შუალედი - დან - მდე
 
 


15 საუკუნე


შენი სიბერე,
სიახლე ორბის,
15 საუკუნე
ელოდა წინამორბედს.
15 საუკუნე
გიკლავდა დღეისს,
ქალაქო ფენიქსო,
ყრუ ღამეები
ვარფოლომეის.
15 საუკუნე
ჯვარზე გაკრული
თითქო განგებით,
ჯალალ-ედინებით,
თემურლანგებით.
15 საუკუნე
ხსოვნას აზარებს
ზღვა არაბების,
სკვითი, ბერძენი,
ცვლიდენ ხაზარებს.
შენ ოცდაათჯერ
გადასცდი იმ ფონს,
სწვავდი ხიდეებს,
ცვლიდი რუბიკონს,
შენს სისხლიან თასს
ცლიდა შაჰ-აბას
და ვერ დასცალა.
აწ აღსადგენად
მოვა სხვა ძალა!

1916