოვრების.
აკტივობა მათთვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც იგივე დამათრობელი სპორტი. აი, როგორი ხალხი მიუძღვის დღეს თანამედროვე საქართველოს.
ირინა - ტიპი ნამდვილი გმირი ქალის, ამავე დროს ქალურად მშვენიერი და обаятельная.

პიერ ამპის - ფინანსისტები...

ამიელ, ანუ ცხოვრება შელლის - რომანში შეიძლება შეტანილ იქნას თანამედროვე რომელიმე ცნობილი ადამიანიც.
„Шелли не приписана ни одна фраза, ни одна мысль, которой нельзя было бы указать в его стихах или письмах, в воспоминаниях его друзей“.

*
1. მასალები მნათობისათვის.
2. და სახელგამისათვის.
3. მზადება საღამოსთვის.
537 р. 60.

მამაჩემი
(დედის ნაამბობი)
- საწყალი ძალიან ჩამოგავდა აბესალომს სახით: იმნაირი თვალ-წარბი, იმნაირივე ტუჩები, ხასიათიც ისეთი ჰქონდა; ხანდახან აბესალომი რომ შეხტება, გახალისდება რაღაცნაირად, სწორედ ისეთი იყო. ხუმრობა უყვარდა. მაღალი არ იყო, მხოლოდ არც აბესალომივით, არც შენსავით, ასე ცოტა შენზე დაბალი იყო. არ ამხელდა, მე მგონია, ავადმყოფობას, უკანასკნელად ფილტვების ანთებით გახდა ავათ. იწვა ჩვენს პატარა ოთახში. ყოველდღე მოდიოდენ ექიმები, და [ექიმის] ფერშალი კონჩინოვი. უკანასკნელს ეთქვა: „არ მორჩება, მაგრამ თქვენ ცდას და მოვლას ნუ მოაკლებთ, სულის დასამშვიდებლათო“. აბა, მე ამას ვინ გამიმხელდა? მთელი ათი დღე, ათი დღე და ღამე განუწყვეტლივ თავს ვადექი. საწყალი ჩემი მამამთილი, რომელსაც ძალიან, უმცროს შვილზე უფრო უყვარდა ვასილი, ყოველდღე ავადმყოფთან იყო. იჯდა დაღონებული. მოდიოდენ ნაცნობები, ნათესავები. გვირჩევდენ: „ახალი კარგი ექიმია ჩამოსული, სამსონ თოფურია, ის თუ მოარჩენსო მხოლოდ“. ვასილი უარზე იყო: ცოტათი მოვმჯობინდები, შემდეგ მე თვითონ გავსწევ ქუთაისშიო“. მაგრამ არავითარი მომჯობინება არ დაეტყო. უკანასკნელ საღამოს (მახსოვს, შაბათ საღამო იყო) იგი საწოლიდან წამოდგა, ფოსტლებში ფეხი შეადგა და ფანჯარასთან მივიდა. დიდხანს იცქირებოდა. ეზოში ბავშვს მოჰკრა თვალი: „მაკრინე, მაკრინე, შეხედე, ბავში ეზოში ფეხიშიშველი დადისო“ და ფანჯრიდან გამობრუნდა. დაწვა საწოლში ისევ და აღარ ამდგარა. შეღამდა. მე და ჩემი მამამთილი ისევ თავზე ვადექით, მაგრამ მამამთილი აივანზე გავიდა. ვასილი მე მომიბრუნდა: „ვეღარ მოვრჩებიო“ - მითხრა. „რას ამბობ“ - ელდანაკრავმა ვსთქვი. „გული ნუ გაგიტყდება, ყოჩაღად იყავი, - განაგრძო მან, - ბავში წამოიზრდება, შენ კიდევ ისეთი ქალი ხარ, რომ უბედურებას არ დაიმჩნევ“. „ნუ ამბობ, - ვეუბნებოდი მე, - შენ თუ არ იქნები, ერთი ბავშიც მეყოფოდა, სხვა რაღად მინდოდა?“ „როგორო“ - ჩამეძია. მე ძალიანა მრცხვენოდა გამხელა, არავისთვის არ მეთქვა, მაგრამ მას ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი. მას სახე გაუბრწყინდა. „არა გიშავს რა, იუსტინე (მაზლი) კარგი კაცია. შენ ნუ დაიმჩნევ“. ვამჩნევდი, რომ ღელავდა ახალი ამბის გაგონებით. „ეხლა წადი, მეორე ოთახში წადი“ - მეუბნებოდა ის ღონემიხდილი, მე არასგზით არ ვთანხმდებოდი. სახლიდან ბავშის ტირილი შემოგვესმა. „არც ეხლა წახვალ“? - მითხრა მან. მე ავდექი, აივანზე მამამთილმა შემაჩერა: „რას გეუბნებოდა ვასილიო“ - მკითხა. „ისე, არაფერს მეთქი“ - დავუმალე მამამთილს ნალაპარაკევი. მამამთილი თვითონ შევიდა და მე ჭუჭრუტანიდან მესმოდა მათი საუბარი: „რას ეუბნებოდი, ვასილ, მაკრინეს?“ - ეკითხებოდა მამამთილი. „ორსულად ყოფილა, - უპასუხა მამაჩემმა - რჩევას ვაძლევდი: მძიმე რამეს ნუ ასწევს, ჩქარა ნუ გაივლის“ და სხვ. შემდეგი სიტყვებისთვის ყური არ დამიგდია, რადგან ბავშვი ხელმეორედ ატირდა სახლში. შევედი, ძუძუ მივეცი და თან ცოტათი შევისვენე. ათი დღის უმძინარევს აკვანზე [ჩამომყვინთებოდა] ჩამძინებოდა: რა საოცარი სიზმარი დამესიზმრა: თითქო აკვანს ცეცხლი [მოდებოდა და] მოკიდებოდა. მე ბავშის აკვნიდან ამოგლეჯას ვცდილობდი - და ამ დროს გამომეღვიძა. დავხედე, ბავში კუთავდა: ღმერთო, ღმერთო, - გავიფიქრე, - ქმარი მიკვდება, ეს ბავშიც რომ მომიკვდეს, რა მეშველება, რა წყალს მივსცე თავი - და მწარედ ვტიროდი. ამ დროს მამამთილი შემოვარდა: „კაპლები, სად არის კაპლები?“ - ხმის კანკალით სთქვა მან. „რა მოხდა“ - გამშრალი შევეკითხე. „ცუდათაა“ - მე წამლები მივეცი და ოთახში გასვლას დავეპირე - მამამთილმა კარები მომიხურა. „ბავშვთან იყავიო“ - დამიძახა. მე მეორე კარებიდან გავედი, სახლს შემოვუარე მეორე მხრიდან და ცერებზე ადგომით შევიხედე იმ ოთახის ფანჯარაში, სადაც ავადმყოფი იწვა. შევიხედე და თვალთ დამიბნელდა: იგი გულხელდაკრეფილი იყო. ჩემი სიცოცხლე დამსხვრეული იყო. მიწაზე დავეცი და მწარედ ავქვითინდი. უკანასკნელი მისი წამები ძალიან მშვიდობიანი იყო თურმე. მამამთილი ადგა თავს. მომაკვდავმა მოითხოვა ღვინო, საზოგადოთ ღვინოს არ ასმევდენ, ეხლა კი ვეღარ დაუკავეს. „ღვინო, ღვინო“ - გაიმეორა მან. ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, დასცალა ზედიზედ რამდენიმე ჭიქა. „ეს გაუმარჯოს პატარა ადამიანს, რომელიც შვიდი თვის შემდეგ დაიბადება“ - სთქვა მან, გადაჰკრა მესამე ჭიქა და სულიც დალია.

ხონის წმ. გიორგის ეკლესია
812 წ. აუშენებია ქ. ხონი ცხენისწყლის მახლობლად აფხაზეთის მეფეს ფეოდოსის. ხონი შუაგულია სვანეთის, სამეგრელოს და იმერეთის. ძველად აქ გაუმარჯვნიათ ლაზებს გუნნებზე და მის მოსახსენებლად აუგიათ წმ. სტეფანეს ეკლესია VI საუკუნეში. ამ საყდრის დღეს მარტო ბალავარიღა სჩანს გალავანის გადაღმა, დასავლეთით.
ბაგრატ მე-III-მ ააშენა აქ. წმ. გიორგის ეკლესია მაგარის გალავნითა. ეს გალავანი და ეკლესია დაცულია დღემდე. აქ იჯდა 1822 წლამდის ეპისკოპოსი, რომელიც განაგებდა "ვაკე"-ს. უკანასკნელი ეპისკოპოსი ანტონი (გვარად ჩიჯავაძე) დასაფლავებულია სამრეკლოს ქვემოთ აკლდამაში კარისბჭის პირდაპირ. ეპარქია დაარსდა ხონში 1529 წ., ბაგრატ მეხუთის დროს.

