* * * რაც იფნიბაღმა განვიცადე დღეს...
რაც იფნიბაღმა განვიცადე დღეს,
არ განუცდია არავითარ ტყეს...
გადაიფრინეს არწივებმა, რომ
თავგადასავლით მოაშუროს დრომ.
შენ გევედრები, ხვალინდელო დღევ,
ვიცი, სხვა ახალ დიდებაში მხვევ -
მიუშუქე სულს, მიუშუქე ზეგს,
გაეხმაურო იმ დიდების ძეგლს.
1958 წლის 20 ივლისი
კვირა, იფნის ბაღი