შუალედი - დან - მდე
 
 


თბილისის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ამხ. ვახტანგ ეპიტაშვილს


მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, საქართველოს სახალხო პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


თქვენ მიერ ჩემთვის გამოყოფილ იქნა მიწის ნაკვეთი წყნეთის საკურორტო ზონაში. იქ ამჟამად მიმდინარეობს ჩემი სახლის მშენებლობა.
ხელს გვიშლის ის გარემოება, რომ ჩემი სახლის წინ დადგმულია კოჯრის სოფლის კოოპერატივის კიოსკი: იგი გადატანილი უნდა ყოფილიყო ადრევე სადმე, მახლობლად, მაგრამ კიოსკი დღემდის არაა გადატანილი.
გთხოვთ, ამის შესახებ სათანადო განკარგულებას.

გალაკტიონ ტაბიძე

1952, 4 სეკტ.