„გრამატა“ ჩვენი ადგილებისა
„წყალობითა დაუსაბამოისა მამისა ღვთისათა ჩვენ იესიან დავითიან სოლომონიან პანკრატიონმან სრულიად იმერთა და სხვათა მპყრობელმან მეფემან მეფეთამან ძემან არჩილისამან მეორემან სოლომონ ესე ამიერიდან უკუნისამდე უცვალო წყალობის წიგნი აღგიწერეთ და გიბოძეთ შენ ხონის წმიდის გიორგის ეკკლესიის ყმას მღვდელს ტაბიძეს გიორგის და შენ ძმებს იესეს და ბეჟანიკას და გაბრიელას და სხვათა შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ესრეთ და ესე ვი[თა]რ[..] რ[ო]მ ადგილზედ ნაკლები კაცი იყავით და მრავალ გზის გვევედრეთ ადგილის ბ[ ]ებისა[ ]ს და ჩვენ ვისმინეთ ვედრება თქვენი და თქვენის მღვდელთ მთავარ ეპისკოპოზის ანტონის დასტურით ხონის წმიდის გიორგის ეკკლესიისათვის ჭყუშურის ადგილის წყალობა გიყავით და დაგასახლეთ ყუმურის ღელე რომ რიონშიდ ჩაერთვის იმ ადგილზედ და გიბოძეთ შენი საყოფი სამოსახლო და სამამულეთ და საყანეთ ჭალის თავიანათ პატეის ლოგინის ფშანი რომ ჩაყობა კაპნარის თავიანად და ისევე ეკლესიას უნდა მსახურო და რომელიც მისი ბეგარა გემართა და მეფობისა ჩვენისა წარსამართებლად და სულისა ჩვენისა საოხად ამაღლებას დღეს ცხვარი უნდა დაკლათ და მღვდელს უნდა აწირვინოთ და სხვა სათხოვარი ჩვენგან და ჩვენის მოხელესაგან თქვენ არა გეთხოვოსა და ეს განწესება თქვენგან და თქვენის შვილისა და მომავალისაგან ჩვენ არს ჟამთა ვითარებისაგან არ უნდა მოგეშალოს და რომელიც ჩვენ წყალობა გიყავით ეს წყალობა არც ჩვენგან და არც შემდგომთა ჩვენთაგან თქვენ და თქვენს შვილსა და მომავალს არ მოგეშალოს და უკეთუ ვინმემ მძლავრებით შლად ხელ ყოს ამა ჩვენ მიერისა ბოძებულისა წერილისა იყოს თა[ ]ად ეწიენ მას რისხვა [მღ]ვთისა მიერ და სახლსა [მისსა] და [ბეღე]ლთა მისთა [...] შურისგება ვითა კაინის მომკვლელს ძმისასა და იყავნ დედა უფლისა ჩვენისა შურის მეძიებელი და ათორმეტი მოციქულნი შემკვრელ საკურველითა განუხსნელითა და მიმცემელი ცეცხლსა მას საუკუნესა და ნახეთქსა შინა და იყავნ წყეულ აქა და მას მერმესა აწ და მი უკუნისამდე, ხოლო დამამტკიცებელნი და დამბეჭვდელნი ამისნი კურთხეულ იყვნენ სულითა მღვთისათა ვიდრე უკუნისამდე ამინ ბრძანებისა ამის ჩვენისა შვამდგომელი და გამრიგედ მოწამე  სამღუდელო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს წულუკიძე. (დოსითეოს არქიერი ბესიკის ლექსებშია). ოტია მოურავი ლორთქფანიძე. ნიკოლოზ და ქიღფითართ უხუცესი ნიჟარაძე როსტომ აღიწერა ხელითა წულუკიძის შვილის დათიკისათა. ივლისისისა.  ჩყგ. (სამეფო ბეჭედი).
(ნამდვილისაგან თანასწორად უმეტნაკლოდ გადმოწერილ არს).

აქ საგულისხმოა:
1. ტიტული იმერთა მეფისა.
2. გიორგი ტაბიძე (ჩემი პაპისპაპა).
3. ჭყუშური და არა „ჭყვიში“?
4. ყუმურის ღელე რომ რიონში ჩაერთვის.
5. ჭალის თავი („მეფის ჭალა“?).
6. პატეის ლოგინის ფშანი.
7. კაპნარის თავი (მდე მიდის ფშანი).
8. ცხვარი ამაღლება დღეს და წირვა.
9. „ჩვენგან და ჩვენის მოხელე“-საგან...
10. „დამამტკიცებელნი და დამბეჭდვნი“.
11. ვისმინეთ ვედრება თქვენი და თქვენის მღვდელთ მთავარ ანტონის დასტურით...
12. „ხონის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის“ ჭყუშურის ადგილის წყალობა გიყავით.
13. საყოფი სამოსახლო. სამამულედ და საყანედ კი...

1. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს წულუკიძე  სამღვდელო, შვამდგომელი და გამრიგედ მოწამე?
2. ოტია მოურავი?
3. ლორთქფანიძე ნიკოლოზ?
4. ქიღფითართ უხუცესი ნიჟარაძე როსტომ?
5. წულუკიძის შვილი დათიკა.
6. ქორონიკონი ჩყგ - 1803 წ.

ვინ არის მღვდელთ მთავარი ანტონი?
(ჩიჯავაძის გუჯარი[ს] [ისტორია])
„წყალობითა ღვთისათა ესე წყალობის წიგნი გიბოძე მე ჩიჯავაძემ მდივანბეგმა ვახუშტიმ ხონის წმინდის გიორგის ეკლესიის კაცს ხონელს მაჭარაძეს, გოგიელას დავითულას და კაკურიას ასე რომ ჩემის ძმის მთავარ ეპისკოპოსის ანტონის მოწმობით ჩემთან სამოსახლოთ მოდით და გვევედრეთ ადგილი მთხოვეთ და სამსახურიც დეიდევით ჩემი: ერთი შინაყმა ფარეშათ, ოთხი თორმეტიანი ღვინო, ერთი კოდი ღომი და ფრული თეთრი და მე ეს წყალობა გიბოძე სამოსახლოთ საყანეთ საქსურიეის მიწა-ადგილი მოგეცით ჩვენგან შამოსაზღვრული ბიბიოურსა და ტყემალს შუა [ბოლოზე] და ჭას შუა ბოლოზე ჩემი მოურავის საზღვარს აქეთ და ოტიელეი ბერძენის საზღვარს აქეთ რომელიც ადგილი შემოგისაზღვრეთ და დაგისამნეთ ყოვლის კაცის უცილებლათ მომიცია არც ჩემგან და არც ჩემი შვილისა და მომავლისაგან არც თქვენ და არც თქვენს შვილსა და მომავალს არ წაგერთვას სანამდი ჩემ ქვეყანაში იქნეთ და თუ როდისმე თქვენ ქვეყანაში წასვლა მოინდომოთ არასკაცისაგან არაფელი წაგერთვას თქვენი მონაგები არის. ამისი მოწამე თავად ღმერთი [არის] კაცთაგან მოურავი ლორთქიფანიძე ქაიხოსრო ნაცვალი ჩახუნაშვილი დათუნა და ვახტანგა ხელოსანი ნიკოლეიშვილი გირგოლა ხელოსნები აბრამიძე და მიწერია მე ლორთქიფანიძეს ბერს ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას რვაას და მერუეს. (ბეჭედი).
„ანტონა და ივანიკა მაჭარაძეები“.

შენიშვნა:
1. მღვდელმთავარი ანტონი ყოფილა გვარად ჩიჯავაძე.
2. სად სცხოვრობენ ჩიჯავაძეები? (ვანში: აქ ნახსენები ადგილები საქსურიე და ბიბიოური ვანის რაიონში არიან).
3. როგორც პირველი (ჩვენი) გუჯარიდან, ისე ამიდანაც სჩანს, რომ მღვდელთმთავარი ანტონი ცდილობდა ხონიდან ტობანიერის რაიონში დაესახლებია უმიწაწყლო გლეხები. იგი ხან მეფესთან შუამდგომლობს, ხან თავის ძმასთან (მდივანბეგ ვახუშტი ჩიჯავაძესთან).
4. ამ გუჯარიდან სჩანს, რომ „ეკლესიის კაცს“ შინაყმას - ფარეშს მოსთხოვს მდივანბეგი („დიამბეგი“? მოსამართლე). მაგრამ არა სჩანს, თვითონ ეკლესიის კაცს მოითხოვს ფარეშად თუ გარეშეს? საინტერესო საკითხია.
5. დატები ხუთის წლით განსხვავდებიან: ჩვენი გუჯარია 1803 წლის, ჩიჯავაძის კი - 1808 წ.
6. საინტერესოა: ჩამოთვლა ადგილის სამაგიეროდ მისაცემისა: კოდი ღომი და სხვ.
7. მოურავი ლორთქიფანიძე და ლორთქიფანიძე ბერი. ლორთქიფანიძის გვარი ორივე გუჯარშია ნახსენები: ისინი იმ ხანებში ალბად [მეფ.] სახელმწიფე მოხელეები იყვენ - მრავლად.

საინტერესო ადგილები ვახტანგის კანონებში:
1. ხმალში გატანება. 2. შანთი ან მდუღარე.
შემდეგი იქნება.

