შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-53 - 1930 წელი


*
1. საპატიმროში (Затишье перед бурей).
2. საპატიმრო აფეთქდება.
Идут на барикады.
დეკრეტი: [მიწა მიწას] სახელმწიფო მიწა გამოუსყიდლად.
[ფაბრიკა] საწარმოო იარაღები - სახელმწიფო ქონება.

*
1. ეხლა კი მშვიდობით.
2. არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის.
3. რევ. მსხვერპლთა მინდორი.

*
ლირიკის ფილოსოფია.

არ რჩება ფრთები ყმაწვილურ სურვილს,
        შლის წლოვანებაც -
კარგს, საუცხოვო ჩაცმა-დახურვის
        ხელოვანებას.
წარსულთა დღეთა ენა მჭევრობავ,
        გაფრენავ ქორის -
რამდენი დარჩა გაუგებრობა
        ჩემს და თქვენს შორის.

27 სეკტ., 1930.
ო, კოლორიტიანი პანორამა იმ შორეული კოლორადოსი...
ო, სადაც ასე განვითარებული იყო ხელოვნება საუცხოვოდ ჩაცმა-დახურვის.
ოდესმე ბრეტ-კარტი..
ჩვენში ჰავაა, რომელიც ღუპავს კოხის ჯიუტ ბაცილებს.
თუმცა წლები მისრიალებენ როგორც კინო-ლენტი.
წერილები კითხულობენ: როდის ჩამოხვალ, გალაკტიონ? მე ვუპასუხებ სანატრელს: მალე!
„ცოტა რამაა ამ ქვეყნად კარგი! ყველაზე კარგი ხელოვნებაა. ხელოვნებაში კი ყველაზე უკეთესი, ყველაზე კეთილშობილი არის ხელოვნება კარგის გამოგონებისა“ - ასე ამბობდა 30 წლის წინად გორკი. ეხლა?
როგორც გუშინდელი დღე, ისე მახსოვს ნიკოლოოზ II-ის გადადგომა.
რა მშვენიერი მეგობრობა და ამხანაგობა გვქონდა, მერი?
რევოლიუციონერების ციხიდან გაქცევის ამბავი ეხლა არავისში აღელვებას არ იწვევს.. (რატომაა ასე?).
არც წარსულის გმირებზე საუბარი ახდენს შთაბეჭდილებას.
ვერასგზით ვერ ჩამოყალიბდა ოქტომბერი ხელოვნებაში. ევა კი ჩამოყალიბდა.
არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია ცოფმორეული ადამიანის ცხოვრებას, მე ვამბობ, რომ ტომა სოიერის თავგადასავალი (დიკკენსი) უფრო საინტერესოა.
წაგიკითხავთ უელსის: დოქტორის მოროს კუნძული? - მე არა.
რომ დასწეროს ვინმემ არაჩვეულებრივი მოთხრობა, მე იგი არ გამაკვირვებს. არაფერი, წარმოიდგინეთ, მე არ გამაკვირვებს! უმაღლესი სასჯელი მავნებლებისა და იმპერიალისტ. აგენტების - რა გასაკვირველია?
იცნობდეთ, ეს გახლავთ წითელი გრაფი! ადამიანი, რომელმაც მოიპარა გოლფშტრემი, რომელმაც შექმნა ტრესტი ატლანტიდა; რომელსაც ჰგონია, რომ ცხოვრობს ქონდრისკაცების, გორილების და ბეჰემოტების ქვეყანაში. იგი ეძებს არაჩვეულებრივ თავგადასავალს, ნახული აქვს სამხრეთის ზღვები, უვლია ევროპის ირგვლივ.
იტყვით: რა მეშჩანური გადახრაა! ო, ჩემო ტკბილო მეზობლებო! რამდენი მხიარული გაუგებრობაა ჩემსა და თქვენს შორის.
მიირთვით პაპიროსი. [პაპიროსს სწევს ჩემი საკუთარი ცოლი!] მას მალე უნდა ვუყიდო ტრუსიკებიც: მას არ უყვარს მეოჯახეობა - ნიჰილისტურ-ანარქისტული სული აქვს.
სასწაულებს ახდენს თანამედროვე ქირურგია! მაგრამ შეუძლია თუ არა მას მოახდინოს ის, რასაც ასე ვნატრობ (საუბარია გულის შესახებ)?
კარგია, თუ დაემსგავსები პირველყოფილ ადამიანს, მაგრამ ეს შეუძლებელია. პირველყოფილი ადამიანები ეხლაც არიან: მათთან არ გვიშვებს მსოფლიო ოკეანე. ავტომობილიც კი უარსაა, ამხანაგებო! ბუნების ძალები უარს არიან. არ გვინდა! არ გვინდა!
ჩვენ კარგად ვიცით დედამიწის წარმოშობის ისტორია? მაგრამ თქვენ არ იცით რადიო-ტეხნიკის საფუძვლები. თქვენ მიჰყვებით ეხლა მსოფლიო ისტორიას, არ იცით კი, როგორია ჰაეროპლანი, როგორია აბსერვატორია, როგორია ქიმია.
აი, ამ პროვიზორმა პრაქტიკიდან იცის 169 რეცეპტი... და მხოლოდ! სპეცია! რომ დაავალო მას კინო-ტრიუკების გაკეთება, ან თუნდაც პატარა იალქნიანი ნავის გაკეთება, ვერ შესძლებს.
ექიმი ჰიპნოზისა და შთაგონების სპეცია. მან იცის, როგორ უნდა ამოირჩიოს კურორტი! მაგრამ არ იცის - როგორ უნდა შეკინძოს წიგნი.
სხვა მოგიყვება ამბებს ჩაძირული მატერიკების შესახებ (თავისი ხელებით მას არა გაუკეთებია-რა) და გრძნობ, რომ უდაბნოს დაპყრობისთანა ადვილი არა ყოფილა რა... ეს ინკუბატორით გაკეთებული კაცი!
ასეთ უბრალო აქსიომებზეა დამყარებული თურმე კაცობრიობა: მეომარი მეომრობდეს და სხვ.

29 სეკტ., 1930.
აი, ჟურნალ-გაზეთებიც: 1. კომუნისტი, 2. მუშა, 3. ახალგაზრდა კომუნისტი, 4. დროშა, 5. კოოპ. ცხოვრება, 6. მოჯამაგირის ხმა (მიწა-ხე-ტყის კავშირის გაზეთი), 7. ტარტაროზი, 8. კოლექტივიზაცია, 9. შოლტი, 10. უღმერთო გაზ., 11. მნათობი, 12. წითელ-არმიელი, 13. განათლ. მუშაკი, 14. პიონერი, 15. სოცშეჯიბრება, 16. ოქტომბრელი, 17. პროლეტ. მწერლობა.
ამათში ჯერჯერობით აღებულია: მუშა, მოჯამაგირის ხმა, დროშა, ტარტაროზი, მნათობი. ე. ი. 5 ორგანო. სრულებითაც არ კმარა. დარჩენილია კიდევ 12.
„ლენინის გზით“? - მიწერ-მოწერა.
„ყაზახეთის გაზეთი“ - მიწერ-მოწერა.
ლექსების შესახებ - სულ საჭიროა 170 ლექსი. ჯერჯერობით მზადა მაქვს მხოლოდ 9. დანარჩენი უნდა დამზადდეს 16 დღეში. ე. ი. დღეში 10 ლექსი.
მე ექვსი წლის განმავლობაში თანავმშრომლობ მხოლოდ ჟურნალ „მნათობ“-ში, რომელიც პოპულიარული არ არის. დაკავების თვის ერთი მიზანთაგანია - ერთ თვეში - მაქსიმუმი პოპულიარობის!!! საჭიროა მილიონობით მკითხველი! ეს თემა თავისთავადია, და დაბრუნება მისდამი აღარა ღირს.
უნდა დამუშავდეს ლექსი: რად მინდა თავი ც... ბალლადის სახით.
დღეს - გამოვიდა კიდევ ორი ახალი გაზეთი (ერთი გაზეთი და ერთი ჟურნალი): 1. პროლეტარული სტუდენტობა (საქ. პროლეტსტუდენტობის ცენტრალურ ბიუროს ყოველ-დეკადური ორგანო). 2. საბჭოთა ფიზკულტურა (ჟურნ.). მაშასადამე - პირველებთან ერთად ეხლა გვაქვს 19 ორგანო...
ასეთია მდგომარეობა. 19 ორგანო ერთ თვეში უნდა იქნას დაპყრობილი. სულერთია, რომელი დღიდან დაიწყება ლიტერატურული გამოსვლა: უმთავრესია მომზადებულად, აწონ-დაწონილად, დეტალების გათვალისწინებით, დინჯად, დაჯერებით, აუცილებელი გამარჯვების თავიდანვე გათვალისწინებით გამოსვლა.
დღეს „ტარტაროზში“ მოძრავი რედაქციის (მნათობის) შესახებაა წერილი: დასცინიან მის უბინობას. აქვს თუ არა ამას კავშირი ჯიბრთან, რომ მოსე თავს ანებებს რედაქციის მდივნობას?
დღეს დავამზადე ლექსი „დამკვრელი პოეტი“. სტამბიდანაც წამოვიღე იქ დატოვებული მასალები.
მასალები მზადაა 5 ორგანოსათვის: 1. დროშა, 2. შოლტი, 3. უღმერთო გ., 4. ტარტარ., 5. პიონერი (უღმ. გ. - მ. გოგიბერიძე, დროშა - ს. შანშიაშვილი, ტარტაროზი - ხინველი, შოლტი - პ. საყვარელიძე, პიონერი - ა. მაშაშვილი).

5 ოკტომბერი.
ხელოვნების სასახლეში - მოძრაობაა. იქ მწერალთა დამკვრელი ბრიგადები შესდგა. ყველა გაზეთებში გამოცხადებული ვარ პირველად თანამგზავრთა შორის. მიემაგრებიან რომელიმე წარმოებას ტფილისშივე, სულ 8 ბრიგადაა. ერთში მეცა ვარ. სამუშაო საინტერესო იქნება ალბად - წარმოებაში, მუშებთან. მაგრამ ჩემი ბრიგადა ვერ არის მაინცა და მაინც კარგი ძალებისაგან შემდგარი, თუმცა შეიძლება - подковать блоху.
„რევ. საქართველო“ იბეჭდება მნათობში - 16 გვ., დანარჩენები შემდეგ. ვამზადებ ნიადაგს „დამკვრელი თვის“ ლიტერატურული კომპანიისათვის. ამ დღეებში მოველაპარაკები ნიკო კიკნაძეს.
ასაღებია ერთი ფრონტი: დამკვრელი ბრიგადების ხელმძღვანელობას სასახლეში, როგორც სჩანს, სურს ჩემი ერთგვარი დისკრედიტიზაცია პროლეტ. მწერლების სასარგებლოდ. ამას ბოლო უნდა მოეღოს.

7 ოკტომბერი.
ვარ მწერალთა მე-IV  ბრიგადაში. არის არა 8, არამედ 9 ბრიგადა. ვარ არა მეხუთეში, არამედ მეოთხე ბრიგადაში (სტალინის სახ. სარემონტო ქარხნის შემკრები, ჩამომსხმელი და სამჭედლო ცეხები).
სხვები არიან:
ბრიგადა №1.  სტალინის სახელობის სარემონტო ქარხანაში (სადურგლო, სახარატო, სარონოდო და სხვა ცეხებში) - ს. ეული, კ. ბობოხიძე, მ. გვასალია, სიმონიანი, დ. შენგელაია, ნარ-დოხი, კრეიტანი (7 კაცი).
ბრიგადა №2.  კალინინის სახელობის მექანიკური ქარხანა - ნ. ზომლეთელი, ალ. სულავა, ფრ. ნაროუშვილი, მარტინი, გრიგი, არ. ჭუმბაძე, არ. ჩაჩიბაია, არაზი (8 კაცი).
ბრიგადა №3. თამბაქოს ქარხანა №1-2 - ს. თალაკვაძე, შ. ნავთლუღელი, კ. ლორთქიფანიძე, პეტროსიანი, ირ. აბაშიძე, მესიანი, ლ. მეტრეველი, ატრიანი (სულ 8 კაცი).
ბრიგადა №4. ჩვენ, 8 კაცი: ს. წვერავა, სიმ. ჩიქოვანი, ნ. მიწიშვილი, მატინიანი, ნ. ასლამაზიშვილი, გ. ტაბიძე, მიხ. ჩიქოვანი, ბენიტო ბუაჩიძე (სტალინის სახელობის სარემონტო ქარხანა; შემკრები, ჩამომსხმელი და სამჭედლო ცეხები).
ბრიგადა №5. ტყავის ქარხანა - გ. ბუხნიკაშვილი, ალ. მაშაშვილი, პოღოსიანი, კ. მელაძე, რაჟდენ გვეტაძე, კოხოიანი, დარპინიანი (7 კაცი).
ბრიგადა №6. კ. კალაძე, ბ. ჩხეიძე, ს. ჯავშანიძე, გ. ნატროშვილი, ხალატ, ლეო ქიაჩელი და მიხ. ჯავახიშვილი (7 კაცი - 26 კომუნარის სახელობის ქარხანა).
ბრიგადა №7. მაუდის ქარხანა - პ. ჩხიკვაძე, ს. კლდიაშვილი, გრებენშჩიკოვი, ზურაბიანი, ტ. ტაბიძე, ვესპერი, სეზ. ერთაწმინდელი (7 კაცი).
ბრიგადა №8. ტრამვაი - პ. სამსონიძე, ვართანიანი, აკოპიანი, დ. ბენაშვილი, რუბენი, ლ. ასათიანი, შ. რადიანი (7 კაცი).
ბრიგადა №9. აბრეშუმის საქსოვი ქარხანა და საყუდი - ი. ლისაშვილი, გ. ხეჩუაშვილი, ელ. პოლუმორდვინოვი, ბანვოირ გევორქ, გ. კაჭახიძე, ბეს. ჟღენტი, თორჯომიანი, ვ. ლუარსამიძე (8 კაცი).
ამრიგად, ყველაზე მძლავრი ბრიგადა არის პირველი და მეოთხე. მათ უხდებათ ერთ დიდ ქარხანაში მუშაობა: სტალინის სახელობის სარემონტო ქარხნის: სადურგლო, სახარატო, სარონოდო, შემკრები, ჩამომსხმელი და სამჭედლო ცეხები. პირველი ბრიგადისთვის დატოვებულია სიტყვა „და სხვ.“ რომელია სხვა ცეხები? ყველა ცეხებში იქნება 15 კაცი.
დანარჩენი წარმოებებია: 1. კალინინის სახ. მექანიკური ქარხანა (ბრიგადა №2). 2.  თამბაქოს ქარხანა (№3). 3.  ტყავის ქარხანა (№4).  4. 26 კომ. სახელობის ქარხანა, მაუდის ქარხანა, ტრამვაი, აბრეშუმის საქსოვი ქარხანა და საყუდი.
„ახალგაზრდა კომუნისტში“ ამ ინფორმაციის სათაურია: „პროლეტმწერლები წარმოებაში“. ისინი არც კრებაზე ფარავდენ, პროლეტმწერლობას ბუქსირით მიჰყავს თანამგზავრობა! ეს გასაგებიცაა. ერთად ერთი ორგანიზაციაა. უცნობ ახალგაზრდა მწერლებში არის თითო-ოროლა „ცნობილი“ მწერალი, მაგრამ საჭე პროლეტმწერლების ხელშია.
საღამოთი შესდგა კრება. ს. წვერავამ განაცხადა, რომ მისი მუშაობა არ განისაზღვრება არა მარტო მეოთხე ბრიგადით, არამედ ყველა ბრიგადებში აკტიური მონაწილეობის მიღებით. მაშასადამე, ის არის ჩვენი საერთო ხელმძღვანელი.
ხელმძღვანელი გამოყოფილია თვითეულ ბრიგადიდან, კომკავშირელებია და ეს კარგია.
ჩვენი (№4)  ხელმძღვანელია მიხ. ჩიქოვანი. მან გულწრფელად ჩამომართვა ხელი და გამაცნო ჩვენი ბრიგადის ჩემთვის უცნობი წევრი მატინიანი. არ ვიცი, პოეტია თუ პროზაიკოსი!
მე-5 ბრიგადის ხელმძღვანელია ბუხნიკაშვილი და მაშაშვილი.
მე-6 - გ. ნატროშვილი, მე-7 - პ. ჩხიკვაძე, 8-სი - დ. ბენაშვილი, მე-4 - ლუარსამიძე.
არ ვიცი ხელმძღვანელები I, II  და III  ბრიგადების.
გამოტანილ იქნა დადგენილება სალიტ. გაზეთის საჩქაროდ გამოცემის შესახებ.
გაგზავნილ იქნა ხელმძღვანელები წარმოებებში იქ ნიადაგის მოსამზადებლად და შემდეგ ჩვენთვის გასაცნობად 2-3 დღეში.

მოველაპარაკე კომუნისტის რედაქციას: თანახმაა 2 დღეში ერთხელ გაუშვას ჩემი მასალები. საჭიროა ყოველ დღე.
წინადადება მივიღე „პიონერის“ რედაკტორისაგან. მასალისათვის.
უნდა მოვახერხო იმგვარად, რომ ბრიგადაში მუშაობა შეეთანაბროს ჩემს ინდივიდუალურს გამოსვლას.
მაშასადამე, აღებულია: 1. კომუნისტი, 2. მნათობი, 3. მუშა, მოჯამაგირის ხმა, დროშა, ტარტაროზი, პიონერი (სულ 7. დარჩენილია კიდევ 12).
საჭიროა ტემპების გაძლიერება.
ბუქსირი - ჩემთვის გამოსადეგია, მაგრამ არა ხაზგასმული: ამ მდგომარეობაში, რიკოშეტია საჭირო. რატომ ბუქსირი? ბარემ მთლად ჩავეწერები და ის იქნება!
ჩემთვის საჭიროა ყველაფერი, ყოველნაირი წიგნები, რაც რკინის გზას ეხება. გაზეთები, წიგნები, ცნობარები, ენციკლოპედიები, სიტყვარები, ფოტოგრაფიები, ნახატები, რკინისგზელების დღიურები და სხვ. უნდა ვიმუშაო გაშლილი ფრონტით (საინტერესოა, გამოდის თუ არა რუსულად რკინისგზელების გაზეთი?).
ცხადია, გამარჯვება მე დამრჩება, თუ არ მიღალატა სიდინჯემ.
აჩქარებული საქმე - ტემპის გაძლიერება არაა, საჭიროა, ყველაფრით მზად იყვე.
კომუნისტის რედ-მა დ. გვაზავამ სთქვა, რომ ეს კოლოსალური შრომა იქნება. მან ეს სთქვა გაოცებით..
მნათობის მასალა მოსწონთ რედაქციაში. ეს კარგია.
ბრიგადირებში ჯერჯერობით შეიძლება მეგობრებად ჩავთვალო: №1-დან - კრეიტანი, №2-დან - ნ. ზომლეთელი, სულავა, ფრ. ნაროუშვილი, №3 - ს. თალაკვაძე, ირ. აბაშიძე, კ. ლორთქიფანიძე, ლ. მეტრეველი, გვეტაძე - საერთოდ ყველა, გარდა 2-3 კაცისა, რომლებიც ლიდერობას ჩემულობენ. ეგ არაფერია. მაგრამ არც დაბრმავება შეიძლება, ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალყური პიროვნებებს, რომლებიც გარს გვარტყია, მით უმეტეს, რომ ყველა მე მიცქერის, თუ როგორი გზით წავალ. ავტორიტეტის მოპოება ეხლა დამოკიდებულია ჩემზედვე. კარგია, დღეს რომ წავიკითხე გოტიეს ეს სტრიქონი:
            „Я знаю, знаю! Вы велики,
            Когда октябрь, что в вас влюблен,
            Дарит вам красные туники
            И роскошь золотых корон!“
ამ ლექსს იგი ეუბნება წაბლის ხეებს. მე იგი ამომივიდა პირველ გადაშლისთანავე! ო, ამ დამკვრელობაზე დამოკიდებულია ბევრი რამ (დღეს ვიყავი ახ. კომუნისტის რედაქციაში, არ ვიცი... ეს მარიაში სწორედ კრეტინია, მე გაზეთი მინდოდა, იმან კი პირდაპირ, რედაქტორთან შემოიტანა). რა სისულელეა, ასეთი დენდიზმი მარიაშისა.
საინტერესოა კიდევ ერთი რამ: რატომ არა სჩანს ამ სიებში ქუჩიშვილი? ემჩნევა, რომ კონფლიკტი აქვს პროლეტმწერლობის ცენტრთან. ალბად იმიტომ, რომ ლოთობს. იგი ალბად შემდეგ გამოჩნდება.
უნდა ჩაიყურყუმალავო დამკვრელ მუშაობაში, ეს ძლიერ საინტერესოა. მაგრამ შესვლისას უნდა იცოდე გამოსავალი კარებიც. სკანდალური არა ატყდეს რა, ყველაფერი დამოკიდებულია ხელმძღვანელობაზე და შენს ტაქტიკაზე.
უნდა განთავისუფლდე ბევრი რამისაგან, რომელიც გაბრკოლებს კაცს ახალი დიადი გზით სიარულისაკენ - აი, რა არის თავი და თავი.
არ დაგავიწყდეს „მნათობის“ შემდეგი ნომერი!
არ დაგავიწყდეს, რომ ისინი დემონსტრატიულად არ წამოდგენ ადგილიდან!
ოდესმე წამოდგებიან! მოწიწებით, რა თქმა უნდა!

რ. გვეტაძეს ეწყინა, რომ მის ბრიგადაში არ მოვხვდი. ეგონა, რომ მე მოვითხოვე ეს. მე მას ავუხსენი, რომ პირველად წავიკითხე გაზეთში - ჩემი გვარი მეოთხე ბრიგადაში.

ბრიგადების მუშაობის დაწყების წინ ბევრს აფიქრებს ის მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია შეიქნეს მოუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმით, მუშებთან ინტელიგენტური, ზევიდან ქვევით ყურებით, არაამხანაგური მისვლით. ცხადია, ბრიგადებში არავინ არაა ასეთი, გარდა ერთი თუ ორისა, მაგრამ ისინი განგებ ხაზს უსვამენ ინტელიგენტურ სიტყვასა და კოსტიუმს, მეტი ავტორიტეტისათვის, რასაკვირველია. საერთოდ კი ყველა უბრალოების პრინციპზე სდგას.
ლეო ქიაჩელი ამბობდა - არა კრებაზე, არამედ ჩემთან - უნდა იცხოვრო მუშებში, წარმოებებში, უნდა მათთან ისაუზმო, პაპიროსი მოსწიო, აალაპარაკო, გაიგო, დაუახლოვდე.
მარიჯანი - ჩვენ რას ვასწავლით მუშებს? მუშები თვითონ მწერლები არიან, ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ.
წვერავა: ჩვენ უნდა ვასწავლოთ მუშებს. ჩვენ უნდა ავუხსნათ ცეკას მომართვის მნიშვნელობა.
მეტრეველი: ჩვენ შევრცხვებით, თუ გონიერად არ გადავდგით ნაბიჯები. წინდაწინვე უნდა გავაგზავნოთ ხელმძღვანელები წარმოებებში.
არისტო ჭუმბაძე: - სამი თვეა საჭირო, რომ ჯერ მხოლოდ დააკვირდე, შეისწავლო.
რეპლიკა ახალგაზრდების: მხოლოდ ცქერისათვის არა გვცალია. საჭიროა სწრაფი მუშაობა. ცქერის დრო არ არის.
სიმონ ჩიქოვანი ლაპარაკობს ლოზუნგების, ლექსების, წარმოების წინ წაწევის შესახებ.
დემნა შენგელაია გაზეთის აუცილებლობის შესახებ.
მე ვილაპარაკე ერთი მომენტის შესახებ: ლიტერატურული საერთო საქმისთვის საჭიროა საქმეში ჩავაბათ ადგილობრივი ძალები, მუშები, გამოვიყვანოთ, წინ წამოვწიოთ (ჩემმა სიტყვამ მოახდინა შთაბეჭდილება - ჩუმი და არა გარეგანი).
ლევან ასათიანი გზაზე დიდხანს მესაუბრებოდა რკინისგზის მუშებისა და ტრამვაის მუშების რევოლიუციონურობაზე, სპეციფიურობაზე, სახელწოდებით "მუშა" პატრიოტიზმზე. ლევანი დიდებული ყმაწვილია. მან სთქვა, საჭიროა რკინისგზის და ტრამვაის უფასო ბილეთები! ეს მართლაც კარგი იქნება! შიგა და შიგ!
კომკავშირელები საზოგადოთ მაღლიდან დასცქერიან ინტელიგენტ მწერლებს. ტიციანი მაღლიდან დასცქერის ყველას. არისტო ცდილობს საერთო ენის მონახვას. ის ნიჭიერი კაცია. ლეო იყურება გაბითურებულივით: თავმოყვარე კაცია და ალბად სწყინს, რომ ხელმძღვანელად არ არის, თუმცა არც იკისრებდა. ჯავახიშვილი ყოველთვის მარტო და უკანა რიგებში ზის, თითქო ვიღაცას ეპარებაო. გრიგოლი ერთხელ შემოვიდა, სულ უკანასკნელ სკამზე დაჯდა და შურიანად იცქირებოდა. სერგო კლდიაშვილი პატარა წერტილივით მოსჩანდა სადღაცა, სულ უკან. ასე უკან-უკან მიდის ბევრის საქმე. ბოლოს ყველაფერი ასე ჩამოყალიბდა: მთავარი ხელმძღვანელობა და ბრიგადების ხელმძღვანელები სულ კომკავშირელებია. თანამგზავრობა ბუქსირზეა და შეგნებულად. ასე უფრო მეტი გაკეთდება. ასე უფრო საჭიროა. არ უნდა დავიბნეთ. ხაზი სწორია. ეს ჩემი ხაზია.

9 ოკტომბერი.
მწერალთა კავშირიდან (სრულიად საქ. საბჭოთა მწერლების ფედერაცია) გამომიგზავნეს მანდატი. „ამის წარმომდგენი მწერალი გალაკტიონ ტაბიძე არის მწერალთა „4“ ბრიგადის წევრი და მიმაგრებულია სამუშაოდ ამხ. სტალინის სახელობის სარემონტო ქარხანაზე, შემკრებ, ჩამომსხმელ, სამჭედლო და სხვა ცეხებში“. ხელს აწერს „პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის მას. სექტორის გამგე (ს. წვერავა). 8 ოკტომბერი, 1930. მანდატი №443“.
დღეს გაზ. კომუნისტშიც არის სია ჩვენი ბრიგადების. ბრიგადას №1 აქ აღარ აქვს წინანდელი „და სხვ.“ სამაგიეროდ ეს სიტყვა („და სხვ.“) ემატება ჩვენს ბრიგადას, №4-ს.  სწერია: „სარემონტო ქარხანაზე, შემკრებ, ჩამომსხმელ, სამჭედლო და სხვ. ცეხებში“. ასეთი მოარული რამ არის ეს „და სხვ.“; კომუნისტშივე სწერია, რომ საბჭოთა მწერლების ფედერაცია სცემს დეკადურ გაზეთს „სალიტ. გაზეთი“. რედაქტორი კ. გორდელაძე, მოადგილე ნ. მიწიშვილი, წევრები: ტიციანი, შალვა რადიანი, ლეო ქიაჩელი და სხვ. ყველა ამათ ალბად მალე უზამენ მოგვერდს, უკვინტებენ, რაღა.
„გრუზგოსტორგმა“ მომცა ორდერი ერთი წყვილი ფეხსაცმლისა და ერთი კოსტიუმის. ბრავო, აროშიძე.
მასსიურ სექტორის გამგემ კრებაზე განაცხადა: „როდესაც ამა თუ იმ მწერალს ამა თუ იმ ბრიგადას ვუკავშირებდით, ამა თუ იმ წარმოებასთან ვამაგრებდით, ჩვენ მხედველობაში გვქონდა მიღებული მწერლის ლიტერატურული ფიზიონომია, ამასთანავე მისი ჟანრი, მისი დამოკიდებულება ბრიგადის დანარჩენ წევრებთანო“. რა კი ეს ასეა, მე კმაყოფილი ვარ, რომ მუშაობა მიხდება სწორედ იქ, სადაც ნამდვილი მუშებია - რკინისგზელები. ეს არის ნამდვილი ცეხები, სადაც პროლეტარიატის ნებისყოფა იჭედება. ესაა ფოლადის უდიდესი სახელოსნო, რომელიც ბუნებრივად უნდა ატარებდეს იმის სახელობას, ვინაც დღეს წინ მიუძღვის ერთს მეექვსედს კაცობრიობისას, რომლის პარტია უდიდესი პარტიაა მთელ დედამიწაზე. რკინისგზელები! თორემ რაა მაუდის ქარხანა, ან ტყავისა? მესმის იყო რკინისგზის სახელოსნოების ბრიგადირი, მაუდი და კავერკოტი - სულ სხვაა - ფოლადი სხვა. აი, რაშია საქმე!

