შუალედი - დან - მდე
 
 


შინდისის ჭადრებს


ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, -
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?
კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები?
მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები.
თქვენთან რბიოდენ ნათელნი დღენი,
ლოცვა ბავშური, ფერი გედური,
ეხლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?

[1925]