დემონიური მომენტები „სურამის ციხე“-ში
ამ წიგნს მე დღეს სრულიად შემთხვევით ვკითხულობ, ამასთანავე მას აკლია მთელი რიგი გვერდებისა. სხვა ადგილზე, თუ არა სოფელში, მე ხელახლა არ გადავიკითხავდი ამ წიგნს და მასაც დაკლებული გვერდებით. ამასთანავე კითხვაში ჩამითრია მისმა ასეთმა ლირიულმა შესავალმა: „აქ რამდენიმე ყმაწვილთა, რომელთა რიგში ერია თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, დადეს პირობა მთელ ზაფხულს, ყოველ საღამოს, შეყრა რიყეზედ, ანჩიხატის ჩასწრივ, და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდინ; იმ პირობაში, სხვათა შორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქვა ერთი მოთხრობა, ანუ არაკი, ანუ სხვა რამე, ჩვენი საქართველოს ცხოვრებიდან“. აქ ნახსენები „თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე“, ე. ი. ავტორი რომანისა, გამოხატულია წიგნის ყდაზედ: ეს არის ტიპიური ინტელიგენტი გასული საუკუნის სამოციანი წლების, დაკვირვებული, დინჯი ახალგაზრდა დაახლოებით ოცდაათი წლისა, თმა გვერდზე სუფთად გადავარცხნილი, ევროპიული კარგად შეკერილი ტანსაცმელი, ატარებს პენსნეს, როგორც სჩანს, აქვს მანერა ნაპოლეონისებური გულზე ხელის დაკრეფისა და ერთი ნაბიჯის წინ გადადგმის. თეთრი საყელო, გული და ყელსახვევი სამოციან წლების ყალიბის. ინტელიგენტი - ამ სიტყვის უაღრესი მნიშვნელობით. არის მთელ ამ გამომეტყველებაში ერთი რამ, რომელიც აახლოვებს მის მიერვე აღწერილ ერთ მომენტთან: „დაიხიეთ, ყმაწვილებო! ალექსი პ-მა, რომელსაც ჰქონდა ხასიათი სულ ყველა აზრზე ეთქვა რამ წინააღმდეგი, რომლისთვინაც ჩვენ დავარქვით იმას - საშინელი ფილოსოფოსი“. „რა ვქნა, ლოღიკის კურსი არ გამიგონია შენგან, ჩემო საშინელო ფილოსოფოსო, და რა ვუყო“ - უპასუხა სიკომ გაჯავრებით.. „საშინელი ფილოსოფოსის“ შთაბეჭდილებას უფრო ახდენს რომანის ავტორის პორტრეტი; და რაღაც არ უდგება ამ გარემოებას ბიოგრაფის თქმა, ან უდგება თავისებურად, რომ ავტორი იყო „თავის სათნო ხასიათით, პატიოსნებით და გულკეთილობით შესანიშნავი პირი თავის დროისა, მაგრამ საშინელი ფილოსოფოსი, რომელსაც ჰქონდა ხასიათი სულ ყველა აზრზე ეთქვა რამ საწინააღმდეგო“. სავსებით მიუდგება დახასიათება, რომ იგი იყო მუყაითი და მშრომელი, რომ ამ თვისებების და თავისი ნიჭის მეოხებით მან მიიღო ისეთი განვითარება, როგორიც იშვიათი იყო მაშინდელ ქართველ საზოგადოებაში. მართლაც რომ „საშინელი“ ყოფილა ეს სკეპტიკი, არაჩვეულებრივი განვითარებით შეიარაღებული გამბედავი ავტორი, აქვეყნებს სურამის ციხეს, არ ეშინია, რომ საზოგადოება გულისწყრომით და ზიზღით აღიმართა მის წინააღმდეგ. მთელ ამ ამბავში არის დემონიური მომენტის უაღრესი სიმახვილე, სიტყვის „საშინელის“ გამართლება. მაგრამ გადავიდეთ სურამის ციხეზე. რა სახისაა, ან არის თუ არა დემონიური მომენტები თვით სურამის ციხეში? - აი, პირველი ფიქრი, რომელმაც გამიელვა თავში რომანის ხელში აღებისთანავე. მივყვეთ კვალდაკვალ. მაგრამ სჯობია, წიგნიდან ამოვიღოთ ადგილები.
1. [როგორის] შეუბრალებლობით სტოვებს დურმიშხანი გულისვარდს, რომელიც ასეთი წრფელის გულითა და დიდის სიყვარულით მიენდო მას, რომელმაც არ იცის განზრახვები და მიზნები დურმიშხანისა.
2. „ერთხელ მამაჩემი წავიდა ძნის მოსატანათ... ურემი დაჰქანდა, ხარ-კამეჩს თავი ვეღარ დაუჭირა, კამეჩებმა წააქციეს და ურემმა გაჭყლიტა. იმის სიკვდილის შემდეგ ჩვენი სახლის ყოველივე გადაბრუნდა გულაღმა, ბატონმა ჯერ წაგვართო ვენახი, იმიტომ ვითომ, რომ არ შეგვეძლო მოვლა. მერე თითო-თითოდ ხარ-კამეჩი და უკანასკნელად უბრძანა დედაჩემს, რომ გადასახლებულიყო იმასთან სახლის მოსამსახურედ. საწყალი დედაჩემი! უნდა გენახათ, რა მწუხარებით ესალმებოდა სახლს. „ეჰ, დედაკაცო, მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, ხვალვე მზად იყავი“, - უბრძანა ბატონმა და გაიცინა იმიტომ, რომ ერთმა წევარმა რაღაც სასაცილო ჰქნა. ოჰ, რა საზარელი იყო ის სიცილი დედაჩემის მწუხარებასთან; მე დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ არ იცინოდა კაცი, კაცში იცინოდა ეშმაკი. იმისთანა დროს მხოლოდ ეშმაკს შეუძლია გაცინება“.

*
მასალები „კვალ“-ში (ტობანიერისათვის):
№N2. აკაკის მოგონება კერესელიძეზე: მიმოხილვა.

პლანი მუშაობის
1.000 ლექსი - დამუშავება და გადაწერა.
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.
არწივების თავდასხმა ჰაეროპლანზე.
გორის ატამი.
მანიფესტები.
რევოლიუციონური ლექსები წიგნიდან.
ლიბრეტო რატაციონის მანქანისა.
მხატვარი, რომელიც სწვავს სურათებს.
100 ლექსი კომუნისტისთვის.
50 ლექსი „მუშისა“-თვის.
საქართველოს ქალაქების ზრდა.
სვანეთის მთების საიდუმლოებანი.

*
80 პოეტი, 8 თავადი, 20 გლეხი, 7 სასულიერო, დანარჩენი გამოურკვეველია. დარჩა 45 კ.
% - ნიშნ. მე-100 ნაწილს. Процент.
Кн. - 10%. Кред. - 25%. Дух. - 8,75.

წერილის ბრალდებანი (კომუნ. №)
1. თავისუფალია თუ არა მხატვრის თვალი და ალღო? რას ნიშნავს სიტყვა თავისუფალია?
2. დაცინვის ტონი: ახალი ადამიანის განცხადება თუ ვერავინ შესძლო, ეს არიფიონს დაუსახავს მიზნად.
3. სანდრო შანშიაშვილი არ არის დიდი შემოქმედებითი ნიჭის და პოეტური ალღოს მქონე პოეტი. მისი შემოქმედება „კუსტარულია“.
4. შალვა დადიანი „სხეულს“ აქცევს ყურადღებას. როდის გააღმერთა ქ. ხ. ქალის კულტი? ახალი კულტურა „უკანასკნელი საფეხური წინა საფეხურთა უარყოფისა და დაშლის საფუძველზე აღმოცენდა“ (ე. ი. ძველი კულტურა დაშლილი და განადგურებულია).
ასე ესმოდა მ. ჯავახიშვილს.

ერთ დღეს გამოგადგება
თოფები და ფარები,
[მომენტი რომ] ვადა როცა დადგება,
ასი წლით ნატარები
ერთ დღეს გამოგადგება.

*
გადივარცხნე ქოჩორი
ისე, როგორც წესია,
დამშეული [ვირი] ჩოჩორი,
ცხენზე უსწრაფესია.

*
ეს ზაფხულია?
ბაყაყი. აყაყი.
რაც სიმდიდრე აღმოსავლეთს.

[რაც ამ ქვეყნად სიმდიდრეა
დათვლა შეუძლებელია.
რაც ქვეყანად სიმდიდრეა.]

* * *
[გუშინ] თევზისათვის [დასაჭერად] ძველი ბადით
მდინარეზე წაველი.
აქეთ ქარით, იქით ნადით
შრიალებდა თაველი..

პირველადვე ბადეს მოხვდა,
[ბაყაყი და ბარდები]
ერთი მწვანე ბაყაყი,
ისევ წყალის სილაჟვარდეს
დავუბრუნე ნაყაყი.

სახლის მსგავსება გემთან
ჩვენი სახლი ძალიანა ჰგავს გემს, რომელიც ხშირად არის დიდ საფრთხეში. მდინარე რიონმა არა ერთი და ორი სახლი გაანადგურა ჩვენს გარშემო, ჩვენი გემი კი უფრო გამძლე გამოდგა. ბევრი მოსახლის სახლკარი ეხლა აღარ არის ძველ ადგილას, ჩვენი სახლი კი ისევ იმ ადგილასა დგას, სადაც იდგა ორმოცდაათი წლის წინად. დაღუპულია ბევრი საქონელი და საოჯახო ნივთები, შავ ზღვაში მიჰქონდა რიონს, ჩვენი სახლიდან კი ვერაფრის წაღება ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობის დროს მთელი საჟენის სიმაღლეზე იდგა წყალი (კედლებს ეხლაც აჩნია წყალ-გადარება), მდინარემ ხშირად მთელი სახლი წყალქვეშ მოაქცია, მაგრამ ვერასგზით ვერ წააქცია: აი, რა არის თავი და თავი. წყალდიდობა ხშირად მთელი კვირა გრძელდებოდა. ჩვენი გემი კი იდგა თავის მაგარ ღუზებზე დაკირული, თავის მაგარსა და მტკიცე წაბლის ხის საძირკვლებზე. არა ერთხელ წალეკილა გარეშემო მდებარე გზები, მინდვრები, მთელი სახელგანთქმული რიონის ჭალა; ამ დროს სულ რამდენიმე, 2-3 ნავი თუ გამოჩნდება, ისევე ჩვენი. მაგრამ ყველა ხომ ვერ სარგებლობდა ამ ნავებით. [ჩვენმა მეზობელმა] ისიდორემ კი ერთხელ საწნახელის გამოყენება მოინდომა ნავის მაგიერათ, და ჩვენს ხარხარს საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც გაბერილი მუცლიანი საწნახელი წყალში მუცლითვე გადატრიალდა და ქვეშ მოიყოლა, საბედნიეროდ, კარგი ცურვის მცოდნე, გაბედული [მენავე] ისიდორე. ჩვენი გემი დინჯად უცქეროდა ამ ამბავს. მას სმენაც ისეთი აქვს, თითქო რადიომიმღები აპარატი ედგას კედელზე: იცის, რა ამბები ხდება გარეშემო.

