ნეაპოლში სიკვდილს მე როდი შევუშინდები,იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა.მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,არც ეს მაისი, არც პოეზია.მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!1935