დემნა შენგელაიამ ბრიგადირების მეორე კრებაზე (არა, პირველ კრებაზე) სიტყვა-სიტყვით ასე განაცხადა: მე წარმოებებში მინახავს ბევრი კედლის გაზეთები, მაგრამ რაღაც ძალიან სუსტად არიან დამუშავებულნი, „ტარტაროზსა“ ჰგავსო. ამ განცხადებას არავის მხრით არავისი რეპლიკა არ გამოუწვევია. თითქო ყველა დაეთანხმა. მაგრამ შეხედეთ, როგორი ბრალდებაა „ტარტაროზი“-ს წინააღმდეგ; მის ინტონაციაში იყო ისეთი რამ, რომელიც თითქო ამბობდა - „ტარტაროზი“ არის ისეთი ჟურნალი, რომელიც მხოლოდ რყვნის მკითხველ მასსას, გავლენას (ცუდის მხრით) ახდენს კედლის გაზეთებზე.. დასკვნა: საჭიროა გამოკვლეულ იქნას, რა არის ცუდი ამ ჟურნალში და ჟურნალის რეორგანიზაცია. საინტერესოა, დემნა შენგელაიას აზრს იზიარებენ თუ არა მისი ამხანაგები. თუ იზიარებენ, შესაძლებელია ერთი მშვენიერი კომპანიის დაწყება „ტარტაროზის“ წინააღმდეგ. „ტარტაროზის“ წინააღმდეგ წასვლა კი ნიშნავს: თოდრიას, სანდრო ეულის წინააღმდეგ წასვლას, ე. ი. თანამედროვე გაბატონებული ლიტერატურული ძალების წინააღმდეგ წასვლას. ჟურნალი კი, მართლაც, ყოვლად საზიზღარია. ასარ-ბასარიზმია აქ განმტკიცებული.
შენ გაჩერდი. ერთი თვის განმავლობაში, სანამ განმტკიცდებოდეს რამ, ლაპარაკი არ ღირს.
მაგრამ რა არის ეს „მასიური სეკტორი“? ვინ არიან იქ?
„ტარტაროზის“ რედაკტორი პირველობას ჩემობს ჩვენს ბრიგადებში. იგი (დროებით, ჯერჯერობით) დროშად მიაქვს პროლეტარულ მწერლობას. მაგრამ ასე საკითხის დასმა არ შეიძლება. ჯერ „ტარტაროზი“, მერე სანდრო ეული და თოდრია! აი, რაშია საქმე! პოეზიაა რაღა! ვასო ალანიაც ტიპია რაღა!

10 ოკტომბერი.
შემთხვევით მოვხვდი ულტრამემარჯვენეების შესახებ საუბარში: გრიშაშვილი თურმე იტყუებს თავის სახლში ზოგიერთ მოწინავე მუშებსაც კი, რომ გააოცოს თავისი „ბიბლიოთეკით“ (წიგნები, მართლაც, ბევრი აქვს, მაგრამ სულ ნაყარ-ნუყარი წიგნებია). - თქვენ არ ელაპარაკებით მას? - მკითხა ბერიკაციშვილმა (საინტერესოა, რატომ უნდა ველაპარაკებოდე მე გრიშაშვილს, ან რა მაკავშირებდა მასთან როდისმე). - როგორ არა, - ვუთხარი, - მაგრამ იგი ძალიან მემარჯვენეა. - მე მომწონს თქვენი: „რა ამოძრავებს კიპარისის ტანს!“ - სთქვა იმავე მუშამ, ბერიკაციშვილმა. იგი ასოთამწყობია, პარიზში ნამყოფი, იქ მან ერთ წიგნში გადაიხადა 10 ფრანკი (ავალიშვილის წიგნში). ეხლა იყო ქობულეთში. ვნახეო მიშა, რამოტოლა ვაჟი ჰყოლიაო და სხვ. ბერიკაციშვილი მუშებში ტიპიური „გააზნაურებული მდაბიოა“.
ვადიმ ნორაკიძე: სცემენ ლიტერატურულ გაზეთს? რუსეთშიდაც გამოდის სალიტერატურო გაზეთი, ალბად მისი პირწავარდნილი კოპიო იქნება აქაურიცო (ნაწილი სიმართლისა ამ თქმაში არის. გაიმეორა ხომ ს. ეულმა ბეზიმენსკის ფრაზა: „განაჩენი სისრულეშია მოყვანილი“).
შემდეგ მან სთქვა: კახეთში შემხვდაო იოსებ იმედაშვილი. მან გადმომცა, რომ მალე გამოვაო „თეატრი და ცხოვრება“, ჩემივე რედაქტრობითო. რა სულელია ეს კაცი!!! პირდაპირ თხრით აღმოჩენილი იხტიოზავრია. რა დროს თეატრი და ცხოვრებაა? ხომ გააბითურეს მალე? პირველად რომ წაახალისონ კიდეც, ბოლო სატირალად დაურჩება.
ვასო ალანია იღრიჯებოდა: რომელ ქარხანაზე ხარ მიმაგრებულიო...
მივუმაგრებ მე მას როდისმე ყბებში!

მე დღეს ტარტაროზის შესახებ ვფიქრობდი. პირდაპირ არ მასვენებს ამ ჟურნალის არსებობა.
ვინ დათვლის, რამდენი ლაფსუსებია ამ ჟურნალში მოთავსებული.
იგი სრულიადაც არ არის თანამედროვე სატირის ჟურნალი. უკბილო ოხუნჯობა არაა სატირა.
პარტიის ხაზის წინააღმდეგაც ბევრჯერ წასულა: ერთხელ მთელ ნომერს უყვეს კონფისკაცია: როცა მწერალთა დელეგაციები დაბრუნდენ ძმური აზერბეიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებიდან.
მან ჩემს წინააღმდეგაც - არა ერთი უღირსი გამოსვლა მოაწყო. როცა ეპოქა გამოვიდა, ჟურნალში დამცინველი სათაურით (ლიტერატურული დომხალი) პაროდია მოათავსა, საიდანაც ვგებულობთ, თითქო გალაქტიონ ტაბიძე ამ წიგნით სხვის ცოლებზე ნადირობს. ამის გარდა მან ვერ დაინახა ვერაფერი, ვერ გაიგო ამ წიგნის უდიდესი მნიშვნელობა. ასეთი გამოსვლით ტარტაროზმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა თავისი სრული მოწყვეტილობა თანამედროვე ლიტერატურიდან.
უდიდესი ლიტერატურული მავნებლობაა ეს ჟურნალი.
„ტარტაროზი“ სხვებს იგდებს სასაცილოდ, თავიანთ უბადრუკ თანამშრომლებს კი ხატავს სერიოზული ფოტოგრაფიული სურათებით, რათა უკვდავყოს შთამომავლობისათვის თავისი აღლარ-აღლარსანი და სიკო ფაშალიშვილი. ეს ტიპიური დეგენერატი ქიზიყის დიდყუროვანთა.
„ტარტაროზი“ საექსპლოატაციოთ აქვთ გადაქცეული საეჭვო კვალიფიკაციის „მწერლებს“ და "მხატვრებს".
„ტარტაროზი“ მასხრად იგდებს ქართულ ლექსს, ქართულ ენას, ნიჭს, ცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა, რომ იგი რეკლამებს უკეთებს მეგობრული შარჟებით თავის ამხანაგებს.
რა არის ეს: მემარჯვენე თუ მემარცხენე გადახრა?
საერთოდ ამ ჟურნალზე ღირს შეჩერება, თვალყურის დევნება.
ი. გრიშაშვილს ვეკითხები სახელგამში: ბეჭდავ თუ არა რაიმე წიგნს, მან დამტვრეული რუსული ენით მიპასუხა: „Печатаю переводы, если что-нибудь вобще сейчас печатается“.
გ. ქუჩიშვილი და არნო ონელი გუშინ ვერის სასაფლაოზე წასულან ორი დიდი ბოთლით არაყით და ისე დამთვრალან, რომ ვერც კი გაუგიათ, ვინ რომელი გზით წასულა. გზით! ხა ხა ხა! რა გზადაბნეულობაა.
კოხტა ყარალაშვილი მიდიოდა გრუზოვიკზე სადღაცა. ორიგინალობდა, მაგრამ მას ეს შვენოდა.
აგაბო: მობრძანდით ჩემთან, ხუთ მანეთს ბოთლი ღვინისთვის მეც ვიშოვნიო.
კ. ჭუმბურიძე: „გაძვირდა ღვინო, არ უნდა დალიო ბევრი, გაწყენს...“ საზოგადოთ, რა საზიზღრობაა, ძლიერ მშვენიერადა ვგრძნობ თავს, თუმცა სამი კვირაა არც ღვინო, არც არაყი, არც ლუდი არ დამილევია. კმარა! სხვანაირადაა საქმე საჭირო. ხალხს ჰგონია, რომ მე ლოთობის მეტს არაფერს ვაკეთებ: მე მას დავუმტკიცებ, რომ ვაკეთებ.

„სტროიკაში“ მოთავსებულია საიანოვის „წერილი მოსკოველ მეგობარს“. ამ წერილით შეიძლება დაახლოვებით გაიცნო, რაგვარი მიმართულების პოეტია ვ. საიანოვი.
იმავე „სტროიკაში“ გორბაჩევის წერილი ბეზიმენსკის შესახებ, საიდანაც მეორდება აზრი, რომ ბეზიმენსკი, დემიანის შემდეგ, პირველი პროლეტარული პოეტია, პარტიელი ჯერ და პოეტი შემდეგ.
შეიძლება გატარდეს პარალელი.
საიანოვი ყოფილი რომანტიკოსია.
ბეზიმენსკიც ყოფილი რომანტიკოსი.
მაგრამ ორ სხვადასხვა პოლიუსზე სდგანან.
საიანოვი რომანტიკოსი იყო პუშკინის შკოლის მოყოლებითი ხაზით. იგი ეხლაც იმეორებს წარსული საუკუნის 30-იან წლების ლექსებიდან ტაეპებს. იყო იგი შეყვარებული ნევაზე, მეგობრობაზე, ბლოკზე, მაიაკოვსკიზე.
ბეზიმენსკი კომკავშირელთა პირველი ეტაპის რომანტიულ ხაზებს იძლევა.
ორივენი დაშორდენ ძველს გზას;
არც ერთში ეხლა რომანტიკოსი არ არის.
მაგრამ ორივემ თავისებური სხვადასხვა გზა ნახა. ბეზიმენსკი პარტიული გახდა. ზედმეტად სქემატიკოსი, პროპაგანდისტი - მაგრამ თავდადებული კომუნისტი პოეტი. საიანოვი მაიაკოვსკის ეფარება, ასეევს იცავს. არ მისდევს დეტალებს დიდი საქმისას (ბეზიმენსკისთვის მშენებლობის დეტალები ყველაფერია).
ამ ორი მიმდინარეობის შეხვედრა არ მოხერხდება. მათ გზა უნდა გაიკვლიონ თავ-თავისი.
გამარჯვებული (ფორმალურად) გამოვა „ბეზიმენსკი“.
საიანოვიც გაიმარჯვებს, მხოლოდ არა მასსიური ხაზით, არა პარტიული ხაზით.
მაგრამ არის ერთი ხაზი - რომელიც საიდუმლოა ორთავესათვის და ეს ხაზი ვიცი მე.
ბეზიმენსკის უდიდესი ნაკლია - ყოყლოჩინობა, რაც მასსებთან მას არ დააახლოვებს.
საიანოვის - ზედმეტი სენტიმენტალობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ან რაღაცა ამისდამაგვარი. სირბილე, რომელიც აშორებს თანამედროვეობის საერთო სახეს, ეპოქას.
მაგრამ საიანოვი, რა თქმა უნდა, უფრო გულწრფელია.
და აი, აქ...
აქ უნდა დაისვას წერტილი.
საჭიროა თუ არა გულწრფელობა დღეს?
„სტროიკა“ - ადამიანთა ჯუნგლები. „ჩვენ ხომ ცუდათ გვაქვს წარმოდგენილი, თუ რანაირია, ეროვნებისდა მიუხედავად, მიუხედავად ენისა, ფერისა ანუ რასის, რანაირად უზარმაზარია შემჭიდროება ბურჟუაზიული ქვეყნის, ერთმანეთის დაცვა, ნახევარი სიტყვით ან სულ უსიტყვოთ გაგება, „თვალში რომ ჩაუვარდეს, ხელს არ მოისვამს“, ისე გაერთიანებულნი არიან ფულის საკითხებში. ვაჭრობა ცოცხალი საქონლით, პროსტიტუცია, განა სადმე მთელ მსოფლიოში არ წარმოებს ერთი და იმავე კანონებით?.. ეკონომიური მონობა აიძულებს ქალს ეკლიან გზაზე შედგომას, ექსპლოატაცია მას ამ გზაზე აჩერებს, ამკვიდრებს, სახელმწიფო კი, თავისი პოლიციის სახით, აკანონებს, ცოტაოდნავ კალაპოტს აძლევს, регулирует და ადვილად ქრთამის მეოხებით, დაიხევს ამ დამაკანონებელი ნორმებისაგან.
აიღე, წაართვი! შენი უნდა გახდეს ჩემი! აი, ძირითადი „პრუჟინები“ აზარტისა. რამდენს ამის მსგავსს გზადაგზა გადახვეტავს კერძო საკუთრების ინსტიტუტის მოსპობა. აზარტი ხომ ერთი მისი ნამდვილი შეულამაზებელი სახეთაგანია, რომლისგანაც თითქო განგებ მოგლეჯილია ყველა ნიღაბები“...

მაგრამ... რას ნიშნავს „კომუნისტში“ ჩემი სახელისა და გვარის ბრიგადებში გამოცხადების შეგნებული დისკრედიტაცია? ყოველივე ამას გაგება უნდა, ვინ ადგენს განცხადებებს. ვისი მეოხებით, ან ვის ხელში ვარ ჩავარდნილი? განმეორება ყოველივე ამის უდრის... განა არ ვიცი, რას უდრის? მე ვიცი, რაზე ვმუშაობ. ამის გამო საჭიროა ზომები. არსებობს მთელი ორგანიზაცია  -  რომელიც  მოქმედობს დისკრედიტაციისათვის. მე მათ კლანჭებში არ ჩავუვარდები.

წვერავა წინად მასწავლებელი ყოფილა. „ტიტყინი იცოდა, უშველებელი ენა აქვსო“ - ამბობენ მასწავლებლები.

ბენიტო „გლავისკუსტვოშია“ - ის და პანტელეიმონ ჩხიკვაძე. მაშასადამე, ისინი მუშაობენ „გაშლილი ფრონტით“. ეს ძნელი გასაგები არაა, მათ წყურიათ გეგემონია. ვინც იქნება გეგემონი, მალე ნახავენ. მე არ მძინავს. „ჩვენს ქართულ პირობებში“ მე საკმარისად გაწვრთნილი ვარ, რომ რომელიმე შეჯიბრებას შევუშინდე. უტიფარ გამოსვლებს და უტიფრებს მალე ვაგრძნობინებ ამას, თუ ეს განმეორდა. მხოლოდ უნდა ვერიდო ღვინოს. ამასთანავე, მაგრად უნდა დავაშინო ვინმე, სამაგალითოდ. აღებული გეზი სწორია, არ უნდა გადავუხვიო. საჭიროა მუშების ენტუზიაზმი. უნდა გადავერიო რაღა. უნდა გამოვიყენო თვითეული შესაძლებლობა და მომენტი ამაღლებისა. სხვა გზა არ არის.

იწყება თეატრალური სეზონი. საჭიროა აბონემენტები: 1. ოპერის თეატრში, 2. რუსთაველის თეატრში, 3. მარჯანიშვილის თეატრში, 4. წ. ა. თეატრში, 5. ყველა კინო-თეატრებში (დ. არსენიშვილი კარგი ორგანიზატორია, როდისმე უნდა გამომადგეს დიდი საღამოს მოწყობაში).
N. B. გათავდა კიდეც ისე, რომ ერთი წარმოდგენაც არ მინახავს. 14 ივნისი.

ვინ არის ჩვენში კარგი კომპოზიტორები? მობილიზაცია უნდა ექნეს: მელიტონ ბალანჩივაძეს, დ. არაყიშვილს, ზ. ფალიაშვილს, ანდრია ბალანჩივაძეს, ია კარგარეთელს, კ. ფოცხვერაშვილს, კ. მეღვინეთ-უხუცესს, ვ. დოლიძეს, თ. შავერზაშვილს (არიან თუ არა რუსი კომპოზიტორები?), სად არის მომღერალი ჩხაიძე (რა ჰქვია სახელად, სულ მავიწყდება).
ნ. შიუკაშვილი - დეკლამაციისათვის.
მობილიზაცია უნდა ექნეს მთარგმნელებს: კრეიტანი, ვ. გაფრინდაშვილი, კ. ჩერნიავსკი, გრებენშჩიკოვი, შალიგინი, ბაგდანოვსკი, ელ. შერრ, ელსნერ.
ყველაფერი უნდა დაწყებულ იქნეს თავიდან.
ვინ არის ჩვენში კარგი რეჟისსორები? მარჯანიშვილი, ახმეტელი, ფაღავა, ბუხნიკაშვილი, მანაგაძე.
არტისტები - ხომ არის და არის. მე მათ უფრო ახლო გავიცნობ ამ სეზონში.

თავი და თავია გარჩევა მტრისა და მოყვარის. მტერი ხანდახან მოყვრის ქურქში ეხვევა. მოყვარე და სასარგებლო კაცი მტრად გეჩვენება.
დიპლომატია! ვინ გამოზომა სიძლიერე შენი? უშველებელი კალთით მიგაქვს ბედნიერება მასთან, ვინც კი შენით კარგად ისარგებლებს. შენ ახდენ სასწაულებს, რომლითაც განცვიფრებაში მოგყავს ყველა. შენა, სწორედ შენა ხარ მსოფლიო დირიჟორი. ვერავითარი ორგანიზაცია ვერაფერს გააწყობს, თუ შენ მას არ დაეხმარე. დიპლომატია, შენ ბრმას დაანახვებ დღის სინათლეს, კუტს ფეხს აადგმევინებ, მუნჯს აალაპარაკებ, მკვდარს აღადგენ.. ვინ გამოზომა სიძლიერე შენი, დიპლომატია? კაცი უნდა ხერხი იყოს, კაცი უნდა გამომგონებელი იყოს, კაცს სწრაფი თვალი და საღი მოსაზრება უნდა ჰქონდეს მოქმედების დროს, მოქნილობა ხერხემლის - აი, რა არის თავი და თავი. კაცს უნდა შეეძლოს მარჯვედ ისაგებლოს საუკეთესო საკაცობრიო მიზნებისათვის, იბრძოდეს და გაიმარჯვებს კიდეც.

მოსალოდნელია აქა-იქ მცირე თავდასხმები, ისინი დროით უნდა იქნას მოგერიებული.

მე მჭირდება ერთი კარგი დრამატურგი...

ჯერჯერობით „დამკვრელ ბრიგადებზეა“ საქმე!!! ჩვენში - რომ იტყვიან „ინტერესიანი კაცია“-ო, სწორედ ისეა ჩემი საქმე. დეტალებს არ უნდა გაექცე ცხოვრებაში.

„მოგვეშველე ჩვენ, რომ ცოტათი შევაჩეროთ გალაქტიონი, თორემ ის ძალიან წინ წავიდა“, - ალბად ასე ევედრებიან პარტიას ყანწელები და ძმანი მათნი. პარტია შეეცდება ამას, მაგრამ შეიძლება გაუძნელდეს. ნამდვილათ გაუძნელდება, რადგან პირველ ხანებში მაინც პირდაპირ თავდასხმას მოერიდება, მე კი ამ შემთხვევაში სხვანაირად ვიცი. მე სრულიადაც არ მინდა დამჩაგროს მან ვიღაც მემარჯვენეების გულის მოსაგებად.

გამოვიდა ჟურნალი „ჩვენი მიზანი“. ცოცხალი სათაურებია, ნაწერები არ წამიკითხავს. ესაა ნამდვილი ძველი მუშების, ცოტათი გამოკრეტინებულების, ორგანო. მათ შეუძლიათ დიდი ვნების მოტანა, სარგებლობისა კი - რა მოგახსენო.
„მნათობის“ საქმე ძალიან მაკვირვებს. რაღაც საიდუმლო მოსაზრებით ამდენი ხანი არ გამოდის, თუმცა ეს აგვისტოს და სექტემბრის ნომერია (8-9), მაგრამ დღეს 11 ოკტომბერია. არაფერი მის გამოსვლას ხელს არ უშლის. ხომ არა ვარ მე მიზეზი ამისა? ხომ არ უნდათ, ძალით შეაგვიანონ იგი, რომ პროლეტ. მწერლობის ყრილობას მეტი ეფეკტი მიეცეს - გამარჯვებული ჯგუფის სიმღერის შემოსაძახებლად? ხომ არ ეშინიათ ჩემი „რევოლიუციონური საქართველო“-სი? ან შეიძლება უნდათ, რაიმე ჩააწებონ ახალი ჩემი პოემის წინ - გამარჯვებისა და გეგემონობის ილიუზიისათვის? შეიძლება! ყველაფერი, მე მგონია, ერთ კვირაში გამოირკვევა. მაშინ სხვაგვარად იქნება საქმე, მაშინ იდუმალ, პასსიურ წინააღმდეგობასთან კი არ მექნება საქმე, არამედ აქტიურ, პირდაპირ ბრძოლასთან. მაგრამ რატომღაც ჯერჯერობით კარგად მეპყრობიან და თუ ეს შინაგანი ბრძოლა ჯერ არა სჩანს, როდისმე თავს იჩენს. მნათობი ჩემია, მიუხედავად ყოვლისა, მე იქ ვარ უმთავრესი თანამშრომელი დღიდან მისი დაარსებისა - და უნდა ვიქნე. მე ანკესს არ წამოვეგები, ერთბაშად არ გადავალ შეტევაზე, სანამ სარწმუნო ნიადაგს არ ვიგრძნობ ფეხქვეშ, მაგრამ ეს ასეა. „მნათობს“ ტყუილად ებღაუჭებიან აქედან და იქიდან.
ფაკტია, მე მოკავშირე ვარ პროლეტარული მწერლობისა და არა მოჯამაგირე, დამოუკიდებელი პოეტი და არა ეპიგონი - ვისიმე. მე მგონია, ეს საკმარისად ნათელია მთელი ჩემი ლიტერატურული საქმიანობის განმავლობაში.
მაგრამ სანამ შენ აქ ფიქრებს უნდები, იქ საქმეს სხვა აკეთებს თავის სასარგებლოდ. საჭიროა აკტივობა და არა ნებისყოფის დაკარგვა მცირე დაბრკოლებების გამო.
პლატფორმა შეუცვლელი რჩება. მე პატარა რამეები არა მწყინს, მიხარია კიდეც სხვების წინ წაწევა. მაგრამ უსინდისობა სხვა საქმეა. ჟაროვმა ამითი წააგო.

ჩამოსულა გაიოზ დევდარიანი, მალე ჩამოვა მიშაც. შალიკო აქ არის. ეწყობა ცოტ-ცოტათი ყველაფერი, მშვიდდება, მარტო ეს პროლეტარული პოეტები ამღვრევენ წყალს.

ტიციანი მუშაობს გოსკინპრომში, აგრეთვე გრიბოედოვის მუზეუმში, აგრეთვე სალიტერატურო გაზეთში, აგრეთვე სხვადასხვა კომისიებში; გრიგოლი - მწერალთა კავშირში, ჯავახიშვილი - კიდევ სხვაგან. მოსალოდნელია პროლეტ. მწერალთა კრებამდე ფედერაციის კრება. სჩანს, იქ თანდათან მაგრდებიან ყანწელები, პაოლო მოსკოვშია, ჩამოვა და ალბად გაამაგრებს ფრონტს. ასე ეკუთვნის პროლეტარულ მწერლებს. ისინი თავს გადიან, როდესაც ვინმე მოკავშირეს იშოვიან. ყანწელები კარგად მოიქცენ, რომ მათ არ შეუთანხმდენ, ან შეუთანხმდენ პირობითად.. ჩემი გზა უფრო პატიოსანი იყო მათდამი, მაგრამ ეს არ იქნა დაფასებული: პას. მგებელ ადგილებზე ისევე მემარჯვენეები გაჰყავთ. მე მხატავენ თავ. გაზეთში მარტოდმარტოს, მიწყობენ დისკრედიტაციას ახ. კომუნისტში და ტარტაროზში.. ეშინიანთ ჩემი, თუ რა არის? მე მგონია, ეშინიანთ. უნდა დავარწმუნო, რომ საშიშარი არ ვარ... ყანწელებს კი მე არასდროს არ შევურიგდები, რადგან მაგათი საქმეა მხოლოდ თავისი თავის პირველ ადგილას დაყენება, სხვისი აბუჩად აგდება (ტიციანი ეხლაც იმეორებს ჩემთან თავის ჟესტს, ზურგით ჩემს წინ დგომას. ერთხელაც იქნება გადავაჩვევ: რომ კანკალებდა ორი წლის განმავლობაში, ისე ავაკანკალებ).. სადაც შემხვდება, თავს არ დავუკრავ, ვიქნები მასთან ისე ამაყი, როგორც საჭიროა. ის მე ფრონტს მიჰქნის. ნუ თუ ვერ გრძნობს საწყალი, ვისთანაც აქვს საქმე? გადამტერება არა, არ ვარგა, მაგრამ დანახვება კი. სიყვარულის და თავდადების განმტკიცება მეგობრებში - გარშემოკრება ერთგული ამხანაგების. აი, ეს არის ჩემი მიზანი. ეს კი მოხდება მაშინ, როცა გამარჯვებულს დამინახავენ.
ფაკტიურად პროლეტ. მწერლები მტრები არიან ყანწელების, მაგრამ იძულებულნი არიან პარტიული ძალების ზეგავლენით მათ წინ თავი მოიხარონ. საკმარისია ცოტა რამ, და ისინი აენთებიან. მაგრამ ყანწელებიც არ სთმობენ ერთხელ მოპოებულ პოზიციებს. ისინი მაგრდებიან. პროლეტმწერლობა ითამაშებს ხელმძღვანელ როლს სალიტ. გაზეთის საქმეში. იქ ჰყავს მას თავისი წარმომადგენელი, ყანწელები ეცდებიან მათთან საქმის ჩაკეთებას. მათი მთავარი მიზანია ჩემი შეფერხება (თავმოყვარეობის საკითხია ეს). აქ კი, მე უნდა ვიდგე მაგრად!!! ერთის წამითაც არ დავსთმობ ჩემს პირველობას, პირიქით, კიდევ უფრო განვამტკიცებ...
უნდა ვიპოვო ახალი გზები, უნდა გამოვნახო, უნდა ვცადო. არ გამოდგება ერთი, დავადგები მეორეს. გზები ხომ შეკრული არ არის. უნდა დავიწყო მოლაპარაკება ჯგუფებთან (მემარცხენეობასთან - განსაკუთრებით, პროლეტმწერლებთანაც), ან ერთგან გამოვა, ან მეორეგან. უმთავრესია, უნდა შევეჩვიო კარგ ლაპარაკს, მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი. ეს ეხლა არ ვარგა.
მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ, რასაცა ვთხოვ და იგი გაუგონრად, მოუსმენლად მომარტყამს ხოლმე უარს. საქმეა ეხლა ეს?
კარგია თამამი სიტყვა. ენა არ უნდა წაგიბორძიკდეს. სიტყვებს ჯიბეში არ უნდა ეძებდე.. მაგრამ როდის მივაღწევ მე ამას? ხმა დაკარგული მაქვს. სადღაა ჩემი დიდებული ტემბრი ხმისა? აუცილებლად უნდა დავიბრუნო სიტყვის სითამამე. უნდა გავასუფთავო ხმა. სიმტკიცე უნდა მივსცე. ღვინო საჭირო არ არის. მთვრალი კაცი ყოველთვის სისულელეს ამბობს. ფხიზელი მე ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ვახდენ, მხოლოდ სითამამე არა მაქვს. კარგია ფხიზელი სითამამე...