*
- აღარ გვაყენებს ეს კაცი ჩვენს პატარა საბჭოთა საქართველოში.
- სულ ჩაისა სვამს, თითქო ჩაის მუდმივი პლანტაციები ჰქონდეს გაშენებული.
- კაცი ვარ, ძმაო, დეპეშა ხომ არა ვარ, ხვალვე მოსკოვში ვიყო.
- რა ენა გაქვს, შე წყეულო; ალბად 1999 წელს სასამართლო ორგანოების საქმის წარმოება თანდათანობით გადაყვანილი იქნება მაგის ენაზე. აი, სწორედ ეს იქნება სასამართლო აპარატის ნაციონალიზაცია.
- მე შენ გეტყვი, სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იქნება წაყვანილი, გულგრილობისა და დაუდევრობის გამოჩენისთვის დააპატიმრებდენ.
- ესაა, მრეწველობას რომ სოციალისტურად გარდაქმნის: მაგისმა მზემ.
- თვარა მოხსენებას არ აკეთებდეს ერთბაშად, საქეიფოდაა წასული.
- თუ ნოსკეს კანდიდატურის მხოლოდ წამოყენებამ უთანხმოება გამოიწვია, რა იქნება სესიაშვილის კანდიდატურის გადაყენებით?
- აღარ აქვს სტანცია შენს ლაპარაკს?
- ვისი სააგენტო იუწყება ამ ამბავს, ონისიმეს ხომ არა.
- ქუდებია, ბატონო, [ქუდები] თუ საჰაერო ფლოტი?
- ძაან მალე მისულხარ. ხომ არ გაფრენილხარ: ძალიან გაგიუმჯობესებია ფრენის ტეხნიკა.
- ბომბებივით ისვრის სიტყვებს.
- მოდიან ქალები, მოდის საჰაერო ფლოტის შემადგენლობა.
- ვერ ჰყოფილხარ, ჩემო, კარგი პოლიტიკოსი, მოხერხება უნდა გქონდეს: სიტყვით უნდა განიარაღდე და საქმით კი შეიარაღდე იმპერიალისტებივით.
- ეს იმას ედრება, ოფშკვითში რომ რკინისგზას მოესწრობა კაცი. ერთი მაშინ იქ დამსვა და ბაბუაჩემისთვის მაყურებია.
- თუ არა, ერთბაშად „საბჭოთა კავშირის მშრომელად“ არ ჩაგთვალონ; კონტრევოლიუციონერი ხარ და მეტი არაფერი.
- თუ არა, ძალიან კი ესმის სამხედრო ტეხნიკა. ავიაცია - თავისი ავი მეზობელი ჰგონია, ინჟინერი - ჯინჯილებში მყოფი ძველი გენერალი, არტილერია - ქურდი არტემა, ქიმია - მეგრული სიმღერა რომაა, ჩქიმი ცოდვა, ჩქიმ ბრალი. [აპა] ჰო და აბა ჰე! ჰო და აბა ჰე!
- ეს რანაირი რუქაა შენთვის შედგენილი: ტფილისი დღეს კავკასიის ცენტრშია მოთავსებული, ხვალ კასპიის ზღვის პირად - და ასე.
- დატრიალდება თორემ - საბრუნავი თანხა არ იყოს, როკფელლერს რომ აქვს. ჩვენებური თავმოჭრილ ქათამივით დატრიალდება, და ქე დეეცემა.
- ისე მიბეგვეს, რომ კაი ფიზკულტურის დღესასწაული გეგონებოდა.
- დააპატიმრეს, პირზე ხომ არ აკოცებდენ.
- ამ ერთ ნამცეცა საქმეზე ისე გაჩერდება, თითქო ხუთწლიან საპერსპეკტივო გეგმებს ადგენდეს.
- კონფერენციაც არის და კონფერენციაც: ერთა ლიგის კონფერენცია;
- ეს კაცი მხოლოდ ერთხელ იქნა მოხსენიებული გაზეთებში და მაშინაც უკანასკნელ სამგლოვიარო [გაზეთებში] არშიებში იყო ჩასმული მისი სახელი.
- ჩემს ერასტის სიცოცხლე და დღეგრძელობა (მენახოს შენი თავი გაზეთებში სამგლოვიარო არშიებში ჩასმული).
- მოიცა, ძმაო, რას გარბიხარ, ვენერიული ან კანის ავადმყოფობა კი არ მჭირს.
- იმერეთში რომ ჩახვიდე, ღორები შეგჭამენ, ჩეჩმა ეგონებით.
- ამ ყვითელ ფეხსაცმელებით იმერეთში რომ ჩახვიდე, ღორები ფეხებს წაგაჭამენ, რაღაცაში, ალბად, ფეხი ჩაუკრავსო.
- მითხარი, ეს პოეზიაა თუ საჯარო ვაჭრობა?

*
ქართული მხატვრობა ეხლავე შეიძლება დაექვემდებაროს ერთგვარ კლასიფიკაციას: რეალისტები, ფუტურისტები, რომანტიკოსები.

პეტრე ქავთარაძე - ძმა სერიოჟა ქავთარაძისა, ცნობილი ვექილი და დარდიმანდი, ძალიან ლამაზი კაცი. იყო თავმჯდომარე სრ. საქ. ახალი მწერ. კავშირისა, ქმარი მშვენიერი ლამაზი ქალის ანიკო ქავთარაძესი (ეხლა გაიყარნენ), კარგი მოქეიფე, საუცხოვო ამხანაგი, მშვენიერი ორატორი.

1. სიმბოლო ქართული მწერლობის გაერთიანებული ფრონტის. იგი თანაბრად ძვირფასია აკადემიური მწერლობისათვის, ცისფერი ყანწებისათვის, დემოკრატიული მწერლობისათვის, მნათობისათვის, არიფიონისათვის.

წრეულს ზამთარში. მე გავიარე.

*
მე ფოლადივით ცივი თვალებით
გიცქერ, ვარსკვლავო, მაგრამ გემდური.
რად გინდა იყო პოეტი დიდი,
თუ სიცოცხლეში ვარ უბედური!!

„საზოგადოება იძლევა პასუხს“.

გამდიდრდება თუ არა?
(მასალა კომედიისათვის)

შესავალი
1. - გავმდიდრდები თუ არა?
- გამდიდრდებით იმ დროს, როდესაც სიცოცხლეს ხალისი აღარ ექნება თქვენთვის.
2. - გავმდიდრდები თუ არა?
- ვერა, ვერ გამდიდრდებით!
3. - გავმდიდრდები თუ არა?
- სიმდიდრეს შეიძენთ იმდენს, რომ ზომიერად იცხოვრებთ.
4. - გავმდიდრდები თუ არა?
- ოო, უსათუოდ გამდიდრდებით!
5. - გავმდიდრდები თუ არა?
- აუარებელ სიმდიდრეს შეიძენთ, მაგრამ მალე წაგივათ ხელიდან, თუ ფრთხილად არ მოიქეცით.
6. - გავმდიდრდები თუ არა?
- გამდიდრდებით, მაგრამ მალე კი არა.
7. - გავმდიდრდები თუ არა?
- სიმდიდრეს იშოვით, მაგრამ შენახვას ვერ მოახერხებთ.
8. - გავმდიდრდები თუ არა?
- გამდიდრდები, გამდიდრდები.
9. - გავმდიდრდები თუ არა?
- ვერ გამდიდრდები, რადგან უთავბოლო ხარჯვა იცით.
10. - ა?
- ვერა, ვერ გამდიდრდები!
11. - ა?
- მოულოდნელად გამდიდრდებით.
12. - ყველანი გავმდიდრდებით, ყველანი ჩინებსა და ორდენებს მივიღებთ, ყველას დაგვაწინაურებენ, ჩვენ მხოლოდ მარჯვეთ შევუტიოთ, მარჯვეთ შევუტიოთ.

„პირველი ელვა“. „დიდებული რამეა“.
[მარჯორ პოლიტს.]

რა მომელის ცხოვრებაში?
(კომედიისათვის)
1. - რა მომელის ცხოვრებაში?
- ერთი დიდი უბედურებაც შეიძლება მოგივიდესთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. გამრჯელობა და მუყაითი შრომა თავისას გაიტანს და თქვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდება.
- მარტო ნატვრა და სურვილი არ კმარა: ცხოვრებაში გამარჯვება ვისაც უნდა, მას შრომაც უნდა უნდოდეს. თუ თქვენ ამ უკანასკნელს ყურადღებას მიაქცევთ, ბედიც გაგიღიმებსთ. ოჯახურ ცხოვრებაში მუდამ მხიარულად იქნებით. სახიფათო რამ არა შეგხვდებათ რა. იცოცხლებთ 90 წლამდე.
- რამდენიმე წელიწადი კიდევ გაივლის და თქვენ დიდ ბედნიერებას ეწევით, თქვენი მდგომარეობა სრულიად შეიცვლება.
- უცხო მხარეს მოგიხდებათ მოგზაურობა, დიდ გაჭირვებას გამოივლით, მძიმე ავადმყოფი შეიქნებით, ბოლოს განიკურნებით და სამშობლოში დაბრუნდებით, ახლობელი ნათესავის სიკვდილი თქვენზე ძლიერ ღრმად იმოქმედებს. სიბერის ჟამსაც დიდ ამბავს შეესწრებით.
- მალე ისეთი შემთხვევა მოგეცემათ, რომ თქვენ ეხლანდელ მდგომარეობას გააუმჯობესებთ. დიდ ქონებას შეიძენთ, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ ისევ იმად დარჩებით, რაც ხართ დღეს. ავადმყოფობა მოგელისთ, იცოცხლებთ 85 წელს.
- რამდენიმე წლის შემდეგ ავად გახდებით, ეს ავადმყოფობა თქვენივე დაუდევრობით დიდხანს გაგრძელდება. ერთი სავაჭრო საქმე ჩაგივარდებათ ხელში და დიდძალ ფულს მოიგებთ.
- თქვენ დიდი ამბების მომსწრე შეიქნებით, უზომო სიმდიდრეს შეიძენთ, უცხო მხარეს მოგიხდებათ მოგზაურობა. იცოცხლებთ 105 წელს.
- მოულოდნელად ამაღლდებით, მაგრამ ისევ უცებ გამოიცვლება გარემოება, რადგან თქვენ ვერ მოიხმართ ამას, იცოცხლებთ 79 წლამდის.
- დიდ გაჭირვებას გამოივლით სულიერად ცხოვრებაში. მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეთ, რადგან ვინც გაჭირვებას ვერ იგრძნობს, იმას არ შეუძლია სთქვას, მე ვიცხოვრეო.
- ძვირფას საჩუქარს მიიღებთ უცხო პირისაგან. შეესწრებით დიდ ამღვრევას. ქვეყნად ავადმყოფობას გამოსცდით. მოჰკვდებით ღრმა მოხუცებულებაში.
- თქვენი დაწყებული საქმე კეთილად დაბოლოვდება. იმედი მხოლოდ თქვენი თავისა გქონდეს და არა სხვისი.
- თქვენი უყურადღებობით თქვენი საქმე უკუღმა წავა, ძრიელ დაეცემით ნივთიერად. დიდი შრომა დაგჭირდებათ საქმის გამოსაბრუნებლად.

ღალატობს თუ არა ამ კაცს ცოლი?
- მღალატობს თუ არა ცოლი?
- თქვენი ცოლი თქვენი ერთგულია, მაგრამ თქვენ იმდენი ეჭვი შეგაქვთ, რომ შეიძლება გიღალატოსთ.
- თქვენი ცოლი გულკეთილია და მოწყალე, ახალგაზრდა ყმაწვილები ებრალება.
- სიმშვენიერის თაყვანისმცემელია თქვენი მეუღლე, თუ თქვენ მშვენიერი ხართ, რა თქმა უნდა, თქვენი ერთგული იქნება.
- თქვენი ერთგულია.
- თქვენი ერთგულია ჯერჯერობით.
- თქვენი ერთგულია ისე, როგორც თქვენა ხართ მისი.
- გიღალატებთ, რადგან თქვენ აიძულებთ ამას თქვენი ქცევით.
- მალე დაგაწინაურებენ.
- ერთგულია, რა თქმა უნდა, ეს თქვენც იცით.
- ცოლი თქვენი ერთგულია, თუმცა თქვენი საქციელი მას აჯავრებს და აპირებს გიღალატოსთ.
- ერთგულია, ერთგული!
- სამაგიეროდ რომ ცოლმა გიღალატოსთ, ნუ გეწყინებათ.

