შუალედი - დან - მდე
 
 


წარწერა ანატოლ ფრანსის სურათზე


კარგი ოსტატი, შემოქმედი უმწვერვალესი,
ვინც სიტყვას მისცა ყინულის და ცეცხლის ხალისი,
ენა ფრანგული ჰქმნა დიადი და სრულყოფილი,
უდარებელი, იშვიათი, კეთილშობილი.
მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი!
მწარე დაცინვა, მოელვარე - როგორც მახვილი,
მათდამი ზიზღის უმწარესი გამომსახველი,
ვინც მარგალიტით და ოქროთი მოავარაყა
ბურჟუაზიის ბატონობის მთელი მარაქა.
ის იყო ციცხვი, წინაპარი მოვლენის დიდის,
რომელიც ეხლა ახალი გზის ძიებით მიდის.
მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი -
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი.

1936