შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩოხათ საქილეში მუხებს...


ჩოხათ საქილეში მუხებს
ჩაუწყვიათ რკოები,
აქ არსენას ნაბდის გაშლას
გრძნობენ მიდამოები.

ობობას ქსელს გამოფრენილს
გარს იხვევენ ჯაგები,
გორაკები, ბანაკები,
დაბა-აგარაკები.

შემოდგომამ ყველაფერი
შესძრა ხელშეუხები -
წრიალებენ, გრიალებენ,
მქუხარებენ მუხები!

1956