შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-54 - 1930 წელი


*
აღმოსავლეთი. ნაფლეთი. ვისწავლეთის.

სამფინგეგმები.
სიმულიანტობთ.
საამქროდან თითო დაზგამდე.
საწარმოოდან საჭიროა ტემპი მაღალი.

*
Саперная 21. ჟორჟ ბახტაძე.
მოხსენება რომ გააკეთოს ორ-სამ დღეში.
მასა. ტელეფ. 20-71.
ჭიჭიკო კალანდაძე. 70 წარმოდ. „ლოთი“.
საქონლის სადგურის პარტ. კოლექტივი.
[ჩვენ უნდა.] „ლიტ. წრე“.
გოგორწყვილი.
ვორონცოვთან მიხ. პროსპ.
ხელთათმანები ტყავისა.

*
ერიდება როგორც სახადს.
<...> მიშა.
წელს სეზონი დაიწყო? როგორი იქნება. აბონიმენტი?
პოეტია ცოცხალი.
რუსთაველის თეატრი წელს იქნება პირველი თეატრი.

*
- ერთი ეს მითხარით - რა ჰქვია აი ამასა.
- ხელის ტაჭკა.
- ტაჭკა ხომ ქართული არ არის.
- მაგდენი რომ ვიცოდე, აქ ხომ არ ვიშრომებ.

„ამ ყუთში ჩაუშვით მასალები გაზ. მუშის სპეციალურ გამოცემისათვის. მაგრამ საჭიროა ცოცხალი ყუთი“.
სადაა როინიშვილი?
ლექსების წიგნი. ცეხის შესახვევი.

*
აქ არის მახარობლიძე. აკადემიაში.
გ. „სარმა“.

Селивановский.
„Колесная пара просрочена“. 21. X. 30. Д. Тифлис.
3 წელში. Скат. 27. V. 27.

„წითელი მელანი“.

*
სიმონ ხუნდაძე ავრცელებს ხმ.
„ეპოქა“ - დემნა შენგელაიასთვის.
ანდრო დოღონაძე. ვლადიმიროვ ნიკოლაი. ერზე.

* * *
შენ ასე თავში
      იანგარიშე,
არც ერთი ბავში
      შკოლის გარეშე.

გ. ტაბიძე


*
გამოსარკვევია ორი საკითხი:
1. რაიმე სამსახურისა. როგორაა საქმე. ჯერ დავიწყებ „მნათობი“-ს შესახებ. მასალა მიცემულია, აწყობილია, დაბეჭდილია. სამჯერ ვიყავი ბარონთან, უარს ამბობს მოცემაზე, როდესაც გამოვაო. მე კი აუტანელი მდგომარეობა მაქვს. რა ვუყო, არ ვიცი. მჭ...
2. სამსახური.

*
ძალიან კარგი ბიჭი ყოფილა Селивановский. ცვედანი.
[სისასტიკის, გულცივი, დაუცდენელი სისასტიკის პოეზია.]

* * *
ირაჟრაჟა,
      ვაშა, ვაშა, ვაშა.
სამკვიდროა,
     დროა, დროა, დროა.
დაიდაგა -
     დაჰკა, დაჰკა, დაჰკა.
იყო უწინ.
     წინწინ! წინწინ, წინწინ.

*
აღდანი,
ასწი, მაშა!
ირაჟ -
რაჟა!
ვაშა, ვაშა, ვაშა!
ირაჟრაჟა,
ირაჟრაჟა!
შრომა ქვეყნის
სამკვიდროა,
სიმჭიდროვე,
დროა, დროა.

ირაჟრაჟა,
ირაჟრაჟა.
რკინა ცეცხლში
გაფოლადდა,
ჟამი ფერფლად
დაიდაგა,
დაჰკა, დაჰკა.
ირაჟრაჟა.
ირაჟრაჟა.
მზე გახსოვდეს
სხვაზე უწინ,
წინ-წინ,
წინ-წინ!
     ირაჟრაჟა,
     ირაჟრაჟა!
     ვაშა,
     ვაშა!
     ვაშა!

*
1. სახელწოდება ცეხის.
2. რამდენი ხანია არსებობს.
3. ნიკოლოზის დროს, მენშევიკების დროს და ეხლანდელი რაოდენობა მუშების (წარმოებაში).
4. რამდენი კაცისგან შესდგება სადემონსტრაციო-ტეხნიკური პერსონალი.
5. საწარმოვო იარაღები (რა რა არის და რამდენი), დასახელება და რაოდენობა.
6. თვით. მათგანი რას აკეთებს (იქვე უნდა უყურო).
7. რა მასალისაგან (იქვე უნდა უყურო).
8. ნაწარმის რაოდენობა (ეხლა და წინად) (პროდუქცია).
9. ბრაკი რამდენი (ეხლა და წინად).
10. საიდან მოდის სარემონტო მასალები.
11. რატომ ხდება ბრაკი.
12. Выдвижение.
13. Ударник.
14. Соцсоревнование.
№1-22. 24 р. 50.

*
ქარხანა მიმზიდველი არაა მის პირველი შეხედვითა, თუ არ შეისწავლე.
ზოგიერთი რეცენზენტი.
პრესტიჟის აღდგენას.
საჭიროა ვენტილიატორი.
სუსხი. ელეკტრ. რკინის გზას. Физ. 4. 5. 6. 7.

*
შესასწავლია მუშური ჟარგონი.
ჩვეულებრივად, ტექნიკური თქმით:
ცხრაას-შვიდათ-ხუთი-ათას. შვიდათ-ცხრაას სამ. ცხრაა.
1930. ათას ცხრაას ოცდა ათი. და ათასცხრაას ოცდაათს. ათას ცხრა-ათ სამ-ათი.