დავაკვირდეთ და გამოვიყენოთ ხალხური სიმღერები. იგი მოტივები გამოსადეგია გუნდებისათვის (დანამა. ლილე. კიდევ რა?).

რავალი გულმოსულია, იცი? ყოველ სიტყვაზე ბერავს თავის წითელ ნესტოებს.

12 ოკტომბერი.
არასდროს არ ვაპატივებ ჩემს თავს ასეთ მდგომარეობას. გუშინ უნდა წავსულიყავით თურმე რკინისგზის სახელოსნოებში. მე არ მიმიღია არავითარი ცნობა.
ს. ს. წიგნი გამოსულია.
მატერიალური მდგომარეობა ასეთი - ერთი კაპეიკიც ჯიბეზე არა მაქვს: ეს გოგიბერიძე თავს მომაკვლევინებს, არ ვიცი, როდის იქნება გონორარი. პაპიროსის ფულიც კი არა მაქვს, ფეხსაცმელები დაგლეჯილია, პალტო არაა, პირი ვერ გავიპარსე, მეზარება ქუჩაში გავლა, ხალხში გამოჩენა. რას მიშვება ეს ხალხი?? რატომ აგვიანდება მნათობს? რამდენი ტკივილებია ხელმოკლეობისაგან, რამდენი შეურაცხყოფა! ტრამვაის ფული რომ კაცს არ გექნება... მეგობრები, ნაცნობები... ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ჯიბეში ორიოდე გროში გაქვს. ღმერთმა ნუ ჰქნას ეხლა ავად გახდომა! რაღაც ვერა ვგრძნობ კარგად თავს. ვსუსტდები. ო, რა საშინელებაა ამნაირი ცხოვრება, იმედი კარგია, მაგრამ მხოლოდ იმედით ხომ ვერ იცხოვრებ ადამიანი, არა და გამოუსვლელი მდგომარეობა რკინის სალტეებს გიჭერს, სულს გიხუთავს, მუნჯადა და კუტად გხდის, განაპირა ქუჩებით გატარებს.
საბოლოოდ უნდა გამოირკვეს ეს საქმე. არა, რას მიპირებს ეს ხალხი! თუ ჰგონიათ, რომ ცოცხალი თავით დავნებდები სიღარიბეს? არასოდეს!!
თანამედროვე ენით რომ ვილაპარაკოთ: Нужно заштопать этот прорыв.

15 ოკტომბერი.
ჯინზე, სამი დღეა, რაც პაპიროსის წევა მივატოვე... ღვინოსაც ვუტიე.

16 ოკტომბერი.
მიღებულია ასეთი ქაღალდი:
Акц. Общество „Советская Энциклопедия“. Правление и конт.: Москва - 19, Волхонка, 14, тел. 32-80, 5-22-49. Воздушная почта. 4/X - 1930 г.
№46-84.
Тифлис. Ул. Мачабели. Дворец Искусств. Федерации Писателей.

Уважаемые товарищи!
Отдел Литературы Малой Советской Энциклопедии просит срочно сообщить год рождения писателя Табидзе (Галактиона) для статьи, к-рая в ближайшие дни должна идти в набор; желательно, телеграфной или воздушной почтой.

Секретарь Литотдела – Л. Каган

მეორე ქაღალდი პროლეტ. მწერალთა ასსოციაციიდან, რომ „დღეს, 16 ოკტომბერს, სარემონტო ქარხანაში (ფაბკომში) შესდგება №1- 4 ბრიგადის წევრთა თათბირი ქარხნის ყველა ცეხების, კედლის გაზეთ-კორესპონდენტებთან ერთად“. ხელს აწერს საქ. პრ. მწ. ასოციაციის მას. მუშაობის სექტორის გამგე (15 ოკტ., №283).
„Известия“. არის ენუქიძის წერილი საბჭოებში არჩევნების შესახებ. იქმნება კომისიები. ემზადებიან.

16 ოკტომბერი. საღამო.
4 საათზე მივედი სარემონტო ქარხნის ფაბკომში, მაგრამ ჯერ კიდევ არავინ არ იყო მოსული. მე მომესმა ხმაურობა, რომელიც ძლიერა ჰგავდა 1917 წლის კანონადას, განუწყვეტელს, დაჟინებულს. უზარმაზარი ორთქლმავალი მიყავ-მოყავდათ რელსებზე, თან ამოწმებდენ. ეტყობა მჭედლების ცეხია.
მეორე მოვიდა ნ. ასლამაზიშვილი, მესამედ დემნა შენგელაია, კრეიტანი, ბოლოს პროლეტმწერლები.
რაღაც არ ემჩნევათ ენტუზიაზმი! ესენი ილაპარაკებენ ენტუზიაზმზე!!
ვილაპარაკეთ, გავპლანეთ, გამოვპლანეთ. საინტერესო სამუშევარია. ვიწყებთ ხვალიდან.
დღეს დავათვალიერეთ ზოგიერთი ცეხები: ჩამომსხმელი, სამჭედლო, ელდენის, სვაროჩნაია და სხვ.
[დემნას დაეწვა შარვალი.]
იცემა გაზეთი. ჩემი მორიგეობაა 19 ოკტომბ.
ხვალ ვიქნებით იქ, ძლიერ საინტერესოა.
„Сварка“ - შედუღება. „Сварочный“ - შესადუღებელი (ლექსიკონში სწერია - შენადუღი?). „Сварщик“ - შემდუღებელი.
12 ოკტომბერს რომ ვსწერდი ჩემი ჩამორჩენის შესახებ, სწორი არ ყოფილა. არავინ დღემდე, არც ერთი ბრიგადის წევრი აქ არ მოსულა, ასე რომ ჩამორჩენის საკითხი, რომელმაც კინაღამ სასოწარკვეთილებაში არ ჩამაგდო, უნდა სავსებით მოიხსნას, როგორც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.. კრებაზე შემკეთებელ ქარხანაში იყვენ: ს. ეული, ს. წვერავა, დ. შენგელაია, კ. ბობოხიძე, ნ. ასლამაზიშვილი, კრეიტანი, გვასალია, მიხ. ჩიქოვანი და მე. იქ დაგვხვდა საშა ჩხეიძე, ჩემი ძველი ნაცნობი ჯერ ისევ ქუთაისიდან. არ ვიცი, რას აკეთებს აქ: მგონია, უნდა იყოს მანევრების შტაბის თავმჯდომარე ყველა ცეხებისათვის. დ. შენგელაია კარგად იმუშავებს, სანდრო ეულიც იმუშავებს (ტარტაროზს გამოვცემო სპეციალურს, ტარტაროზი მიაკვდა სულში!). საინტერესოა, რა კაცია მიხ. ჩიქოვანი, ჩვენი ხელმძღვანელი? კრეიტანი არ მოვა პირველ ნოემბრამდის, პირველ ნოემბერს მუშაობა კალაპოტში იქნება ჩამდგარი. ჯერ კიდევ ორგანიზაციულად ვეწყობით, მივყვებით ტალღებს. არ გაგვითრიოს ჩხეიძემ, დიდი მამაძაღლია. პროლეტპოეტები ყველა გულწრფელი, ანკესზე ადვილად წამოსაგები ხალხია, ზოგიერთების გამოკლებით. ჯერჯერობით ყველა ამხანაგები კარგად მებყრობიან, მხოლოდ ეს კია, პირველად არ მიშვებენ. პირველად ეული უნდათ, მაგრამ თავს იკავებენ. აქ არის შინაგანი ბრძოლა, რომელსაც უსიტყვოდ დაემორჩილება ყველა. ყველა ბრიგადების უმთავრესი ცენტრი არის ჩვენი ბრიგადები ფაკტიურად.

აღებულია ერთი ფრონტი: გაზეთი „რელიგიის წინააღმდეგ“. გოგიბერიძემ მითხრა, პირველ რიგში გავუშვებ შენს მასალებსო.

ვარ აგრეთვე სარემონტო ქარხნის ნაბეჭდი ყოველდღიური გაზეთის თანამშრომელი. ესეც ფრონტი! იგი იბეჭდება მე-5 სტამბაში, სადაა მე-5 სტამბა? ამ გაზეთს ერქმევა "მანევრების შტაბის" გაზეთი. 19 ოკტ. ვარ მორიგე (კრეიტანი თარგმნის ნაროუშვილის "ორ მისამართს". აქებს, რომ კარგიაო).

გახსოვდეს საბჭოთა არჩევნები! („კომუნ.“, 16 ოკტ.). საბჭოთა არჩევნებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად მთელ რესპუბლიკაში სრ. საქ. ცენტრ. აღმ. კომ. პრეზიდიუმთან დაარსებულ იქნას ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდ. - თოდრია, წევრები: იმედაძე, ცხოვრებაშვილი, შიუკაშვილი, შავერდოვი, ბუაჩიძე, კეკელია, მაჩაიძე, მელაძე, ბლუაშვილი, ბუჯიაშვილი, ლაკობა, ლორთქიფანიძე, აბაევი, სართანია, ნაზაროვი, სიხარულიძე, მურადოვი, შოვნაძე, სანგულაშვილი, მეტიკიშვილი, შაბანი (ყველა უცნობია).

წიგნის მაღაზიაში არის 400 ცალი „პაციფიზმი“-ს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

აღებულია კიდევ ფრონტები: „კოლექტივიზაცია“, სოცშეჯიბრება, შოლტი, პროლეტ. სტუდენტობა. დარჩა: 1. ახ. კომუნისტი, 2. კოოპ. ცხოვრება, 3. წითელი არმიელი, 4. განათლ. მუშაკი.

17 ოკტომბერი.
მე III-ბრიგადა შეტევაზე გადავიდა: იგი მუშებისათვის (თამბაქოს ქარხ.) მოითხოვს ვენტილიაციას, სუფთა ჰაერს (შემდეგ მოსცხეს: ასე წერა არ ვარგაო).
გახსოვდეს: 15 ნოემბრ. 25 ნოემბრამდე - თავდაცვის დეკადაა.
N. B.  წითელი არმიელი ავიღოთ.

18 ოკტომბერი.
პროლ. მწერალთა კრება-პლენუმი გადადებულია დამკვრელი ბრიგადების საქმიანობის შეჯამების დრომდე.
დღევანდ. გაზეთებში ასოციაცია მიმართავს დამკვრელ ბრიგადებს, მუშებიდან გამოჰყონ სალიტერატურო ძალები. ეს არის გამოძახილი ჩემმიერ ბრიგადების პირველ კრებაზე წამოყენებული წინადადებისა: ბრიგადებმა ხელი შეუწყონ დაზგიდან ლიტერატურული ძალების გამოყვანას. დიდებულია! ავტორი არა სჩანს, საქმე კი კეთდება.
„შრომასთან“ არსდება სპეციალური გამომცემლობა მუშათა წრეებისათვის. ესეც დიდებულია. იქ ჩვენ მოგვიხდება მუშაობა.
N. B.  სალიტ. გაზეთი?
N. B. ოლიმპიადა? არა, მთელი ძალღონე ბრიგადების მუშაობაზეა, მათ აკტივობაზე...
N. B.  თეატრები, კლუბები, სხვა?
დღეს ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი: ჯერ დილაა.

18 ოკტ.
ბევრი საქმეებიდან გავაკეთე სულ ორი: ლომბარდიდან გამოვისყიდე პალტო და ორდერით ვიყიდე ფეხსაცმელი. ხვალ ბუქსირზე ავიყვან კოსტიუმს და ამგვარად მივემაგრები კულტურული ადამიანების რიცხვს. სხვა მხრით, ცეხშია საქმე.

მე მივემაგრე მჭედლების ცეხს.. გავიცანით ხელმძღვანელი. ხვალ ის გაგვაცნობს კულტურული სექციის გამგეს. უნდა დავიწყოთ და გავაჩაღოთ მუშაობა. „მოვნახოთ უნდა ფორმები“. მე მინდა, მოვნახო ისეთი ფორმები, რომლებსაც სხვები ვერ მონახავენ.
1. უპირველეს ყოვლისა გამოსაკვლევია, როგორაა ამ ცეხში წარმოების საქმე. როგორ აქვთ წარმოდგენილი სხვებს.
გამოსარკვევია - არის თუ არა ჩამორჩენა აქ.
2. რატომაა, რომ თვალით არ გვინახავს პარტუჯრედი, კომუჯრედი, ფაბკომი და სხვა.
3. რატომაა, რომ არავინ არ გვაცნობს ქარხნის საერთო მდგომარეობას. აუცილებლად უნდა გაგვაცნონ, ერთი საღამო უნდა შეეწიროს მას.
4. რას აკეთებს კულტკომისია.
5. შესაძლებელია თუ არა სალიტერატურო წრის ჩამოყალიბება, მუშებისაგან (მე მინდა გავაერთიანო სამჭედლო ცეხის არა მარტო დამკვრელი მუშები, არამედ ყველა მუშები, რომლებიც სწერენ და ნიჭს იჩენენ ამ საქმეში. გამოვიყენებ თემატიური საღამოის საქმეს. „დამკვრელ მუშათა“ გაწვევა მწერლობაშიც ხომ ამას ისახავს მიზნად. პროლეტარული მწერლების რიგების გამუშურებისათვის).
დამკვრელი მუშების საუკეთესო ძალები უნდა შევიდნენ პროლეტ. მწერალთა ასოციაციაში.
აქვს თუ არა ცეხს კედლის გაზეთი.
გაუმარჯოს ლიტ. გადატრიალებას - და...

20 ოკტ.
...და... ამ გადატრიალებას თურმე ახდენს „სალიტერატურო გაზეთი“. კრებაზე გამოირკვა, რომ გაზეთის ხელმძღვანელობა სურთ: ტიციანს, ნიკოლოს, და ძმათა მისთა.
ენტუზიაზმი არ იყო.

21 ოკტ.
საინტერესოზე საინტერესო ამბავია ცეხში: ამ „ჟულიკს“ - საშა ჩხეიძეს... (გაგრძელება იქნება). დღევანდელი: დემნა შენგელაია, ვარლ. ჩლაიძე, გერმანე (მეორე დღიურში) ჟვანია.

22 ოკტ.
Сдрейфил! დავკარგე პალტო და ფეხსაცმელები. „მნათობი“ გამოვიდა.

                        *
Wer wird nicht einen Klopstock loben?
Doch wird ihn jeger lesen? Nein.
Wir wollen weniger erhoben
Und fleissiper gelesen sein!

„Кто ни хвалит Клопштока? Но читает ли его кто-нибудь? Нет. Мы хотим, чтоб нас меньше почитали, но за то прилежно читали“.. (ეს ციტატა მოჰყავს ლენინს მიხაილოვსკის წინააღმდეგ).

*
22 ოკტომბერი (განაგრძობს ოლია).
Вздохнула средь творцов новой жизни.
Пепел и паутина [мещанства] (рухлядь).
Раскрыл окно моей комнаты. Тихое, свежее и теплое утро ранней осени. Моя прелестная чинара – краса моего окна, вся разодета в янтарное платье, глядит беспомощно на свое постепенное оголение.
Я бодр, вечером я должен итти на завод. Я мысленно на заводе, средь гудящих машин. Стук в дверь, пригласительная записка. Интеллигентная семья. Пойду на обед.
Пришел поздно. Гости были размещены у стола покрытого разными яствами. Особо почтительно дал мне место хозяин квартиры – Арчил. Шум, вымуштрованное веселье. Чувствую себя чуждым, хотя много обольстительных слов слышу по моему адресу. – Ну, Арчил, как живете? – спрашиваю. – Плохо,  плохо, брат, сам видишь, все рушится вокруг, прямо таки голод, – говорит Арчил с расстановкой, глотая грамадные куски куриного мяса. – Что скажешь, засилье армян и русских, не бойся, лезут и евреи. Бедная Грузия, кто ее только не съедает, но что скажешь, кому скажешь, нет просвета. Мое произведение начали печатать, 250 р. получаю на службе ежемесячно. – Арчил, Арчил, – кричит учительница, – посмотрите на вашу дочурку, какая миленькая, какая умница, просто прелесть, я не могу отстать от нее. Ее лицо восторженно глядит то на Тамусю, то на Арчила, то на окружающих и внимание всех моментально обращено на Тамусю. Все улыбаются Тамуске, все стараются погладить ее и две-три любезных прелюбезных словечка бросить по ее адресу. Через две минуты учительница шепчет своей соседке возмущенно: какая тупая и безобразная девочка. – За здоровье дочери доктора! – Все пьют за скромную, красивую дочь врача и мило улыбаються ей. – Ну и восхитительная ваша Нателка, доктор, – говорит художник, – я наслаждаюсь глядя на нее и все вокруг восторгаются. Закатила кверху завистливые глаза библиотекарша… тихо говорит художнику, улыбаясь доктору: – фу, какая нахалка дочь врача, какая у нее кривая голова и безбожно худая, ее хотели из школы выкинуть, но ради доктора оставили. – Ну да, я знаю все, но как-же обидеть врача, и не сказать приятных слов о дочери. Лили обыкновенная, застывшая на одной точке художница, никак не продвинется, просто безталанная и смотрите на нее, как она задирает нос кверху, шушукает на ухо соседке, барышня в шелковом. Барышня в шелковом, заметив взгляд Лили обращается к ней и восторженно говорит о ее дарованиях, растущих в гору. – Ну, за здоровье инженера! – Прошу не пить и сам недоволен, что родился в эту эпоху, мой товарищ восхваляет строительство, а я правду говоря, не верю, ничего не будет, да при том руками красных спецов, делая большое ударение на красных, уж будет вавилонская башня. – Ха, ха, – хохочет, заливается дама – коммунистка, – ну уж стыдно вам инженеру так говорить. Ха, ха, ха, ну и потешный вы человек. Хохочут все. Я, застыв на стуле и вытаращив глаза, слушаю и подслушиваю разговоры этого общества. Мне плохо. Где я! твержу себе. Проклинаю мой час прихода сюда. Я весь возмущен, но стараюсь пока сдержать себя. Кошмар вокруг: как они льстят друг-другу, какие они шовинисты, контрреволюционеры и что-за коммунистка эта особа среди них, которая подпевает им и не бросит вызова этому мещанству, этому врагу нового строительства. Голова кружится, чувствую, что мои мозги опутываются каким то кошмаром. Задыхаюсь, хочется им всем крикнуть, выругать, уничтожить, но проклятый червь – мещанин твердит мне: нельзя обижать хозяина, который так хорошо принял. Не могу дольше здесь сидеть, нужно сбежать. После долгой борьбы с самим собою я безумно схватил бокал и попросил слова: помню свое последнее выражение: это не общество, а пепел и паутина, рухлядь, которую нужно уничтожить совершенно, ибо оно опутывает плесенью новый мир и грозит ему. Я выбежал не простившись.

Дышется легко. Я на заводе.
Убежав от гнилого, разложившегося общества, напоминающего мне разлагающийся труп, который сгнившими руками подвигается еще к устоям нового творчества, и грозит им гибелью. Но убежать мало, надо огненным пером и железом выжечь этого врага, стереть с лица земли, чтобы ни одна пылинка не осталась от него. Сколько, сколько работы еще! Нужно всем строителям новой жизни засучив рукава строить новую жизнь и бить врага на каждом шагу, где бы то либо, бесстрашно, беспощадно. Кошмар в голове еще не рассеялся. Иду на завод. Вот и жел. дор. мастерские. Слышен шум и гуденье машин. Кошмар рассеивается. Вхожу в мастерские. Вхожу в новую творческую жизнь: Вот и кузнечный цех. Вот и несколько сот строителей новой жизни в синих засаленых мазутом костюмах, могуче ударяют молотки о металл лежащий на наковальнях, ударяют и куют новые машины, ударяют и ремонтируют старые, бешенно борются против разрушенного, и в этих сознательно расчитанных ударах, ударах, которые сыплются быстрым темпом, слышим могучий крик пятилетки, в каждом ударе вплетена пятилетка, каждый удар восторженно метко и гулко сопровождается звоном: я часть пятилетки, и удар за ударом бодрым сыпется на металл; весело и бодро упругий металл подчиняется новому строителю, в ком чувствует мощь непобедимую.

დრო იყო, როცა...

31 ოკტომბერი.
ვიყავი ავად გრიპით, რადგან დავკარგე პალტო და ფეხსაცმელი, თან ცოტაოდენი ფული. და ასე დაიკარგა 10 დღე.
ამ 10 დღის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.
ბენიტო მოხსნეს ამიერკავკ. პროლეტმწ. ასოც. მდივნობიდან.
ტატულოვმა გაიმარჯვა. რადიანს ურტყამენ. ბევრი რამ, რომელიც მიყუჩებული იყო, თავი იჩინა.
მდგომარეობა უკეთესი შეიქნა ყანწელებისა და ოდნავ მემარჯვენეებისათვის.
მათ აქვთ ბურთი და მოედანი "ლიტ. გაზეთში". ამ მდგომარეობის გამოყენებას ისინი არ დააგვიანებენ.
მოსალოდნელია ჩემი დისკრედიტაცია (მით უმეტეს, ჩემი მასალა "მნათობში" - პირველად არ მიდის).
როგორ ჩამოყალიბდება მომავალი მუშაობა?
ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი უჩემოდ მიმდინარეობს:
სალიტ. გაზეთის ამბავი, პროლეტმწერალთა ამბავი, ფედერაციის ამბავი. მალე მოხდება ალბად ფედერაციის რეორგანიზაცია. ლიტგაზეთის ამბავი.. ნიკოლოს ცხვირის აწევა. ბენიტო ალბად ჩემით უკმაყოფილოა. მეც ყველათი უკმაყოფილო ვარ. მე არავინ არ გამიტანა.
უნდა დაარსდეს „პოეტების კავშირი“ ან „პოეტების ცეხი“, არ შეიძლება პოეზიის მთლიანად მწერლებისაგან ჩამოშორება, მაგრამ ეს საჭიროა ჩვენი პრესტიჟისათვის. პაოლოს ჩამოჰყავს პასტერნაკი. მას მოუწერია წერილი ტიციანისთვის, რომელშიაც თურმე წინდაწინვე იხდის მადლობას მიღებისათვის.
პასტერნაკის ჩამოსვლა თურმე სწყინს მანდელშტამს, რომელიც ამბობს: „Значит, меня хотят совершенно выжить из Тифлиса“. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ტიციანს დღემდე ეჯავრება მანდელშტამი (იმ წერილისთვის, რომელიც მან დაბეჭდა ჯერ ბათუმში და მერე „ოგონიოკში“ - 1921 წ.).
ტიციანი, როგორც სჩანს, აპირებს ლიტ. პოლიტიკის წარმოებას თავისდა სასარგებლოდ.
2. რადიოში ჩემი ქება იყო გუშინ.
3. ახალგაზრდა მწერალი მელაძე ცოტათი დღეს თავის სიტყვაში ხელოვნების სასახლეში (პრ. მწ. პლენუმია) კარგად შეეხო „პაციფიზმს“.
ასეთია საერთოდ მდგომარეობა.
ტელეფონის საქმე გამოკეთდება. გამოკეთდება აგრეთვე ოთახის გადაკავების საქმეც (მეზობლებს ცოტათი ნიშადური სჭირდება, თორემ თავს გადიან).

3 ნოემბერი.
„ახალგაზრდა კომუნისტში“ იყო რეცენზია მნათობზე. ჩემს შესახებ სწერია დიდებული სიტყვები, რომ ჩემი პოემა ობოლი ვარსკვლავივით ბრწყინავს მნათობის რუხ ფონზე. „მნათობი“ - შემდეგი იბეჭდება.

5 ნოემბერი.
მივიღე მიწვევა სალიტ. გაზეთის თანამშრომლობაზე ფედერაციისაგან.
ნაყიდია ფანერები ბალკონის გადასაკავებლად..
სატელეფონო [სეტის] ქსელის გამგემ კამარაულის მიწერილობის შემდეგ დაგვპირდა ტელეფონის გამოყვანას.

7 ნოემბერი.
ოქტომბრის დღესასწაულია. გაზეთები სუსტად არიან შედგენილნი.
ჩემი ლექსი დიდებულ ადგილზეა დაბეჭდილი გაზეთში „დაეხმარე ინვალიდს“.
გადავეცი ლექსი რადიანს - ლიტგაზეთისათვის.
„მნათობს“ ისევ აგვიანდება. ამ ჟურნალს საშველი არ დაადგა.
გუნია შოვინისტობს საზიზღრად. ის გარშემო იკრებს ისეთ პიროვნებებს, რომელთაც ეს მიმდინარეობა ახასიათებს. არ ვარგა ასე.
ფეხსაცმლის და პალტოს საკითხი გამოურკვეველია.
არ იძლევიან მანდატს ცეხებისათვის. რაშია საქმე? ეს უნდა გამოირკვეს. ხომ არ ფიქრობენ, რომ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ ეს მხოლოდ პროვოკაციაა? ან შეცდომაში შეყვანა სურდათ? ეს საქმე უნდა გამოირკვეს!!! საჭიროა ახალი მანდატი ნაცვლად დაკარგული მანდატისა.