ღალატობს თუ არა ამ ქალს ქმარი?
- მღალატობს თუ არა ქმარი?
- თქვენი ქმარი ისეთი ადამიანია, რომ გულით არასოდეს ღალატი არ უნდა, მაგრამ ხათრი უჭირვებს საქმეს, ხათრი. შეიძლება ხათრისთვის გიღალატოსთ.
- თქვენი ქმარი არ გღალატობთ, თუმცა თავი თქვენთან ისე მოაქვს, რომ ქალები ვითომ მას ისე ესევიან, როგორც თაფლს ბუზები.
- თქვენი ქმარი თქვენ გღალატობსთ, მაგრამ განა ეს გიკვირთ თქვენ? რამდენი ტანჯვა მიგიყენებიათ მისთვის, გაიხსენეთ და აღარ გაამტყუნებთ.
- არ გიღალატებსთ.
- თუ შემთხვევა მიეცა, უარს არ იტყვის.
- არ გიღალატებსთ.
- გიღალატებსთ.
- თუ მოსვენებას არ აძლევ, მაშ რა ქნას საწყალმა?
- გიღალატებსთ, თუ ალერსიანად არ მოეპყარი.
- თქვენ შემხედვარემ რომ გიღალატოსთ, რა გასაკვირველია.
- ჯერეთ არ გღალატობთ.
- ეჭვიანობას თუ არ მოიშლით - უსათუოდ გიღალატებსთ.

მალე გათხოვდება თუ არა?
- მალე გავთხოვდები თუ არა?
- თქვენი სურვილის წინააღმდეგ თქვენ მალე გათხოვდებით.
- სანატრელი წამი მალე დაგიდგებათ, გათხოვდებით მალე, მაგრამ სიქალწულე მალე მოგაგონდებათ და, როგორც გაფრენილს იღბალს, ხშირად ინატრებთ ხოლმე.
- მარტო სურვილი არ კმარა, საჭიროა მეცადინეობაც. ქალწული ქალი, რომელიც თავის სიმშვენიერეზე არ ფიქრობს, მალე ვერ გათხოვდება.
- თქვენ იღბალი კარზე გადგიათ, თუ გინდათ, წადილი მალე აგისრულდებათ, თუ არ მოისურვებთ, დიდხანს მოგიხდებათ ლოდინი.
- დამშვიდდით, თქვენი ქორწინება სულ მალე მოხდება. აჩქარებით შეიძლება საქმე გააფუჭოთ.
- ძალიან გულით კი გინდა გათხოვება, მარა მოკლე დროში არ მოხერხდება, თუ გარემოება არ შეიცვალა.
- გათხოვდებით, მაგრამ არც ძალიან მალე. თქვენი ბედი თქვენგნით გაბრუნებულია. რამდენი მეტი სიმშვიდე გექნებათ, იმდენი მალე მიაღწევთ თქვენს სურვილს.
- კარგად რომ ჩაუკვირდეთ თქვენს თავს, ჩაიხედოთ თქვენს გულში - ღრმად, თვითონვე დარწმუნდებით, რომ ჯერეთ თქვენი გათხოვება საჭირო არ არის.
- ნუ აჩქარდებით, თქვენ ბევრი მოტრფიალე გყავთ, რა დროსაც მოისურვებთ, მაშინვე მიაღწევთ თქვენს მიზანს.
- დიდი დრო გავა ძალიან თქვენს გათხოვებამდის.
- გათხოვდებით, მალე, მაგრამ შეიძლება დაქვრივდეთ.

*
დრო რამდენნაირს ატარებს სურნელს -
[ასეთი მოჰყავს] ყური დავუგდოთ საბავშო ჟურნალს;

*
ჯეკ ლონდონს [მოჰყავს] რომ აქვს ერთი ამბავი
მოხეტ[იალ]ე კაცის შეურაცხყოფის,
[მისგან არაფრით არ განირჩევა]
[მისგან სიტყვითაც არ შემიცვლია]
[ჰგავს ამბავს მისი] იმავ სიტყვებით მინდა გიამბოთ
ამბავი ჩვენი ასოთამწყობის.

*
წინგაწეული ნიკაპი. Об упор.

ავარა, ავარა, ავარა.
ვირთან ქუჩიშვილთან მიქეიფნიაო.

ცხოვრება პათოსს დაშორებული
რაა ჩემი ცხოვრება?
მარტო გამათხოვრება,
ზოგიერთს კი ჰგონია..
.........................................
ვიყავ დიდი პოეტი,
ეხლა ვარ „უცხოეთი“.

შე, ავარა, ავარა,
გულში რამ გაგიარა:

ჰკოცნი ხელებს ვისასა?
მხოლოდ იუდისასა.

სიკვდილია განა სხვა
ამნაირი განზრახვა.

*
ეხლა შემიძლია, ეხლა შემიძლია, ეხლა შემიძლია...

წვეთი ბედნიერების
რად მინდა მე დღეს სილამაზის მოჯადოსნება.

რად მინდა მე დღეს სილამაზის გაჯადოსნება -
ან ის მდუმარე გლეტჩერები უზარმაზარი -
ცისარტყელაში გახვეული წყალვარდნილები -
წვრილი სინებით დახლართული ხიდეთა რიგი.

და გვირაბები მრისხანების; მიჰქრის ვაგონი,
ლაჟვარდი ელვით გამოშუქდა უეცრად ტბები.
როგორც ნატეხი ფირუზისა, ციდან ჩამოვარდნილი
თეთრი მთის ბეჭედში..

რად მინდა ყვავილები მდუმარე ხეივნებში
შებინდებული იდუმალება მუხნარის?
ფერადები ბრწყინვალე ქალაქთა პანორამების,
ათასი სურათები ძველებურ გალერეებში?

რად მინდა ოკეანე და კოშკი კანდელის
ნახშირივით შავი დაისის პურპურში.
[ცხოველი] ცოცხალი სუნი ზვირთებისა, მეთევზის მღერა.
და მოქანავე ბოლი შორეული ფრეგატის?

რად მინდა მთელი დედამიწა, სიცოცხლე, ნათელი,
ეს დიდი მიწა, ასე დიდი, ასე არარა.
მე გული მეტყვის: ეს სულ სხვაა, ეს ის არ არის
და შორს გავრბივარ აღშფოთებულ ჩემის ოცნებით.

არ მინდა მე სასახლეები, სურნელოვანი ყვავილები,
ეს უცხო ნაპირები, ეს ზღვა, ეს სივრცე.
მე მწყურია ხანგრძლივი მოფარფატე თვალთაცქერა,
უბრალო და წყნარი სიტყვები, უბრალო და თბილი [სიტყვები] ცრემლები.

სულ ცოტაოდენი ალერსი და გაგება,
ერთი ღიმილი საყვარელი თვალების,
მუნჯი შებინდი ღრმა-მშვიდობიან საათში
და წვეთი, მხოლოდ ერთი წვეთი ბედნიერების.

*
მთები [კავკასიონის] უზარმაზარი
[ზეცას] ლაჟვარდს შეჩერებია.
მარცხნივ [ხევი] კლდეა საზარი,
მარჯვნივ გლეტჩერებია.

* * *
მარჯვნივ კლდეა საზარი,
მარცხნივ გლეტჩერებია.
ციხე უზარმაზარი
ლაჟვარდს შესჩერებია.

* * *
[ვდგევარ წვრილი სინებით
გადახლართულ]
გვირაბს გასცდა ვაგონი,
ტბის გამოჩნდა კრიალი...

პრუსსის ვაგონში
ჩუგუნის ლიანდაგზე მიდის გრძელი მატარებელი,
ერთხელაც არ გადაუხვევს რუტინულ კალაპოტს.
წუთწუთად გამოანგარიშებულია მისი გზა.
ეჰ, ჩემო თავისუფლებავ და ნებავ! რა უძლური ხარ აქ შენ.

სულ სხვა საქმეა ტროიკა! მივქრივარ, სადაც მენებება,
საჭიროების გარეშე, უმიზნოთ ვხეტიალობ დედამიწაზე.
არ მინდა პირდაპირი გზა - მოუხვიე მარცხნით.
შემდეგ მარჯვნივ - მინდვრებში - შემდეგ დაიხიე ნათესებისაკენ.

მაგრამ ეჰ, სულ მალე ეს მკვდარი მანქანა
შებოჭავს გაქანებას უზარმაზარი რუსეთისას,
[აპნევენ] ჰყრიან უცხოელები რუსეთის მილიონებს,
რათა მის გაქანებას დაუდონ საზღვარი.

მაგრამ არ დავნებდებით ჩვენ ბრმა რუტინას,
ჩვენ სიცოცხლის სულს შთავბერთ იმ მანქანასაც კი.
არ წავა ჩვენი მატარებელი ისე, როგორც მიდის გერმანული,
ხან გადავარდება ლიანდაგიდან ვაჟკაცური ძალღონით.

ხან ჩამოანგრევს მიყრილ მიწას, ხან ხიდს გაჭეჭყავს,
ხან შემხვედრ მატარებელს ყოჩაღურად გაბედვით გადაუდგება წინ.
ხან სულ ნელა წავა, რამდენსაც უნდა, იმდენს დაიგვიანებს,
ხან ქარბუქის გამო სამი დღე და ღამე მინდორში სდგას.

ხანდახან კი, უბრალოდ, ერთი ოთხი საათით
დაუცდის პიროვნებას, ამქვეყნად ძლიერს.
დიაღ! მე ღრმად მჯერა, მკვდარი მანქანა
ასე ადვილად ვერ შებოჭავს უზარმაზარი რუსეთის თვითნებობას.

მჯერა: ყველა მანქანები რუსული ბუნების
თვითვე გამოცოცხლდებიან სულითა და თავისუფლებით.