უნდა აიტანო
ნინა კლდიაშვილთან - ხელ ახალი მანდატის მიღების შესახებ.
კომისარიატში - ტანის. დაკ. შესახ. დოკუმენტისთვის.
სოც. უზრ. კომში - გვიმატებენ თუ არა.
ხელ. სასახლეში - ლიტგაზეთის მდგომარეობა პრ. მწერალთა კონფერენცია. მწერალთა კავშირ. პრეზ. გადახ.
სამკითხველოში - გაზეთებ. 16 ოკტ. მშრ.  არჩევნები.
სტამბაში - მნათობის საქმე.
"ერკოპი" - პალტო, კალოშები, ქუდი, საცვლები.
"რკინიგზა" - ხვალიდან თუ დღეიდან.. წიგნებია საჭირო.
დომენტისთან - სიტყვარები, რკინიგზის ამბები.
შუშის ჩასმა. ფეჩის საკითხი. შეშის საკითხი.
გაზეთის დიდი ფურცლები ჩემთვის საქმის შესაქმნელად.

*
სოციალისტური შეჯიბრი ფართოდ გავშალოთ. უთავშალოთ.
ხელოვნების სასახლეში სხვა გამგეა საჭირო.
კონსერვატორია. ნიკო შიუკაშვილისათვის, დ. ნახუცრ.; უკანასკნელი მასალები.

ავტომობილი
წიგნიდან „ეპოქა“.
წიგნიდან „პაციფიზმი“.
წიგნიდან „რევოლიუციონური საქართველო“.
წიგნიდან „ჯონ-რიდი“.
1930.

*
7 Союзных Советских столиц:
1. Минск (БССР).
2. Москва (РСФСP).
3. Харьков (УССР).
4. Тифлис (ЗСФСР).
5. Ашхабад (Турк. ССР).
6. Самарканд (Уз. ССР).
7. Сталинабад (Тадж. ССР).

*
მომარაგების ქ/განყოფილება. ზინა სილიკაშვილი.
წინადადებას იძლევა სოფელში „ზინობიანში“ წასასვლელად.
საქ. წყალთა მეურნეობა. კად. კორპ. III სართული.

*
Культпроп Ц. К.
გამარჯვებათ, ამხ. კოტე! გელაპარაკებათ გალაკტიონ ტაბიძე. ამხანაგო კოტე! [მინდა მოგახსენოთ. აი, ძვირფასო...]

*
მე ვცხოვრობ კრილოვის ქუჩაზე №10, მიჭირავს [ერთი პატარა] ოთახი მესამე სართულში. [უბედურება] საქმე იმაშია, რომ ამ ოთახს [არ თბება] არც უხერხდება ტეხნიკურად ბუხრის გაკეთება ან ფეჩის დადგმა და ვიყინები. [ამ ზამთრში] ამისთვის გთხოვთ, ნება [მომცეთ] დამრთოთ, დავდგა ელექტრო ფეჩი, და ამით შემაძლებინოთ - განვაგრძო ლიტ. მუშაობა.

გალაკტიონ ტაბიძე
[სრულიად საქართველოს საბჭოთა
მწერლების ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი]

*
И он сказал.
გიორგი ბოლქვაძე.
Семеновская №14. Алексей Вулевь.
ძვირფასო გიორგი.    

*
Прекрасная книга И. Еренбурга „10 лошад. сил“ является одним из наиболее жестких, наиболее горьких и в то-же время наиболее правдивых изображений ужасной социальной эпохи, беспощадного конвейера, капиталистической рационализации и кровавой погони за прибылями, - одним словом, железной пяты, которая давит и разрушает все на своем пути.
Книге Еренбурга не достает выводов. Действительно, на варварство наших дней, также мало разумно, как жалеть о прошлом, или с роковым отчаянием регистрировать факты современности. Нужно действовать.
Как бы то ни было „10 лошадиных сил“ является таким документом, кот. пролетарии прочтут с интересом и с пользой.
Приводим из этой Книги несколько выдержек о рационализации на заводах Ситроена.

„Междунар. Раб. Движение“, №28.

*
ნაფლეთი. ნავლედი. ცისკარი აღმოსავლეთის.
Вокзал. Завод им. 26. ელექტრ. ფეჩი.

„აკადემიური ჯგუფი“
(მოდიოდენ: ს. აბაშელი, დუტუ მეგრელი, კ. გამსახურდია, პ. ინგოროყვა, ს. ფაშალიშვილი).
(ს. ფაშალიშვილი დადის მემარჯვენეებთან, აკადემიურ ჯგუფში, საინტერესოა).
Ихний кончен бал.
პ. ინგოროყვას და ს. აბაშელს შეცდომაში?
თუ რაშია ამ ავანტიურისტების საქმე.
ეს აკადემიური ჯგუფი არის ფაკტიურად მემარჯვენე ჯგუფი. როგორ გვიან მივხვდი.

გამოუყვანეს წირვა.

*
და ხანდახან ბუკი
ვაებს, როგორც ზმუკი.

*
ლაპარაკი ლაპარაკსა,
ცხენი გაჰყვა ამხანაგსა.

*
Пушкинская 13. დათიკო არსენ.  სადაა?
Непохож.
წულუკიძე ვანო. იაშვილი შტერაძე. გოცირიძე ნიკო.
თანამგზავრობის საკითხი გამორკვეული არ არის.

*
საღამო დავაგრიალო,
          თეატრს გაჰქონდეს ზანზარი,
რევოლიუცონურ სიმღერის
          უნდა დავანთო ხანძარი.
რისხვამან პოეზიისამ
          მტერს დაატეხოს თავზარი.