11 ნოემბერი.
კრიზისია. საღამო რევ. 10 წლ. თავზე არ შესდგა. მნათობი არ გამოდის, სალიტ. გაზეთს დააგვიანდა, ოლია ავადაა. მეზობელმა ქალმა საქმე გამიჭივრა, მთხოვს ვანნას (რა დროს ვანნაა?). ფული გროში, კაპიკი არ არის, პალტო არა მაქვს, ფეხსაცმელში თითი მომიჩანს, ალბად ამიდები მალე შეიცვლება - ზამთარი მოდის. როდის მოეღება ბოლო ასეთ მდგომარეობას?
საზიზღარი შთაბეჭდილება მოახდინეს გუშინდელმა „პოეტებმა“. რას იჯგიმება ეს ხალხი, ვერ გავიგე.
შ. O. შ.
წავიკითხე რომანი გუსტავ ერრიკსონისა: „Бродячая Америка“. შესანიშნავი წიგნია. ეხლა კაცმა უნდა იკითხოს მხოლოდ უცხოელი მწერლები. მეტი გზა არ არის.

8 ნოემბერი.
წავიკითხე ოსკარ-მარია-გრაფის წიგნი „მარტლ“. ავტორი ჩემთვის უცნობია. ვეცნობი მის მოთხრობას პირველად. ოსკარ-მარია-გრაფი ძლიერ საინტერესო მწერალია, „მარტლ“-ის მიხედვით, რა თქმა უნდა. მას აქვს ისეთი შუბლი, რომელიც სავსეა ფიქრითა და განცდებით. თვალები, რომლებიც გულგამგმირავად იყურებიან. პირისახე, რომელიც დაუნდობელია იმის გამო, რომ ბევრი რამ განიცადა დაუმსახურებლად. და შეურიგებლობა დაღად აზის მუქარებით მოკუმულ ბაგეებს. ყველაფერში სჩანს ბევრის გადამტანი, შურის მაძიებელი პოეტი (უთუოდ იგი სწერს ლექსებსაც).
„მარტლი“ გერმანელი გლეხია. ახალგაზრდა გლეხი, რომელმაც ეს ეს არის გაიარა სამხედრო სამსახური, ცხოვრობს ოჯახში, დედასთან, ძმასა და დასთან ერთად. ტიპიური ხასიათი ამ ოჯახისა არის - სიძუნწე. მარტლიც ისეთივეა, როგორც ამ ოჯახის დანარჩენი წევრები, მხოლოდ უფრო გაღრმავებული ინდივიდუალობით: აი მას სურს შეირთოს ცოლად ერთი ახალგაზრდა ქალი, მაგრამ მისგან ცივ უართან ერთად დაცინვასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც იღებს. ეს გარემოება მას სასაცილოდ ხდის მეზობლების თვალში. ფსიქოლოგიურად მარტლი მარტოვდება, თავის თავში ღრმავდება, მგლის თვალებით იყურება გარშემო. მარტლი იტანჯება. მარტლი გრძნობს, რომ მან უნდა შეირთოს ცოლი, და სულ ერთია, ვინც იქნება ეს. მას ხელში ხვდება გზად ახალგაზრდა ვალლი, რომელიც ცოლია ყველასი. მარტლი აპირებს მის ცოლად შერთვას, მაგრამ აქ ძნელი სათქმელია: მართლა სურს მას შეირთოს მარტლი ცოლად თუ არა? ქალი ორსულდება. მარტლის ძმა ჰკვდება თივის საჭრელი მანქანის მიერ. მარტლი უმეგობრდება საეჭვო პირებს (რომელთაც წინედ გაურბოდა), სურს ერთს მათგანს მიათხოვოს თავისი და - რაღაც საეჭვო საფუძვლებზე, საეჭვო მოსაზრებებით. და არკვევს, რომ ძმა მოჰკლულია მარტლის მიერ. მარტლი ყველაფერს აღიარებს, ის მიდის ჟანდარმთან. წასვლის წინ მისი სიტყვებია და თხოვნა დედისა და დისადმი, რომ მათ კარგად მოუარონ ოჯახსა და ილოცონ მარტლისათვის.
- რა გიკვირთ, - ამბობს საზოგადოება, - ჩვენ ყველანი ვართ ამაში დამნაშავე. თვითეული ჩვენგანი დასცინოდა საწყალს, ბედისგან დაჩაგრულ კაცს, რა უნდა გამოსულიყო აქ კარგი?
მოთხრობის ფონია თანამედროვე გერმანიის სოფელი, იქ ყველაფერი ჯერ ისევ კაპიტალისტურია, ჰყვავის კერძო მესაკუთრება, იქ არ არის დაქუცმაცებული წვრილი მეურნეობის მსხვილ სამეურნეო ერთეულად გადაქცევის საკითხი. ყოფაცხოვრების საკითხებიც სხვაგვარადაა დასმული. „პატივი ეცი კერძო საკუთრების საფუძვლებს“ - აი, ღაღადი გერმანელი გლეხებისა. კერძო საკუთრების ნიადაგზე წარმოშობილი სულიერი დრამა მარტლისა სიმბოლიური სახეა მთელი თანამედროვე გერმანელი გლეხობის, საერთოდ მთელი თანამედროვე გერმანიის. ოსკარ-მარია-გრაფი ნახულობს მშვენიერ მომენტებს ამ სტადიის ხაზგასასმელად, გასაშუქებლად...

11 ნოემბერი.
არ იქნა და არა! ვერ მოვეწყვე სამუშაოდ! პლანების მთელი ნაწილი შეუსრულებელია. როდემდის უნდა გაგრძელდეს ასე? აშკარადა სჩანს, რომ ლიტერატურული საქმეები არეულ-დარეულია. აქ საჭიროა მაგარი ხელი, მაგარი ხელმძღვანელი.
მაგრამ ხელმძღვანელობა გაიძვერობს, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. მე თვითონ ვიცი, რომ მაინცა და მაინც „პოეტები“ და ხელისუფლება არ არის აღტაცებული ჩემით, თორემ ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. საშინელებაა, როცა გარეშემო მიიხედ-მოიხედავ, და არსაიდან მშველელი არ არის. რა შეუბრალებელი ცინიზმია, რა დაუნდობელი ბრძოლა არსებობისათვის და რა ლოიალური ნიღაბით მოქმედებენ მტრები. ისინი არიან ყოველგან. საზიზღრობაა ხელოვნების სასახლე, როდესაც შეიკრიბება ეს ლიბერალური საზოგადოება. გამოსავალია საჭირო. გამოსავალს ვეძებ მეც. სად არის გამოსავალი? ჩემს წინააღმდეგ გამოცხადებულია ბლოკადა. მე მიწყობენ ხაფანგებს, რომ ჩემი მატერიალური მდგომარეობა არ გამოსწორდეს.
„ბოგემა“ - აი მომავალი ჩემი ნაწარმოები. საამისო მასალები რამდენიც გინდა: 1. შიმშილი - კნუტ ჰამსუნის. 2. შიმშილი - ლ. ანდრ. 3. პოეტი მოხეტე - ლოკკის. 4. მოხეტე ამერიკა - ერიკსონის. 5. სატანის მეგობარი. 6. მარტლ - ოსკარ-მარია-გრაფ. 7. და სხვ. და სხვ. Я жгу Париж.
ქუჩიშვილს ძველებური კრეტინული სახე აქვს. იგი ცდილობს პენსიის აღებას. ამის გამო სკანდალი აუტეხია პროლ. მწერალთა ასოციაციაში. დაპირებიან, რომ შუამდგომლობას აღძრავენ პირდაპირ მთავრობაში.
ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. დღეს გადაიდგას უნდა ნაბიჯები.

15 ნოემბერი.
მოხდა საბჭოთა მწერლების ფედერაციის ყრილობა. 19 კაცია პრეზიდიუმში. მე გავედი იქ წევრად.
კოტე გორდელაძე დამპირდა, რომ ადგილს მომცემს „მნათობის“ რედაქციაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე, დიდებული იქნება!
„მნათობი“ გადადის მწერალთა ფედერაციის ხელში. ასე განაცხადა გორდელაძემ.
გამოცოცხლდა ჯგუფები. ამოძრავდენ ყანწები და მემარცხენეები.
„მნათობზე“ თვალი უჭირავს ტიციანს. მე მგონია, ეს არ მოხდება.
რამდენიმე დღეში ყველაფერი გამოირკვევა. ეს ნომერი „მნათობი“-სა კი გამოდის ძველებურად.
ო, როგორმე ჩქარა რომ გამოვიდოდეს!
საყურადღებოა პ. ჩხიკვაძის (პ/მ. მდივნის) განცხადება, რომ გალაკტიონ ტაბიძე ადგას ისეთ გზას, რომელიც პროლეტარულ მწერლებში გადაიყვანსო.
ყანწელები ერთმანეთში წაიჩხუბნენ: ტიციანმა თავისი თავი გაიყვანაო. მაშენიკობა აქაც ჩაიდინეს.

17 ნოემბერი.
მგონია, ეწყობა! ხალხი ამიჯანყდა. დედდას გიტირებთ!
ტიციანმა სთქვა: როცა არ ვყოფილვარ მდივნად, მაშინაც კი მე ვხელმძღვანელობდი მწერალთა კავშირს.
დღეს: იდილია - კ. ლორთქიფანიძე, მიწიშვილი, დემეტრაძე, აროშიძე, ქუთათელი, გვეტაძე, ჩიქოვანი, და სხვანი. დიდი პოლიტიკური ამბებია. ყალიონისიმუს.

25 ნოემბერი.
დღეს ვიყავი: 1. სტამბაში. 2. დემეტრაძესთან. 3. კ. გორდელაძესთან. ფიასკოა. 4. ბ. ბიბინეიშვილი.
რამ გადააგვარა ეს ხალხი? დ. გვაზავა ეთანხმებოდა ბარონს. პ. საყვარელიძემ რისხვით გადმომხედა(!).
საინტერესოა მნათობის მდგომარეობა.
არის დიდი არეულობა საზოგადოთ! ს. დევდარიანი დ. დემეტრაძეს ც.კ.-ში სთხოვდა რაღაცას და ამბობდა: არ მინდა ვიყო პოლიტიკური ლეში - ო! ო! ო!
მე ცოტა შერცხვენილი დავრჩი სხვებთან: ბევრი იყო ვიღაცეები კ. გორდელაძესთან. იქ არ შეიძლებოდა. მითხრა 3-4 დღის შემდეგ გამორკვევა რამისა. ერთის სიტყვით, მდგომარეობა მეტისმეტად კატასტროფიულია. ჟორჟიკაზე სთქვეს: ასეთი არამასრულებელი საქმისა და უინიციატივო მეორე არ არისო. რა ეშველება საქმეს?
რა ეშველება უმუშევრობას. აი, თავი და თავი!

28 ნოემბერი.
საქმე მიდის: ჯგირად. ტელეფონის ფული მიუტანა. გადარიცხვისაც.

29 ნოემბერი.
სელივანოვსკი ჩამოვიდა (ლიტ. გაზეთი). უმუშევრობა.
(პლეხ. №55. „ყრუ და მუნჯები“).

1931 წ.
პირველი მაისი.
მეექვსე თვე გადის, რაც დღიურში არა ჩამიწერია რა. ამ ხნის განმავლობაში მე გადავიტანე ბევრი რამ:
უმუშევრობის, უფულობის გამო იძულებული გავხდი გავქცეულიყავი სოფელში ძმასთან, რომელმაც გამიწია დახმარება. მან მომცა პალტო. როდესაც სოფლიდან დავბრუნდი, ავად გავხდი ისევე გრიპით.
მაგრამ დავანებოთ თავი.
უმთავრესი ჩემს ცხოვრებაში ისაა, რომ მიმაგრებული ვარ ხელოვნების სასახლეზე და პენსიის სახით ვიღებ 150 მან., სულ გამოდის 200 მანეთი - პენსია. ამასთანავე არჩეული ვარ ცაკის კანდიდატათ, რაც ყველაზე უფრო დიდებული საქმეა.
„რევოლიუციონური საქართველოს“ ბეჭდვა დასრულდა მნათობში.
„მნათობი“ მწერალთა კავშირის ხელში გადავიდა.
ბენიტომ დაამარცხა ტატულოვი და ისევ გამაგრდა ამიერ კავკასიის პ./მ. მდივნად, „ნა რუბეჟეს“ რედაკტორად.
ყანწელები ამ გარემოებამ პირველ ხანებში დაასუსტა, მაგრამ შემდეგში მათ მონახეს გზები - დაახლოვებისათვის.
დაიბეჭდა ჩემი პირველი ლექსი „პროლეტარულ მწერლობა“-ში.
ოფიციალურად გამოცხადებული ვარ მოკავშირედ.
ჩემს შესახებ იყო წერილები: На Рубеже-ში, Заря Востока-ში, კომუნისტში, ახ. კომუნისტში, არის თარგმანი სომხურ ჟურნალში, არის წერილი „პროლეტ. მწერლობაში“. ვარ, მაშასადამე, ცენტრალური ფიგურა ქართულ პოეზიაში.
ხელის ოპერაციის შემდეგ (თითი ჯერ კიდევ არაა მორჩენილი) კბილი გავაკეთებინე. განწყობილება კარგია მასთან.
ბინა ჩემთვის საუკეთესოა. ჯერჯერობით მე უკეთესი არა მინდა.
ეხლა რა არის გასაკეთებელი?
1. წიგნად უნდა გამოვიდეს „რევ. საქართველო“.
2. 25 მაისს უნდა მოვაწყო გრანდიოზული საღამო.
3. უნდა მოვაწყო რუსეთში ჩემი წიგნის გამოცემა.
4. ჯანმრთელობის აღდგენა.
5. დახმარება დედასა და ოლიას.
6. იერიში პოეზიის ფრონტის განმტკ. „გაზეთი“ რუსულად.
7. იერიში ხელოვნების სასახლეზე.
პირველ ხანებში უმთავრესია: 1. გაზეთი, საღამო, წიგნი.
8. ყველა გაზეთებში დემონსტრაცია რევ. საქართველოსი.
9. დარაზმვა მწერლების, არტისტების, მეგობრების, ამხანაგების (ტელეფონი, ფოსტა, სიტყვიერი პროპაგანდა, მხატვრები).
ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს დაკვრითი წესით.
ყველაფერი გეგმიანად - ყველაფერი აწონ-დაწონილი, გამოანგარიშებული უნდა იყოს.
ყოველდღე - ყოველი საათი უნდა გამოანგარიშდეს.
ძირს გულგრილობა, გაუმარჯოს ენერგიას.
გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველი წვრილმანი გეგმისა შესრულებული იქნება.
მაგალითად, რისთვის არის საჭირო გაზეთი? 1. პროპაგანდისთვის მასაში. 2. პროპაგანდისთვის რუსული წიგნის გამოცემის დროს. 3. ავტორიტეტის განმტკიცებისათვის. გაზეთს უნდა მიეცეს სერიოზული გამოცემის სახე. გაზეთი ამომწურავი ინფორმაცია უნდა იყოს რუსებისათვის, ყოველ დღეს უნდა გაკეთდეს ჯამი მოქმედებათა შედეგების. ყოველდღე უნდა დაისახოს მიზანი მეორე დღისათვის. ეს შავი სამუშაოა, მაგრამ უაღრესად საჭირო.
არ უნდა დაერიდო შავ სამუშაოს, ნუ შეგეშინდება ცოტაოდენი ჭუჭყის, ოღონდ იდეა იყოს სპეტაკი და ნათელი.
უბრალოდ ასე უნდა მოეწყოს ეს საქმე: მოველაპარაკები მწერალთა კავშირს და განსახკომს, რომ მე ვაწყობ საღამოს და უნდა დამეხმარონ.
დღეს პირველი მაისია: დიდებული, ასი პროცენტით უღრუბლო ცა. ტფილისი ზეიმობს წითელი დროშებით და ხალისიანი დემონსტრაციებით. ოცდაოთხი დღის შემდეგ ტფილისი იქნება ჩემი. იქნება ჩემი საღამო, იქნება სიხარული, იქნება აღტაცება. გაუმარჯოს 25 მაისს.
განა დიდი ხანია მას მერე, რაც აცხადებენ: გალაკტიონმა შემოიტანა ლიტერატურული დემპინგი, უმაღლესი ხელოვნება დაიყვანა მასამდე, და ჩალის ფასად ყიდის მასო. სხვადასხვა ვარიაციებით ამას იმეორებენ დღესვე ჩვენი მემარჯვენეები. დავით კლდიაშვილის დასაფლავების დღეს მე რამდენჯერმე გავიგონე ასეთი აბდაუბდა. მემარჯვენეები ჩემი მოწინააღმდეგეები არიან. მე უნდა დავეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ პროლეტარულ მწერლობას, არავითარი ყანწები, არავითარი მემარჯვენეები. თუ ამათი ჩარევა მოხდა ჩემს საღამოში, მოხდება იმდენად, რამდენადაც ეს პროლეტარული მწერლობის ინტერესებიდან გამოვა (მე გამოცხადებული ვარ მათი უმთავრესი ჟურნალის „პ. მ.“-ს თანამშრომლად).
(მეზობელმა ეს ეს არის გააგდო სახლიდან ახალგაზრდა მოსამსახურე რუსის ქალი: „Уходи, уходи.. Целый день тебя нет дома. Уходи!“ ის მოსამსახურე მე დღეს დავინახე: დემონსტრაციაში, პირველი მაისის დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას. საღამოს დაბრუნდა და სამსახურიც დაჰკარგა ამის გამო. ეს სინდისია? ამას სჩადის კომუნისტის ცოლი. რა უნდა ჰქნას ახლა გამოუცდელმა ბავშმა? საზიზღარია ყველა, ვისაც უმუშევრობა არ გამოუცდია, საზოგადოთ, საზიზღარია ცხოვრება).

10 მაისი.
იყო მწერალთა წმენდა.
გასწმინდეს კარგად. მოსცხო ბენიტომ, მოსცხეს სხვებმაც.
პაოლომ უსინდისოდ გამოილაშქრა ჩემს წინააღმდეგ.
მაგრამ მას ხმა გააკმენდინეს. „გააგდეთ, მაგისი დედა...“ - გაისმოდა დარბაზში. პაოლო ამტკიცებდა, რომ თანამგზავრები არ არსებობენ. ამასთანავე მას ეხმარებოდა ყველა მემარჯვენეები. გამოირკვა, რომ არც ერთი მათგანი ფრონტს არ სტოვებს.
ბენიტომ სთქვა: მაგათ მოვსპობო როგორც ჯგუფსო.
უმრავლესობა აღელვებულია მემარჯვენეების უტიფარი გამოსვლით.
მოსალოდნელია დიდი ლიტერატურული ომები.
პროლეტმწერლებთან ერთად დაირაზმებიან თანამგზავრები. ეს ფაკტია.
მემარჯვენეები ყოველ ღონეს მიმართავენ პროვოკაციისათვის ჩემს წინააღმდეგ.
საჭიროა მედგარი ომი - მათთან.
„გააგდეთ, მაგისი დედა“... რომ გაისმოდა, ეს სიმპტომია იმისი, რომ ხელჩართული ომიც წავა.
მემარჯვენეები მოიღუნებიან საცოდავად.

11 სეკტემბერი.
მემარჯვენეების ისტორია სამუდამოდ გათავდა.
პროლეტმწერლობამ შეიძლება ჩემზე მოიტანოს იერიში. იყო მათი პლენუმი.
კომუნისტში მუშიშვილის წინააღმდეგ, მე გადამკრეს.

21 ნოემბერი.
საუბარი ისეთი, რომელიც ჩემს შესახებ ისმის მეორე ოთახიდან, რომელშიდაც ღვინით ილეშებიან ვიღაც უცნობები და რომელსაც კვერს უკრავენ ჩემი მეზობლები, ყოველ წრეს გადასული მუქარაა, სხვა არაფერი.
ახალგაზრდა ქალი ჰყვება, თითქო მე ვავიწროებდე ყველა დემეტრაძეებს. იგი აღიზიანებს მათ, ამხედრებს მათ ჩემს წინააღმდეგ და ისმის ასეთი სიტყვები:
- რატომ არ გალახავთ, რატომ ცხვირპირს არ დაამტვრევთ, რატომ ფანჯრიდან არ გადაისროლით.
- ყოვლად მოუთმენელი ამბავია!
ეს არის ჩემდამი ისეთი ზიზღის გამოხატულება. უმთავრესი ისაა, რომ მათ იციან, რომ ყოველივე ეს მე ძალიან კარგად, გარკვევით მესმის მეორე ოთახში და ალბად მათ სწორედ ეს სწყურიათ!
ესაა გაგრძელება ძველი ისტორიის. ყველანი ერთი მიზნისკენ მიეშურებიან - დამატოვებინონ ოთახი შეერთებული პროვოკაციული გამოსვლით.
მართლაც და რითია გამოწვეული ჩემდამი ასეთი უპატივცემულობა, თუ არა ამ ერთად ერთი მიზნით. მე ძლივს ძლივობით ვიკავებ ბოღმას. რად არ მაქვს იმდენი ფიზიკური ძალა, რომ ვაგრძნობინო ამ ხალხს მთელი მათი „უსინდისობა“.
„კავალრების“ დაცვით გახარებული ქალები განაგრძობენ:
- როგორ გალახავთ, ფანჯრიდან როგორ გადაისვრით. შალიკო ოკუჯავას სიძეა, ბატონო!
რა „პატიოსანი“ ხალხია. უნდათ მაგრძნობინონ, რომ მხოლოდ შალიკოს უწევენ ანგარიშს, და არა მე!
დავიმახსოვნოთ ეს ამბავი (ერთია, ვიღაცა ლეო, აჩიკო, მეორე აკაკი, მესამე გეპეუს თანამშრომელი, ყველა მთვრალია).
ცხადია, ყველა რაღაცას ამზადებს, რაღაც პროვოკაციულს და მავნებელს! საჭიროა ფხიზლად ყოფნა.
ისინი სარგებლობენ ალბად იმ გარემოებით, რომ ოთახში სრულიად მარტო ვარ.

სამშობლო.

*
ეხლა კი, მშვიდობით, მშვიდობით,
მშვიდობით, [ლექსებო ყრმობისა] ლექსების კამარავ,
[მიგანდობთ] [მივდივარ] შენ მიხვალ, მე ვრჩები...

* * *
ეხლა კი [ნახვამდის, ლექსებო!] მშვიდობით! ნახვამდის!
ნახვამდის, [ლექსების] ლექსებო კამარა -
ჩემს გზაზე [თუ მალე დაღამდეს] რაც უნდა დაღამდეს,
[მივდივარ] [აწ ვშთები არავის] ვარ თქვენზე ოცნების ამარა.
მგზავრობა [გისურვოთ] გქონოდეთ კეთილი!
[ლექსებო, ეს ჩემი ვალია.]
[თქვენ გიცავთ ქვითკირის კედელი:]
[გახსოვდესთ, ლექსებო] მე მინდა გისურვოთ მხოლოდ ეს,
[თქვენ გიცავთ] [ისე, ვით] რომ როგორც ქვითკირის კედელი,
მფარველად სიმართლე გყოლოდესთ!
[წამებულს მიეცით ნუგეში,
არ უკრთეთ უმართლო ყიჟინას,]
[ნუ] არ სძრახდეთ მართებულ ყიჟინას,
ნურც რისხვა [უმართლო,] გაკრთობდეთ უხეში.
თქვენ მედგრად იყავით, მტრის [ჟინას] ჟინზე,
[წამებულს] [დაცემულს] დაღალულს მიეცით ნუგეში,
უთხარით, ცხოვრების ნამგალი,
[ახალი ყოფისკენ] მოხრილი სხვაგვარად მიხაროს,
რომ აქვე ბევრია სამკალი,
რომელიც იძლევა სიხარულს;
მაშ ასე, ლექსებო, [ამ გუნდით] [ბინდ-ბუნდით] მძლე გუნდით
გაჰკვეთეთ ქარი და ნამტბარი,
გასწიეთ და ისევ დაბრუნდით,
[უფრო მხნე და უფრო ძლიერი]
[ახალი] მკითხველის [ოცნებით] გრძნობებით გამთბარი.

* * *
ეხლა კი მშვიდობით! ნახვამდის!
ნახვამდის, ლექსებო კამარა.
ჩემს გზაზე რაც უნდა დაღამდეს,
ვარ თქვენზე ოცნების ამარა.
მგზავრობა გქონოდესთ კეთილი
და მინდა გისურვოთ მხოლოდ ეს,
რომ როგორც ქვითკირის კედელი
მფარველად სიმართლე გყოლოდესთ.
ნუ სძრახდეთ მართებულ ყიჟინას,
ნურც რისხვა გაკრთობდეთ უხეში,
თვალი არ უქციოთ მტრის ჯინას,
[და] [დაღლილს [მიეცით] არ მოეკლოს ნუგეში.]
დაღლილსაც ხომ უნდა ნუგეში.
უთხარით: ცხოვრების ნამგალი
[მოხრილი სხვაგვარად] გასჭედოს, მოხაროს, მიხაროს,
რომ აქვე ბევრია სამკალი,
რომელიც იძლევა სიხარულს.
ნახვამდის, ლექსებო! მძლე გუნდით
გაჰკვეთეთ ქარი და ნამტბარი,
გასწიეთ და ისევ დაბრუნდით
მკითხველის გრძნობებით გამთბარი.

გალაკტიონ ტაბიძე
11 ნოემბერი, 1923

*
- გაიანე, შენა?
- გახლავართ სწორედ. გამარჯობა თქვენი! როგორ შემიცანით?
ჰმ! როგორ შევიცანი!.. გაიანეს დავიწყება შეუძლებელია ჩემმიერ, ვინაიდან არაჩვეულებრივ პირობებში მომიხდა მისი გაცნობა, მართალია, ეს 26-27 წლის წინად იყო, მე კიდევ სრულიად ბავში ვიყავი.

*
მოგზაურობა შეიძლება დავიწყოთ აპრილიდან (IV, V, VI, VII, VIII, IX).
1. თუშეთი, 2. ფშავეთი, 3. ხევსურეთი, 4. რაჭა, 5. ლეჩხუმი, 6. სვანეთი, 7. ახალციხის მხარე (სამცხე-საათაბაგო).

*
1932 წ., 26 იანვარი.
„სალიტერატურო გაზეთში“ დაიბეჭდა მაშაშვილის ლექსი, ნაწილობრივად მიმართული ჩემს წინააღმდეგ, საერთოდ კი თანამგზავრებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ. ამის შესახებ დღეს საუბარი მქონდა ბენიტოსთან. მე წავუკითხე მას ეს ლექსი, აგრეთვე ლექსი 1923 წ. მაშაშვილის.
ბენიტომ სიტყვა-სიტყვითა სთქვა:
- რა სისულელეა, რა ბავშობაა. შენ ამისი ღირსი არა ხარ. შენა ხარ უფრო სხვა, დიდი დაფასების ღირსი.

*
საქართველოა ეს მთა და ბარი,
თუ ის არ არი -
სინამდვილეა ეს თუ ზღაპარი?
გრიალებს ქარი.

*
ლენინი ჩამოვიდა. ბარიკადებზე.
ქუჩები უცდიან ბარიკადების დასერვას.

[აბობოქრებული ფაბრიკა-ქარხნები]
მასები უცდიან ლენინს

[ეს ფაბრიკები და ეს ქარხნები -]
ფაბრიკა-ქარხნებს...

წითელ დროშის ქვეშ საომრად მდგარი,
მომსწრე მრავალი დღეების ბნელის,
[ეს ფაბრიკები, და ეს]
ფაბრიკათ რიგი, ქარხნების ჯარი
        უცდიან ლენინს.

დამშეულთ რიგი, გამწარებული,
ამაოდ ხელი რომ გაუწვდია.
ბურჟუებისგან არ ელის შველას
        ლენინს უცდიან!

