ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

13 იანვარი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გამოიტანეს დადგენილება, იოსებ გრიშაშვილსა და გალაკტიონ ტაბიძეს 23 იანვრამდე დაეცალათ მწერალთა სასახლეში დაკავებული ოთახები.

დამატებითი ინფორმაცია

31 იანვარი

გალაკტიონი თხოვნით მიმართავს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს, დაეხმარონ ლექსების მესამე კრებულის გამოცემაში.

დამატებითი ინფორმაცია

1 იანვარი

მწერალთა კრებაზე წაკითხული გალაკტიონის საპროგრამო წერილით „პოეზია - უპირველეს ყოვლისა!“ და ლექსით „ზამთარი“ გამოიცა ჟურნალის „ლომისი“ პირველი ნომერი.

დამატებითი ინფორმაცია

თებერვალი

დაარსდა აკადემიური მწერლობის ასოციაცია. კავშირში გაერთიანდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი, კოტე მაყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ვარლამ რუხაძე, სოლომონ თავაძე, არისტო ჭუმბაძე, შალვა დადიანი, შიო მღვიმელი, ვალერიან გუნია, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და სხვა. გამოსცეს ჟურნალები: „ხომალდი“, „ილიონი“, „კავკასიონი“, „ახალი კავკასიონი“, „ივერია“.

3 მარტი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გალაკტიონი აირჩიეს ზაქარია ჭიჭინაძის საიუბილეო კომისიის წევრად.

დამატებითი ინფორმაცია

17 მარტი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყდა, ჟურნალის „ლომისი“ მორიგი ნომრის გამოსაცემად, ჯამაგირისა და ჰონორარის ანგარიშში, გალაკტიონსთვის მიეცათ მილიონი მანეთი.

26 მარტი

ჟურნალში „ლომისი #6-7“ გალაკტიონი ფსევდონიმით N.N. (ნომენ ნესციო -  სახელი უცნობია) ბეჭდავს ზაქარია ჭიჭინაძის მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილ წერილს.

7 აპრილი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გალაკტიონმა წაიკითხა მოხსენება „პოეზიის დღის მოწყობის შესახებ“ . გადაწყდა, პოეზიის დღე გამართულიყო ოპერის თეატრში 7 მაისს, გაზეთის „პოეზიის დღე“ გამოცემა და მასალის შეგროვება მინდობოდა გალაკტიონ ტაბიძეს.

7 მაისი

გაზეთი „პოეზიის დღე“ #3 გამოვიდა გალაკტიონის მეთაური წერილით: „...არავინ არ უარყოფს, რომ მოვიდა ახალი ცხოვრება, ახალ ცხოვრებას სჭირდება ახალი ფორმები, ახალ ფორმებს კი ახალი სიტყვა!“

მაისი

მაისში წიგნად გამოიცა გალაკტიონის მონოგრაფია „ზაქარია ჭიჭინაძე“, ფსევდონიმით N.N. (ნომენ ნესციო -  სახელი უცნობია).

დამატებითი ინფორმაცია

22 მაისი

სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭომ გალაკტიონს უშუამდგომლა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან - 18 ივლისს ოპერის თეატრში ტრადიციული საღამოს გასამართად 25 მილიონი მანეთის სესხად გამოყოფის თაობაზე.

4 ივნისი

გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო იოსებ გრიშაშვილის საღამოში.

23 ივნისი

მწერალთა კავშირის სხდომამ დადგენილება გამოიტანა გალაკტიონისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ: „დაესწრნენ: კ. მაყაშვილი, ი. აგლაძე, კ. აბაშიძე, ვ. რუხაძე, ა. აბაშელი. განიხილეს: გ. ტაბიძის საღამოს აფიშებში გამოცხადებულია, რომ ის არის პოეტების მეფე. დაადგინეს: მოისმინა რა გალაკტიონ ტაბიძის საღამოს აფიშების შინაარსი, სადაც გ. ტაბიძე თავისთავს პოეტების მეფედ აღიარებს, საბჭოს სრულიად შეუფერებლად მიაჩნია ასეთი საქციელი საბჭოს წევრისა და პოეტის სახელისათვის, უცხადებს მას საყვედურს, მით უმეტეს, რომ გ. ტაბიძე არც ერთი ორგანიზაციის ან საზოგადოების მიერ არ არის არჩეული პოეტების მეფედ. ვინაიდან საზოგადოებაში ხმებია გავრცელებული, თითქოს ეს საღამო იმართება საბჭოს ინიციატივით, გამოცხადდეს პრესაში, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არ აქვს ამ საღამოსთან. თავმჯდომარე კ. მაყაშვილი. მდივანი მ. ბოჭორიშვილი“.

ივნისი

გაზეთი „კომუნისტი“ აქვეყნებს სიკო ფაშალიშვილის „ღია ბარათი“ და მწერალთა კავშირის საბჭოს საპროტესტო წერილს (#142), სილიბისტრო თოდრიას ფელეტონს გალაკტიონის ვერგამეფების შესახებ „ღალატი“ (#145).

ივნისი

გალაკტიონმა დიდი ლიტერატურული საღამოს მოწყობა განიზრახა. აფიშები იუწყებოდნენ, რომ გაიმართება პოეტების მეფის საღამო.

დამატებითი ინფორმაცია

3 ივლისი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს გალაკტიონის შემოქმედებითი საღამოს საკითხი; იმსჯელეს, ეპასუხათ თუ არა პრესით ფაშალიშვილის წერილზე („კომუნისტი, 142) ხმები შუაზე გაიყო, საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადეს.

4 - 30 აგვისტო

გალაკტიონმა იმოგზაურა კახეთში, რის შემდეგ შეიქმნა ლექსთა ციკლი „ალზიორა“ („ეს მშობლიური ქარია“, „წინანდალელი ნათელა“, „ალაზანი“, „გახედე, კახეთი!“, „მივდიოდი ალაზნის ველად“, „შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია“).

დამატებითი ინფორმაცია

სექტემბერი

გალაკტიონი მიიწვიეს ჟურნალის „ხომალდი“ თანამშრომლად.

დამატებითი ინფორმაცია

3 დეკემბერი

გალაკტიონის რედაქტორობით გამოვიდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის“ პირველი ნომერი.

დამატებითი ინფორმაცია

5 დეკემბერი

გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ვარლამ რუხაძის საღამოში.
გაზეთი „ტრიბუნა“, #316

7 დეკემბერი

გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ტერენტი გრანელის საღამოში.

გაზეთი „ტრიბუნა“, #316