შუალედი - დან - მდე
 
 


ნეგორელოე


დუმილი ფარავს
             ტყეს და მდელოებს;
გავცდით ვარშავას,
             მდუმარებს არე...
ვუახლოვდებით
             ნეგორელოეს,
სადაც იწყება
             სამშობლო მხარე...
სადაც მძლავრია
             წინადი გრძნობა -
ახალ ვარდებით
             შემოსილ შარის...
გულში ვინახავ
             გრძნობებს, ევროპა,
მასზე რაც იყო -
             რაც არის, არის!

[1935 წლის ივნის-ივლისი]
სტოლპცი-ნეგორელოე