*
1. სადალაქოში გამწარებულმა იოველმა შესძახა: - დაგაქცევს ღმერთი - ამოგაგდებს ჩემი სალოცავი, შე მამასულწაწყმედილო, [როგორ არის შენი საქმე - რაღა] ჩემს სახეზე დაიწყე შენი ხელობის სწავლა პირველად, თუ როგორ არის შენი საქმე?
- ასეა ძმაო, - უპასუხა, - დალაქი ჩვენს თავზე სწავლობს თავის ხელობასო - ნათქვამია.
2. სულ უკანასკნელი მექისე, რომელიც წეღან ქუჩაზე საწყლად გამოიყურებოდა, აბანოში ფადიშაჰივით ჰგრძნობდა თავს. მეაბანოვეებს კიდევ სულ მისი ქვეშევრდომებივით [ეგონა] ჰგრძნობს... აბანოში, სადაც არავითარი სინდის-ნამუსი არ არსებობს; სადაც ერთი კარებიდან შედიან, რომ მეორე კარებით გავიდნენ, ეს მექისეა მუდმივი და ძირითადი მოსადგურე - აბორიგენი.
3. - ეეჰ, მოჰყევი შენაც. გამიგონია ეს ბაიათი, ძველისძველი და ყველასთვის ცნობილი ბაიათია.
4. - სსუ, გაჩუმდი. პოეტია - მერე რა რომ პოეტია? ისა, რომ ყველგან დადის, ყველგან იცნობენ, ყველგან კარგად იღებენ. უნდა ერიდო ასეთ კაცს: სადმე შეგარცხვენს. უნდა გეშინოდეს, სადმე ფათერაკს აგიტეხს.
5. აბა, სად ყოფილა, რომ პოეტი და [მღვდელი] ვაჭარი ერთმანეთს სიამტკბილად შეთანხმებოდენ.
6. პოეტის შეურაცხყოფა [ეხლა] ყველას შეუძლია: არავინ არ დაიცავს მას.
7. დამანებე თავი, ჩემი დღესასწაული იქ არის - სადაც სიხარულია, შენი დღესასწაული კიდევ იქ, სადაც უბედურებაა.
8. იმდენი იცეკვა, იმდენი იცეკვა - რომ ბოლოს მთლად მოცეკვავე გახდა.
9. - უკაცრავად, თქვენ მეზურნე ხომ არა ხართ? - შეეკითხა დალაქი იოველს. გაოცებულმა იოველმა თვალები დააჭყიტა: რაო? მეზურნეო? საიდან მემჩნევა მეზურნეობა? - ლოყებზე, - უპასუხა დალაქმა, - მეზურნეს ყოველთვის ლოყებით იცნობენ. იოველს ეწყინა. გაახსენდა აბეზარი გიულის ხუმრობა: ამ ჩვენს იოველს ისეთი გამობერილი ლოყები აქვს, თითქო სულ მუდამ პური აქვს პირშიო. ეხლა კიდევ ეს დალაქი ჩასცივებია: მეზურნის ლოყები გაქვსო. რა იქნებოდა, რომ მართლა მეზურნე ყოფილიყო? მერე რა სასიამოვნო რამ არის შორიდან ზურნის ხმა: დილის საარი. თურინჯის ხისაგან გაკეთებული ზურნა. თურინჯი ჩვენს ტყეებში იზრდება. ზურნას ლეკი უკრავსო, მართალი უთქვამთ. გვიანღაა. ახლა რომ ზურნაზე დაკვრის სწავლა დაიწყოს, საჰარს ალბად საიქიოში დაუკრავს. ორმოცი წლის კაცია იოველი, [მახლას!] ორმოცი წლისა!
10. იქ, სადაც ბაღი არ არის, ეკლის ბუჩქსაც ბაღად წარმოიდგინოს თავი.
11. ზვარის პატრონმა რომ მთელი ზვარი გაჩუქოს, შენ კი სხვისათვის ერთი ყურძნის მტევანი გენანებოდეს.

Вопрос ЦК
1. Набрать смелости в полном сознании необходимости устройства юбилея 25, как заслуженного мною и для дальнейшей работы дающего импульс: мне самому зайти к Коте и поговорить с ним – сегодня же [позвонить] и условиться с ним по телефону, когда и где можно с ним повидаться для переговор. по одному серьезному вопросу, если не удасться сегодня, так…
2. Убедить в необходимости и значимости устройства выше означенного. Если он даст согласие, пусть он даст задания председателю союза писателей, что бы они соорганизовали юбилей, что бы он успешно провел бы в начале 32 года [и принял все меры].
Срок. Программу пусть составят сами. Выпустить. Во всех учр... Поощрять других.

*
რიაზანოვი.
იაკოვლევმა სიგარა მაგიდაზე დასდო, თვალები მილულა და სურათს ისე გახედა, როგორც <თაგვს>.
განიარაღება პოეტების.

[სალამი დედას]
დედას სალამი!
[მდინარეებიანს] სავსე მდინარებით, ნაყოფიერს, აღტაცებულს,
მოფენილს ლურჯი ჯეჯილებით დედას - სალამი.
[მთვარიან ღამეების სითეთრით ბრწყინვალეს]
ბრწყინვალეს მთვარიან ღამეთა სითეთრით.

ნახევარი ქუთაისი იწვის!
ტფილისში პოეზიის დღეა,
ნახევარი ქუთაისი იწვის!

[ძმებო პოეტებო!]
გუშინ [რომ] რა ცეცხლი სწვავდა ქუთაისს!
დღეს რომ ტფილისსაც სწვდეს იგივ ალი,
[ამხანაგებო, თქვენ იგრძნობთ მაისს]
თქვენი გული გრძნობს ცეცხლიან მაისს
და ცრემლებს მაინც არ დაღვრის თვალი!!

[ამხანაგებო!]
გუშინ რომ ღარიბ მოსახლეობას
გაუნადგურდა კერა და ნიში -
დღეს რომ იგივე დაატყდეს ტფილისს,
[ჩემს] თქვენს გულში მაინც არ [არის] შევა შიში!!!

[ძმებო პოეტებო!]
ჩვენ მივაშუროთ [მასსის] ღარიბ სადგურებს,
და გაიელვებს ახალი კრთომა,
რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,
ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა!

[ასეთი დროა?]
„ღვინოს არ ვსვამდი[თ], ისევ დავიწყე[თ]“?
[მაგრამ როს ცეცხლის ხმობა გაისმა:]
და ამ დროს [იქ] ხალხის გმინვა გაისმა:
[გრცხვენოდესთ! კმარა!]
[ძველი] კერძო დარდი და სიგულმავიწყე
[მოსახლეობის]
[გადამავიწყა] გადაგავიწყოს ათმა მაისმა!

[გვესმის შენი ხმა, ძვირფასო დედა!]
[ჩვენ, პოეტები...]

გალაკტიონი
ტფილისი, 11 მაისი

10 მაისს ხუთასამდე სახლი გადაიწვა, ხუთიათასამდე მოსახლეობა უბინაოდ დარჩა.

დიდი ხანძარი
[გადამავიწყოს...]
გვესმის შენი ხმა, ძვირფასო დედა!
უნდა გვრცხვენოდეს, რომ არ ვიცოდეთ,

[შრომა და შრომა] გუშინწინ რაღაც [ჩვენ ხომ] დავიწყეთ!
ეხლაც [რომ] კი მასსის გმინვა გაისმა:
კერძო დარდი და სიგულმავიწყე
გადაგავიწყოსთ ათმა მაისმა!

[გვესმის შენი ხმა] ო, გადამწვარო, ძვირფასო დედა,
[შენი დამწვარი] გაშავებული სახლი და შროშა!
[დღეს მოწიწებით] რა მწუხარებით იხრება შენს წინ
დღეს პოეზიის [ნათელი] მაღალი დროშა!

ჩვენ მოვაშურებთ დამწვარ სადგურებს,
გულს არ ჩაიდო შიში და კრთომა:
რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,
ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა!

*
მომიყევი დალაგებით
შენი დიდი მწუხარება,
სოფლებით და ქალაქებით,

მომიყევი, მომიყევი, ძვირფასო...
[შენი დიდი მწუხარების გენია].

*
არაა სიყვარუ...
1.000 ლექსი - 1000 მანეთი.
პოემიდან - მოგზაურობა [ქართლში, კახეთში] ლიხის იქით. ცეცხლი ფიქრიანია.
პოემიდან - [შეცდომა, რომელიც] არასდროს არ გამოსწორდება.
„ცეცხლი ფიქრიანია“.

*
რამდენიმე დღე მივდივართ,
ქვეშ ბალახი გვეგება,
[დავიძახეთ] ჩვენს ძახილზე: „მაინძელო“ -
ქალი გამოგვეგება.

თავსაფარი გაისწორა,
სახლში შეგვიპატიჟა.

ჩემი ქმარი შინ არ არის,
შემობრძანდით ოჯახათ,
საცა არის გეახლებათ,
მოითმინეთ ცოტახანს.

იდგა ცაცხვი და მუხები
უმაღლესი წვეროთი,
და მაღალი აივნიდან
სოფელს გადავცქეროდით.

*
ქ. გორი. 14-16 ენკენისთვე. 1929.
„გადუძახე ცხვარსაც ჰო-და,
ხევში გალალე“.
სადღაც მთვრალის მოისმოდა
ჰარიალალე.
ღრუბელს თეთრად მოელვარე
გადაუქანდა
თხუთმეტი დღის ბადრი მთვარე
[გორის] სოფლის დუქანთან.

გორის ქუჩებზე ცისმარე დღე
ჩვენებაანთ ნიკა
ჰყვიროდა ატამი, [ატამი]
ჰარიქა, ჰარიქა.
და იყო ცხრაას ცხრამეტი წელი,
საღამო მშვიდი, საღამო ნელი,
გორის მიდამოს გადაეფინა
და ტირიფონის [დაბინდდა] დაფარა ველი.
საღამოა, ტყე ეზოზე
ნამმა მოლილა,
იქვე ნიკა მხართეძოზე
წამოწოლილა.
უკლო სიარულს,
გასცდა ნაგები,
და საღამოთი ნიკას მხიარულს
შემოეხვივნენ ამხანაგები:
„ეხლა თეატრში წავიდეთ, ნიკა,
[უწვერ] სულ უულვაშო ხალხია იქა“.

* * *
მიდიან. განვლეს მიდამო ქოხთა.
ეხლა გიამბობთ, რაც იმ დღეს მოხდა.