[ბეჩავი] ქოხები, ძნები და ფარეხები -
გრძნობენ გრიგალის ტეხილს მოვლენილს,
[გამწარებული] ღარიბ-ღატაკი სოფლის გლეხები
                უცდიან ლენინს.

გამწარებული ფრონტიც მზად არის,
შეატრიალოს ტყვია სიზუსტის -
კლასიურ მტერზე მივიდეს უნდა -
        [ის] და ლენინს უცდის!

ეროვნებათა დაჩარგულთ [ბედი] -
ბარიკადები ქუჩების ვრცელის -
ჩიხში მოქცეულ რუსეთის ბედი,
        [მოელის] უცდიან ლენინს.

უცდიან ლენინს
1. აბობოქრებული ფაბრიკა-ქარხნები
საბრძოლველად დარაზმულნი,
საბრძოლველად წითელ დროშის ქვეშ,
უცდიან ლენინს.
2. მშიერი რიგები, გამწარებული,
აწეული აქვს მუშტი დასარტყმელად,
უცდის ხელმძღვანელს.
3. მზადაა ყველაფერი და ყველა, ერთი სიტყვით,
უცდიან ლენინს.
4. დაბეჩავებული, გაღატაკებული,
გაძვალტყავებული სოფელი
უცდის ლენინს.
5. გამწარებული ფრონტი მზად არის
შეატრიალოს იარაღი კლასიური
მტრის წინააღმდეგ.
და ელის ლენინს.
6. დაჩაგრული ეროვნებები
ელიან ლენინს.
7. ქუჩები უცდიან ბარიკადებს.

*
მე, რესპუბლიკის სახალხო პოეტს,
[ნება მომეცით, ამხანაგებო,]
        (ხა, ხა, ხა!).

[მე, რესპუბლიკის სახალხო პოეტს...
მგონია, ის კი დავიმსახურე,
სულ ორიოდე სიტყვა მომეცეს,
        მეტი არაფერი!]

ამხანაგებო!
მაგრამ... ხა... ხა, ხა, ხა, ხა!

*
რევოლიუციის მეხუთმეტე მოვიდა წელი.
გველი, ძველი, მცველი, მწველი, სველი, ბნელი, ძნელი, წნელი, ხმელი, მღვრელი.

[რევოლიუციის] მე XV წელი
ხმამაღლა, ხმამაღლა, ხმამაღლა იყვირეთ, ჰეი,
[ინდუსტრიალური საყვირი რეკავს, რეკს,
ქარხნების საყვირებს..]
ფაბრიკა-ქარხნის საყვირებო, ბუკო, ნაღარა,
ჰეი, იყვირეთ, რომ საოცარი წელი მოვიდა,
რევოლიუციის მეხუთმეტე მოვიდა წელი.

ფაბრიკა-ქარხნის საყვირებო, [დასცხეთ ხმამაღლა] გასძახეთ ყველას
უფრო ხმამაღლა, რომ დაყრუვდეს ეს მთა და ველი.
ჰეი, გაჰყვირეთ, რომ საოცარი [წელი] გმირი [მოსულა,] მოვიდა,
ინდუსტრიალურ მშენებლობის [წელი] ბედი [მოსულა,] მოვიდა,
რევოლიუციის მეხუთმეტე [მოვიდა] [მოსულა] წელი...
[ბუკო, ნაღარა, შეარყიეთ]
[ბუკო, ნაღარა, შეარყიეთ]
რამდენი ბრძოლა გავიარეთ!

მესამე გადამწყვეტ წელში სოციალისტური ეკონომიკის საძირკვლები.
კოლეკტივები...

*
რევოლიუციონურ გერმანიის [მეომარ პოეტს] მებრძოლ პოეტებს
იოგან ბეჰერს, ჰაზენკლევერს, ტოლლერს, მივმართავ და ვერფელს.
[ამხანაგებო! საოცარი წელი მოვიდა.]

რევოლიუციონურ საფრანგეთში მარსელ მარტინეს,
ნოელ გარნიეს, დიუამელს, ვაიან კუტიურიეს.

რევოლიუციონურ ვენგრიაში ანდრეას ადის,
ემილ მადარასს, ანდორ გაბორს, ანატოლ გიდაშს.

რევოლიუციონურ პოლონეთში: ბრუნო იასენსკის,
რევოლიუციონურ ინგლისში და ამერიკაში
არა ერთს და ორს ააღელვებს [ლოდინი] ძახილი მწველი,
რომ ბორკილების დალეწვისთვის ეს დღე მოვიდა,
კაპიტალიზმის აღსასრულის ხანი მოვიდა,
რევოლიუციის მეთხუთმეტე მოვიდა წელი.

სადაც კი არის დამჩაგვრელი და დაჩაგრული,
წინ! იერიში მივიტანოთ სასახლეებზე!

იყავით მკაცრნი, დრო არ არის [მანდ შებრალების] მიტევების,
[გაანადგურეთ და დალეწეთ ბორკილი ძველი]
ბოროტებაა - შებრალება [უგულო] ჯალათი მტერის.
[კაცობრიობას აქვს უსათუო, აქვს ერთი მარში.]
ყველა სოფლებო, ქალაქებო!
მილიონიან ნაბიჯებით, [გასწით] კაცობრიობავ,
გასწიე მარშით.

ყველა მუშებო და გლეხებო!
მირიადებო,
ჯარისკაცებო,
ინგლისელო მეზღვაურებო.
მშენებლებო, რკინისგზელებო.
დროშებო, მაღლა იფრიალეთ!
ტრანსპარანტებო, ლოზუნგებით აავსეთ ქუჩა.

რა დროს ძილია, ინტელიგენტო, გამოდი გარედ!
მსოფლიოს ძარღვებს,

ევროპა, აზია, ამერიკა და აფრიკა.
ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთს და დასავლეთით.
გადავდოთ ყველა პრობლემები.

*
ჟამი გადაშლის უგონობით სავსე კოშმარებს,
მემამულეებს და მეფეებს, ხუცებს, ბანკირებს;
დრო [ჩვენს] იმ გმირების საუკუნეს დაიმახსოვრებს,
[რომელთაც [წარსულში] ნაგავი წარსულისა]
ძველი ნაგავი რომელთ რკინის ცოცხით აღგავეს.

* * *
ერთი კი არა, ბნელს ეკვეთნენ მილიონები,
მსოფლიო იწევს, რომ დალეწოს ძველი ბორკილი.
გულუშიშარნი წინ მიდიან ავანგარდები,
ფოლადის მკერდით გზას უკვლევენ შთამომავლობას..

* * *
დაინახეს რა, რომ მსოფლიომ დაჰკარგა გონი.
მაღლა აუშვენ საყვირები, მიაწყდენ ქარხნებს.
შენ, დედამიწავ, დაცემულ გმირს მიუალერსე,
ის მოელოდა, ის შრომობდა, იგი იბრძოდა.

* * *
ქალაქთა ქუჩებს, როგორც მგრგვინავ ბარაბანის გულს,
ურტყამს ფეხები მშრომელების ბატალიონთა.
ქარი სახეში სცემს გლეხების ხმამაღალ გუგუნს,
სოფლის საბჭოთა ეზოები ივსება ხალხით.

* * *
თოთხმეტი წელი, ეს თოთხმეტი არის სამარე,
[გათხრილი ყველა ქვეყნის, ყველა ქვეყნის]
რევოლიუციის დაუნდობელ მტრისთვის გათხრილი.
თოთხმეტი წელი, ეს თოთხმეტი არის კარები,
ფართოდ გაშლილი, ყველა ქვეყნის მშრომელთ წინაშე!
[მილიონების უფართოეს ჰორიზონტებთან.]

* * *
და ეს გაკეთდა არა თეთრი ხელთათმანებით,
ან გულჩვილობით, დარიგებით, შერიგებებით -
მიწავ, ბრძოლაში დაცემულ გმირს მიუალერსე,
იგი იბრძოდა თავდადებით, იგი დაეცა.

კვამლი და ფოლადი
ფოლადის [გული] ფენა უსათუოდ შეთავსებაა
ქარხნების კვამლის და ქარხნების მშრომელის სისხლის.
[მას ცეცხლის ენა ლოკავს, უვლის გარს და]
ლოკავს მას ცეცხლი, გარს უვლის და გარბის, [სისწრაფით] სტოვებს რა,
კვამლს, მშრომელის სისხლს, და ცისფერ ფოლადს (ცივს, გამზადებულს).

კვლავ ლოკავს ცეცხლი, გარს უვლის და გარბის სისწრაფით,
ფოლადის ფენა იქცა ტანად, ბორბლად, ნემსად, ნიჩაბად,
ანძებად ცაში, მუდამ ცივი და მოღუშული,
ის ხომ კვამლისგან და სისხლისგან არის შექმნილი.
პიტსბურგი, იონგსტაუნი და გერი ფოლადს ამზადებენ ადამიანებისაგან.

ადამიანის სისხლითა და ქარხნების ჭვარტლით
გაკვამლულნი ღამეები სწერენ თავიანთ შელოცვას:
კვამლი ფოლადში და სისხლიც ფოლადში.

თვითმფრინავი მიჰქრის სილაჟვარდეში, ფოლადი უმღერის მოზუზუნე მოტორს.
ფოლადის [ღობე] სინებს შემოუხაზავს ქარხნის ღობე.
ფოლადის ბოძები ბუდეებში აქვთ ქარხნის კარებთან დარაჯებს.
ფოლადის ბარჟებს მიაქვთ руду, ამოფხაჭნილი ფოლადის მიერ მიწის ჯურღმულიდან, ამოღებული და ჩაწყობილი ბარჟაში ფოლადის ხელებით, ნანინავებული - გზაში ფოლადის ფოლადზე რახუნით.
ხრახნები და საჭეები - ეს ფოლადია.
ისინი სთხრიან, ფრხილავენ, სწევენ, მათ გადააქვთ თავიანთი ფოლადის სახსრები გაკვეთილიდან ახალ გაკვეთილამდე; ესენია ფოლადი - რომელიც ბადებს ფოლადს. ცეცხლი, დაფიფქული სათბობით, ჰაერი - იბრძვიან სათბობებში, ნიაღვარი თუჯისა მოთვინიერებულია; Болванки - ჩაჭერილნი არიან ვინტებით. Окалина - შექუჩებულია.
ოკეანეთა [ხომალდები] გემები ზღვაზე, ცახახუნები [დედამიწაზე] ხმელეთზე, ფოლადი ოკეანეს ფსკერზე, ფოლადი მოარული ცაში.
იხარშება ხუთი ადამიანი წითლად გავარვარებულ ფოლადის ქვაბთან,
მათი ძვლები ჩაკირულია ფოლადის Сплав-თან.
მათი ძვლები ჩაქსოვილია ჩაქუჩსა და Наковальня-სთან.
ჩაფერფლილნი არიან წყალ-შემბოჭავ ტურბინებში.
ეძიეთ ისინი რადიოანძების ტროსების ხლართებში. ისინი ყოველთვის აქ არიან, შეხედე მათ კარების ფოლადიან ფანჯარაში, მათთვის არ არსებობს სიძნელენი - მათ აჰყავთ ადამიანები სილაჟვარდეში და ფოლადი უმღერის მოზუზუნე მოტორს (ძრავს).

ქ. ახალციხე
„ქალაქი ახალციხე გაშენებულია მდინარე ფოცხოვის ნაპირებზე. ფართო მკვდარ „Котловина“-ში, იმნაირადვე მკვდარ უმცენარეო (უტყეო) კლდეებში. ქალაქი შეხედულებით სავსებით აღმოსავლეთურია: სახლები პატარ-პატარა, დაბალი, ხისა ან ქვის, ბანებიანი სახლები. ბანის ჭერი ქუჩისაკენაა, და იჭერს მას მძიმე-მძიმე ქვისაგან აგებული ფრონტონი. ღია ცისქვეშაა ყველა დუქნები: სამზარეულოები, ფურნეები, მკერავები, დალაქები, გამწკრივებულნი ღია დარაბების წინ, დაბალ დახლთან (лавки - палаты); სახლების გარშემო საკმარისადაა მცენარეულობა (Зелени); ბევრია პირამიდალური ალვის ხეები. საერთოდ კი უმნიშვნელო და უსუფთაო ქალაქია.
მცხოვრები 15 ათასია. მათ შორის ქართველები, სომხები და თათრები. არის ორი ქართული ეკლესია.
უმრავლესობა მცხოვრებთა სომხობაა - მათ ამიტომ ეკლესიებიც ბევრი აქვთ.
რას წარმოადგენს თვითონ ციხე?
იგი აგებულია ყველაზე მაღალ [მთის თავზე] მთებზე, რომლებიც უვლიან ქალაქსა და იცავენ მდინარე ფოცხოვის ხეობას (თუ ველს? долина). იგი შესდგება კოშკების კედლებისა და ბასტიონისაგან (ოსმალური ხელობისაა). გაუთლელი, ცუდათ შერჩეული და შეხამებული ქვებისაგან. არ ვიცი, წარმოადგენს თუ არა იგი რაიმე ღირებულებას სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგრამ სანახაობა (გადასახედავობა) მისი ბასტიონიდან დაფენილ ველზე, მახლობელ ველზე და ქალაქზე, რომელიც მის ძირზეა გაშენებული, საუცხოვოა. მეჩეტის გარშემო ყრია წინანდელი სვეტები ადგილობრივი მომწვანო ქვისაგან.

გამქრალი მდინარე
ახალციხიდან 7 ვერსზე საფარის მონასტერია, ადგილმდებარეობა მისი არის მდინარე გრელისსა და ურაველის წყალს შორის. და იმდენად მიუდგომელი და უდაბურია, რომ მასთან მისვლა მხოლოდ ცხენით [თუ] შეიძლება.
დიუბუა და ბაქრაძე ამბობენ დაბურულ ფიჭვის ტყეზე, რომლის სიღრმეში არისო მონასტერი. ამასვე გვიმტკიცებს დონდუკოვ-კორსაკოვი, რომელმაც ინახულა საფარა 1848 წ., როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები იკავებდენ ხსენებული მხარის ტერიტორიას. ეხლა კიო, სწერს გრ. უვაროვისა (1894 წ.), ეს ადგილი მოკლებულია ყოველგვარ მცენარეულობას: არ არის ართუ რაიმე ხე, მისი ნიშანწყალიც კი; ხის ძირებიც კი არ დარჩენილა, რომ რამე წარმოდგენა ვიქონიოთ წინანდელ ფიჭვის დაბურულ ტყეზე. დიუბუას სიტყვით (Dუბოის. Vოყაგე ავტოურ დუ ჩავცასე. თ. III პ. 228), ტყის სიღრმიდან ძველად გადმოჩუხჩუხებდა წყალით მდიდარი არაკელის წყალე. მაგრამ ტყეებთან ერთად გაჰქრა ეს მდინარეც. მის მაგივრად მონასტერთან ორი შადრევანიღაა დარჩენილი (Два фонтана), ხეობის სიღრმეში, მისაგან რამდენიმე ნაბიჯის გავლით (მოშორებით). (ბროსსე მონასტერის აშენებას აკუთვნებს 1309 წ., ბაქრაძეს ისტორიული წყაროების მიხედვით მოჰყავს სამი შესაძლებელი დატა: 1072, 1082, 1125 წწ.).
მშვენიერად ნაგები ეკლესიაა.
მონ. გარს ავლია მაგარი კედელი (სისქე 1 [მეტრი] არშინი და 6 ვერშ.), ნანგრევები კოშკისა, რომელიც ეკუთვნოდათ მშენებელთ და მფლობელთ ადგილობრივი სავანის "საათაბაგოის ათაბეგებს" (იყო ცნობილი მანუჩარ ათაბეგი), მისი ჭიშკრები და კოშკები. სამხრეთ-აღმოსავლეთის და დასავლეთის მხარე ხეობისა წარმოადგენს შესამჩნევ Возвышенность-ს, და სწყდება ხრამით (ღრმახევით), აქ არის შესანიშნავი ფრესკები.

*
[გერმან კესსერ. Hermann Kesser. შტრასსენმან. Strassenმან.]
[შტრალენბურგერშტრასსეზე] აბრეშუმის ფაბრიკა მოთავსებულია ქუჩაზე, რომელიც თავისი დაბალი სახლებით და პატარა ბაღჩებით - ჩვეულებრივად მშვიდობიანად და წყნარად სთვლემს თავისთვის, ქალაქის მოძრაობას მოშორებული; ერთი კაცი, რომელიც თუმცა არასოდეს არა სჩანს, იწყებს თავისი უცნაურობებით მეზობლების ყურადღების მიპყრობას [და ეს კაცი ვარ მე].
იგი ცხოვრობს სწორედ ჩემს პირდაპირ, რუხი ქვის სახლის პირველ სართულში; უთუოდ იგი იმის ერთად ერთი ბინადარია.
უპირველეს ყოვლისა თვალში გეცემა ის გარემოება, რომ სისხამა დილიდანვე მასთან მოაქვთ სახლში ქალაქის თითქმის ყველა გაზეთები, რაიც შეადგენს დიდ რაოდენობას, ვინაიდან უკანასკნელ კვირაში გაზეთების ნიაღვარი საგრძნობლად გადიდდა.
არაა ამ უბანში მეგაზეთე, რომელიც არ შესულიყოს რუხ სახლში. ადამიანმა, რომელიც საერთო ყურადღებას იპყრობს ახალი [ამბების] ცნობების მასიური მოთხოვნილებით, მოაწყო თავისთვის, როგორცა სჩანს, რაღაცა ცნობათა ბიუროს მსგავსი, რაიც მტკიცდება იმითაც, რომ იმისი სახლის კარებთან ზარს რეკენ აგრეთვე მეამანათენი და ფოსტალიონები, [უმთავრეს] მეტ ნაწილად უდროო დროს, ხანდახან გვიანი ღამითაც კი. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა შესამჩნევი, შტრალენბურგშტრასსე, მესამეხარისხოვანი ქუჩა რომ არ იყოს, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული მრავალმილიონიან ქალაქის მოძრაობასთან... მას გვერდით უვლის მასავითვე ყრუ, მაგრამ ცოტათი უფრო განიერი ქუჩა, რომელიც მახლობლად გაყვანილ ტრამვაის ხაზის მეოხებით მოფენილია სამრეცხველოებითა და სარძევეებით.
ათიოდე სახლი ემიჯნება გარეუბანს, რომელშიც ზაფხულობით სცხოვრობენ მაწანწალები; ამ მხრიდან ყოველთვის, დღითა და ღამით მოდის [ჰაერი] არასასიამოვნო შთაბეჭდილება უკანაკარების. ღამით მას ახრჩობს ეს გარეუბანი სიბნელითა და სიცივით. დღით მას მოსავს მოღუშული ნისლები ღრუბლის. არასდროს აქ მზე [არა სჩანს] არ შემოიხედავს, არასდროს ვარსკვლავები არა სჩანან.
შტალენბურგშტრასსეს მცხოვრებნი ვერ ამჩნევენ მზისა და ვარსკვლავების არსებობას. გულზვიადად და უხმოდ, გულგრილნი მიწისა და ცისადმი, სხლტებიან ისინი გაყინული სახეებით ერთი მეორეს [გვერდით] ახლო, არავინ არავის არ ესალმება. ისინი აღებენ შესავალ კარებს და გამოდიან. შემდეგ ბრუნდებიან ცალ-ცალკე ან რამდენიმე კაცი ერთად. ისინი ანთებენ სინათლეს ფანჯრებს იქით და უშვებენ ფარდებს. არ ისმის არც ბავშების ხმა, არც ძაღლების ყეფა. არავითარი ხმა, რომელიც [ამბობდეს] ამხელდეს შინაგან ცხოვრებას, არ გამოდის ქუჩაზე სახლებიდან.
ძვირად დაინახავთ გაღებულ ფანჯარას; საკმარისად ცივა, რომ საფუძვლიანად გაასუფთაონ ბინების ჰაერი, და გარდა ამისა, საგრძნობი გახდა ნახშირისა და შეშის ნაკლებობა.
უეცრად სახლების ფასადები ცოცხლდებიან. აივნებზე გამოეფინებიან ოჯახების მამები და დიასახლისები. ისინი გამოცდილი ხელით სინჯავენ კარებისა, [და] ფანჯრების ურდულების სიმაგრეს. სახლებს ედგმება კიბეები და ლურჯხალათიანი მუშები ეკლებივით წვეტიან მავთულებს ხლართავენ საწვიმარ მილებსა და ფრონტონებზე. მიზეზი ისაა, რომ წინაღამით მახლობელი ქუჩა მოინახულა მძარცველების შაიკამ. შტრალენბურგერშტრასეც მიეცა აგრეთვე აღელვებას, მაგრამ მალე ისევ ჩაეშვა თავის [უხმო] მუნჯ უმოძრაობაში.
უცნაური კაცი რუხი სახლის პირველი სართულიდან - ერთად ერთი არ ემორჩილება ამ შემთხვევაში საერთო წესს. არ კმაყოფილდება იმით, რომ იღებს უამრავ რიცხვს გაზეთების დამტარებლებისას და ფოსტალიონებს. იგი - საუკუნესთან მხარდამხარ მიმავალი, იძენს კიდევ თავისთვის პატარა ავტომობილს, რომელიც ზრიალებს რა სვლის დროს, ან განუწყვეტლად ქაქანებს შესავალ კარებთან, იწვევს საერთო უკმაყოფილებას. მას ალმაცერად [უყურებენ] უწყებენ ცქერას იმის გამო, რომ არა სცემს პატივს მეზობლების დილისა და ღამის ძილს, ისევე ხშირად, როგორც ხმაურობით, გამოჩნდება და ქრება - ყოველთვის [ავტოს] მოტორის მსტვინავი ბორბლების აკომპანიმენტზე.
ყოველდღე დილის ერთსა და იმავე ნისლიან [დროს] საათს იგი სტოვებს თავის სახლს. თვალებთან გაზეთ-აფარებული, რომელიც თითქმის ფარავს მის რუხ კოტელოკს, იღლიაში კიდევ მთელი [კიპა] შეკვრა გაზეთებით, მიფრინავს იგი წინ, გარეშემო მოუხედავად, მთელი თავით შთანთქმული კითხვაში.
ეს უზარმაზარი მასსივი, [თავის ავტომობილზე] თითქმის უფრო მეტი სჩანს, ვინემ მისი ავტომობილი, რომელსაც შეუპყრია ეს საგრძნობი სხეული, მჭიდრო სახურავით ლაქისა და თუნუქისაგან, თითქო იმ მიზნით, რომ აბეზარი თვალებისაგან დაიცოს უკანასკნელი არანათელი ხაზები მისი გამოუცნობი სახისა.
ჰქრება ავტომობილი, ქარიშხალივით მიჰყავს იგი რაღაც [განუზომლად] უზომოდ სასწრაფო, გადაუდებელი საქმეებისაკენ.
გარდაუვალი გარემოებანი უთუოდ საშუალებას არ აძლევენ ამ კაცს, იკითხოს სახლში და ძალით მოჰყავთ იგი ამ...

როგორია ეხლანდელი საქმიანი მოსკოვი? ავტომობილი მის ისეთ მოთხოვნილებას შეადგენს...

*
შეურაცხყოფილი...
Что же я сделаю теперь?

Я знаю, знаю, вы велики,
Когда октябрь, что в вас влюблен,
Дарит вам красные туники
И роскошь золотых корон.

