ცისარტყელა
[ციკლიდან „ეპოქა“]
წყალს, გადაშვებულს ტბიდან ანაზდათ
ცისარტყელათა დაადგა ზოლი,
გადაფუნგულა ორომტრიალი
ტურბინებიდან გადანასროლი.
მალე მზე ჩავა და დასავალი
ფარშავანგებად შემოიმწკრივებს
აუწერელად დიად ფერადებს,
ჩამავალ დისკოს ჩამავალ სხივებს.
[1928]