* * *
ზის ნიკა.
ხალხი მეტად ბევრია.
გვერდს მუჯლუგუნს სცემს [თედუანთ] ივრელი გიგა.
„ჰენდე, აგე [შეხედე] შენი ფერია“ -
ნიკას წინ იდგა ლამაზი ქალი,
ახალ მზესავით ამომავალი,
სულ ახალგაზრდა,
ლოყა-წითელი,
როგორც ატამი
თვალებ ცქრიალა,
როგორც ცის ნამი.
თეთრი, ბრჭყვიალა ვით ბროლის ჭიქა.
თვალთ დაუბნელდა, გაცეცდა ნიკა,
ვერაფერს მზერდა იმ ქალის გარდა,
მაგრამ უეცრად ასწიეს ფარდა.
[მასთან, რომ სული ასე ამბოხდა,
რა არის მასთან, რაც შემდეგ მოხდა.]
[ფარდა ასწიეს. სცენაა კოხტა,
ეხლა გიამბობთ, შემდეგ რა მოხდა.]

პროვინციალურ აკტიორის ძლევამოსილება
[და აი: ვიღაც კაცი გამოდის,
ერთს წვრილი ხმა აქვს, მეორეს ბოხი.]
სცენაზე მწყობრად მიდის [ორი] პიესა,
[არტისტი ამბობს მონოლოგს ბოხით,]
ვაჟკაცი ვინმე აყრუებს ბოხით.
[ისმის სიტყვები უსწორო, თუ სწორი]
იგი მთლიანად [პათოსს] მიეცა რისხვას
[რაღაც უცნაურ] სახით, თვალებით, რიხით, ამბოხით.
„მაშ, - გრიალებს ის, - მან მიღალატა,
ჰოი, ღმერთებო, მიწა შესძარით,
[შეაზანზარეთ] დაინგრეს ბარემ მიწა ჯალათი,
და განადგურდეს [ვაით და ზარით] ზათქით, ზანზარით..
[და თუ] რა კი მან ასე [მონად] ლაჩრად დამსახა,
[ჩემის] ხარხარით, თუ მან არა იცის რა,
ქალაქს დავანგრევ: ხა, ხა, ხა, ხა, ხა!“
გადიხარხარა და.. მიწაც იძრა.
[არა სცენაზე] თეატრის კედლებს დაეტყო რყევა,
ერთხელ, მეორედ.. [კიდევ და კიდევ] მიმოდის ტალღით,
კედლებმა ნელი დაიწყეს რღვევა,
კარებისაკენ აწყდება ხალხი,
ისმის კივილი. ერთი თუ ორი?
იმ ღამეს ფერფლად გადიქცა გორი.
მინებს დაახურა
ორგო უხერხული,
დრტვინვამ გააყრუა
არაგვის ხევხუვი.
ბნელი მიწა - სახე-ზანგი
ღრუბლებს ჰხვევია,
და ტორტმანობს, თითქო ბანგი
დაულევია.

პატარა ნიკას აღარ აქვს სახლა,
იგი ქუჩებზე მიმოდის ახლა,
- ატამი, - ყვირის, - ატამი.

*
თან გულში ასე იფიქრა
გარეტებული ჟინითა:
ნეტამცა მაშინ შემყარა,
ზალხოშათ ვიყო ღვინითა.

უეცრად მასთან მივიდა
გორელი ქალი კისკისა,
გულში თვალებით ჩახედა,
და ცეცხლი ააგიზგიზა.

მუხა ცაცხვად ეჩვენება,
გზა ჰგონია - წიფელა.
როცა მინდვრად გადაიარს
ქალი ლოყაწითელა.

ეს ბაღებიც ინახულე,
მიიარე, მოიარე -
სულ თაბურა ვაშლებია
და ატმები მსხმოიარე.

ყელი უგავს არაბულსა,
თვალწამწამი ყორანს უგავს,
მაგრამ მასში ალმურია,
ოკეანეს გადაბუგავს.

ერთი ძირი ბია ედგა,
ორი ძირი ბროწეული,
ატმები კი ბლომად ჰქონდა
თიბათვეში მოწეული.

მღელვარება სულს ულახავს,
შეჩენია გულის კვნესა,
მოსვენებას სადღა ნახავს,
სამად უმზერს მაღლა მზესა.

ჰაი, ჰაი, გიორგი.
ლაღი ტირიფონის ველი.

*
ჰაი, დელია, დელია,
ტირიფონის ველია.
ველზე ერთი სახლია,
სახლში არაფერია.

ნიკა, ატმების გამყიდველი
[მთელი დღე თაბახით]
გორში დღე ცისმარე
ჩვენებაანთ [ნიკა] ტობა
ჰყვიროდა: ატამი, ატამი!
ჰარიქა! ჰარიქა!
დადის თაბახითა.
სუყველა გაჰყიდა,
ცოტაღა დარჩა,
ცოტაღა დარჩა.
უეცრად მასთან მივიდა
უცნობი ქალი კისკისა,
გულში თვალებით ჩახედა
და ცეცხლი ააგიზგიზა.
იკითხა - რა ღირს ატამი,
ნიკა კი ფიქრობს ჟინითა:
„ნეტამცა მაშინ შამყარა,
ზალხოში ვიყო ღვინითა“.
თან ამბობს: ისე მიირთვით,
ნამდვილია და ნაარი.
რაც კაცი ამას არ ნახავს,
ამისი ფასი რა არი?

ნიკას სიყვარული
კაი ბიჭი იყო ნიკა -
მიიარე-მოიარე -
მის ეზოში ვაშლებია
და ატმები მსხმოიარე.
ერთი ძირი ბია ედგა,
ორი ძირი ბროწეული,
ატმები კი ბლომად ჰქონდა
თიბათვეში მოწეული.
მაგრამ ეხლა რაღაც მახავს,
შეჩენია გულის კვნესა
მოსვენებას სადღა ნახავს,
სამად უმზერს მაღლა მზესა.
მუხა ცაცხვად ეჩვენება,
ბზა ჰგონია წიფელა,
რაკი ერთხელ დაინახა
ქალი ლოყა-წითელა.
დადის და იძახის:
ატამი, ატამი.
ატამი, ატამი.

*
1931. 30 ოკტომბერი.
ფ. მახარაძის გამოსვლა (წერილით „მდგომარეობა თანამედროვე ქართ. ლიტერატურაში“) შუქი ეფინება იმ პოზიციას, რომელსაც იჭერს ერთი ჯგუფი ძველი მწერლების (კვალისდროინდელი ჯგუფი). ამ ჯგუფის ლიტერატურულ დროშას აწერია სახელი ეგნატე ნინოშვილის და დანიელ ჭონქაძის. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს ჯგუფი არ იჩენდა არავითარ ლიტერატურულ აკტივობას, პირიქით, ისინი სრულებით დაჩრდილულნი იყვნენ, ან უკეთ რომ ვსთქვათ, პირში ბურთჩაჩრილნი ახალგაზრდების მიერ (ბ. ბუაჩიძე). მართალია, ისინი ეწეოდენ ოდნავ წინააღმდეგობას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უფრო პასიური იყო.. ეხლა ეს ჯგუფი გამოცოცხლდა და პირველი იერიშები უკვე მიიტანა, როგორც პროლეტმწერალთა თანამედროვე ხელმძღვანელობის წინააღმდეგ; [ისე მათ იდეურ...] ცხადია, ამ ჯგუფის წყურვილია ჰეგემონობა დაიპყროს კლასიკოსების გარშემო აღძრულ კამათში, და აქედან იერიშები მიიტანოს მთელ თანამედროვე პროლეტმწერლობის ციხე-სიმაგრეზე მისი საბოლოოდ დამორჩილების მიზნით. ამ ჯგუფს შედარებით ხელსაყრელ პირობებში უხდება აკტივების გამოჩენა: 1. ახალგაზრდებშიაც დაიბადა ერთი ოპოზიციონური მიმდინარეობა ულტრა-მემარცხენე ხაზით (ქიქოძე, ნაროუშვილი, შავგულიძე, ბენაშვილი). 2. ტფილისში არაა ბენიტო ბუაჩიძე. 3. ხელმძღვანელობას ემჩნევა ერთგვარი მოდუნება. 4. ჯგუფს სათავეში უდგება ისეთი ავტორიტეტი, როგორც ფ. მახარაძეა. 5. ლიტერატურული ლოზუნგები ამ ჯგუფის შედარებით უფრო სადა და ნათელია.
საზოგადოდ, ამ განხეთქილებას დიდი ხნის ისტორია აქვს: იგი იწყება ჯერ ისევ "ქურის" დროიდან, როდესაც ხსენებულ ჟურნალს რაჟდენ კალაძე რედაკტორობდა: მთელი შემადგენლობა მისი თანამშრომლებისა (უმრავლესობა მაინც) სავსებით გარიყული [და საზოგად.] იყო სალიტერატურო საქმიანობისგან.
ეხლა მან საერთო ენა გამონახა მეორე ოპოზიციონურ მიმდინარეობასთან, რომელსაც კომკავშირელები შეადგენენ.
არის მესამე ოპოზიციონური ჯუფი: ვაკელი, სამსონიძე, ეული და სხვ.
ალბად არის მეოთხე და მეხუთეც. საზოგადოდ, პროლეტ. მწერლობას რაღაც დაბნეულობა ემჩნევა.
აღსანიშნავია, როგორც ფაკტი, სიმ. ხუნდაძის წინააღმდეგ ორგანიზაციული გალაშქრება.
შესავალი სიტყვა ფ. მ.-ძის.

*
საწყალი, მინგრეულ-მონგრეული გორის ატამი.