*
26 სეკტემბერი.
მზე ჩასულია, მაგრამ უკანასკნელი მისი ელფერი (და არა სხივი ან შუქი) აფერადებს ნარიყალას იქით ხევში ჩაწოლილ ღრუბლებს; (ო, პანორამა შორეული კოლორადოსი). ეს ფერი [ჰგავს] ნესვის გულის ფერია, ახლად გაჭრილი ნესვის გულის ფერი; ემოციით ვგრძნობ მის გემოსაც კი. დაბლა შავნაბადაზე, ბოტანიკურ ბაღს იქით მზისფერი არ არის, ქლიავის ფერი ღრუბლებია, სიშავემდე მისული ღრუბლები. მაგრამ აი, თანდათან ჰქრება ნარიყალას იქით შავნაბადამდე მისული გაჭრილი ნესვისა და ლიმონის ფერი.. აი, ის სრულიად გაჰქრა. სჩანს, რომ მზე სრულიად ჩავიდა, რომ მნდომოდა კიდეც, მე ვერ დავინახავდი მზის ჩასვლას ჩემი აივნიდან, უზარმაზარი სახლების დასავლეთით თვალთა წინ აყუდების გამო. მაგრამ მზე მაინც ჩასულია.
ზედ შუა ცაზე ჩამოკიდულია უზარმაზარი შავი ღრუბელი. იგი მძიმე ვეშაპივით იძვრის აღმოსავლეთისაკენ.
შემოდგომის საღამოა, სიცივე და ქარი ტრიალებს ჰაერში. მახლობელ ეზოში თავგადადებით შრიალებენ ალვის ხეები. ნელა ირხევა ჩემი აივნის წინ ხე, რომლის სახელი ჩემთვის უცნობია. ჰაერში დაფარფატებს ორად-ორი მტრედი. მაგრამ აი, როგორც ყოველ საღამოს, შემოდგომის ყოველ საღამოს, კაკილებივით აირივნენ ჭილყვავები, რომელთა სპეციფიური ხმა კრიალით ზარავს შემოდგომის გაკრიალებულ ჰაერს.
საღამო თანდათან ბინდდება. ქარი ისევ ისე ხმაურობს რტოებში. ვეშაპი ღრუბელი ისევ იმ ადგილასა სდგას ცაზე. იგი ძლივს შესამჩნევად იცვლის ფორმას.
მკაფიოდ ისმის შეღამებული ქალაქის ხმაურობა: ავტომობილები, ტრამვაები, მატარებლის ხმა.
ბინდდება. ჭილყვავებმა უფრო ახლო გაიფრინეს. ქარი უფრო მძაფრად უბერავს.
ღამდება. თუმცა ცა ჯერ კიდევ არაა ბნელი.
შორს გამოჩნდა ელექტრონის პირველი შუქები. მეზობელ სახლებშიაც აინთო ელექტრონი.
ღამდება.
ელექტროსინათლე უფრო მატულობს.
ღამდება. ჯერ კიდევ არ არის ღამე. ვეშაპივით დიდი ღრუბელი თითქოს იშლება.
ღამდება. ცა კიდევ არ არის შეღამებული.
ავანთო თუ არა მეც ელექტრონი? მაგრამ ჯერ ადრეა. ელექტროლამფები უფრო და უფრო მრავლდებიან, ეხლა ისინი [უფრო] ბევრად მეტია, [და როგორც] ვინემ ძაღლები ტფილისში. ღამდება, ღამდება. სულ კიდევ რამდენიმე წამი და მთელი ქალაქი მალე ელექტრონით გაჩირაღდნდება.
ქარი კი აშრიალებს რტოებს, როგორც ტალღები ზღვის სილას მოსვლისას და წასვლისას.
აცივდა. შემოდგომაა. სურდო მაქვს. ეგ არაფერია: მე უნდა ვიდგე აივანზე. დღეს უნდა დავინახო მთვარის დაბნელება. მაგრამ ეგ ღრუბლები მაშინებენ. თუმცა ისინი სულ ცოტანი არიან.
ღამდება, ჯერ კიდევ არაა ღამე.
სანამდე დაღამდებოდეს, მე შემიძლია პაპიროსის მოწევაც.
............
ჯერ მთვარე არა სჩანს, რადგან ჯერ სრულიად არ დაღამებულა. სანამ კიდევ რამდენიმე სტრიქონს დავსწერ, ალბად დაღამდება კიდეც. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ (მგონი 19 სეკტ.) გაზეთებში მოთავსებული იყო შემდეგი ცნობა: „მოსკოვი. 17 (ამიერკავკასიის დეპეშათა სააგენტო). 26 სეკტემბერს მოხდება მთვარის სრული დაბნელება. ეს დაბნელება დაინახება საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. იგი ბევრად დაემსგავსება ამა წლის აპრილში მომხდარ დაბნელებას. მთვარე თანდათან დაიფარება ბნელი ჩრდილით, და სრული დაბნელების მომენტში ინათებს მკრთალი მეწამულად წითელი დისკოსის სახით (Будет светить в виде тусклого багрово-красного диска). დაბნელება 26 სეკტემბერს დაიწყება 20 საათს და 54 წამს მოსკოვის დროით. სრული დაბნელება გაგრძელდება 22 საათსა და 6 წამიდან 23 საათს და 31 წუთამდე. მთვარე გამოვა ჩრდილიდან 0 საათსა და 42 წამს - ნაშუაღამევს“.
აი, საინტერესო ამბავი!
მაშასადამე:
მთვარე დაიფარება ბნელი ჩრდილით.
სრული დაბნელების დროს ინათებს მკრთალი მეწამული დისკოსის სახით.
გაგრძელდება 1 საათი და 25 წამი (სრული დაბნელება).
ნაწილობრივი დაბნელება დაიწყება 20 საათსა და 54 წამს.
გამოვა ჩრდილიდან 0-42 წ.
სამწუხაროდ, საათი არა მაქვს. კალენდარიდან კი ვიცი, რომ დღეს მზე ამოვიდა 5-50 წამს და ჩავიდა 18-52 წამს. დღის სიდიდე უდრიდა 12-02 წ. მაგრამ სრულიად არ ვიცი, როდის იქნება 20 საათი და 54 წამი.
.............
ამ სტრიქონის წერაში დაღამებულიყო კიდეც. ქალაქი ელექტრონითაა გაჩირაღდნებული. ცაზე კი აქა-იქა სჩანს ვარსკვლავები. ღრუბლებიც ძლიერ ცოტაა.
აჰაა. შორით გამოჩნდა მთვარის შუქიც; არა მთვარე, არამედ მთვარის სინათლე.
მე ვღელავარ.
თვითონ მთვარეს ჯერ ჩემი აივნის წინ მდებარე სახლის ფასადი ფარავს.
ო, როგორ ვღელავარ...
საცაა ამოაშუქებს მთვარე...
თუმცა მთვარეს წინ ეღობება ერთი შავი ვეშაპი: ღრუბელი, რომლის კიდეები გაშუქებულია მთვარის შუქით. ამავე შუქითაა განათებული ღამის ცა. შემოდგომის ღამის ცა. აივნიდან რომ გადვიხედო, დავინახავ მთვარეს, მაგრამ არ მინდა. ეხლა ცოტათი შევისვენებ, რადგანაც ვღელავარ. მთვარის სრულ ამოსვლამდის მე შემიძლია პაპიროსიც მოვსწიო.
.............
არ გამოდგა მართალი ჩემი მოსაზრება. მე შევისვენე, პაპიროსიც მოვსწიე, მთვარე, თვითონ მთვარე ჯერ მაინც არა სჩანს.
აივნიდან გადავიხედე, რადგან ვერ მოვითმინე. მთვარე მაინც ვერ დავინახე. ის ისე ნელი რამ ყოფილა.
ვინ იცის, როდესაც იგი მეზობელი სახლის კედელს ამოსცილდება, უკვე დაბნელებულიც ამოვიდეს?
მაგრამ ის ერთი შავი ვეშაპი, რომელიც წინ ეღობებოდა მთვარეს, გაჰქრა ისე, როგორც მოჩვენება, სრულიად, უკვალოდ გაჰქრა.
მთვარისთვის გზა, თუ მალე ამოვა, სავსებით გაწმენდილია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შედარებით შორს მყოფ ღრუბლებს, რომლებიც რბილად, უხერხემლოდ, უძვლოდ გაშლილან, აქა-იქ, ერთმანეთს მოშორებით. მხოლოდ ეს თეთრი ღრუბლებია. მათ შორის კიაფებს რამდენიმე ცივი ვარსკვლავი.
თეთრი ღრუბლები გაშლილან, როგორც წლევანდელი [მოსაწევი] ასაკრეფი ბამბის პლანტაციები.
ღრუბლები რაღაცას ყურს უგდებენ, რაღაცას მისჩერებიან. თეთრი ღრუბლები, დიდი კრავებივით გაშლილი ღრუბლები, აკვანივით ლბილი ღრუბლები, მსუბუქი ცისფერი ბლონდის მსგავსი ღრუბლები.
მაგრამ მალე მთვარე მათზე წავა იერიშით, როგორც ერთი მხედარი ასი მხედრის წინააღმდეგ.. ეს იქნება მთვარე, რომელიც უნდა დაბნელდეს, რომელმაც მეწამული ფერი უნდა მიიღოს.
ვწუხვარ, რომ საათი არა მაქვს... ალბად 20 საათი უკვე გავიდა კიდეც. მთვარე კიდევ ვერ ამოსცდა კედელს. მე მოვასწრებ კიდევ მოვსწიო პაპიროსი, რატომღაც ერთი ამბავი მაგონდება: ერთს მშვენიერს მთვარიანს ღამეს მოლა მასრადინამ ჭაში ჩაიხედა. „ვაი, - დაიძახა მან, როდესაც ჭის წყალში მთვარის ანარეკლი დაინახა, - საბრალო მთვარე იხრჩობა წყალში. უნდა ვუშველოო“. მოლამ მაშინვე კავი მონახა, ბაწარს მოაბა და ჭაში ჩაუშვა. კავი რომ ქვებს მოედო, მოლამ იფიქრა, მთვარეს მოედოო და ისეთი გულმოდგინებით დაუწყო წევა ბაწარს, რომ ბაწარი გაწყდა, მოლა ყირამალა წავიდა, დაეცა გულაღმა და ზურგი იტკინა. ამ მდგომარეობაში რომ იყო, მან ცაზე მთვარე დაინახა. "„ადლობა ალაჰს, - დაიძახა მან, - თუმცა ზურგი ვიტკინე, მთვარე მაინც გადავარჩინეო“.
მე წარმოდგენილი მაქვს საბრალო მოლას სიხარული გადარჩენილი მთვარის დანახვაზე. ჩემი მდგომარეობაც ისეთია, თითქო მთვარე მართლა დაღუპულიყოს, ისე ველი მის დანახვას.. ის ჩემთვის სრულიად ახლად აღმოჩენილი, მართლაც გადარჩენილი მთვარე იქნება. მაგრამ მოვსწიოთ პაპიროსი.
............
როგორც იქნა!
მთვარე გამოჩნდა!
ჯერჯერობით ის სავსე მთვარეა. მისი ახლობელი არე სავსებით მოწმენდილია.
სავსე მთვარეა! და ისეთი მშვიდი, ისეთი წყნარი, ისეთი თეთრი, მასზე მკაფიოდა სჩანს ხალები, ის ხალები, რომლებიც ლეგენდით დედამისმა დააჩინა ცომის ზელის დროს მარჯვე სილის გარტყმევით. როგორი მრგვალი რამ არის, ფუტბოლის ბურთი გეგონება. მის ქვეით ფანტასტიურად გაწოლილი ღრუბელი დაბლა-დაბლა, კრწანისის ველისკენ ეშვება. ერთი პატარა, სულ პატარა ცისფერი ვუალის მსგავსი, ნისლი გაჩნდა მის მახლობლად, მაგრამ ეს ნისლი თანდათან გაიფანტება: მთვარე, მის გამო ალბად, მოსცურავს.
არასდროს არ მინახავს ასე მშვენიერი მთვარე.
ქარი ჰქრის, ალვის ხეები მახლობლად ისევ შრიალებენ.
ესაა შემოდგომის ცივი მთვარე. როგორ მეფურად აშუქებს ცას. რომანტიკოსებს ალბად არა სძინავთ - ამეღამ. რამდენი რამის, მთელი ქვეყნის ამბების მოყოლა შეუძლია მას. ის ხომ მთელ მსოფლიოს დაჰყურებს. იხედება ყველა ფანჯრებში. სასახლეებში და ქოხებში, ქალაქის პროსპეკტებზე და სოფლის შუკებზე. მეგრელის ფაცხასთან და ლონდონის ბირჟასთან. მწყემსის ბინებთან და მანჯურიის ფრონტზე. ინგლისელ მეზღვაურებთან და მოსკოვის კრემლთან. ყველგან, ყველგან არის მთვარე. ესმის ბევრის საუბარი.
საიდუმლო დიპლომატების...
მაგრამ...
იწყება დაბნელება - აღმოსავლეთის მხრიდან (მარცხნიდან).
ასეთი ფორმებით:
ჯერ გამოჩნდა ოდნავი სიშავე (ჩრდილი) მარცხნივ. ჩრდილი უფრო მკაფიო გახდა. ჩრდილი მოედო ნაწილს და თანდათან გაიზარდა. დაკვრითი ტემპებით - სრულიად დაბნელდა.

*
- გადაირია ხალხი, სწორედ გადაირია. „ჯან“ ღვთის წყრომად ეყურებათ, ქა.

* * *
ქალი, რომელიც შინჯავს ჩითეულობას: - იი.. სულ ერთი პესნისაა, ესეც და ისიც ერთი პესნისაა.

* * *
17 ნოემბერს გაზეთ „კომუნისტში“ არც ერთი სამგლოვიარო განცხადება არ ყოფილა.
- აი, დღეც ასეთი უნდა! არავინ არ მომკვდარა, ქა!
- დღეს ოქტომბრის მე-XIV წლის თავია. ხვალინდელი გაზეთი ნახე, გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი მკვდრები სუ ერთად გამოცხადდებიანო.

* * *
დედას მოჰყავს ბავში აბრეშუმის ქარხანაში. თვითონ ფაბრიკაში იმუშავებს, შვილს კი მიაბარებს იქვე მშვენივრად მოწყობილ საბავშო ბაღში. სულ ექვსი-შვიდი წლის გოგონაა. აგვისტოს ცხელი დილაა.
ბავშმა დაინახა რა, რომ მეეზოვე [თუ მებაღე] რწყავდა ქუჩას და მის მახლობელ ბალახებს, ბავშმა შესძახა:
- დედა, შეხედე! მებაღე რწყავს ბაღს; აჰ, რა კარგია, რომ რწყავს, ნეტა მეც ბალახი ვიყო!
მაგრამ დედამ არავითარი ყურადღება არ მიაქცია. ქალს სულ სხვა ზრუნვები აქვს. ბავშვი კი ისევ განაგრძობს:
- აჰ, ნეტა მეც ბალახი ვიყო!

* * *
- ავალაპარაკოთ ფაკტები! - გრგვინავს ორატორი, - თანამედროვე ეპოქას შემდეგი ძირითადი მომენტები ახასიათებენ: კლასობრივი ბრძოლის გამწვავება კაპიტალისტურ ქვეყნებში, წინააღმდეგობათა გაღრმავება იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის; რევოლიუციონურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდა აღმოსავლეთის დაჩაგრულ ხალხებში და ომისთვის მზადება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.. ბრძოლა აქ აშკარა კლასობრივ ხასიათს იღებს. ამ მხრივ ყველაზე უფრო აღსანიშნავია ბომბეის (ინდოეთი) ფეიქართა ბრძოლა. არის მოძრაობის ახალი აზვირთების ფაკტები. ყველგან!

* * *
- ვისზე რა ნაკლები ვარ? - ამას ამბობდა ახალგაზრდა მუშა.
- მართლაც, ვისზე რა ნაკლებია. - გადიკისკისა ფეიქარმა ქალმა და მიუთითა კედლის გაზეთზე, სადაც ის გამოხატული იყო წარწერით: დროის გამცდენელი. და შემდეგ ლექსიც:
ბიულეტენს ემატება, ავანსი და ნისია.
თვით კი სამიკიტნოშია, მაგრამ ეს სინდისია?

* * *
ფაბრიკაში შემოსვლისთანავე ყველა პირველად საათს შეხედავდა: რომელი საათია? ხომ არ დავიგვიანე? (იქ კი, „ქიმერიონში“ სუდეიკინის მიერ მშვენივრადაა გამოხატული ბურჟუაზიული საათების განწესრიგება. ეს სულ სხვა საათია, ვინემ დიდი საათი ერევნის მოედანზე, ფოსტა-ტელეგრაფის შენობაზე, რკინისგზის სადგურზე, გერმანელების გოტიურ კოშკზე, და აქაც, აბრეშუმის ფაბრიკის საათზე).
- ის საათი რად არ დაიწყევლა, როდესაც მე დავიბადე! - შენიშნა მეორე ქალმა, - დამგვიანებია. და მართლაც, ქალმა დაინახა თავისი გვარი იმ დაფაზე, რომელზედაც კომიკურად გამოხატულია საბანში გახვეული მძინარე სუბიექტი.

* * *
რადიო ლაპარაკობდა. რადიოსადგურის გადმოცემას თან სდევდა ცოტაოდენი მოგუგუნე ფონი, მაგრამ საერთოდ გადმოცემა საკმარისად სუფთა იყო.

* * *
- რა უქნეს ცისფერ ყანწელებს?
- აი, რა უქნეს: ერთმანეთს შეაჯახეს, მიიყვანეს ტყავტრესტში, გამოაცვლევინეს ფორმა: გალსტუკები, ჩოხები, სონეტი წაართვეს, რითმა მიუნგრიეს, ასსონანსი შეაძულეს, არ გაბედოო - უთხრეს და.. დააწერინეს ლექსი, რომლისაც თვითონ ეშინია. და.. წერტილიც დაუსვეს.

* * *
- უყურე ეხლა ამ პატარა კაცუნას! - შესძახა გაჯავრებულმა ოპონენტმა.
- პატარასო? - ხმა აიმაღლა მან - ნაპოლეონი და კუტუზოვი თუ დაბალი კაცები იყვენ, შენა გგავდნენ სწორედა. რამდენი მაღალი კაცია ზაჰესის სვეტივითა!

* * *
- გაუმარჯოს ბელადის მითითებებს!
- გაუმარჯოს პარტიის გენერალურ ხაზს.
- ყველას თუ გაუმარჯოს, დაჩაგრული ვინ უნდა იყოს - გაუმარჯოს, გაუმარჯოს, - გაჯავრებით ჩაილაპარაკა იქვე მდგარმა ძველებური ჩიხტიკოპიანმა მოხუცმა ქალმა.. ამ რეპლიკამ ახლო მდგარი საზოგადოება გაამხიარულა. მოხუცმა ქალმა თავი მოიეშხიანა:
- ივანესაც გაუმარჯოს, პეტრესაც გაუმარჯოს, - მაგრამ აქ სიტყვა შესწყვიტა, რადგან ამ დროს საზიზღრად ჩამოკონკილი მათხოვარი მიუახლოვდა და სამოწყალოდ ხელი გაუწოდა. ქალმა შეშინებით უკან დაიხია და მრისხანედ მიმართა მათხოვარსა:
- აი, ხომ გესმის რას იძახიან: ღარიბსა და უმწეოს გაუმარჯოსო.. წადი და იმათ მიმართე, რაღა მე მომაცივდი, ვეჟო, - დაუმატა მან, მაგრამ რაკი მათხოვარი არ მოეშვა, ხმადაბლა და დაჯერებით უთხრა:
- გაიარ-გამოიარე და მერე მოდი! გაიარ-გამოიარე, ბაბუა, გაიარ-გამოიარე!

* * *
- რამდენის დალევა შეგიძლიან, ა?
- კაი კამპანიაში ათ ლიტრსა დავლევ, ღმერთმანი.

* * *
იმ დედაკაცს ეხლა მიუახლოვდა მათხოვარი ქალი ხელში ბავშით:
- რამ გაგამწარათ ამ შუადღეზე? დაგიჭერიათ ბავშები და დადიხართ. კარგი, დაიკო, გაიარ-გამოიარე და მერე მოდი!

* * *
სამიკიტნოშიაც ერთი ჟრიამული იდგა: „გაუმარჯოს, გაუმარჯოს. იცოცხლე, გაგიმარჯოს. იგი ძმაა ჩვენი. იგი ისეთივე ძმაა. შენც ჩვენი ძმა ხარ. იცოცხლე. გმადლობ. გაცოცხლოს. დალიე, მხეცი კი არავინ არის აქ. მაღალ გორაზე დაუთოვია!“

* * *
იმ დარბაისელ მანდილოსანს ეხლა მესამე მათხოვარი მოადგა.
- იჰ, გამეცა იქითა! არა მაქვს. „ბეზრაბოტნი“ ვარ, „ბეზრაბოტნი“. უმუშევარი ვარ. გაიარ-გამოიარე და მერე მოდი.
მათხოვარმა უკმაყოფილო მინით რაღაც წყევლა წაილუღლუღა.
მანდილოსანი გაფითრდა, რადგანაც წყევლის უზომოდ ეშინოდა. ხელსახოცში გამოკრული უზალთუნი ამოიღო და ჯერ ხურდა მოითხოვა, შემდეგ მისცა ფული... წყევლა არ გაბედოო, დაუმატა.
- ვაი მაგის პატრონს! გადარეულია სწორებით, გადარეული - სთქვა მან, როდესაც მათხოვარმა ეხლა მეორეს მიმართა.

* * *
პაცანა ბავში მიუახლოვდა კარებს, რომელზედაც გაკრული იყო ემალი: „ექიმი ვ. ხურდაიშვილი“. პაცანამ ჯიბიდან შავი ნახშირი ამოიღო და კარებს მიაწერა: "ხურდაიშვილო! გკლავენ ამ ორ-სამ დღეში".. შემდეგ კარების ზარს ასწვდა, მაგრად ჩამოსწია ორჯერ და მოსახვევისკენ მოცხრილა.. მიიმალა. [შიგნით კი ექიმს პაციენტის] ზარის ხმაზე სათვალიანმა ექიმმა გამოჰყო მელოტი თავი. მიიხედ-მოიხედა და რომ ვერავინ დაინახა, ერთი მაგრად შეიგინა, და ისევ შებრუნებას აპირებდა, რომ წარწერას მოჰკრა თვალი: „ხურდაიშვილო, გკლავენ ამ ორ-სამ დღეში“. ექიმი თვალებს არ უჯერებდა. სათვალე გაისწორა და რამდენიმეჯერ კიდევ წაიკითხა. დიდხანს იდგა თავზარდაცემული.

* * *
„პარტია, რომელმაც განიცადა დამარცხება და არ შესწევდა გამბედაობა, აღეარებინა ეს - იდიოტების პარტია იქნებოდა“ - ამბობდა ოდესმე კარლ მარქსი.

* * *
მოვიგონოთ მაგალითი ძველი რომის ისტორიიდან, გამოვიყენოთ სტრატეგიული გამოცდილება რომის სარდლების, რომელთა ავტორიტეტი სამხედრო საქმეში არავისთვის საეჭვო არ არის. როდესაც იულიუს კეისარი ალყას შემოარტყამდა მტერს, გადამწყვეტი იერიშის მიტანამდე მტრის რიგებისკენ ჰგზავნიდა მსუბუქად შეიარაღებულ მსროლელებს, დაფანტულთ ყველგან, რომლებიც ყვირილითა და ზახით შეიჭრებოდენ ბანაკში, წვავდენ შენობებს, ჰქმნიდენ პანიკას, იწვევდენ საშინელებას და როცა მტერს დავთარი აებნეოდა - დაიძრებოდენ მაშინ ლეგიონები, შეიარაღებულნი თავით ფეხებამდე, და ისინი დაამთავრებდენ საქმეს, თითქმის უიარაღო ადამიანების მიერ დაწყებულს.

* * *
[რა მაკავშირებდა მე ამ საზიზღარ ხალხთან? რა [მაქვს] მქონდა საერთო ან ერთთან, ან მეორესთან? - ფიქრობდა იორამი.]
- აბა, რა ცხოვრება იყო ჩემი ცხოვრება, - [ამბობდა] განაგრძობდა იოველი, - [თუ] ვისთანაც რაიმე ახლო დამოკიდებულება მქონდა, ყველა [ჩემს მსგავსად] გაიძვერა გამოდგა.

* * *
უაილდის „სნობიზმი“ „პირიქითი საერთო ადგილი“, როდესაც ყველა მეთანხმება, მაშინ ვგრძნობ, რომ ვცდები, იქცევა ხანდახან ყოველ რევოლიუციონერის ყოფაქცევის სავალდებულო ნორმად. მაგრამ ამავე დროს, უარყოფა სიცხადისა მხოლოდ იმიტომ, რომ მას "ყველა ეთანხმება" მეტად სახიფათო და საშიშარი პოლიტიკური სნობიზმია.

* * *
იძლევი - თვითკრიტიკას, თუჯს, მოსავალს, სახაპარატის წმენდას, ლენინიზმს მასსებში, კლუბების მშენებლობას, კოლმეურნეობას, საბჭ. მეურნეობას, სახლებს - კომუნას, ჩვენს ხელოვნებას, ახალ ყოფას, მაგარ მომავალ თაობას; იძლევი შეთანაბრებას მუშა-მკითხველის მრავალმხრივ მოთხოვნილებასთან: ეკონომიკას, პოლიტიკას, საზოგადოებრივობას, ყოფას, ლიტერატურას, ტეხნიკას, ფილოსოფიას.
იძლევი მოთხრობას, ნახატს, ლექსებს, შარჟს, ოჩერკს, კარიკატურას, ზმას, ხუმრობას, შენიშვნას, სტატიებს, ყველაფერს, რითაც სუნთქავს დღევანდელი დღე, ცხოვრების სოციალისტურად გარდაქმნისათვის; იძლევი დამკვრელ ჟურნალს, მტკიცედ დაკავშირებულს მშრომელ მწერლებთან, მშრომელ საზოგადოებრივობასთან!

* * *
ამ მოხუცს ყოველთვის ანდაზებით უყვარდა ლაპარაკი: "ანდაზა ამბობს, ანდაზად გამიგონია, ანდაზისა არ იყოს, ანდაზად ნათქვამია, ძველებს უთქვამთ, ხალხს უთქვამს, ბრძენი ანდაზა, გონიერი ანდაზა, მშვენიერი ანდაზა, ძველი ანდაზა". როდესაც მოხუცმა დაინახა, რომ ახალგაზრდამ კარგად ვერ გააკეთა საქმე, სთქვა:
- არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
- იოსელიანის პურმარილით ავალიანი შეიწყალესო. სწორედ ისეა ჩვენი საქმე (Уравниловка).

* * *
ჩვენი სტამბის მანქანათა შორის ჩადგა ერთი გიგანტი, გამოწერილი გერმანიიდან. იგი შესდგება ორი აგრეგატისაგან, რომლის ამუშავება შეიძლება ერთსა და იმავე დროს. კონსტრუქცია არაა რთული. Приправка стереотипов. აქვს მანქანა-საათი, მანქანა-დღე. ერთობ მრავალძალიანი მანქანაა ჩვენი რატაციონი.

* * *
- გენიები საჭირო არაა, ჩვენ გვინდა მოთადარიგეები (Рядовые).
- მას, რაც ახალგაზრდობაში უნდოდა, მიაღწია მხოლოდ სიბერეში.

* * *
- გაიარე, მაგალითად, დუქანთან, სადაც ოდესმე ლიმონათი დაგილევია, შენ უსათუოდ შეჩერდები და მოისურვებ კიდევ დალიო, ასეა ღვინოცა და წყაროს წყალიც.

* * *
კოკისპირული წვიმა ასხამს. ჩვენს უზარმაზარ სახლის ეზოში ამ დროს შემოდის მომღერალი ქალი და მღერის: „თუ თვალებიდან ცრემლი მოგდის, თავი გტკივა და სუნთქვა გიჭირს - ეს გრიპია“.

* * *
აბრეშუმის ქარხნისაკენ მიდის ტრამვაი №6. ჩემს მახლობლად იჯდა ოთხი ახალგაზრდა გლეხი: ორი მოზრდილი, ორიც თორმეტ-ცამეტი წლის ბავში. ეტყობა, რომ თუ ოთხივე არა, სამი მაინც პირველადაა ქალაქში, პირველად ზის ამ შაითან-ურემში, ტრამვაიში. ოთხთავეს თვალები უბრწყინავთ სიახლის განცდით. „რა ქარივით მიჰქრის, ე ტიელი“, - სთქვა ერთმა. სამმა ორ-ორი შაური დათვალა და მეოთხეს გადასცა, რომელმაც წინადვე გადაიხადა თავისი ფული.
- ე, როგორ მალე მოვედით ფაბრიკასთანა - წამოიძახეს მათ, როდესაც შორიდან დაინახეს ლენინის ქუჩაზე ახლად აშენებული ქართული სტილის დიდი შენობა. სამი ახალგაზრდა გლეხი ადგილს მოსწყდა და ტრამვაის კარებისაკენ გაექანა.
- დაიცა, დადგება, დადგება! - მივაძახეთ აქეთ-იქიდან.
- მე რა ვიცი, - სთქვა ერთმა, - შაიძლება არ დადგეს და - მერე...
- არა, დადგება, დადგება. დაიცა, თავპირი არ დაიმტვრიოთ. დადგება!
ტრამვაი ამ სახლთან არ შეჩერდა.
- არ ჩამოვიდეთ? - ჰკითხეს ბავშმა გლეხებმა თავიანთ უფროსს.
ტრამვაი ცოტა მოშორებით გაჩერდა.
- ჩვენც ჩამოვიდეთ? - კიდევა ჰკითხეს უფროსსა.
- არა, თქვენ აქ დაგვიცადეთ!
ბავშები მართლაც დასხდენ და ისხდენ მანამდე, სანამ ტრამვაიდან ყველა არ ჩავიდა და მემანქანე კი ტრამვაის უკან გამოსაბრუნებელ ბაწარს ეწეოდა.
- ჩამოეთრიეთ, თქვე ოხერ-ტიელებო, მართლა კი არ რჩებოდენ!! - მხიარულად [დაიძახეს აქედან] დაიძახა ქვევიდან გლეხმა.
ბავშებმა ერთმანეთს გაოცებითა და გაუგებრად გადახედეს.
- ჩამოდით მეთქი - გაუმეორე გლეხმა.
- აბა, ჩამოდით ჩქარა - მიაძახა ვატმანმაც.
მაშინ კი ბავშები ფაცა-ფუცით ჩამოხტნენ ტრამვაიდან.

* * *
- სევდიანად დამიწყია მღერა,
ცოცხალი ვარ, მე კი არა მჯერა.

* * *
აუდიტორიამ მალე შეამჩნია ორატორის შეგნებული გადახრა მარჯვნით. ერთი თმაქოჩორა ახალგაზრდა წამოხტა და მაღალი ხმით შეეკითხა:
- ვისი სახელით ლაპარაკობთ, ამხანაგო?
ორატორი დაიბნა. არ იცოდა, რა ეპასუხნა; მართლაც და, ვისი სახელით ლაპარაკობდა ის. ის ერთი წამით დაფიქრდა, მაგრამ აუდიტორია უცებ აღელდა:
- ვისი სახელით ლაპარაკობთ?
- ვისი სახელით ლაპარაკობთ?
- ვისი სახელით, ვისი სახელით!!

* * *
მეზობლური, ძმური, ამხანაგური, მეგობრული, კომუნისტური (ბოლშევიკური) და ლენინური სალამი! გაუგონარი ენერგია უნდა გამოვიჩინოთ!

* * *
- არ დაგზოგავ, მოგკლავ, შენს სისხლს დავლევ, პაპა პიი მეთერთმეტე!

