1921
21 აპრილი
„მე წინადადება მომცენ მონაწილეობა მივიღო შვიდი მაისის გაზეთში. ვამზადებ ყუმბარას: მანიфესტს: იქნება აფეთქება. შალვა კარმელმა მითხრა: მე თქვენზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი: მეგონეთ ვიღაცა ყაჩაღი და აღმოჩნდით ძალიან და მეტად მშვიდობიანიო. ცოტათი ახლოა ყოველივე ეს სიმართლესთან: ეს მან სთქვა იმის გამო, რომ სურთ მწერლებს ბინა წამართვან და მე კი არაფერს ვამბობ. ობოლი მუშა ძალიან სიმპატიური ადამიანია. ტიციანი რაღაც იდუმალად მეუბნება: არ შეიძლება ამდენი ხნის ჩვენი ბოიკოტიო. მართლაც, დროა გამოსვლის!“