სიცოცხლის მტევნები
[ციკლიდან „ეპოქა“]
ხელში გეჭიროს სიმართლის თასი,
მასში მტევნები გრძნობის ჩასწურე,
რასაც არა აქვს სიცოცხლის ფასი,
დალეწე, დასწვი, გაანადგურე!
ხელისშემშლელი გაჰკვეთე ბინდი,
ხავსს განშორების ცეცხლი აპკურე,
გათენებათა იყავ რაინდი -
დასწვი, დალეწე, გაანადგურე!
[1928]