* * *
- რა მემართებოდა, მე თვით არ ვიცოდი. საშინლად, ნერვიულად გავატარე ეს ზამთარი. ცხოვრება ცხოვრებას არ ჰგავდა. ამიდები ცუდი იყო. მაგრამ ზამთარი გავიდა. ეხლა კარგად ვარ, მატერიალურად კი მაინც ვერა ვარ კარგად. არაფერია, ყოველივე გამოკეთდება.

* * *
- თავს გაუვიდა! ყოველ სიტყვაზე ებერება ის წითელი ნესტოები!

* * *
წინად არ იყო რევოლიუცია, ისინი იყვნენ სულ მყრალი ლეში.
რევოლიუციის შემდეგ გაცოცხლდენ, რომ მათ დაერქვას ცოცხალი ლეში.

* * *
- მე მივდივარ ამხანაგების სანახავად, რომლებიც დღეს მიემგზავრებიან ანდეზიტში. ვეცდები, მალე მოვიდე. მანამდე არ მომიწყინდე. იყავი რკინასავით.

* * *
ნეგრი: დავაი, დავაი, ვსიო მნე დავაი! და-და-და! ბო-ბო-ბო!

* * *
ვინც ნახა კინოსურათი „ჩანგი“, მას ის არასოდეს არ დაავიწყდება. ყველა სურათებზე დიდი და შესანიშნავი სურათია.

* * *
პაპიროსის ბოლი მიდიოდა, როგორც შლეიფის ნისლი (?) და სადღაც ეტლმა გადიგრიალა.

* * *
მარკ ტვენი ამბობდა: ჩვენს საუკუნეში არისო ორი უშესანიშნავესი ადამიანი: ნაპოლეონი და ელლენ კელლერი. ექიმმა სთქვა: ელლენ კელლერი უფრო მაღლა იდგაო, იყო ყრუ, მუნჯი, თითქმის ბრმა, ყნოსვა არა ჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ შეხების გრძნობა. ამ შეხების გრძნობით (...) შეისწავლა ოთხი ენა და იყო გამოჩენილი ადამიანი თავისი დროის.

* * *
პროფესია დაღს ასვამს ორგანიზმს. მაგალითად, სულ მუდამ რომ სწერო, მოიხრები, კუზი გაგიჩნდება.

* * *
რევოლიუციამო - ამბობდა ლექტორი, - გაათანაბრაო გონებრივი და ფიზიკური მომუშავეები (წინად წინ იდგენ გონებრივი მომუშავეები). რევოლიუციამ იგრძნო, რომ ყველაფერი მატერიალურს, ფიზიკურს ექვემდებარება. მელითონე იღებდა სამ თუმანს, ინჟინერი - 300 თუმანს. ეხლა მხოლოდ მეცნიერების სპეცები იღებენ მეტს და ესეც დროებით, პალიატიურად.

* * *
ფაკტია, დიდი გონებრივი მუშაობა ბევრითაა დამოკიდებული დიდ ფიზიკურ შესაძლებლობაზე, თუ ფიზიკურად გაგანადგურე - გონებრივად რაღას გამოდგები! ყოველ შემთხვევაში, ბევრს ვერაფერს გააკეთებ - ასეთია სპეციალისტების დასკვნა.

* * *
სქესობრივ ანორმალობას ებრძვის ყოველგვარი ჩაბმა საზოგადოებრივობაში. მძიმე ატლეტიკა საჭირო არ არის. საჭიროა ჩვეულებრივი "ტრენიროვკა". ლენინი ფიზიკურად ძალიან განვითარებული იყო.

* * *
იცვლებოდენ  სანახაობანი, როგორც დზიგა ვერტინის სურათში "ადამიანი კინო-აპარატით". სიუჟეტი არაა, წარწერებიც არაა, არის თანამედროვე ფაბრიკის დინამიურობა.

* * *
„ცხრა რძალი მოვიყვანე, ცხრა საქმე მომემატაო“ (ტობანიერში არის წერაქვის მთა).

* * *
- საზოგადოთ, ყველა გზები გადაჭრილია თავისით მიმართებისათვის. პოეზია საჭიროებს ერთგვარ დახმარებას იდეიური, კლასიური ხაზის [მოსანახავად] მონახვისათვის. რიგი მწერლების მოქმედებს არა შემოქმედებით, რიგი გარიყულია უმოქმედობით, შემოქმედების უნარი კი აქვს. ეს იმიტომ, რომ იგი ვერ ახერხებს არსებობას თავისით. რა არის ამის შემდეგ ხელოვნების დამოუკიდებლობა, ზეკლასიურობა? არაფერი! ეს დაამტკიცა რევოლიუციამ.

* * *
ქალები, რომლებიც მე შემხვედრიან...

* * *
ორშაბათი - ვარსკვლავი. სამშაბათი - ნამგალი. ოთხშაბათი - ჩაქუჩა. ხუთშაბათი - ძნა. პარასკევი - მზე. შაბათი - არაფერი. კვირა - არაფერი.

სერგეი ესენინს

თქვენ წადით,
         როგორც იტყვიან,
                [იმ ქვე...] საიქიოში.
სიცალიერე...
        მიფრინავხართ
                ვარსკვლავთა შორის.

* * *
არა ერმილე, არა პეტრე, არა ივანე,
არამედ თვითონ ომარი
პარტკოლექტივის არის მდივანი,
[და] თუ თავმჯდომარე.
მას უწოდებენ ამხანაგ მდივანს,
ის არ [მო]შორდება თავის მაგიდას
და თავის დივანს..
დავიწყოთ ჩვენც ამ ამხანაგიდან;
[ის სულ არ იცნობს ახალ საამქროს]
გაჰკარებია როსმე საამქროს?
არასდროს!
უთქვამს მუშისთვის, გამარჯობა, ძმავ?
ისემც ღმერთი გააქრობს!
ამხ. ომარ! რას იტყვით ახალს,
და ის მოჰყვება ფარდულებს მაღალს,
რა არ სჩვევია მაღალ ფარდულებს,
სხვისას აქარებს, თვისას ართულებს,
სიტყვებისაგან აბამს სართულებს,
წაირუსულებს, წაიქართულებს,
იხმარს ციტატებს, წიგნში ჩართულებს,
ზოგს უმართებლოს, ზოგსაც მართულებს.
მიდის, გვერდს უვლის ადგილებს მტკივანს,
რა უნდა ვუთხრათ ამნაირ მდივანს?

გ. ტაბიძე

* * *
[არა გვაქვს] არ არის ჟურნალი,
[არა გვაქვს] არ არის გაზეთი,
რომ ღირდეს [თუნდ სამი] უბრალოდ,
საათის დაკარგვა.
აწ ჩვენი მკურნალი,
კახურით გაზეთე,
გაზეთილს უბრალო
რაგვარად დაგარქვა?

[გუშინაც სცალოდა,
მა რა ჰქნას, არ]
კითხვისთვის სცალია?
შამფურზე მწვადია,
და მწვადი ტრიალებს,
როგორც რომ კინო,
მას ეხლა ძალიან,
ძალიან სწადია,
დუდუკი წკრიალა
და ღვინო,
[სულ] ო, ღვინო...

გ. ტაბიძე

* * *
[მას არა ივანე]
ამ ჭაბუკს სახელად
მართ ფრიად [მორჭმულად] აკტივისტს,
[დევს არა] რქმევია ივანე,
[არამედ] და არა ომარი.
არ მსურდა გამხელა,
ის პარტკოლეკტივის
არისო მდივანი,
თუ თავმჯდომარე!
ოცნებობს კვარტობით,
საქმესთან დაბმულად,
არ სწყდება ბაგიდან
[იცნობენ ვით]
სიტყვები ამ მდივანს,
მთელი საათობით
უზის უსაქმურად
ის თავის მაგიდას
და თავის დივანს.
[როს] იქ მაღალ ფარდულებს
თვის აზრებს ართულებს,
სართულზე სართულებს,
მართულზე მართულებს,
ხან ჩაურუსულებს,
ხან ჩაუქართულებს,
ციტატებს ჩართულებს,
ანგარიშს ხლართულებს,
ზოგან გაუმართავს,
ზოგან გამართულებს,
მიაბნევს, მოაბნევს.

*
გამოგონებულია ახალი საბინაო ელექტროსანთელი, რომელიც დავოსის მზის მაგიერობასა სწევს და ექიმობს ამასთანავე. ეს არის ულტრა-იისფერი მზე, ორას-სანთლიანი „ლამპოჩკა“. ჯდება საათში 31/2 კ., თვეში 2 მანეთი და 10 კ.

* * *
"ეფემია, შენ დაგიდგეს თვალები! [ეფემია,] ფული მოგვაქვს, შენ გაგვიღე კარები" (სიმღერა).

* * *
- მავიდეს (მოვიტანო)?
- მავიდეს! ვა! (მოიტანე, მაშა).
კაცი დაშხოშივით უნდა იყოს. ერთი ნაბადი მქონდა, დანასავით ბრჭყვიალებდა. სოფელში რომ გავივლიდი, ვაჰ, ვაჰ!

* * *
ჯერ ანატოლ ფრანსს, მერე ფლობერს მე შევამჩნიე ერთი მშვენიერი ჟესტი მოთხრობის წერაში. 1. ანატოლ ფრანსს ინტიმური საუბარი საზოგადოებრივ ადგილას, თეატრში, სცენაზე მიმავალ მოქმედებასა და მონოლოგებში (სცენაზე ლაპარაკობს არტისტი), თავის საკუთარ საქმეებზე ლოჟაში საუბრობენ არტისტები. ეფეკტი შესანიშნავია. 2. ფლობერს ინტიმური საუბარი გადააქვს საზ. გამოფენაზე, სასოფლო-სამეურნეო მოსაწყენ კრებაზე. ამ მოსაწყენ ამბებში მშვენიერია ინტიმური საუბარი მადამ ბავარისა და NN-ს შორის გალერეაზე. ერთს უნდა დაემორჩილოს მეორე. ეფეკტი გენიალურია. ასეთივე მომენტი აქვს პიერ ამპს „Золотоискатели“-ში. პიერ ამპს აგრეთვე მოყვანილი აქვს რომანში „Рельсы“ მთელი წერილი ფორვერტსიდან, თუ ლ’უმანიტედან.

* * *
- გენიალურია, უუშესანიშნავესი, რა დიდებულია!

* * *
სანდრო კანდელაკის ტოლა კაცი.

* * *
ჰიყ! ჰიყ!

* * *
- ბილეთები, ამხანაგებო, აა, მაგას ნუ აბრიალებ.

* * *
ისინი შევიდენ რესტორანში, ავლაბარში, კახეთის მოედანზე. რესტორანი სავსეა ხალხით. (მავიდეს?). კედელზე, კარგი, ომისწინადროინდელი ფერადებით (1920?) კედელზე წარწერილია „სიბრძნის წყარო“:
- სინამდისინ ჩვენ ცოცხლები ვიპოებით, ვერ ვიტყვით: ჩვენი ჭირი ეს არის!
შექსპირი
- ჩვენ ყველანი ბედნიერებას დავეძებთ, მაგრამ ძებნაში საფლავებსა ვპოულობთ.
ბუდდა
- სულელსა ჰგონია, რომ თვითონ ჭკუიანია, მაგრამ ჭკუიანმა იცის, რომ თავად სულელია.
შექსპირი
- მტრისა სრულიად ნუ შეგეშინდება, მაგრამ ნათესავებს უფრთხილდი.
კონფუცი
- ღამე დაწოლა მშიერი ბევრად სჯობია ვალით და სესხით ვახშმის ჭამას.
ფრანკლინ
- თუნდა თოვლივით თეთრი იყო, ხალხი მაინც დაგძრახავს.
შექსპირი
- ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრსაც ნანობს, და ვინც სიჩუმეს ეჩვევა, ის ჭკვიანია.
სოკრატ
- ძველი და ნაცადი მეგობრები რკინის ჯაჭვით გულზე მიიბი.
შექსპირი
- ადრე დაწოლა და ადრე ადგომა კაცს მოუმატებს ჭკუას და სიმდიდრეს.
ნიუტონ
- ქალი მუდამ სულელ საქმროს დაეძებს, რომ ადვილად მოატყუილოს.
შექსპირი

(ესაა რესტორანის „აგიტკა“, როგორია ეხლა ფაბრიკაში?).

* * *
„მწვადი იწვის თუ არა?
ყანწი მოდის თუ არა?
ლეკურს უვლით თუ არა?
ღვინოს დალევ თუ არა?
ზურნა უკრავს თუ არა?
ქალები გყავს თუ არა?
ქართველი ხარ თუ არა?
ქუდი გვხურავს თუ არა?“

* * *
ბრმას რად უნდა მუზეუმში შაყვანა,
ყრუს რად უნდა ოპერაში წაყვანა,
ღორს რად უნდა ოქროს ტახტზე აყვანა,
ვირს რად უნდა დეპუტატად გაყვანა.

(იეთიმ გურჯი)

* * *
და მე უეცრად გავიფიქრე: ეს... ჯონსი, გორილაა თუ ადამიანი?

* * *
ცხენზე ზის კაცი, ხელში უზარმაზარი ცხვარით, რომელიც პეტელობს. აი წითელ არმიელთა ბანაკიც. ნოხებით (ჩარდახებით) გარდახურული ურმები. ისევ საბანაკო კარვები, თეთრი გედებივით გაფენილი კარვები. წრთვნიან წითელ არმიელებს. გოგონა მამაკაცივით გადამჯდარა ნამდვილ ცხენზე. მიწური ბანიანი სახლი.

* * *
სახე პერგამენტივით ყვითელი.
ჩაისვარდისფერი სხეულის კანი.
ყასაბი რუბენსი.
გობოი - მუსიკალური ინსტრ. საშუალო ფლეიტასა და კლარნეტს შორის, ხისა 21/2 ოკტავი.

* * *
ქიმერიული შესამოსელი აისორი ქალის.
ჭიპი, როგორც ბეჭედი, გამოკვეთილი ონიქსის ქვისაგან (მოცეკვავე ქალის).

* * *
ღამეა. სასაფლაოს ერთ მიყრუებულ კუთხეში სხედან პაცანები და ბანქოს თამაშობენ, ისმის ხმა „მოდი“, მოვედი და სხვ.

* * *
მუშა ირონიულად უწოდებს თავის ცოლს - კნეინას. „ჩემმა კნეინამ ერთი ყოფა დამითია. ჩემი კნეინა უარსაა“. კნეინა. კნეინა.

* * *
ძაღლების ჩხუბი ერევნის მოედანზე. ხეების ლანდები მდინარეზე საღამო ხანად. სხვადასხვა ფერის ძროხები მინდვრად ირევიან. ქარიშხალი. კიბე ლერმონტოვის ქუჩაზე ან ფეთხაინზე. როგორც ღარიბი, უბინაო ბავშის სიზმარი. რეპეტიცია თეატრში. სამი მონადირე, სამი იმერელი. ქიმერები რეცხავენ. ბრძოლა ქალისათვის.

* * *
Camarad il lu n yas plus des imperialism das Agies (Товарищи, Долой Английский империализм).

* * *
- რა ღირს პირველი ხარისხის ბალდახინი?

* * *
მიდიოდა და წინდას მიიქსოვდა. - რა ვქნა, დედა, წყალში ვერ გადავვარდები, კლდიდან ვერ გადავეშვები.

* * *
ეს იმასა ჰგავს, ღმერთმა ბღერი დაგმართოს და ფრჩხილები კი არა გქონდეს.

* * *
- ჩემის აზრითო, - ამბობდა კომისარჟევსკაია, - არ შეიძლება კარგად შეასრულო როლი, რომელშიაც ხშირად ცნობილობ თავისთავს ხოლმე. მხოლოდ იმ წამიდან იწყებ კარგად თამაშს, როდესაც სტოვებ (отрешаешься) თავის თავს და გადავარდები (გადაეშვები, გადიკარგები) განსახიერებულ პიროვნებაში. თავის თავის განსახიერება კი რა ბედენაა (А себя есть ли охота подавать?) (ევრეინოვის წიგნი).

* * *
მივალ ჩემს მეორე სამშობლოში (ე. ი. ამერიკაში).

* * *
Как тяжело ходить среди людей
И притворяться непогибшим.
А. Б.

* * *
[Мало помалу дело до] თანდათანობით, კამაც-კამაც საქმე დასასრულამდე მივიდა: ყველაფერი განრიგდა, განაწილდა, ყველაფერი გარდა პატარა მიწის ნაკვეთისა სასაფლაოზე (მარკ-ტვენი).

* * *
მოულოდნელად მოსული თოვლის ხუმრობით რიგები ჩნდება რეზინოტრესტთან, ჯერ არავინ დაცემულა? ძეგლები აკაკი წერეთლის, კამოსი, ნინოშვილის, ბორის ძნელაძის, ლენინის, ლიბკნეხტის, როზა ლიუქსემბურგის, ალიოშა ჯაფარიძის, შაუმიანის, ყველა ბაღებში, ასე წარმოიდგინეთ, პუშკინის ძეგლიც კი შემკობილნი არიან ქართული თეთრი ქუდებით და ქართული ქულაჯებით. ბავშები აღტაცებაში არიან, პირდაპირ თავით დაგორაობდენ.
- ჰაი გიდი, ახალგაზრდობა როგორ გაჰქრა!

* * *
ერთი სოვდაგარი მიდის, ხედავს [ურემში] უღელში გაბმულს კამეჩსა და გლეხს.
- რა დაგმართნიაო!
- ეს ასე არ დარჩებაო.
იმ გლეხმა შეირთო თავისი თავადის ქალი, „კნიაზი“ გახდა. სოვდაგარმა ნახა და სთქვა:
- არაფერია! ეს ასე არ დარჩებაო.
ხალხს სურს აირჩიოს ხელმწიფე, მტრედი ვისაც მხარზე დააჯდებაო. დააჯდა „კნიაზს“. გახდა ხელმწიფე.
- ეს ასე არ დარჩებაო.
მოკვდა ეს ხელმწიფე. მოვიდა სოვდაგარი, ნახა საფლავი, საფლავზე სწერია: „ეს ასე არ დარჩებაო“.
გავიდა ხანი, კიდევ ნახა სოვდაგარმა სასაფლაო.
- საფლავი სადღაა? ნიაღვარი მოსულა და ყველაფერი თან წაუღია!

* * *
- შენ გაჩუმდი! ისეთ სიტყვას ვეტყვი, რომ ხმას გაიქრობს და ოთხ თვეს ხმას [ვერ] არ ამოიღებს.

* * *
ფიქრი იმაზე, რას გრძნობდა, რას გრძნობს, და რას იგრძნობს საზოგადოება.

* * *
ნიჭიერი კაცი იყო - ეს ერთია, ამ ნიჭის გამოჩენა და მუშათა კლასისთვის დახმარების გაწევა - ეს მეორე.

* * *
კაცმა, რომელიც აგებდა ქაღალდის თამაშში, უცებ ქაღალდი შეშალა პარტნიორების გულის გასახეთქად.

* * *
დიასახლისების კრება. ზარის წკარუნი: - ამხანაგებო, დასხედით, დასხედით, უკან ვინც ხართ გაჩერებული, წინ წამოიწიეთ.

* * *
„საქართველოსთვის სამი რამაა ძვირფასი: გუთანი, კალამი, ხანჯალი! გაუმარჯოს იმ მარჯვენას, რომელიც გუთნით მიწასა ხნავს, კალმით თავის ერს ეხმარება, ხანჯლით მტერს გულს გაუპობს“ (კ. გ.).

* * *
ქამარი ქვევით ამოდგმული!

* * *
საათმა სამჯერ დარეკა, რიმანელი მშვიდათ იყო გადაწოლილი დივანზე, გამხიარულებულ ბუხართან. მისი აზრები სავსებით შებოჭვილი იყო წერილით, რომელიც ხელში ეჭირა. განსაკუთრებით დიდხანს აფიქრებდა ერთი ადგილი: 24 საათში, რათაც არ უნდა დაჯდეს 24 საათში!

* * *
ჩვენ იგი გვახსოვს წვერულვაშ გაპარსული, როგორც ტრაგიული როლების აღმასრულებელი აქტიორი, ან რომის პაპი. და შეკუმშვა მოგრძო ბაგის ქვევით დაქანებული კუთხეებისა, დამახასიათებელი თვისება ძლიერი, მაგრამ განუვითარებელი ნებისყოფის.

* * *
თავისი სინდისი გაისტუმრა თვითონ!

* * *
[რეტო-რომანული] მეგრულ ენას (საუბრობს 50.000 კაცი) აქვს თავისი ლიტერატურა (სულ ასამდე კაცი): საერთოდ მხოლოდ საგულისხმიეროს, გულწრფელ სიყვარულს ყოველგვარ მშობლიურისადმი შეეძლო აღეძრა სურვილი ეწერათ იმ [ენაზე] კილოკავზე, რომელიც არ ვრცელდება ჭალადიდს იქით.

* * *
- უი, უი, მაგას რომ მეტი შეეძლოს - ხომ შეგვჭამს!

* * *
[მატარებელი სავსეა] სადგური გაჭედილია მძინარე მგზავრებით, უმრავლესობა ამ მგზავრებისა ერთი მეორესა ჰგავს: სულ გლეხებია. ერთის შეხედვით ყველა რაღაცა სენით დაავადმყოფებული გეგონება, შენაც გეშინია ტიფი არ გადაგედოს ან მუნი. მთელი ეს მასსა წევს იატაკზე, სკამებზე, ტომრებზე - და ხვრინავს. მაგრამ [გამოჩნდა] მოადგა თუ არა მატარებელი სადგურის ბაქანს - მთელი ეს მასსა საჩქაროდ [და მედგრად] წამოდგა ზეზე - და მედგრად იწია კარებისაკენ; [ეხლა ყველა რაღაცა სენით დაავადმყოფებული კი არა] მთელი ეს მასსა ეხლა მიიწევს ნაჯახებით, კომბლებით, ბარითა და ნიჩბებით - მანუფაკტურით, [და სპეციფიური ყიჟინით]  ყველაფრით, რაც კი უშოვნია ქალაქში.. კარგი რამაა ერთსულოვნება, არა? მაგრამ რას წარმოადგენს უწესრიგო ერთსულოვნება? (სულ სხვაა, როდესაც მიდის ჯარი, რომელშიდაც ცხოვრობს დისციპლინა: [მის] სიმრავლეში - [რა] გრანდიოზული [და საოცარი] ერთიანობა!.). [თუმცა როდის] მატარებლის წასვლას რატომღაც აგვიანდება, მასსა ეწყობა, მასსა ისევ დამშვიდდა.

*
დასვენების შესახებ.
„აბა, ხმაურობასა და შფოთში, რათა გრძნობები [დატრიალდნენ] დაბზრიალდნენ სახურავის  ლიუგერების მსგავსად ქარიშხლის დროს! ველურმა აჩოჩქოლებამ მე უკვე მომანიჭა იმდენი ბედნიერება, რომ, მართლაც, რამდენადმე უკეთესადა ვგრძნობ თავს. რამდენი ათეული კილომეტრი უნდა გავიარო (გაგიჟებულო გულო ჩემო), რომ გადაგისროლო იმ აურ-ზაურში, რომელსაც შენ მოყავხარ დამშვიდებაში... მე ისე დამიყრუვდა გრძნობები, ისე დამიმუნჯდა.. მე მინდა, გადაჭიმული ვიყო დოლზე, რომ მივიღო ახალი დაძაფვა.. მე ისევ [მტკივა] განვიცდი ტკივილს. ო, ნეტავი შემეძლოს ვიცოცხლო დამბაჩის ლულაში, სანამ ვისსამე ხელი არ ამაფეთქებს ჰაერში... მე ყოველგან უნდა განმეცადა განლტოლვა. მე ყველაფერი ვიყავი. ვიყავი ტვირთების მზიდავად, რომ რათმე ვყოფილიყავ. მიცხოვრია ალპებზე, ვმწყესავდი თხებსა, დღითა და ღამით ვიწექი ზეცის უბოლოო (უსაზღვრო) თაღის ქვეშ, განგრილებული ქარითა, და დამწვარი შინაგანი ცეცხლით. არაა არსად სიმშვიდე, არსად არაა [დასვენება] მოსვენება“ (ვილდე).

მოთხოვნილებათა ეპოქა...
„ეპოქას, რომელშიდაც ჩვენ ვცხოვრობდით, - ამბობს გიოტე, - შეიძლება ვუწოდოთ მოთხოვნილებათა (ფორდენდე) ეპოქა, ვინაიდან მაშინ თავისთავისაგან და სხვებისაგან მოითხოვდენ მას, რაც ჯერ კიდევ არავის გაუკეთებია“. მაგრამ გიოტეს აქ მხედველობაში ჰქონდა უშუალო ორიგინალური შეხედულება ბუნებაზე და ამაზე დაფუძნებული მოქმედება, რომელსაც სთვლიდა ყველაზე უკეთესად, რაც კი შეუძლია უსურვოს თავის თავს ადამიანმა.

ცეცხლწაკიდებული თაგვები..
არაერთხელ მინახავს ჩემს პატარა ბიჭობაში. [ამხანაგები] ეს პატარა ჯალათები მინდორში გამოიყვანდენ ხაფანგებში დაჭერილ თაგვებს, სეირისათვის გადაასხამდენ ნავთს, წაუკიდებდენ ცეცხლსა და გაუშვებდენ მინდვრებში. ცეცხლმოკიდებული თაგვები გარბოდენ, გარბოდენ! ბავშების ასეთ სისასტიკის დანახვაზე, რატომღაც მაგონდებოდა ექსპერიმენტები ჩვენს მემარჯვენე მწერლობაზე. რა ნავთი და ცეცხლი მათ არ იწვნიეს, მაგრამ ბევრს, საგრძნობლად [გაირუჯა ალისაგან] კანდამწვარს ასეთი უტიფარი ხუმრობისაგან, [და] ეხლა გაღებული ფანჯრებიდან შემოქროლილი [გრილი] ნიავიღა უგრილებს გარუჯულ კანს (ექსპერიმენტები ყოფილა, მაგრამ ასეთი?). კარგი ის არის, რომ გულწრფელად სჯერათ: ფანჯარა გაიღო და გრილმა ნიავმა შემოიქროლაო...

გერმან კესსერი.

*
[არ შემიძლია, არ ვაღიარო,]
რომ მიყვარს შრომა და ვარ მშრომელი;
რომ...
ჩემი ლექსები დაუცხრომელი
[ამბობენ] იტყვიან ამას.

*
მეზღვაურები და ემბლემები
ისახებიან წყალზე მწვანეზე,
უზარმაზარნი [სთვლემენ] მიყავთ გემები
ყველაფრის დამტევ ოკეანეზე.

[და მოფარფატე] მაგრამ ელვარე თეთრად თოლიებს
ფიქრებთან ერთად გააქვთ თარეში.
და ანძა ანძას გაიყოლიებს
ყველაფრის დამტევ სიმწუხარეში.

როდესაც გემი კვამლს ამოუშვებს,
და კვამლი ზღვაზე გაიფანტება...

ამბოხება ინგლისის სამხედრო ფლოტში
[როგორც ამბოხდა სამხედრო ფლოტი]
[დადგა ინგლისის სამხედრო ფლოტი]
[რისთვის არა ვარ ეხლა]
ვითომ და...
და...
სადღაც კი...
სადღაც გრიგალი ასცილდა გემებს.

