მე მძინარე ვარ...
მე მძინარე ვარ... ვწევარ და მძინავს,
დაე, მძინავდეს.
ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს,
როდესაც ნანა მესმის ძიძების -
ბევრს ეშინოდეს
ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების,
ვით გათენებას,
მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს.
[1927 წლამდე]