იშლებიან ყანები მოფენილი ქალებით,სავსე იდუმალებით,ქარვად მონაზმანები,სივრცით დანათავები,იშლებიან ყანები,როგორც ვეფხვის ტყავები.სამხრეთივით ვნებიანმხარეს ეშურებიანჭაობების იხვები,სიმაღლეებს მიჰყვებაფიქრი, ოქროს ნავებით.[1927 წლამდე]