აღავსე, მზეო!
აღავსე, მზეო,
ეს შემოდგომა
ნაყოფით, რასაც
ვთვლით და ვერ ვითვლით,
დამავალ შუქის
ფერთა მოდგომა,
ტოტთა სიუხვით,
ფერთა სიყვითლით.
რომ ამაყობდეს
მოწევის დროით
შრომა დიადი,
შრომა საზეო.
ვენახთა ხვავით,
ყანის ოქროთი,
ეს შემოდგომა -
აღავსე, მზეო!
[1946 წლის 5 ოქტომბერი, საღამო. კინო; 1951 წლის 6 ნოემბრამდე]