*
ინგლისელ რომანისტს უელსს აქვს რომანი „პირველი ადამიანები მთვარეზე“. უელსი თვალით წინასწარმხედველია. და [არა ირონიის გარეშე] ქვეყნიურ ნაკლულევანებებზე არა ირონიის გარეშე ხატავს მთვარის მცხოვრებლებს (ბინადრებს); თვითეულ მათგანს პროფესიის დაღი აზის: უდიდეს მეცნიერს (სწავლულს) აქვს უუზარმაზარესი შუბლი და გამხდარი (მჭლე, დალეული) სხეული და ტანი, ღონიერს (ძალოვანს, ძალუმს) სპორტსმენს კოლოსალური სიდიდის მსხვილი ძარღვებიანი (მუსკულებიანი) ხელები და პატარა თავი. ვარსკვლავთამრიცხველს (ასტრონომს) დიდი, საოცარი, ვეება თვალები და ძლივსშესამჩნევი ფიგურა. მწერალს კოლოსალური ხელები და სხვ. ეს არის პროფესიონალური გიპერბოლიზმი. ამნაირ შემთხვევებში გიპერბოლა ძალიან ხშირად გააოცებს ადამიანის წარმოდგენას, მაგრამ სრულიად ვერ დაარწმუნებს მას...
ხლესტაკოვი სტყუის იმისთვის, რომ სარგებლობს გიპერბოლებით.
„არ უნდა სტიროდე, არც უნდა იცინოდე, ღელავდე და შფოთავდე, უნდა გაიგო, შეისმინო მხოლოდ“ - ასე ამბობდა სპინოზა. აქ ხერხი გროტესკისა და კარიკატურის უადგილოა და არასწორი.
დამკვიდრებული, დაფუძნებული, წონასწორი ორთოგრაფია ისევე დიდათ მნიშვნელოვანია, როგორც ხმის სწორი გადაცემა რადიოთი, და გრამატიკული შეცდომა ისევე არღვევს სიტყვის სისწორეს, როგორც ყალბი ხმა არღვევს მუსიკალური პრელიუდიის ანუ სონატის შესრულებას...
უელსის გიპორბოლები.

*
რევოლიუციამ მის წინ ფარდა ახადა (გამოაცხადა, გამოაჩინა, გაშალა, გააღო) ცოცხალ ცხოვრებას, და მას დაეკისრა მრავალი საპასუხისმგებლო სამოქალაქო მოვალეობანი. ამიტომ მას სურს სწრაფად გადააბიჯოს ცოდნის ტეხნიკას, მიიჩქარის მალე მოიშოროს ის, რადგანაც მას მოუწოდებენ ქვეყნის გარდაქმნა, ქვეყნის ხელახლა (ხელმეორედ) მოწყობა (აშენება, განრიგება, აგება, მოწესება), რომელიც თავისთავად უფრო საინტერესოა გრამატიკაზე.
დეე, მან (ზ-მა) მთელი გვერდების მანძილზე მოიყვანოს ახალი დროის შეცდომების მაგალითები. ეს (ასეთი) მაგალითები ბევრია, მათი რიცხვი კიდევ შეიძლება უფრო მეტად გავამრავლოთ. მაგრამ როდესაც შენდება ახალი სახელმწიფო, როდესაც მთელი ახალი კულტურა ხე-ტყეში, ხარაჩოებშია, ისინი (შეცდომები) ბუნებრივნი არიან; ისე ბევრია მტვერი ამ ხე-ტყეში, ისე ბევრია ნახერხები და ნაქლიბები, კირი და ქვა, ისე უხერხულია მათზე სიარული და მათით მუშაობა (შრომა); მაგრამ შენობა შენდება, და იგი დამთავრდება (დასრულდება, დაბოლოვდება, მივა ბოლომდის, დასასრულამდი) აქამომდის ჯერარნახული და ზეშთაგონებულნი (შემოქმედებით სავსენი) რევოლიუციონური მშენებლობის ასეთი პათოსით, ახალი ხუროთმოძღვარნი, რა თქმა უნდა, არ დაივიწყებენ, და არ ივიწყებენ ეხლაც კი, აჰკრიფოს (აალაგოს, გამოაშროს, გაიტანოს, გააცალოს, აბარგოს) მთელი ეს მშენებლობასთან უცილობელი მტვერი.

[რევოლიუციამ
ფარდა ახადა
ცოცხალ სიცოცხლეს.]
დანგრევის გარდა,
ვგრძნობთ ამთოვრებას,
რევოლიუციამ ახადა ფარდა
ცოცხალ ცხოვრებას.
მრავალთ მძლეობა,
გაეშვა ისრად,
პასუხისგება, მოვალეობა,
ჩვენ დაგვეკისრა,
[დედამიწაზე ნუ არის]
რომ ქვეყანაზე არ იყოს მცნება
„არ შეიძლება“.

[ამიტომ სწრაფად,
ამიტომ მალე
გადავაბიჯოთ.
შეცდომა პოვეს -
რა ამბავია?]
[ხმა] ჰაის და ჰოის,
[მიწას] ხმა ხომ ქვევრია
და შეცდომებიც ახალი დროის
[უამრავია] [არის] ბევრზე ბევრია.

*
მაგრამ როდესაც შენდება მხარე,
როცა კულტურის ხეტყე მკვრივია,
ხარაჩოებში, ხეტყეში - მწარე,
შეცდომა [მაინც] მუდამ ბუნებრივია.
ისე ბევრია ხეტყეში [მტვერი] ჟვერი,
ისე ბევრია აქ ნახერხები,
კირი, თლილი ქვა, ცემენტი, მტვერი,
ხელსაწყოები, ლოდი, ვერხვები.
უხერხულია იქ სიარული,
მათზე გადასვლა და მათზე შრომა,
მაგრამ შენობა მაინც შენდება,
შენობა შრომით მიემართება.

[ჯერ არნახული]
შორს ლურჯი ცაა გადასახული,
შენობა მძლავრი და სიონური,
ჯერ არ ნახული
რევოლიუციონური.

[მინებს დაახურა
ორგო უხერხული,
დრტვინვამ გააყრუა
[დაღესტნის] არაგვის ხევხუვი].

ხუროთმოძღვარი რკინის კონებით,
[ახალი დროის ხუროთმოძღვარი]
რომ იმორჩილებს რკინის სიფიცხეს,
სავსე ახალი [შემოქმედებით] ზეშთაგონებით.
ის, რა თქმა უნდა, არ დაივიწყებს,
და არ ივიწყებს ეხლაც კი [მთელი] ძველი,
[გადაიტანოს] შორს გადაზიდოს, აჰკრიფოს ჟვერი,
მშენებლობასთან უცილებელი
შეცდომა, მტვერი..

*
[„გადუძახე ცხვარსაც, ჰოდა
ხევში გალალე“
სადღაც მთვრალის მოისმოდა
ჰარიალალე.

ღრუბელს თეთრად მოელვარე
გადაუქანდა -
თხუთმეტი დღის ბადრი მთვარე
[სოფლის] გორის დუქანთან.

ცისკარია, ტყე ეზოზე
ნამმა მოლილა,
იქვე [გლეხი] ნიკა მხარ-თეძოზე
წამოწოლილა.

ბნელი ზეცა - სახე-ზანგი,
ღრუბლებს ჰხვევია -
და ტორტმანობს - თითქო ბანგი
დაულევია.]

*
„გორის ატამი“. გორის ატამი. გორის ატამი.
გორელ კაცს შეუყვარდა ქალი. ქალი შემდეგ ტფილისში მოდის.

*
დაფასებასა და დახასიათებაში, ტეზისებში, ლექციებში, ლექსებში, განსაზღვრებაში, კლასიფიკაციებში, და შემეცნებებში, ტერმინების დალაგებაში, და დასკვნებში უნდა იყოს გამოჭედილი ფორმულები, არც ერთი სიტყვა ზედმეტი, შემთხვევითი, ნაგავში გადასაყრელი, (სანაგვე) ნაგვიანი.
მეთოდი ეკონომიის, ეკონომიის რეჟიმი სიტყვაში.

Имя твое рече объективн.

*
[ის სიტყვას ამბობს,]
ამბობ შენ ისევე,
ნასწავლი კაცია,
გიყვარს ტეზისები,
კლასიფიკაცია.
ღმერთმა ნუ ინებოს
გაამხანაგება,
შენი ტერმინების
ისევ დალაგება.
კაცად მეგულები,
თუ ხარ გულკეთილი,
უნდა ფორმულები
გქონდეს მოჭედილი.
არც ერთი სიტყვა ზედმეტი,
გვიანიებული,
არც ერთი შემთხვევითი
[და ნაგვიანი] დანაგვიანებული.
სიტყვას - გარეშემო
ხმა არ აქვს მონური -
სიტყვა ეკრეჟიმია,
რევოლიუციონური.

*
Являясь натурой художественной, чрезвычайно впечатлительной, Горький мог в тех или других [слоях] случаях расходиться с основным движением партии, совершать отдельные ошибки, страдать непониманием тех или других актов и явлений в истории нашей революции. Подобные частные ложные шаги никогда не заставляли Владимира Ильича усомниться в коренной и неразрывной спайке великого писателя, с авангардом рабочего движения: так и все наше революционно-общественное мнение не станет останавливаться на этих отдельных, в общем итоге не имевших решительного значения колебаниях, и отметить ту могучую помощь, которую талант, темперамент и активность А. М-ча принесет революционному движению.

26 городов...

მ. კოლცოვის წერილიდან - ემიგრაციის შესახებ
(1928, 4 მარტი „Правда“)
Надо нам самим отпустить занавес хотя бы на этом месте бесконечного, тоскливого балагана. Разве только „на уход“ выпустить эмигрантского поэта Георгия Иванова. Пусть прочтет свои последние стихи о русской загранице:
„По улицам рассеянно мы бродим,
На женщин смотрим и в кафе сидим,
Но настоящих слов мы не находим,
А приблизительных мы больше не хотим.
И что-же делать – в Петербург вернуться,
Влюбиться или оперу взорвать,
Иль просто лечь в холодную кровать,
Закрыть глаза и больше не проснуться“.

*
გაზეთები:
1. იოსებ ჭარელაშვილს. 2. დიმ. ნოდიას. 3. პ. ირეთელს. 4. დათიკო ჩარკვიანს.
16/IX. დავალება დღეს:
1. აღება ფულის. 2. გაგება სტამბის. 3. რაშია საქმე.
მისი მოვალეობაა მოსვლა დღეს სასწრაფოდ, მაგრამ არა სჩანს. უკვე რვა საათია. ეხლა მე დავწვები და დავიძინებ. როცა მოვა, ხმას არ გავცემ. მან იცის, რას ნიშნავს ჩემთვის ყველი. თუ იყო? წერილის დატოვება განა ძნელია? მაგრამ არ ყოფილა.
Она идет давно <пош.> на авантюристический путь.
Завтра я все узнаю.
В когтях сестры, типичной авантюристки.

*
ედგ. შიო არაგვისპირელი.
Ничего не изуч. Ничего не изд. Ничего...
ნუ მოერიდებით სახელს. მისდიეთ მიზანს.
Лебедь. Мариенгофф.