* * *
არც სილაჟვარდე [მამშვიდებს] [არსებობს] გამოჩნდა ზეცის,
არც დედამიწად ღამის მოდება.
[ყოველ კაცში ზის] კაცი ყოფილა აშკარა მხეცი,
[რომელიც] ის მხეციც თან გძულს, თან გეცოდება.

[არც ცრემლი არის] აღარც ცრემლია, რომ გული დალბეს,
[და საიმედო გაშუქდეს] გზად გამოშუქდეს ნათელი სვეტი,
[ვერ] რა გადალეკავს ამდენს სიყალბეს,
[გულო, შენ მაინც როგორ იტანდი]
[მხოლოდ და მხოლოდ [სიკვდილის] განადგურება.]
[სიკვდილის მეტი, ვერარა ძალა.]
ვერარა ძალა, სიკვდილის მეტი.
(მანუგეშებდა არყოფნის მეტი)
შეუბრალებელ?
განუკითხავი.

დაეშვი, ფარდავ, [დაეშვი [მალე] ჩქარა] [სიმძიმე ბნელი] დაფარე ველი,
[მეტის მოსმენა არ სურს არავის]
[რამ ქვეყნად  ნუ შეიბრალებს]
თუ არ იბრალებს არავინ არვის,
[დასრულდეს] [და არის] ბარემღა აქტი უკანასკნელი
[გულშემზარავი] დასრულდეს დრამის გულშემზარავის.

სცენაზე იბრძვის ადამიანი...

* * *
არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის,
არც დედამიწად ქარის მოდება;
კაცი ყოფილა აშკარა მხეცი,
ის მხეციც თან [მ]გძულს, თან [მ]გეცოდება..

აღარც ცრემლია, რომ გული დალბეს,
გზად გამოშუქდეს ნათელი სვეტი...
ვერ გადალეკავს ამდენ სიყალბეს
ვერა რა ძალა - სიკვდილის მეტი.

დაეშვი, ფარდავ! დაფარე ველი.
თუ არ იბრალებს არვინ არავის -
ბარემ-ღა აქტი უკანასკნელი
დასრულდეს დრამის გულშემზარავის!

მეზღვაურები და ემბლემები
ისახებიან წყალზე მწვანეზე,
უზარმაზარი მიჰყავთ გემები
ყველაფრის დამტევ ოკეანეზე.

მაგრამ ელვარეს თეთრად თოლიებს
ფიქრებთან ერთად გააქვს თარეში.
და ანძა ანძას გაიყოლიებს,
ყველაფრის დამტევ სიმწუხარეში.

* * *
არც სილაჟვარდე გიშველის ზეცის,
არც დედამიწად ქარის მოდება.
ბურჟუი არის აშკარა მხეცი,
რომელიც არვის შეეცოდება.

ტელეგრაფი, ჰაეროები, ავტოები, რადიო
რომ ქვეყანა თანდათან მჭიდროვდება, ამისი დამამტკიცებელია ჩვენი ტრამვაი, ჩვენი ბინები, ჩვენი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება. ტრამვაიში ეხლა წარმოუდგენელია ქალი ძველებური ფართო ქუდით და ქუდში შამფურისოდენა ქინძისთავით. ის აშკარად შეაწუხებს ტრამვაიში მსხდომ შემჭიდროებულ მასსას, მის კოლექტიურ ურთიერთობას, საზოგადოებრივ ნებას. მიუხედავად ამისა, ის მაინც ზის ჩემს პირდაპირ, ცოცხალი მოჩვენება იმპერიის; პერგამენტივით ყვითელი სახე აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს შევიწროების გამო. უხერხულია ამ დარბაისელ მანდილოსანზე საუბარი; მეტის მეტად უხერხულია. რა უნდა სთქვა ისეთი, რომ მას არ აწყენინო? პოეტის სიტყვა აქ უსათუოდ მკაცრი იქნება, არა-ესთეტიური, მკვახე. მაგრამ ეს ქალი რეალური არსებაა და არა მართლა მოჩვენება. უმჯობესია, იყო მკაცრი, ვინემ პოეტი, რომელიც გვერდს უხვევს თავის მოვალეობას. უმჯობესია, ათასწილად უმჯობესია.
- გვახსოვს თქვენი წინანდელი ლექსებიო, - მეუბნება ის. ეს იყო გენიალური ლექსები. მაშინ კარგი იყავით, ეხლა კი რა მოგახსენოთ. თქვენ თვითონ არ იცით, რას სჩადიხართ [რას მიედ-მოედებით]. თქვენ ყოველგვარ ზომებს მიმართავთ, რომ თავისთავს სამუდამოდ გაუტეხოთ სახელი.
აი, [როგორ] სად იყენებს ეს მანდილოსანი თავის სიტყვიერ ქინძისთავებს. ის მიდის ძველი გზით მაშინ, როცა კაცობრიობა ახალისკენ გადაიხარა, როდესაც შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა. მან კიდევ არ იცის, რომ დრო „წინანდელი ლექსები“-ს სამუდამოდ გაჰქრა!

[მწარე მოგონება]
[წინად სად იყო ჩვენში ქაღალდი?]
[გვ]მენატრებოდა თეთრი ქაღალდი, [რომ ღამღამობით ლექსი გვეწერა] როცა რითმების [გვ]მეხვია ლანდა,
ისე გავიდა ახალგაზრდობა, [მაგრამ] რომ ის ქაღალდი [არსით] ჩვენთვის არ სჩანდა.
სადღაც კი იყო კმაყოფილება, ედარებოდა სუნთქვა დიონისს,
გიგანტიური სტამბების დაზგა და მშენებლები რატაციონის.
ფეთქდა მოტორი და გაზეთები იფანტებოდენ გამყინველ დროში.
[გვემატებოდა] გვერჩია ყოველს [გაზეთის ყიდვა, მაგრამ ჯიბეში არ იყო] გაზეთი ერთი და გაზეთისთვის არა მაქვს გროში.
[იყო რკინის გზის ლიანდაგები, სურვილი მთელი მსოფლიოს მოვლის,]
საზიზღარი დრო, უსაზიზღრესი, ვინემ [დამპალი] გახრწნილი ლეშების სუნი!
როცა ზიდავდენ მკვდრებს რკინის გზები, და ტელეგრაფის იყო ზუზუნი.
როს კონტინენტი ხედავდა მხოლოდ ფარჩეულობას, ტყავეულს, ნოხებს,
პრესსას, მუსიკას, თავდავიწყებას, უაილდებს და ზახერ-მაზოხებს.
[ჩვენს ქვესკნელში მყოფთ, მაღაროს მთხრელებს,]
მაგრამ მოვიდა ცხრაას ჩვიდმეტი, ზევით ამოდის მაღაროს მთხრელი,
შამპანიურთან გართულ ჯელტმენებს, საყელოებში სწვდა [რკინის] მისი ხელი.
[გატყდა მინები] ღვინო გადესხა აბრეშუმს, ხავერდს, ქალს ალმასების მოსწყდა საყურე,
ძირს გაიშხლართა მძიმე ბანკირი, კიბის ქვეშ შეძვრა მოსამსახურე.
[მიჰქრის] ისევ წიგნები და გაზეთები, ქანდაკებები, ვაზები [სარკე]  რკინის,
- წყალი! - გაისმა მანდილოსნის ხმა, როდესაც იგრძნო სუნი ბენზინის.
სარკემ ძგრიალი მოიღო, [მიჰყვა] ალმა გადმოანგრია ბროლის კანკელი.
[ალი მოედო] რკინა დაეცა რემბრანდტის სურათს, და ელეკტრონმა იწყო კანკალი.
ჰაერი ჰგავდა ტრიალა კარებს, კედლებს მოედო კვამლი და ბოლი.
ოქრო და ვერცხლი ძირს დაიყარა, ფოსფორიულად აბრწყინდა ბროლი.
ინტელიგენტის სათვალეც გატყდა - კაფეს სასწრაფოდ უჩვენა ზურგი.
პანამის ქუდმა იქით მოცოცხა; შენ კი მშვიდათ ხარ, როგორც ქირურგი.
[გადმოვარდნილი პირით სიგარა ხვდება რევოლვერს, იგრძნობს რადიუსს]
                         სიგარას, ცილინდრს...
                         პიანინოს...
                         რას იზამ მაშინ?
                         ინტელიგენტის სათვალეს, ცილინდრს, სიგარას...

[ავანტიურისტები სხედან კაფეში]
ო, ავანტიურისტებო!
გამფლანგველები სხედან კაფეში. მათ მუსაიფი აქვთ წყნარზე წყნარი.
[ლექსის] [ღვინის] შინჯვენ ქიმიურ შემადგენლობის, [არის მკვლევარი, თუ
ის არ არი] [რა საღებავის ისმის ზღაპარი] ნეტა რაა ეს, ღვინო თუ ძმარი?
სადღაც კი არის [მედგარი შრომა] ელექტრო შრომა თერგის, არაგვის, ქსანის, რიონის,
გიგანტიური სტამბების დაზგა და მშენებლება რატაციონის.
გრგვინავს მოტორი - და გაზეთები ჰაეროპლანით მიჰქრიან დროში.
ჩემთვის ხსნა არის გაზეთი ერთი, და გაზეთისთვის არა მაქვს გროში.
საზიზღარი დღე, უსაზიზღრესი, ვინემ დამპალი ლეშების სუნი.
არა ამაოდ [არა ამაოდ] და უმიზეზოდ ვენტილიატორს გააქვს ზუზუნი.
თქვენ აქ რა გინდათ? [მიდით] გაჰყეთ კონტინენტს, მიჰყეთ ფარჩეულს, ტყავეულს, ნოხებს.
იქ მუსიკა ქმნის თავდავიწყებას, იქ პრესა იცავს ზახერ-მაზოხებს.
[მაგრამ] თორემ რას იზამთ, ამ წამში რომ აქ გაჩნდეს მაღალი მაღაროს მთხრელი.
შამპანიურთან გართულ ჯელტმენებს საყელოებში გწვდესთ რკინის  ხელი?
ღვინო შეესხას აბრეშუმს, ხავერდს, ქალს ალმასების მოსწყდეს საყურე,
ძირს გაიშხლართოს მძიმე ბანკირი, კიბის ქვეშ შეძვრეს მოსამსახურე.
სარკემ ძგრიალი მოიღოს ტყდომის, გადმოქიანდეს ბროლის კანკელი,
რკინა დაეცეს რემბრანდტის სურათს და ცილინდრებმა იწყოს კანკალი.
ინტელიგენტის სათვალეს, საათს, სიგარას, ქანდაკს, ვაზას და რკინის -
- წყალი! - გაისმას მანდილოსნის ხმა, როდესაც სუნი იგრძნოს ბენზინის.
იყოს პანამის ქუდის კივილი, ოქროს და ვერცხლის დაცემის ხმაში.
[ეს] პიანინოც რომ [მოსწყდეს ადგილს] გადატრიალდეს და თავს დაგეცესთ - რას იზამთ მაშინ?
გამფლანგველები სხედან კაფეში.

[ქართული ენის პრობლემა]
„ავენანო, ოდეს დასცხრეთ!“
ნ. ბარათაშვილი

[ბევრი მწერალი ასე სვამს საკითხს: ხელოვნება უნდა [ნაციონა] ინტერნაციონალური შინაარსით და...]
ხელოვნების სასახლეში [ერთი მწერალი ამბობდა] ერთმა მწერალმა მითხრა: [რა არის იმაზე საშინელი] როგორ უნდა მიეცეს ჩვენი ლიტერატურის ინტერნაციონალურ შინაარსს ნაციონალური ფორმა, [თუ] როცა ამ ფორმის [უპირველესი საქმე] უმთავრესი პრობლემა, ე. ი. ენა, [ჯერ კიდევ] გადაწყვეტილი კი არა, ხეირიანად დასმულიც კი არ არისო. [ჩვენი ენა...]
[ოი, საბრალო რუსთაველის ენა!] „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“, [„მოეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“] - ამოოხვრით დაუმატა [მან] მეორემ. - საბრალო რუსთველის ენა, - სთქვა მესამემ, - როგორც ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ევოლიუციის გზით მიდიოდა საუკუნეებში, მან განიცადა ყოველგვარი ცვლილებებიო - და ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე უცებ დაეცემოდა.
[მართლაც] როგორ ძირში მოსაჭრელი არაა ის ენა, რომელიც ამგვარად მსჯელობს. რომელ წარსულ ენაზეა [აქ] ლაპარაკი, იყო საღვთო წერილის ენა, იყო რუსთაველის ენა, იყო ანტონ კათალიკოზის ენა, იყო მეცხრამეტე საუკუნის ენა. ამ ხანებში მრავალგვარი ცვლილებები. ბოლოს მოვიდა რევოლიუციონური ენა, გაისმა ახალი სიტყვები: ეპოქა, ინდუსტრია, კომუნიზმი, ხუთწლედი. ე. ი. სიტყვები, რომლითაც ხალხი ლაპარაკობს, [როგორ] დაშორებულია თანამედროვე ენა, თუნდაც სულ უახლოეს მე-XIX საუკუნის მრავალ გამოთქმებს. [სრულიად განდევნილია, მაგალითად, ბულბული და სხვ.] რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ენა მდიდრდება [ახალ-]ახალი სიტყვებით, იღებს ახალ იერს. იგი [მართლაც წავა] განვითარდება კიდევ უფრო ამ გზით, ნაციონალური ფორმით, ინტერნაციონალური შინაარსით მანამ, სანამ კაცობრიობას არ ექნება ერთი, სოციალისტური ურთიერთობისთვის აუცილებელი ინტერნაციონალური ენა. [ინტერნაციონალიზმში  ჰპოვებს შვებას ყველა. ენა, რომლითაც ხალხი ლაპარაკობს...]
„ასარბასარიზმი“.
დაიღვარა მრავალი მელანი, ხანდახან სისხლიც...

[მუშები]
[ერი] იგი დაშორდა სამუდამოდ [მთებსა და ტყეებს,] გადაბურულ მთას,
მტკვარის, ენგურის სათავეებს, სადაც ანკარად
[და] გამჭვირვალე წყალს დაჰყურებენ მძლავრი ხეები.
იგი დაშორდა სამუდამოდ, ო, სამუდამოდ.
ის წამოვიდა დარიალის ვიწრო ხეობით,
იგი გამოჰყვა სვანეთიდან მომავალ ტივებს,
ფეხით, ცხენით თუ მატარებლით - იგი დაშორდა
სოფლის სიმშვიდეს, რომ ქალაქში დაისადგუროს,
რომ ქარხანაში შეუერთდეს მუშათა რაზმებს,
დაჰკრას ჩაქუჩი: გამოჭედოს ახალი ბედი.

რევოლიუციონური პოეზიის დაფუძნება
[ვუყურებ [უყურე] ამ დამპალსა და გახრწნილ საზოგადოებას,
რაგვარად მოშხამეს ირგვლივ ატმოსფერა.]
[ვუყურე] [ვუთმინე] დაჰკარ გახრწნილ საზოგადოებას!
ორპირი, მლიქვნელი, ბინძური, ბაზრული,
[მოაქვს] [მძლავრი] ყველა იერიში ყველა ჯადოების..
[ნეტა როდის იქნეს მისივ აღსასრული.]
[მისი იერიში - მას ჩემზე მოჰქონდა]
მოაქვს სიახლეზე, როგორც აღსასრული.
[უმღერის კახამბალს,
გარეგანს და შიგანს,
შეხედე ამ დამპალს,
შეხედე ამ ციგანს.]
კაცი თავს დაახწევს როგორმე მათ კლანჭებს,
[მაგრამ ეს არ კმარა [ოდნავაც არ კმარა] ტკივილთა მალამოდ.]
თავის დახწევა კი არ კმარა მალამოდ.
[რომ ცეცხლის კალამით და რკინით ამოვწვათ.]
ხმა უნდა ჩაუწყდეს მეშჩანურ ქამანჩებს.
ამოვსწვათ ის რკინით და ცეცხლის კალამით!
[მაგარი დარტყმაა იმისი წამალი,
რომ მათგან არ დარჩეს მტვერის ნატამალი!]
რამდენი საქმეა! ხელებ-დამკლავებით...

*
გთხოვთ მიმამაგროთ თქვენს დახურულს განმანაწილებელს.
ვარ საქართველოს ც.ა.კ.-ის მე-VI მოწვევის კანდიდატი (საწევრო ბილეთი №284).
ვმუშაობ ხელოვნების სასახლეში როგორც მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ლიტწრეების ხელმძღვანელი და სხვ. ამჟამად ვამზადებ წიგნებს. საერთოდ, დაკვრითი წესით ვმუშაობ მეტად რთულ კულტურულს, კერძოდ, ლიტერატურულ ფრონტზე, რომელიც მოითხოვს დიდს და ინტენსიურ შრომას.
ვიმყოფები მეტად შევიწროებულ მატერიალურ მდგომარეობაში, [თორემ არ შეგაწუხებდით.] ამიტომ გთხოვთ, თუ შესაძლებელია, დაჩქარებით მიმამაგროთ თქვენს [დახურულს] განმანაწილებელს.

გალაკტიონ ტაბიძე
1931, 23 ივლისი

*
დადგა იქ, სადაც იდგენ მებრძოლები, პროლეტარული რევოლიუციის გამბედავი გამომგონებელი, რევოლიუციონური გამომგონებელი.
მან მოახერხა დაეძლია სიძნელეები და დაბრკოლებანი, რომელიც ეღობებოდა წინ ახალგაზრდა უცნობ პოეტს. პარტიის დახმარებით 1914 წელს გამოვიდა მისი წიგნი.
თავგანწირული მებრძოლი -
მისი ენერგიის წყალობით.
დღევანდელს ჩვენს მწერლობაში ის თამაშობს უმთავრეს როლს.
ანაგებად მოძრავი.
მისი რევოლიუციონური პოეზიის სტაჟი იწყება ჯერ ისევ...
სადაც მას პატივს სცემდენ როგორც პატიოსანს, იდეურს, გულწრფელ ამხანაგს და საუკეთესო პოეტს.
სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლისთანავე იგი გახდა ახალი პოეზიის [ერთი] ცენტრალური [ფიგურათაგანი] ფიგურა.
კონსპირატიული კრებები.
მოხერხებული.
ექსპროპრიაცია ქმნილი ასოები.
აკტიური ლიტერატურული მუშაობა.
იგი სხვა რევოლიუციონურ პოეტებთან ერთად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ქალაქებში, დაბებში და სოფლებში. და ეწეოდა ლექსებით ენერგიულ სალიტერატურო პროპაგანდას. რეაქციის სუსხით დაშინებულ დაბა-სოფლებში, მის უღარიბეს ნაწილში აღფრთოვანებას იწვევდა პოეტების გამოსვლა. ამ გზით მკვიდრდებოდა სოფლის კავშირი რევოლიუციონურ [პროლეტარიატთან] ქალაქთან.
ბურჟუაზიას იგი სასტიკად არ უყვარდა. განსაკუთრებით - კიტა აბაშიძეს.
მაგრამ იგი არ იყო დამნაშავე. დამნაშავე იყო რეჟიმი.
რევოლიუციონურ ენტუზიაზმით, პროლეტარიატის გამარჯვების ღრმა რწმენით მას სურდა დაემტკიცებია არა სიტყვით, არამედ საქმით და, თუ საჭირო იქნებოდა, სისხლითაც კი, თავისი ერთგულება მუშათა და გლეხთა დიდი საქმისათვის!
შრომის მძიმე პირობებმა შექმნეს იგი რევოლიუციონერად.
აბობოქრებული ზღვა მუშებისა და გლეხების.
ჯანმრთელობა დაირღვა. ეუბნებოდენ: „[გალაქტიონ,] ეხლა შენ უნდა იექიმო“. იგი უპასუხებდა: „მოვასწრებ; არ მინდა ამნაირ დროს ექიმობა, არ მინდა დატოვება მოსკოვისა, რომელიც ასე ახლოა ჩემს გულთან“.
არალეგალური ცხოვრება.
ის არ დანებდა საერთო პანიკას.
თებერვლის რევოლიუციამ მას მიუსწრო...

*
მე გადავჭერი გზა. დავყევი ფერდობს. ნამგალა მთვარე ანათებდა. სუსტი ღრუბლები შორს მიფანტულ-მოფანტულიყვენ...

- დაანებე თავი ღვინის სმას, ამხ. დევილ.
- ვის ეუბნებით, მე?
- დიახ, თქვენ, თქვენ!
- რა მითხარით თქვენა?
- დაანებეთ თავი ღვინოს, თავს ნუ იღუპავთ.
[მეთამბაქოემ] მეაბრეშუმემ ვერ იცნო ეს ბარიტონი. კარგი კაცი უნდა იყოს, გაიფიქრა მან და გაიღიმა, როდესაც უცნობმა უკანასკნელი სიტყვების თქმასთან ერთად ყელზე გადისვა ხელი.

- ცუდათაა საქმე!
- გამოკეთდება - ვუპასუხე მე.
- არ გამოკეთდება, უარესი იქნება. პირადათ მე ვიცი, რომ „გადამხდა გადასახდელი, აწიც უარესს მოველი“. გამიგონია? აჭარელს ვინ არ იცნობს; აჭარელი ვაჟკაცურად კაცს არ მოჰკლავს. მიეპარება ან მეჩეთში, როდესაც ლოცულობს, ვიღაცა ეხმარება...
- ჰენდერსონი - გაიმეორა ვიღაცამ.
- ეს ინგლისის საქმეა...
- ფადიშაჰის საქმეა.
- ცისტერნის ამბავი გაიგეთ?
ასეთი იყო მათი საუბარი..

I
ინტელიგენტი, და პირმშო შვილი
სოციალურად განწირულ კლასის,
როგორ არ მახსოვს ლაღიაშვილი,
[მსგავსი ასის და ასი ათასის]
მზგავსება ათის, ოცის და ასის!.
ცხადია, მწარე განცდების ჩრდილი
მის მარტოობას დემონად აზის,
დღესაც შესჩივის ოზირისს, იზისს,
თავის გენიას და მწვავე კრიზისს.

II
[ის, ინტელექტის მაღალის მქონე,]
[ადამიანურ ინტელექტ-მქონე,]
[ის, უმაღლესად ადამიანურ
განვითარებით ინტელექტ-მქონე.]
თუ უაღრესად განვითარების
ინტელექტისა ძლიერის მქონე.
ის [უაღრესად] არის მაღალი გრძნობის
ინტელექტისა ძლიერის მქონე.
მასში სტიქიურ გამოსვლას ითხოვს
ადამიანის ძალა და ღონე.

[როგორც ველური და მკერი მგელის]

ავუგოთ ძეგლი
[იმ ოკტომბერის] [პროლეტარული, მეწამული რევოლიუციის,]
პროლეტარული ოკტომბერის გამარჯვებისთვის
ბარიკადებზე დაცემულ გმირებს -
[ავუგოთ ძეგლი.]
[როცა] ოდეს ვიგონებთ - [მწუხარება არ გვიმორჩილებს,] არ გვიმონებს სასოწარკვეთა,
ერთი [ჩვენგანიც] თქვენგანიც კი არ იტირებს.
ისინი [მოკვდნენ] მძარცველ კაპიტალთან [ცხარე] ბრძოლაში მოკვდნენ,
[მსხვერპლად [დაეცენ] მიეცენ] გზა გაუკაფეს შრომის [უფლებას] სუფევას,
პროლეტარული სახელმწიფოს [მედგრად იცავდენ] [სადარაჯოზე] მონაპოვრისთვის,
[მშრომელი მასსის] დარაჯად უდგენ თავისუფლებას.

[ავუგოთ ძეგლი დაღუპულ გმირებს]
აი, რად არის, რომ გმირთ ხსენებით,
არც ერთ ჩვენგანის კვნესა არ ისმის,
მათი ძეგლია გამარჯვების დღე
მოახლოებულ სოციალიზმის!

*
პროლეტარული სახელმწიფოს სადარაჯოზე,
ოქტომბრის შემდეგ ურყევად მდგარი,
[ოთხი მძაფრი წლის, მრისხანე წლის] სამოქალაქო ომების ხნის განმავლობაში
[ცხარედ] მედგრად იბრძოდა წითელი ჯარი.
რა დენიკინი, რა კოლჩაკი, და რა ვრანგელი,
[არ წამოსულა] რა ინტერვენტი ცეცხლით და რბევით,
[ისინი მოვსპეთ თუმც] არ [მოგვსევია] წამოსულა წინააღმდეგ და ჩვენი მხრიდან
მათთან ბრძოლაში დაეცა ბევრი.

აი, რად არის რომ გმირთ ხსენებით,
არც ერთ ჩვენგანის კვნესა არ ისმის,
მათი ძეგლია გამარჯვების დღე,
მოახლოვებულ სოციალიზმის.

*
გაზეთი „კომუნისტი“ (7 ნოემბერი, 1931 წ. N№257 (3212) სწერს: „უდიდესი გადატეხა ხდება ჩვენი საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში. ოქტომბრის მე-XIV წლისთავისათვის აქვს მსოფლიოში უდიდესი ქარხანა „ამო“, რომელიც ამზადებს საბარგო ავტომობილებს ორნახევარი ტონის სიმძლავრით. ეს ქარხანა ყოველწლიურად გამოუშვებს 50.000 საბარგო ავტომობილს. უკვე 1932 წელს მოგვცემს 25. 000. იაროსლავის ქარხანა თავის მხრით წარმოადგენს უდიდეს ქარხანას ევროპაში. იგი ამზადებს ხუთტონიან მანქანებს. ნიჟნი-ნოვგოროდის ქარხნის ამუშავებით საბჭოთა კავშირი საავტომობილო მრეწველობის მხრით დაიკავებს მესამე ადგილს ევროპაში, ინგლისსა და საფრანგეთს შემდეგ, მომავალ წელს უკვე გაუსწრებს გერმანიას, რომელმაც 1930 წელს გამოუშვა მხოლოდ 70.000 ავტომობილი. საბჭოთა კავშირმა 1930 წელს დაამზადა 8.700 ავტომობილი. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მოგვცემს კიდევ 8.000. 1932 წელს ავტომობილების დამზადება საბჭოთა კავშირში გაიზრდება თითქმის ოთხჯერ 1931 წელთან შედარებით. ასეთია ჩვენი მიღწევების შედეგები მრეწველობის სხვა გადამწყვეტ დარგებშიც ოქტომბრის მეთოთხმეტე წლის თავისათვის“.
„უკანასკნელი ომნიბუსი“.

*
[გულწრფელი სურვილებით] რევოლიუციონური საქართველოის სრული გამარჯვების, სულიერი სიმტკიცის, [ჯანმრთელობის და] მისი ძლიერებისათვის [ერთ-ერთ] მედგარსა და თავდადებულ ბელადს, ვეტერანს.
მოგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დაბრუნებისას [გზაში] ავტომობილმა, რომლითაც გადმოვდიოდით მდინარე ენგურს, განიცადა ავარია [და მე დიდის] სწორედ შუა მდინარეში. და [მე] ჩვენ ძლივას გადავრჩით, ფიცარს ჩაბღაუჯებულნი [იღლიაში ამ ჩემი ნაწარმოებით]. გადარჩა ჩემი „რევოლიუციონური საქართველოც“, რომლის ფურცლებიც ეხლაც სველია ენგურის ზვირთებით.

აქ აღებულია არა ერთი რომელიმე გმირი, არამედ მთელი „რევოლიუციონური საქართველო“.

*
კაპიტალ. სამხედრო ინტერვენციების [დროს] ეპოქაში - როდესაც ევროპას მო...
ჯგუფი „კლარტე“.
ЦПШ. Шереметева 44. Г. Григорьев