შუალედი - დან - მდე
 
 


სვანურიდან


* * *

ო, საბრალო თავბექილა,
ნადირობა გიყვარდა.
სამ წელს ჩიტიც არ მოგიკლავს,
ერთი კოჭლი ქათმის გარდა?
მეოთხე წელს ჩეგემლები
დაგესიენ, როგორც მგლები;
ერთი იყავ და თორმეტის
წინააღმდეგ რას გახდები?
შეგკრეს, ხელნი ზურგთ მიგიკრეს
და დაგხადეს ქალამნები.
წაუგდიხართ წინ ხუნდებით,
დაგივლიათ გალავნები.
გზა დაებნათ: გზაზე ნისლი
მიწვა, როგორც ბამბის ფთილა
და სავეთის ნაცვლად ისევ
სვანეთს მიჰყავთ თავბექილა.